imedi /  19 ივლისი 2018, 13:20 / სანდო წყარო

მმართველ პარტიაში გედევან ფოფხაძის განცხადებას აფასებენ

გედევან ფოფხაძე

გედევან ფოფხაძე

მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" წევრები საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებას აფასებენ.

ფოფხაძე 18 ივლისს პარტია „ქართული ოცნებიდან“ უმრავლესობის დეპუტატ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეუძლიათ პარტიას „ქართული ოცნების“ ნაცვლად, კომკავშირი ან კომპარტია დაარქვან.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის შეფასებით, დეპუტატ გედევან ფოფხაძის განცხადება „ქართული ოცნებისთვის“ შეურაცხმყოფელია. ამის შესახებ 1tv წერს.

„თუ გედევან ფოფხაძე ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ კომკავშირია, არ ვიცი, მაგრამ თუ მივიჩნევდი, რომ ეს პარტია კომკავშირია, კომკავშირში ვერ გავჩერდებოდი. ეს მისი არჩევანია. ვფიქრობ, პარტიისთვის გედევან ფოფხაძის განცხადება შეურაცხმყოფელია“, – განაცხადა კილაძემ.

პარლამენტის ვიცესპიკერის გია ვოლსკი ფიქრობს, რომ გედევან ფოფხაძემ თავის ემოციურ გამონათქვამებს სერიოზულად გადააჭარბა. 

„არ მგონია, გედევან ფოფხაძემ სიტუაცია სიღრმისეულად არ განიხილოს და ასეთი განცხადებები გააკეთოს. საკითხის მიმართ მისი დამოკიდებულება სუბიექტურია, გედევან ფოფხაძეს თავისი სიმართლე აქვს და მისი შემდგომი ნაბიჯი სუბიექტური გადაწყვეტილებიდან უნდა გამომდინარეობდეს. გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს და როგორი იქნება გადაწყვეტილება ვნახავთ. პარტიასთან დაკავშირებით მსჯელობა გვმართებს, როგორც არაერთხელ ვიმსჯელეთ დავით ჭიჭინაძის გამონათქვამებზე”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ახალს  არაფერს არ ვიგონებთ. ყველგან ასე არსებობენ პარტიები – თუ გაქვს განსხვავებული მოსაზრებები, უნდა დატოვო პარტია და იყო ოპოზიციაში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პარტია „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

„გადაწყვეტილებების შესახებ ბევრი ინტერპრეტაცია მოვისმინე, რაც სიმართლეს ნამდვილად არ შეეფერება. როდესაც არის განსხვავებული აზრი, ჩვენ ამას მივესალმებით. გუნდში ძალიან ბევრჯერ ყოფილა მსჯელობა, კამათიც, შეიძლება გაცხარებულზე ერთმა მეორეს შეურაცხყოფა მიაყენოს, მაგრამ ეს ხდება შიგნით. როდესაც გამოდიხარ და უკვე პირად შეურაცხყოფას აყენებ ადამიანებს, მგონია, რომ არასწორია. პირველ რიგში ჩვენ ვართ ადამიანები, მერე ვართ პოლიტიკოსები. მე მგონი, ახალს ჩვენ არაფერს არ ვიგონებთ. ყველგან ასე არსებობენ პარტიები – თუ გაქვს განსხვავებული მოსაზრებები, უნდა დატოვო პარტია და იყო ოპოზიციაში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

17 ივლისს დავით ჭიჭინაძე ირაკლი კობახიძის მიერ 16 ივლისს, შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. "თუკი პარლამენტის თავმჯდომარე აღიარებს, რომ მან ისეთი კომპრომისები დაუშვა, რის გამოც ხალხია დახოცილი, მხოლოდ აღიარება საკმარისი არ არის - ეს წასულ კაცს კი არ უნდა მიაძახო, შენც უკან უნდა გაჰყვე და თანამდებობიდან გადადგე", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. 

მას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იმავე დღეს უპასუხა და თქვა, რომ დაგეგმილია სექტემბერში “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის შინაარსობრივი გადახედვა, ამაღლდება ამ კანონის სტატუსი და ის ორგანული კანონი გახდება. ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ ის, რაზეც დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ილაპარაკა, არასწორი ინფორმაციაა. 

18 ივლისს დავით ჭიჭინაძე მმართველი პარტიიდან გარიცხეს. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს.

ყველა სიახლე

26 აგვისტო 2026, 23:13

მსოფლიო

ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა

ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.

26 აგვისტო 2026, 22:35

მსოფლიო

El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი

ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 22:27

მსოფლიო

Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 22:06

მსოფლიო

Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს

შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

დავით ქართველიშვილი

26 აგვისტო 2026, 21:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 21:03

მსოფლიო

POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა

უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.

26 აგვისტო 2026, 20:44

საზოგადოება

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.

ტიმ კარი

26 აგვისტო 2026, 20:36

ტაბლოიდი

80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 20:36

ეკონომიკა

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.

26 აგვისტო 2026, 20:32

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.

26 აგვისტო 2026, 20:24

პოლიტიკა

გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

26 აგვისტო 2026, 20:20

პოლიტიკა

ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი

რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.

26 აგვისტო 2026, 20:18

ეკონომიკა

მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.

26 აგვისტო 2026, 20:13

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.

26 აგვისტო 2026, 19:42

რეგიონი

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:20

მსოფლიო

ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.

26 აგვისტო 2026, 19:08

მსოფლიო

ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება

ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:01

მსოფლიო

CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.

26 აგვისტო 2026, 18:23

მსოფლიო

Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:19

სამართალი

ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.