ვახუშტი მენაბდე საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების საწინააღმდეგო არგუმენტებს ასახელებს
ვახუშტი მენაბდე
ფოტო: ნინო მაისურაძე
კონსტიტუციური სამართლის ექსპერტი, ვახუშტი მენაბდე საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას აფასებს. მისი განცხადებით, არსებობს ქვეყნები, სადაც საკონსტიტუციო სასამართლო არ არსებობს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუციური კონტროლი არ არსებობს. მსგავს ქვეყნებში ამ ფუნქციას საერთო ან უზენაესი სასამართლო ითავსებს.
"რა არის ის მთავარი არგუმენტი, რატომაც გვჭირდება ჩვენ კონსტიტუციური კონტროლის ორგანო. საქართველოს კონსტიტუცია ეს არის ჩვენი შეთანხმება, იმ მინიმალური ღირებულებების და გარანტიების შესახებ, რომელიც არ გადაიხედება ჩვეულებრივი უმრავლესობით. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენ გვსურს შევცვალოთ რაიმე ამ მინიმალური ღირებულებებიდან, მაშინ ყველა ერთად უნდა შევიკრიბოთ და მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. ხელახლა უნდა დავაფუძნოთ კონსტიტუციური წესრიგი, რასაც სჭირდება დიდი უმრავლესობა. ჩვეულებრივ, ყოველდღიური უმრავლესობით, იმ საკითხებზე, რომელიც კონსტიტუციით არის გარანტირებული არ შედის ცვლილებები", - ამბობს მენაბდე.
მისი განმარტებით, კონსტიტუციური კონტროლის ორგანო იმ მინიმალური წესების გარანტია, რომელიც კონსტიტუციაში შევიდა და ყოველდღიური ცხოვრებისგან, როგორც "ფუნდამენტური წესები ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების."
"ვფიქრობ საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოში ასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციას, ეს არ ნიშნავს იმას რომ მისი ყველა გადაწყვეტილებით მე პირადად კმაყოფილი ვარ, თუმცა ის, რომ თითოეულ ჩვენგანს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი დამოკიდებულება საკონსტიტუციო სასამართლოს ამა თუ იმ გადაწყვეტილებასთან, ეს არ არის საკმარისი არგუმენტი იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ", - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
საკონსტიტუციო სასამართლო კრიტიკის ობიექტი განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა, რაც კანაფის მოხმარებაზე სასჯელი გააუქმა. მას შემდეგ რამდენიმე პოლიტიკოსი და საზოგადოებსი ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებას ითხოვს.
ყველა სიახლე
16 სექტემბერი 2026, 11:59
საზოგადოება
თბილისის მერია აცხადებს კონკურსს - „თქვენზე მორგებული უბანი - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, „თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის“ ფარგლებში, ცხადდება კონკურსი „თქვენზე მორგებული უბანი - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“.
16 სექტემბერი 2026, 11:50
საზოგადოება
თბილისის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში, ამ ეტაპისთვის, 8 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილია
„როგორც იცით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყო. წლევანდელი რეგისტრაციის შედეგად, თბილისის საბავშვო ბაღებში 15 000-მდე აღსაზრდელი მივიღეთ. ამ ეტაპზე, თბილისის მასშტაბით გვაქვს 8 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი. რაც შეეხება ბავშვთა სრულ რაოდენობას, დედაქალაქის მასშტაბით, საბავშვო ბაღები 60 000-მდე აღსაზრდელს ემსახურება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
16 სექტემბერი 2026, 11:47
მსოფლიო
Reuters: იტალიამ და ესპანეთმა შენგენის ზონის მოქმედება კიდევ 15 დღით შეაჩერეს
იტალიამ და ესპანეთმა ევროკავშირის შენგენის ზონით გათვალისწინებული საზღვრებზე თავისუფალი გადაადგილების რეჟიმის მოქმედება ერთმანეთთან მიმართებით კიდევ 15 დღით შეაჩერეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
16 სექტემბერი 2026, 11:43
საზოგადოება
სამტრედიის ქუჩაზე მდებარე ავარიული სახლი კეთილმოწყობილი საცხოვრებელი კორპუსით ჩანაცვლდება
„დედაქალაქში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ავარიული საცხოვრებელი სახლები. ჩვენ შევქმენით პროგრამა, რომელიც იძლევა ავარიული საცხოვრებელი კორპუსების ეტაპობრივად ჩანაცვლების საშუალებას. თავიდან ნდობის თვალსაზრისითაც იყო პრობლემები, დღეს კი ამ მხრივ დიდი ინტერესია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
16 სექტემბერი 2026, 11:41
საზოგადოება
სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში პარკი მოეწყო
„პროექტის ფარგლებში, ტერიტორია სრულად მოწესრიგდა, გამწვანდა და მოქალაქეებისთვის სხვადასხვა დანიშნულების სივრცეები მოეწყო. პარკში განთავსდა საფეხმავლო და ველობილიკები, სავარჯიშო სივრცე, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, საბავშვო სივრცე, მოსასვენებელი პავილიონები, სკეიტპარკი, პარკურისა და საჭადრაკო სივრცეები. ასევე, მოეწყო მშრალი შადრევანი, ამფითეატრი და მცირე ზომის ველოტრეკი, ასევე, კინოლოგიური სივრცე ოთხფეხა მეგობრებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
16 სექტემბერი 2026, 11:40
საზოგადოება
საქპატენტი პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციას იწყებს
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“ პატენტრწმუნებულთა 2026 წლის საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციას აცხადებს.
16 სექტემბერი 2026, 11:38
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია: მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდეთ გარემოს, საკუთარ უსაფრთხოებას და თავი შეიკავოთ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსა და სხვა ტერიტორიებზე ცეცხლის თვითნებურად გაჩენისგან
„აღნიშნული ქმედება სერიოზულ საფრთხეს უქმნის გარემოს, ბიომრავალფეროვნებას, ადგილობრივ ეკოსისტემასა და ინფრასტრუქტურას. ამასთან, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ხანძრის თვითნებურად გაჩენა კანონდარღვევაა და წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს“.
16 სექტემბერი 2026, 11:33
საზოგადოება
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
16 სექტემბერი 2026, 11:32
ტაბლოიდი
ბუკინგემის სასახლეში რესტავრაციის დროს სამეფო კარის პერსონალის მიერ საუკუნის წინ მივიწყებული ნივთები აღმოაჩინეს
The Guardian-ის ცნობით, ყველაზე ძველ საგნებს შორისაა 1889 წლის გაზეთ Standard-ის ფრაგმენტი ლონდონის უესტ-ენდის თეატრალური დადგმების აფიშებით. ასევე, რესტავრატორებმა მიაგნეს XIX საუკუნის შუა პერიოდის ბუხრის Minton-ის დეკორატიული ფილის ნაწილსა და ძველ კალის ტოლჩას.
16 სექტემბერი 2026, 11:25
პოლიტიკა
გახარიას პარტიის წარმომადგენელმა საზოგადოებას დანაშაულის გაყალბებული სტატისტიკა წარუდგინა - როგორია შსს-ს ოფიციალური მონაცემები
გიორგი გახარიას პარტიის წევრი ვიკა ფილფანის მიერ გაყალბებული სტატისტიკა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემები.
16 სექტემბერი 2026, 11:25
პოლიტიკა
აკაკი ალადაშვილი ოპოზიციის ლიდერების ნორვეგიის ელჩთან შეხვედრაზე: როდესაც ასეთ შეხვედრებს საზოგადოებას უმალავენ, ნათელია, რომ ისინი გარკვეულ დავალებებს იღებენ, რომელიც არ სურთ საზოგადოებამ გაიგოს
ნორვეგიის ელჩთან გვარამია-ჯაფარიძის ფარულ შეხვედრას საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილი „ქრონიკასთან“ საუბრისას გამოეხმაურა.
16 სექტემბერი 2026, 11:21
მსოფლიო
CBS News: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი ჩააგდო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუცია ჩააგდო. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.
16 სექტემბერი 2026, 11:20
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ბატონი თამაზ ბორაშვილი უკვე 20 წელია ემსახურება საქართველოს უსაფრთხოებას, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, რაც ვფიქრობ უმნიშვნელოვანესია
ბატონი თამაზ ბორაშვილი უკვე 20 წელია ემსახურება საქართველოს უსაფრთხოებას, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, რაც ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესია, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
16 სექტემბერი 2026, 11:09
საზოგადოება
მერაბ გამყრელიძე რეგიონული სამმართველოების ხელმძღვანელებს შეხვდა
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, სამსახურის უფროსმა რეგიონებში არსებული ვითარების, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების, სტატისტიკური მონაცემებისა და დანაშაულის გახსნის მაჩვენებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
16 სექტემბერი 2026, 11:06
პოლიტიკა
სუს-ის ახალი უფროსობის კანდიდატ თამაზ ბორაშვილს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე უსმენენ
თამაზ ბორაშვილს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. კომიტეტი მას შემდეგ დაიხურა, რაც სუს-ის ახალი უფროსობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლა დაასრულა და სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავიდა.
16 სექტემბერი 2026, 11:00
სამართალი
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო დაკავებულია 6 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის ექვსი მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
16 სექტემბერი 2026, 10:56
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
16 სექტემბერი 2026, 10:55
სამართალი
საპატრულო პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა
დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის იძებნებოდა.
16 სექტემბერი 2026, 10:52
ტექნოლოგიები
კვლევა: ვენერამ შესაძლოა საკუთარი მთვარე შთანთქა
ვენერას შესაძლოა საკუთარი მთვარე ჰქონდა, რომელიც პლანეტას თანდათან მიუახლოვდა და საბოლოოდ მას შეეჯახა. ეს შესაძლოა ვენერას არსებობის პირველი მილიარდი წლის განმავლობაში მომხდარიყო, - იუწყება Reuters-ი კალიფორნიის უნივერსიტეტის სპეციალისტების კვლევაზე დაყრდნობით, რომელიც The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.
16 სექტემბერი 2026, 10:50
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: შავი ზღვის ომისშემდგომი რეალობა საქართველოსთვის არა მხოლოდ უსაფრთხოების საკითხი, არამედ ეკონომიკური და სატრანზიტო შესაძლებლობაა, რომ ქვეყანამ ევროპასა და აზიას შორის სტაბილური კავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლის ფუნქცია შეიძინოს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაქან ფიდანის, განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ შავ ზღვაზე რუსეთ-უკრაინის ომის გავრცელების დაუშვებლობის შესახებ ანკარის პოზიცია მხოლოდ საფრთხის გაფრთხილებად არ უნდა განიხილებოდეს.


