imedi /  03 აგვისტო 2018, 12:27 / სანდო წყარო

ომბუდსმენი: ბოლო 25 წელიწადში ომების გამო, საქართველოში 278 ათასზე მეტი დევნილია

წეროვანი

წეროვანი

1990-იანი წლებისა და 2008 წლის ომების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის რიცხვი მასშტაბურია: 278 103 იძულებით გადაადგილებული პირი, დაახლოებით 200 000 აფხაზეთის მკვიდრი (მათ შორის, გალის რაიონში მცხოვრები დაახლოებით 40 000 ეთნიკური ქართველი), დაახლოებით 20 000-30 000 ცხინვალის რეგიონის მკვიდრი (მათ შორის, ახალგორის მუნიციპალიტეტის 1000-მდე ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა). საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ეს არაა სრული მონაცემები. არსებობს კიდევ ბევრი ადამიანი, რომელთაც კონფლიქტის შედეგად დატოვა ქვეყნის ფარგლები და რომელთა შესახებაც მონაცემები არ მოიპოვება

ომბუდსმენის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესი სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგენს, ამ ეტაპზე 52 008 დევნილი ოჯახი, რეგისტრირებულ დევნილთა 58% კვლავ თავშესაფრის მიღების მოლოდინშია.

„ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დარჩენილი დევნილთა სახლები მიწასთანაა გასწორებული. აფხაზეთში კი „უპატრონო" ქონებად ითვლება და დეფაქტო „სახელმწიფოს" საკუთრებაში გადადის, რითაც იძულებით გადაადგილებულ პირებს სარგებლობის უფლება ეზღუდებათ“ - წერია სახალხო დამცველის გვერდზე გავრცელებულ მონაცემებში.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

გუდაური

13 დეკემბერი 2018, 20:26

ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტრომ გუდაურში 16 ახალი სასტუმროს აშენებაზე ნებართვა გასცა

2018 წლის განმავლობაში გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე 16 სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გაიცა. მშენებლობები 2019-2020 წლებში უნდა დასრულდეს. სასტუმროებს ორგანიზაციები და კერძო პირები აშენებენ.

Black Sea Arena

13 დეკემბერი 2018, 20:07

საქართველო

ევროპის პრესტიჟულ არქიტექტურულ პრემიაზე საქართველოდან 8 შენობა წარადგინეს

383 პროექტს შორის, რომლებიც 2019 წელს ევროპის პრესტიჟულ არქიტექტურულ პრემიაზეა წარდგენილი, 8 ქართული შენობა მოხვდა, მათ შორის გახლავთ შეკვეთილში მდებარე საკონცერტო სივრცე Black Sea Arena. ჩამონათვალში ასევე არის Moxy Hotel Tbilisi, Fabrika Tbilisi, Tbilisi Park Hotel და სხვა რამდენიმე შენობა.

13 დეკემბერი 2018, 19:55

მსოფლიო

გერმანიაში პოლიციამ ავტობანზე დაყრილი ფულის გამო გზა გადაკეტა

პოლიციამ გზა მას შემდეგ გადაკეტა, რაც ერთ-ერთმა მგზვარმა მათ შეატყობინა, რომ ავტობანზე ფულის ბანკნოტები ცვიოდა. სულ პოლიციელებმა გზაზე 900 ევრო და ცარიელი საქაღალდე იპოვეს. პოლიციის წარმომადგენელი ამბობს, რომ შესაძლოა მძღოლმა საფულე მანქანის თავზე შემოდო და შემდეგ გზა ისე გააგრძელა, რომ ის დაავიწყდა. პოლიცია ამ დრომდე ეძებს მძღოლს, რომელმაც საფულე დაკარგა.

მაიკლ კოენი

13 დეკემბერი 2018, 19:44

მსოფლიო

ტრამპი: კოენისთვის კანონის დარღვევა არ მითხოვია

დონალდ ტრამპი მაიკლ კოენის დაპატიმრებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მას ყოფილი ადვოკატისთვის კანონის დარღვევა არასდროს უთხოვია.

სალომე ზურაბიშვილის

13 დეკემბერი 2018, 19:32

საქართველო

ზურაბიშვილს გიორგი მარგველაშვილის საქმიანობის შეფასება არაკორექტულად მიაჩნია

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მის ადმინისტრაციასა და გუნდს მომავალი კვირიდან დააკომპლექტებს. აქვე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ ინაუგურაციამდე მაას არ აქვს უფლება, ვინმეს შესთავაზოს თანამდებობა.

სალომე ზურაბიშვილი

13 დეკემბერი 2018, 19:25

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე გრიგორი კარასინს პასუხობს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას პასუხობს. კარასინმა დღეს თქვა, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს მხრიდან რუსეთის მიმართ მტრული რიტორიკის შემცირებას იმედოვნდებდა.

მშობიარობა

13 დეკემბერი 2018, 19:24

ტაბლოიდი

Turkish Airlines-ის რეისზე ქალმა ქმრისა და ეკიპაჟის დახმარებით13000 მეტრის სიმაღლეზე იმშობიარა

კონგოელმა ქალმა Turkish Airlines-ის ავიარეისზე, რომელიც სტამბოლის მიმართულებით ასრულებდა რეისს, ბორტზე იმშობიარა. 21 წლის ორსულს მშობიარობის ტკივილები აფრენიდან სამი საათის შემდეგ, 13 000 მეტრის სიმაღლეზე დაეწყო.

ჩრდილოეთ ნაკადი 2

13 დეკემბერი 2018, 19:23

მსოფლიო

ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის წინააღმდეგ ევროპარლამენტის რეზოლუციას ოფიციალური მოსკოვი გამოეხმაურა

მარია ზახაროვას თქმით, ევროპარლამენტარებს, ვინც რუსულ გაზზე უარს ამბობს, ან გლობალური დათბობის იმედი აქვთ, ან შეშით აპირებენ გათბობას. ევროპარლამენტმა გაზსადენის პროექტის „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობის შეწყვეტის მოწოდებით რეზოლუცია მიიღო.

ტეილორ სვიფტი

13 დეკემბერი 2018, 19:16

ტექნოლოგიები

ტეილორ სვიფტის კონცერტზე სახის ამომცნობი ტექნოლოგია გამოიყენეს

სახის ამომცნობი ტექნოლოგიის შესახებ ბევრი გვსმენია. მოწყობილობა აეროპორტებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან თუნცდაც სმარტფონებშია ჩაშენებული, როგორც მობილური ტელეფონის განბლოკვის ერთ-ერთი საშუალება, თუმცა კონცერტებზე მისი გამოყენების შემთხვევა აქამდე არ დაფიქსირებულა.

თამარ მეარაყიშვილი

13 დეკემბერი 2018, 19:15

საქართველო

ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტს თამარ მეარაყიშვილს ადამიანის უფლებათა ჯილდო გადაეცა

ახალგორში მცხოვრებ სამოქალაქო აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩომ ადამიანის უფლებათა ჯილდო და ფულადი პრემია გადასცა. მასთან ერთად ჯილდოები და პრემიები, საფრანგეთის და ნიდერლანდების საელჩოებმა, სხვა ორგანიზაციებსა და სამოქალაქო აქტივისტებსაც გადასცეს.

ჰოსპისი

13 დეკემბერი 2018, 18:57

საქართველო

ჰოსპისებში სამედიცინო საქმიანობა კანონით დარეგულირდება

აკაკი ზოიძის განმარტებით, კანონპროექტის უმთავრესი მიზანი ზოგიერთი დეფინიციის კორექტირებაა, რომელიც მოძველებულია, ასევე მისი მიზანია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის და სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა

პერის ჰილტონი

13 დეკემბერი 2018, 18:49

ტაბლოიდი

პერის ჰილტონს ბავშვის გასაჩენად უზრუნველყოფილი და სიმპათიური დონორი სურს

ამერიკელი მსახიობი პერის ჰილტონი მზადაა დედა გახდეს. ამისთვის ის დონორის სპერმის გამოყენებას აპირებს. გამოცემა The Frisky-ს ინფორმაციით, 37 წლის მსახიობს დედობის სურვილი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მისმა დამ ნიკიმ ბავშვი გააჩინა და თავს ბედნიერად გრძნობს.

საწარმოს გახსნა

13 დეკემბერი 2018, 18:49

ეკონომიკა

თბილისში სამშენებლო მასალების საწარმო გაიხსნა

„ნოვას“ ახალი საწარმო და სასაწყობე ინფრასტრუქტურა თბილისში, 24 000 კვ.მ ფართობზეა განთავსებული. ევროსტანდარტების შესაბამისი საწარმოო ხაზების, სასაწყობე მეურნეობის გამართვას და საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას 12 მილიონი ლარის ინვესტიცია მოხმარდა.

ფეხბურთი

13 დეკემბერი 2018, 18:42

სპორტი

ინგლისში 14 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა

ინგლისის 15-წლამდე საფეხბურთო ლიგის მორიგ შეხვედრაში, „ბედგროუვის“ მეკარე ლუკა კამპანიარომ ერთ-ერთ ეპიზოდში დაშავებისას თავის მძიმე ტრავმა მიიღო. ლონდონის სამეფო საავადმყოფოში ლუკა ვერტმფრენით გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა დაზიანების სიმძიმის გამო, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

სტრასბურგის სასამართლო

13 დეკემბერი 2018, 18:42

საქართველო

სტრასბურგის სასამართლომ აგვისტოს ომზე საქართველოს წინააღმდეგ სარჩელები არ მიიღო

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომზე რუსეთის მოქალაქეების მიერ შეტანილი სამი სარჩელი, რომელიც საქართველოს მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტებს შეეხებოდა, არ მიიღო.

ზალკალიანი

13 დეკემბერი 2018, 18:34

საქართველო

დავით ზალკალიანი საქართველოში ირანის ელჩს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული, მათ შორის ბოლო პერიოდში საკონსულო და საზღვრის კვეთის დროს წარმოქმნილი საკითხები.

13 დეკემბერი 2018, 18:24

ეკონომიკა

ოთარ დანელია: უცხოელებს, რომლებიც ქართულ მიწებს არ ამუშავებენ, შესაძლოა, ქონება ჩამოერთვათ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი 7 დეკემბერს არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.

Puma-ს სპორტული ფეხსაცმელი ჩაშენებული კომპიუტერით

13 დეკემბერი 2018, 18:14

ტექნოლოგიები

Puma-ს ახალ სპორტულ ფეხსაცმელში კომპიუტერია ჩაშენებული

RS-Computer Shoe - ასე ჰქვია Puma-ს პროდუქტს, რომელიც Bluetooth-ის საშუალებით iOS და Android მოწყობილობებს მოგროვილ ინფორმაციას გადასცემს. ლაპარაკია გავლილი ნაბიჯების რაოდენობაზე, რომელიც 30 კალენდარული დღით ინახება სისტემაში, შემდეგ კი ავტომატურად იშლება.

თემურ აბაზოვი

13 დეკემბერი 2018, 18:07

ძალოვნები

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი პატიმობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა მეგობარმა დათო გუსეინოვმა Facebook-ზე გამოაქვეყნა. როგორც imedinews-ს პროკურატურაში განუმარტეს, თემურ აბაზოვი დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლემ 10000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

Viber

13 დეკემბერი 2018, 18:06

ტექნოლოგიები

Viber-ში ქართული სტიკერები დაემატა

ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ აპლიკაციაში Viber ქართული სტიკერები გამოჩნდა. 28 სტიკერის ჩამოწერა მომხმარებელს Viber-ის Sticker Market-იდან უფასოდ შეუძლია. აპლიკაციის უნიკალურ მომხმარებელთა რაოდენობა მსოფლიოში 1 მილიარდს აჭარბებს.