ომბუდსმენი იმ საჭიროებებს ასახელებს, რომლებიც დევნილთა მდგომარეობას გააუმჯობესებს
ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი
სახალხო დამცველი აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, დევნილთა მდგომარეობის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მიესალმება საქართველოს მთავრობის ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვას და კონფლიქტებით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.
ომბუდსმენი ამ მიზნის მისაღწევად სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი სახსრების საჭიროებაზე საუბრობს.
გამოიყოს დამატებითი სახსრები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვისათვის, ასევე, სამედიცინო და აკადემიური პერსონალის დასახმარებლად; შეიქმნას სასტიპენდიო ან სხვა ფინანსურად წამახალისებელი პროგრამები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სტუდენტებისათვის
„რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში აღდგეს ამბულატორიული დიაგნოსტირების დაფინანსება ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პაციენტთათვის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების მქონე პირები კი არ უნდა აწყდებოდნენ პრობლემებს რეფერალური პროგრამით სარგებლობისას
შეიქმნას სოციალური დახმარების მექანიზმი, რომელიც გათვლილი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, მარტოხელა ხანდაზმულ პირებზე, მრავალშვილიან ოჯახებზე და აშ.
პოლიტიკური ნების ქონის შემთხვევაში შესაძლებელია დარღვეული უფლებების აღდგენა. სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა მხარეს დაიწყონ შინაარსობრივი და შედეგზე ორიენტირებული დიალოგი კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მათი ღირსებისა და უფლებების დასაცავად, დაპირისპირებულ საზოგადოებებს შორის დამოკიდებულებების შეცვლისა და ომის ჭრილობების მოსაშუშებლად.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ბოლო 25 წელიწადში ომების გამო, საქართველოში 278 ათასზე მეტი დევნილია.
დღეს რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232 პირს შეადგენს. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.
ყველა სიახლე
15 აპრილი 2026, 20:25
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სესიაზე, ეკონომიკური გუნდი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებზე - როგორ მიმდინარეობს აშშ-ში ვიზიტები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
იუსტიციის მინისტრი შეერთებულ შტატებშია. პაატა სალია გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა, უპასუხა შეკითხვებსაც. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეებთან.
15 აპრილი 2026, 20:24
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე: ამ ღონისძიების მთავარი ლაიტმოტივი არის მშვიდობა და სამართლიანობა და იმ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც ვიმყოფებით, მშვიდობის ფასი ყველასთვის არის ძალიან მაღალი
იმ საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, მშვიდობის ფასი ყველასთვის არის ძალიან მაღალი. ძირითადად დისკუსია სწორედ ამ თემის ირგვლივ წარიმართება, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძე
15 აპრილი 2026, 20:21
მსოფლიო
CNN: ბოლო მონაცემების თანახმად, რეგიონში კონფლიქტის დაწყებიდან, ექვს კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ირანსა და ლიბანში 5 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ გავრცელებული ბოლო მონაცემების თანახმად, რეგიონში კონფლიქტის დაწყებიდან, ექვს კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ირანსა და ლიბანში 5 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
15 აპრილი 2026, 20:18
პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად თურქეთშია - სტამბოლი საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას მასპინძლობს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად თურქეთშია. სტამბოლი საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას მასპინძლობს.
15 აპრილი 2026, 20:14
პოლიტიკა
კანონმდებელთა 19 შეკითხვა და პირველი დიპლომატის ინტერპელაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პროპაგანდა და ორკესტრირებული კამპანია ქვეყნის წინააღმდეგ - საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია.
15 აპრილი 2026, 20:11
პოლიტიკა
პაატა სალიამ გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტს საჯარო სერვისების ქართული რეფორმები გააცნო
ნიუ-იორკში მიმდინარე გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის (CEPA-ს) 25-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა საქართველოს მიერ საჯარო სერვისების სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციის პროცესზე ისაუბრა.
15 აპრილი 2026, 19:55
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა.
15 აპრილი 2026, 19:16
საზოგადოება
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო’ფლაერტს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო’ფლაერტს შეხვდა.
15 აპრილი 2026, 19:09
რეგიონი
გუმბათი-ჩივთქილისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის იმერა-ბარეთი-თეჯისი-ჩივთქილისა-ხაჩკოი-გუმბათი-ავრანლოს საავტომობილო გზის კმ18-კმ30 (გუმბათი-ჩივთქილისა) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
15 აპრილი 2026, 18:57
პოლიტიკა
ბაჩო ოდიშარია: ქართველი ლიბერალი პოლიტიკურად ნაცია, მაშინ როცა ნაცობა ყველა ლიბერალური ღირებულების ძალადობრივ ხელყოფაშია მხილებული- მოკლედ, ქართველი ლიბერალი, ლიბერალიზმშიც კი უსამშობლოა
ლიბერალიზმის ძირითადი ფილოსოფიური საყრდენია თავისუფლება, ინდივიდუალიზმი, თანასწორობა, ტოლერანტობა, რაციონალიზმი, საკუთრება და კონსტიტუციონალიზმი. თუმცა თანამედროვე ლიბერალი, მითუმეტეს ქართველი ლიბერალი, არის სრულად დაშორებული ამ იდეოლოგიურ სიბრტყეს, - წერს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.
15 აპრილი 2026, 18:54
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტ აფრიმ გაშის შეხვდა.
15 აპრილი 2026, 18:51
რეგიონი
აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
15 აპრილი 2026, 18:45
პოლიტიკა
საკანონმდებლო ორგანომ „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 75 ხმით მხარი დაუჭირა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც სხდომაზე ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა.
15 აპრილი 2026, 18:43
კულტურა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 17-19 აპრილს, პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგება
გრან პალეში (Grand Palais) ეროვნულ სტენდზე მწერალთა სახლი წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი ლიტერატურული და კულტურული პროგრამით, ფრანგულ ენაზე თარგმნილი 120-ზე მეტი გამოცემით და 10-მდე გამომცემლობით.
15 აპრილი 2026, 18:41
პოლიტიკა
პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მაიკლ ო’ფლაერტისთან შეხვედრაზე ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვისადმი საქართველოს მთავრობის მტკიცე ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა.
15 აპრილი 2026, 18:39
პოლიტიკა
პარლამენტმა ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის დაწესების საკითხს მხარი დაუჭირა
პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით, 72 ხმით მიიღო.
15 აპრილი 2026, 18:31
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: ვფიქრობ, ხვალ და ზეგ არა, მაგრამ მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მათ ეკონომიკას. აუცილებლად შერბილდება მათი ასეთი ხისტი პოლიტიკური განცხადებებიც მომავალში
„ვფიქრობ, ხვალ და ზეგ არა, მაგრამ მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მათ ეკონომიკას. აუცილებლად შერბილდება მათი ასეთი ხისტი პოლიტიკური განცხადებებიც მომავალში“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა.
15 აპრილი 2026, 18:28
პოლიტიკა
პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილება და 72 ხმით მხარი დაუჭირა.
15 აპრილი 2026, 18:27
მსოფლიო
ტრამპი მელონიზე: ჩვენ აღარ გვაქვს ისეთივე ურთიერთობა, როგორიც ადრე
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის კვლავ აკრიტიკებს. ტრამპის განცხადებით, ორ ლიდერს შორის არსებული მჭიდრო კავშირი წარსულს ჩაბარდა, რისი მიზეზიც ირანის საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური რომის პოზიცია გახდა.
15 აპრილი 2026, 18:15
მსოფლიო
კირ სტარმერი: ჩვენ არ ვაპირებთ ირანში მიმდინარე ომში ჩათრევას - ჩემზე დიდი ზეწოლა ხორციელდებოდა, რათა სხვა კურსი ამერჩია, ამ ომში ჩართვა ჩვენს ეროვნულ ინტერესებში არ შედის
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ის არ დათმობს და არ შეიცვლის პოზიციას ირანთან აშშ-ისა და ისრაელის ომთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი კრიტიკის მიუხედავად.


