ევროპარლამენტარმა აგვისტოს ომის წლისთავზე ღია წერილი გამოქვეყნა
დევიდ მაკალისტერი
ფოტო: youtube
ყოველდღიურმა გერმანულმა გამოცემამ, Tagesspiegel-მა აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, გამოაქვეყნა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ ფრაქციის დეპუტატის, დევიდ მაკალისტერის წერილი.
გერმანელი პოლიტიკოსი პუბლიკაციაში ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში არსებული მდგომარეობის და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შექმნილი მძიმე ვითარების შესახებ საუბრობს და გმობს რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებს: „სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ერთად საქართველოს მთლიანი ტერიტორიის 20%-ს შეადგენს. განსაკუთრებულად მძიმეა ის, რომ რუსეთი რეგულარულად ატარებს სამხედრო წვრთნებს საერთაშორისოდ არაღიარებული ორივე ტერიტორიაზე, სადემარკაციო ხაზებს თანდათანობით გამაგრებულ საზღვრებად აქცევს და თანაც გამყოფი ხაზები საქართველოს ტერიტორიაზე გადააქვს. ამგვარად ბევრი სოფელი მოწყდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, მათ შორის - წყლით მომარაგების სისტემას. ბევრ ოჯახს მოესპო წვდომა თავის სამიწათმოქმედო სავარგულებთან და იძულებული გახდა, დაეტოვებინა თავისი საცხოვრებელი ადგილი. გარდა ამისა, მოსკოვმა 2014 და 2015 წლებში სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით, გააფორმა შეთანხმებები „სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ, რომელთა საფუძველზეც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თავდაცვის ძალების რუსეთის არმიაში ინტეგრირება ხორციელდება,“ -წერს დევიდ მაკალისტერი.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებულ მდგომარეობას ჯეროვანი ყურადღება ეთმობოდეს პოლიტიკურ დისკუსიებში, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წყალობით (EUMM Georgien) მეტწილად მოხერხდა სამხრეთ კავკასიაში რუსეთსა და საქართველოს შორის ღია დაპირისპირების თავიდან აცილება, ეს რეგიონები „უკვე ათი წელია რუსეთის მიერაა ოკუპირებული და მათ მცოცავი ანექსიის საფრთხე ემუქრება“.
დევიდ მაკალისტერი აღნიშნავს, რომ კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარების საკითხში უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო თანამეგობრობის და კერძოდ ევროკავშირის როლი: „ეს მიუღებელია და ამაზე ევროპისგან უფრო მკაფიო პასუხია საჭირო, რათა ევროპამ არ დაკარგოს დამაჯერებლობა კრემლის მიმართ და გაამართლოს თავისი ავტორიტეტი, როგორც საერთო ღირებულებათა თანამეგობრობამ. რუსეთი ვალდებულია, ბოლოს და ბოლოს, გაიყვანოს თავისი ჯარები დაკავებული ტერიტორიებიდან და შეწყვიტოს გამაგრებული საზღვრის გავლებასთან დაკავშირებული ყველანაირი ქმედება... ამიტომ საჭიროა, რომ ევროკავშირმა რუსეთის მიმართ ერთიანი პოზიცია დაიკავოს, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის აგრესიული ქმედებანი თანმიმდევრულად დაგმოს და შესაბამისი სანქცირება მოახდინოს. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სახით არსებობს კონფლიქტის მოგვარების ორი მნიშვნელოვანი ფორმატი. უნდა მოხდეს ამ ორივე საერთაშორისო ფორუმზე მოქმედებათა ინტენსიფიკაცია“, - აცხადებს ევროპარალამენტარი.
მაკალისტერი იმედისმომცემს უწოდებს ქართული მხარის ახალ სამშვიდობო ინიციატივას, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და მიიჩნევს, რომ აღნიშნულმა ღონისძიებათა პაკეტმა უნდა შეაჩეროს ქვეყნის გახლეჩა, ხელი შეუწყოს ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებელთა ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას და აღადგინოს გაყოფილ საზოგადოებას შორის კონტაქტები“.
დევიდ მაკალისტერი 2014 წლიდან ევროპარლამენტის „ევროპული სახალხო პარტიის“ ფრაქციის დეპუტატი და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა, ხოლო 2010-2013 წლებში ის ქვემო საქსონიის ფედერალური მიწის პრემიერმინისტრი იყო.
გუშინ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. განცხადებაში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.
ყველა სიახლე
01 ოქტომბერი 2026, 00:33
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ბერა ივანიშვილის პოსტზე: რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილებაა, ყველას უნდა გასცეს სამართლებრივი პასუხი
ყველა შესაძლო გზითა და სცენარით უტევენ... რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილებაა, ყველას უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხი, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ "ღამის კურიერში" საუბრის დროს, რითაც ბერა ივანიშვილის პოსტს გამოეხმაურა.
01 ოქტომბერი 2026, 00:31
პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო
1 ოქტომბერი, დღე, რომელიც ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში დარჩა, როგორც დიდი ცვლილების დღე. ეს იყო ბრძოლა, რომელსაც თავისი მიზანი, პასუხისმგებლობა და ფასი ჰქონდა. იმ ადამიანებისთვის, ვინც იმ პერიოდში ამ პროცესში იდგა, ეს თარიღი მხოლოდ კალენდარში მონიშნული დღე არ არის, ეს არის საკუთარი გზის, ერთიანობისა და ბრძოლის გახსენება, - წერს “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.
01 ოქტომბერი 2026, 00:31
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ადამიანი და მისი უფლებები იყო ჩვენთვის და ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარი ღირებულება, სწორედ აქედან გამომდინარეობს უწყვეტი მშვიდობა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე, ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და უწყვეტი მშვიდობა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის დამსახურებაა, რომელთა მთავარი ფასეულობა და ღირებულება ყოველთვის ადამიანი და მისი უფლებები იყო. ამის შესახებ კირცხალიამ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
01 ოქტომბერი 2026, 00:30
მსოფლიო
POLITICO: უკრაინის საბრძოლო ბიუჯეტი ყველაზე ცუდ მომენტში იწურება
ვლადიმირ პუტინი უკრაინაზე ზეწოლას აძლიერებს - დრონებისა და რაკეტების უწყვეტი ტალღებით იგი ანადგურებს ქალაქებს, ქარხნებს, ხიდებსა და პორტებს, - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით „უკრაინის საბრძოლო ბიუჯეტი ყველაზე ცუდ მომენტში იწურება“.
01 ოქტომბერი 2026, 00:18
პოლიტიკა
2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებიდან მე-14 წლისთავს, „ქართული ოცნების“ ლიდერები სოციალურ ქსელში ეხმიანებიან
2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებიდან მე-14 წლისთავს, „ქართული ოცნების“ ლიდერები სოციალურ ქსელში ეხმიანებიან
01 ოქტომბერი 2026, 00:00
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ეს არის აგენტურა, რომელმაც პარტია დაირქვა
აგენტურა, რომელმაც პარტია დაირქვა, - ასე ახასიათებს ოპოზიციაში არსებულ ვითარებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე.
30 სექტემბერი 2026, 23:59
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: რაც გერმანიაში არის აკრძალული და იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ზუსტად იგივე საქართველოში არის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა
რაც გერმანიაში არის აკრძალული და იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ზუსტად იგივე საქართველოში არის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, -
30 სექტემბერი 2026, 23:59
პოლიტიკა
რამაზ საყვარელიძე IRI-ის კვლევაში ოპოზიციის შედეგზე: ძალიან ბევრი შეცდომა აქვთ ჩადენილი
2012 წლის შემდეგ ეს მონაცემები [ოპოზიციის შედეგი სოციოლოგიურ კვლევაში] ერთი მიმართულებით მიდის, - განაცხადა გადაცემაში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ IRI კვლევაზე საუბრისას. მისი თქმით, ოპოზიციურიმა პარტიებმა 2012 წლიდან ვერც ერთ არჩევნებში კარგი შედეგი ვერ აჩვენეს.
30 სექტემბერი 2026, 23:52
თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ბაქოში თავდაცვის მე-6 საერთაშორისო გამოფენას ADEX 2026 დაესწრო
ვიცე-პრემიერი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ჩიქოვანი ბაქოს ექსპოცენტრში აზერბაიჯანის თავდაცვის მე-6 საერთაშორისო გამოფენას ADEX 2026 დაესწრო.
30 სექტემბერი 2026, 23:48
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: არამხოლოდ საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, მიმოვიხედოთ რა ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, როგორი გეოპოლიტიკური ძვრებია
არამხოლოდ საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, მიმოვიხედოთ რა ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, როგორი გეოპოლიტიკური ძვრებია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
30 სექტემბერი 2026, 23:45
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ჩვენი მხარდაჭერა ისტორიულ მაქსიმუმზეა, ევრობიუროკრატების აგენტურის - ისტორიულ მინიმუმზე
ჩვენი მხარდაჭერა არის ისტორიულ მაქსიმუმზე, მათი [ევრობიუროკრატების] აგენტურისა ისტორიულ მინიმუმზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ კითხვაზე რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს IRI-ის კვლევას ხელისუფლებასა და ევროკავშირის შორის ურთიერთობებში. მისი თქმით, საქართველო ევრობიუროკრატების წინაშე მართალია.
30 სექტემბერი 2026, 23:44
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: უკვე მესამე დღეა გრძელდება ქართველებისთვის დამახასიათებელი იწილო-ბიწილო თითქოსდა IRI-ს კვლევის ირგვლივ, რომელშიც რადიკალურ ოპოზიციისთვის ფაქტობრივად პოლიტიკური სიკვდილის დიაგნოზია დასმული
უკვე მესამე დღეა გრძელდება ქართველებისთვის დამახასიათებელი იწილო-ბიწილო, თითქოსდა IRI-ს კვლევის ირგვლივ, რომელშიც რადიკალურ ოპოზიციისთვის ფაქტობრივად, პოლიტიკური სიკვდილის დიაგნოზია დასმული, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
30 სექტემბერი 2026, 23:42
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია საიას ანგარიშზე: სად მაშინდელი ციხე და სად დღევანდელი, ზოგი მაცივრით რომ გამორბის და ზოგი ტელევიზორით, ის ჰუმანური მიდგომები, რაც არის პენიტენციურ სისტემაში, ამას ანგრევენ. იმ შედეგზე უნდათ ჩრდილის მიყენება, რომელსაც დღეს მივაღწიეთ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია გადაცემაში „ღამის კურიერი“ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გაეროს სპეციალური მომხსენებლისთვის გაგზავნილ ანგარიშს გამოეხმაურა, რომელიც ციხის პოპულაციის ზრდას ეხება.
30 სექტემბერი 2026, 23:40
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ევროკავშირში ფეხქვეშ გათელეს ყველა ის ფასეულობა, რომელზეც იდგნენ
„ყველაზე მთავარი და მართლა საუბედურო რა არის იცით? მართლა ფეხქვეშ გათელეს ყველა ის ფასეულობა, რა ფასეულობებზეც იდგნენ. ბრიუსელში, თავიანთივე ქვეყნებში ხედავენ უკვე პირდაპირი მნიშვნელობით, საბჭოთა მმართველობას საუკეთესო ფორმებით", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ "ღამის კურიერის" ეთერში ევროკავშირზე საუბრისას.
30 სექტემბერი 2026, 23:39
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: საშუალება რომ ჰქონდეთ, სამკლაურებსაც გაგვიკეთებდნენ და გაზის კამერებსაც ააშენებდნენ - „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხრიდან ოპოზიციური ველის ოკუპაცია უნდა დასრულდეს
სამწუხაროდ, გვაქვს განგრძობადი ოკუპაცია ქვეყნის ტერიტორიების. ამავდროულად, განგრძობადი ოკუპაცია გვაქვს პოლიტიკურ ველზე ოპოზიციის ნაწილში. ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ დასრულდეს დროებითი ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილისა, ასევე იმსახურებს ოპოზიციური ველის ოკუპაციის დასრულებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
30 სექტემბერი 2026, 23:27
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე რადიკალების მიერ IRI-ის კვლევის დამალვაზე: ალბათ, შეზარა იმ პოლიტიკურმა სარკემ და ამ პოლიტიკურ სარკეში დანახულმა აჩრდილმა „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც იხილეს
ალბათ, შეზარა იმ პოლიტიკურმა სარკემ და ამ პოლიტიკურ სარკეში დანახულმა აჩრდილმა „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც იხილეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ რადიკალების მიერ IRI-ის კვლევის დამალვასთან დაკავშირებით.
30 სექტემბერი 2026, 23:26
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ქორწილში პატარძლობა უნდა, ხოლო გასვენებაში გარდაცვლილი ადამიანის პოზიციაში ყოფნა
მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ქორწილში პატარძლობა უნდა, ხოლო გასვენებაში გ,არდაცვლილი ადამიანის პოზიციაში ყოფნა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ IRI-ის კვლევებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პოზიციაზე საუბრისას. მისი თქმით, სააკაშვილი პარალელურ სამყაროში ცხოვრობს.
30 სექტემბერი 2026, 23:19
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: IRI-ის კვლევამ გვანახა, რამხელა უფსკრულია აგენტურას და ქართველ საზოგადოებას შორის ჩვენს ქვეყანაში
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" კვლევამ ნათლად აჩვენა, თუ რამხელა უფსკრულია ოპოზიციასა და ქართველ ხალხს შორის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.
30 სექტემბერი 2026, 23:16
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: რეალურად, „ქართული ოცნების" რეიტინგი IRI-ის კვლევის შედეგებს ორჯერ აღემატება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კირცხალიას განცხადებით, რეალურად, "ქართული ოცნების" რეიტინგი IRI-ის კვლევის შედეგებს ორჯერ აღემატება.
30 სექტემბერი 2026, 23:13
პოლიტიკა
ზურაბ პატარაძე: მეტი სიკეთე ჩვენს მოსახლეობას, ეს იყო, არის და რჩება ჩვენი ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტად და ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის, „ქართული ოცნების” ხელწერა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მიმდინარე საკითხები, რეგიონის დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი თემები და პრიორიტეტები განიხილეს. სხდომაზე ყურადღება გამახვილდა განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ, საგანმანათლებლო და ეკონომიკურ პროექტებზე. იმსჯელეს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების, მთის კურორტების განვითარების და ბუნებრივი რესურსების პოტენციალის ათვისების მნიშვნელობაზე.


