როგორ იძიებს ჰააგის ტრიბუნალი აგვისტოს ომის დანაშაულებს. მოკლედ
ფოტო: Shutterstock
ჰააგის სასამართლოს მიერ აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიებას „რადიო თავისუფლება“ ვრცელ სტატიას უძღვნის.
2016 წლის 27 იანვარს, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) წინასასამართლო პალატამ ჩათვალა, რომ 2008 წლის აგვისტოს წინ, მიმდინარეობისას და შემდეგ შესაძლოა მომხდარიყო ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები. ეს წინაპირობა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ წინასასამართლო პალატის სამ მოსამართლეს პროკურორ ფატუ ბენსუდასთვის დაერთო ნება დაეწყო რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება.
ჰააგის სასამართლომ შესასწავლად 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდი განსაზღვრა. ეს მონაკვეთი სავარაუდოდ მსხვერპლების ისტორიებს ემთხვევა.
რა უნდა დაადგინოს ჰააგის ტრიბუნალმა?
ICC იძიებს სამხრეთ ოსეთში და მის მიღმა საქართველო-რუსეთის შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე სავარაუდოდ ჩადენილ კაცობრიობის წინააღმდეგ და ომის დანაშაულებს, გენოციდს.
კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები შეიძლება იყოს:
მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა
მოსახლეობის ძალადობრივი იძულებითი გადაადგილება
სასტიკი მოპყრობა
ომის დანაშაულები შეიძლება იყოს:
მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა;
განზრახ მკვლელობა;
განზრახ მიზანმიმართული თავდასხმა სამშვიდობო ძალებზე;
ქონების განადგურება და მაროდიორობა;
160-გვერდიან დოკუმენტში რომელისთვისაც მასალები თავად პროკურორის ოფისმა შეაგროვა, აღწერილია ქართულ, რუსულ და სამხრეთოსურ მხარეებთან დაკავშირებული სავარაუდო დანაშაულები. შუამდგომლობას თან ახლავს კონფიდენციალური დანართი, იმ პირების ან ჯგუფების ჩამონათვალით, რომელთაც ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროთ ჩადენილ დანაშაულებში.
ვინ წარმოადგენს საქართველოს ჰააგის ტრიბუნალზე?
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. სამინისტრო ზრუნავს სასამართლოსთან კომუნიკაციაზე და ეხმარება მას საქართველოში საჭირო ღონისძიებების დაგეგმვაში.
ნიკა ჯეირანაშვილი, Justice International-ის ხელმძღვანელი კრიტიკულად აფასებს საქართველოს ხელისუფლების კომუნიკაციას ტრიბუნალთან:
“საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი არის ბექა ადამაშვილი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მუდმივად სხედან ჰააგაში. ისინი წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ჩამოდიან. მაგრამ ადამიანი, რომელიც იქ შეიძლება იჯდეს და ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილოებდეს ასეთი ადამიანი არ არსებობს. ასეთი ადამიანი ვარ მე, მაგრამ მე არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოვადგენ”.
მასალა, რომელიც საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს მიაწოდა დახურულია. შესაბამისად, უცნობია ფიგურირებენ თუ არა ამ დოკუმენტებში საქართველოს მოქალაქეები, არის თუ არა მათ წინააღმდეგ რაიმე მტკიცებულებები.
ახდენს თუ არა პოლიტიკოსების განცხადებები გავლენას გამოძიებაზე?
ფორმალურად არა. პოლიტიკოსების განცხადებებს არ შეიძლება ზეგავლენა ჰქონდეს გამოძიებაზე, რადგან სასამართლო ეფუძნება მხოლოდ მტკიცებულებებს და არ ემყარება პოლიტიკურ შეხედულებებს.
თუმცა, ეს საკითხი პოლიტიკური დისკუსიის თემაა. ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს ქვეყნის პოზიციისთვის საზიანო განცხადებების და პროცესში არასაკმარისი ჩართულობის გამო.
საქართველო, როგორც რომის სტატუტის წევრი ქვეყანა, ვალდებულია პირები, რომელზეც ჰააგის სასამართლო დაკავების ორდერს გასცემს სასამართლოს გადასცეს. იგივე ვალდებულება არ აქვს რუსეთს, რომელიც არასდროს ყოფილა რომის სტატუტის წევრი ქვეყანა და 2016 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებაზე თავისი ხელმოწერაც კი უკან გაიწვია.
რადგან რუსეთი არ თანამშრომლობს სასამართლოსთან, თეორიულად დასაშვებია, რომ დაკავების ორდერების გაცემის შემთხვევაში პასუხი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებმა აგონ, სწორედ ეს სძენს ამ საქმეს პოლიტიკური განზომილებას.
რა ეტაპზეა გამოძიება და როდის შეიძლება დასრულდეს ის?
გამოძიების დასრულების თარიღი დადგენილი არ არის. პროცესის დასრულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დრო დასჭირდება სასამართლოს ეჭვმიტანილის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებების შესაგროვებისთვის.
არასამთავრობო ორგანიზაცია - Justice International, რომელიც გამოძიების ხელშეწყობისთვის და საქართველოს ინტერესების დასაცავად შეიქმნა, ამბობს, რომ პროცესი იმ ეტაპზეა, როდესაც შესაძლოა გაიცეს კონკრეტული პირების დაკავების ორდერები.
ვინ შეიძლება აღმოჩნდეს დამნაშავის სკამზე?
ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ წარმოებული გამოძიების პროცესი კონფიდენციალურია. სისხლისსამართლებრივ დანაშაულში ეჭვმიტანილთა და დაზარალებულთა ზუსტი რაოდენობაც მხოლოდ მას შემდეგ გაირკვევა, რაც გამოძიება დასრულდება.
დამნაშავეთა შორის შეიძლება აღმოჩდნენ სამხედროები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო პირები.
ყველა სიახლე
19 ივნისი 2026, 12:55
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე სააკაშვილს: ვერც 16 წლის გახდები და ვერც მთავრობაში დაბრუნდები - მოეშვი ოცნებას
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელებზე შეზღუდვა დააანონსა.
19 ივნისი 2026, 12:53
სამართალი
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს გიორგი ჩახუნაშვილს, კონსტანტინე კოკაიას, დავით სტურუას, კახაბერ მჟავანაძეს, დავით ჟღენტსა და ზაქრო ალბუთაშვილს 5-5-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ, ხოლო ია დარახველიძეს - 3 წელი
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს კონსტანტინე კოკაიას, დავით სტურუას, კახაბერ მჟავანაძეს, დავით ჟღენტსა და ზაქრო ალბუთაშვილს 5-5 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ, ხოლოდ, ია დარახველიძეს - 3 წელი.
19 ივნისი 2026, 12:52
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ქვემო ფონიჭალაში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
19 ივნისი 2026, 12:34
მსოფლიო
ბავარიის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაზვერვის სამსახურს პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თვალთვალი შეუძლია - მიზეზად ექსტრემიზმი დასახელდა
ბავარიის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფო სადაზვერვო სააგენტოს შეუძლია პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) თვალთვალი. ინფორმაციას DW ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 12:31
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: ძალიან ცუდად დაამთავრებს ივანიშვილი ამერიკელების თვალში, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ - ამერიკელები ამას არ გაპატიებენ
პატიმარი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი „ძალიან ცუდად დაამთავრებს ამერიკელებთან" და ამაში აბსოლუტურად დარწმუნებულია. აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის შესახებ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა.
19 ივნისი 2026, 12:24
მსოფლიო
Reuters: ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თადვასხმების მოსაწყობად ერაყში ფარული ქსელი შექმნა
ირანის ისლამური რევოლუციური გუშაგთა კორპუსმა ერაყში ახალი ფარული დაჯგუფებები შექმნა, რომელთა მიზანიც სპარსეთის ყურის იმ ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმების განხორციელებაა, სადაც ამერიკული სამხედრო ძალებია განთავსებული. ინფორმაციას Reuters-ი ერაყულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 12:01
ეკონომიკა
საქსტატი: იანვარ-მაისში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი - თურქეთი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 70.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს 355.2 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა ჩინეთი - 327.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი - 269.3 მლნ. აშშ დოლარით.
19 ივნისი 2026, 11:58
ეკონომიკა
საქსტატი: იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3.7 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 439.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7 პროცენტით მეტია.
19 ივნისი 2026, 11:57
ეკონომიკა
საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9.0 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 24 774.6 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.0 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2026 წლის პირველ კვარტალში 2.3 პროცენტით განისაზღვრა.
19 ივნისი 2026, 11:57
ეკონომიკა
საქსტატი: იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტი 66.1 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 107.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19.8 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
19 ივნისი 2026, 11:45
მსოფლიო
CNN: აშშ და ირანი შეთანხმების რეალიზებასთან დაკავშირებით საიდუმლო წინადადებებზე მუშაობენ
აშშ და ირანი მიმდინარე კვირას ხელმოწერილი 14-პუნქტიანი შეთანხმების განხორციელების მიზნით საიდუმლო წინადადებების შემუშავებაზე მუშაობენ. ინფორმაციას CNN-ი მოლაპარაკებების პროცესში ჩართული სამ ამერიკელ ოფიციალურ პირზე, ერთ რეგიონულ მაღალჩინოსანსა და აშშ-ის ყოფილ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 11:28
სამართალი
სამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისსა და ქუთაისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს.
19 ივნისი 2026, 11:27
პოლიტიკა
გორდულაძე: სააკაშვილის თითოეული განცხადება მცდელობაა, რომ როგორმე საქართველოს მომავალი ჩამოინგრეს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ის პარტია გაუქმდეს, რომელსაც მართავს უცხო ქვეყნის მოქალაქე, დამნაშავე სააკაშვილი, რომელიც სრულად გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან
სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გარე მმართველობის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
19 ივნისი 2026, 11:25
საზოგადოება
თბილისის შემოვლითი გზის კიდევ ორი მონაკვეთის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, მე-4 და მე-5 ლოტების სამშენებლო სამუშაოებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.
19 ივნისი 2026, 11:21
პოლიტიკა
ტელეკომპანია „იმედი“ ლომჯარიას საკუთარი პოზიციის ვრცელ გაშუქებას სთავაზობს
ტელეკომპანია „იმედი“ ნინო ლომჯარიასგან შეთავაზებაზე პასუხს ელოდება. ტელეკომპანია მას საკუთარი პოზიციის ვრცელ გაშუქებას სთავაზობს. ყოფილმა ომბუდსმენმა „იმედს“ სამი თვის წინ გაშუქებულ ამბავზე უჩივლა. ბრიფინგის შესახებ კი იმედს არ შეატყობინა.
19 ივნისი 2026, 11:14
სამართალი
სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.
19 ივნისი 2026, 11:12
სამართალი
სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 11:01
მსოფლიო
AXIOS: აშშ-ირანის მოლაპარაკებების გადადება, შესაძლოა, ლიბანში არსებულ ვითარებას უკავშირდებოდეს
აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ბიურგენშტოკში დღეს იყო დაგეგმილი, სავარაუდოდ, ლიბანში არსებული ვითარების გამო გაუქმდა. ინფორმაციას AXIOS-ის კორესპონდენტი ბარაკ რავიდი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 10:59
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთში ვიზიტის შესახებ: მაღალი დონის ვიზიტები საქართველოსა და ცენტრალურ აზიას შორის პარტნიორობას აძლიერებს
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეაფასა. მისი განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, მაღალი დონის ვიზიტები დამატებით შესაძლებლობებს ქმნის როგორც ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, ისე სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით.
19 ივნისი 2026, 10:57
რეგიონი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რუხისა და ჭითაწყარის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით სოფელ რუხის საჯარო სკოლის მშენებლობასა და სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.


