საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნაზე სასტუმრო „ლეოგრანდის“ პოზიცია ამ დრომდე უცნობია
სასტუმრო „ველმონდის” (ყოფილი „ლეოგრანდის“) ადმინისტრაციას სასტუმროს დასაცლელად ერთი დღე რჩება, თუმცა მენეჯმენტი ამ დრომდე დუმს.
განცხადება ადმინისტრაციას პირველ საათზე უნდა გაეკეთებინა, თუმცა მათი პოზიცია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოთხოვნაზე ჯერ კიდევ უცნობია.
დღეს ითქვა მხოლოდ ის, რომ სასტუმროში, რომელშიც ოფიციალური ცნობით, სახანძრო უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია, ამ წუთებშიც 300-მდე დამსვენებელი იმყოფება.
15 აგვისტოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სასტუმროს ადმინისტრაციას სტუმრების გასაყვანად და საქმიანობის შესაჩერებლად ვადა 17 აგვისტოს 18:00 საათამდე მისცა.
უწყების ცნობით, მათმა სპეციალისტებმა, 2018 წელს სასტუმრო და სამორინე ველმონდში (ყოფილ ლეოგრანდში) სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, სამჯერ განახორციელეს (დეტალური, საკონტროლო და მიზნობრივი) სახანძრო-ტექნიკური შემოწმება. გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა ამ დრომდე არ შესრულებულა.
10 ივლისს სასტუმრო „ლეოგრანდს“ საქმიანობის უფლება შეუჩერდა.
ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი, მათგან საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე. დაშავდა 21 ადამიანი, მათგან ერთი ისრაელის მოქალაქეა, 5 კი - თურქეთის.
ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.
ყველა სიახლე
11 სექტემბერი 2026, 12:56
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ჩაქვისთავობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო
ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ჩაქვისთავობის“ სახალხო დღესასწაული აღინიშნა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 12:48
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი თორნიკე რაზმაძის განცხადებაზე: უნდა, რომ თავი წარმოაჩინოს ტანჯულ გმირად, რომელიც ხან ცრემლებით ებრძვის რუსეთს, ხან გინებით და ამისთვის მას მთელი სახელმწიფო დასდევს, რომ დასაჯოს ამ ქმედებისთვის. ეს არის აბსურდი
[თორნიკე რაზმაძეს] უნდა თავი წარმოაჩინოს ტანჯულ გმირად, რომელიც ხან ცრემლებით ებრძვის რუსეთს, ხან გინებით და ამისთვის მას მთელი სახელმწიფო დასდევს, რომ დასაჯოს ამ ქმედებისთვის. ეს არის აბსურდი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
11 სექტემბერი 2026, 12:48
მსოფლიო
The Wall Street Journal: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა და ამისთვის მარაგებში არსებული კომპონენტებისა და მიწისქვეშა საწარმოო ობიექტების გამოყენება დაიწყო. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 12:35
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირის ერთ-ერთი კომისარი უკრძალავს კანდიდატ ქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ურთიერთობას. სასაცილოა უკვე - იმდენად არაკვალიფიციურია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, მათ შორის, გაფართოების მიმართულებით, რომ ჩვენ უკვე სერიოზულად ვეღარ ვუყურებთ იმ განცხადებებს, რომლებიც ამ მიმართულებით გვესმის
ევროკავშირის ერთ-ერთი კომისარი უკრძალავს კანდიდატ ქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ურთიერთობას. სასაცილოა უკვე. როდესაც [ევროკავშირის] წევრებიც არ არიან, არიან კანდიდატები და სუვერენული ქვეყნები, ცდილობენ მათ საგარეო პოლიტიკასა და საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით პირდაპირ ულტიმატუმები დაუყენონ. ჯერ იყო ჩინეთი, ახლა ჩინეთს მიაყოლეს ამერიკის შეერთებული შტატები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან.
11 სექტემბერი 2026, 12:29
საზოგადოება
11-დან 14 სექტემბრამდე ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, საერთაშორისო ღონისძიებასთან დაკავშირებით (შეჯიბრება RedBullSoapboxRace), 11-დან 14 სექტემბრამდე პერიოდში ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე საგზაო მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება.
11 სექტემბერი 2026, 12:27
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ვაზიანის აეროპორტში გვექნება 20 მილიონი მგზავრისათვის გათვალისწინებული სრულიად ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა. აღნიშნული აეროპორტის განვითარების პროექტზე შემიძლია ვთქვა, რომ უკვე გავასწარით ჩვენს შიდა გეგმა-გრაფიკს
2032 წელს სახელმწიფო უკვე უზრუნველყოფს თბილისის არსებული საერთაშორისო აეროპორტიდან ვაზიანის ახალ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების სრულ გადატანას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.
11 სექტემბერი 2026, 12:25
საზოგადოება
გეოლოგიურ საფრთხეთა მონიტორინგის თანამედროვე სისტემების გამოყენებაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებისთვის ტრენინგი გაიმართა
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა გეოლოგიურ საფრთხეთა თანამედროვე მონიტორინგისა და შეფასების მეთოდების შესახებ თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიარეს. ტრენინგი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით გაიმართა.
11 სექტემბერი 2026, 12:22
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის დაპირისპირებაზე: ქართველო ხალხო, შეხედეთ! აი, ეს არის ის ჯგუფი, რომელიც ხალხს პროევროპულს ეძახის. ეს არის ევროპა მათი წარმოდგენით, რასაც ახლა აკვირდებით. აი, ეს სიბინძურეა ის ევროპა, რომელსაც ეს ხალხი გვთავაზობს
ქართველო ხალხო, შეხედეთ! აი, ეს არის ის ჯგუფი, რომელიც ხალხს პროევროპულს ეძახის. ეს არის ევროპა მათი წარმოდგენით, რასაც ახლა აკვირდებით. აი, ეს სიბინძურეა ის ევროპა, რომელსაც ეს ხალხი გვთავაზობს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის დაპირისპირებაზე.
11 სექტემბერი 2026, 12:12
მსოფლიო
ვენსმა აქციის მექსიკის დროშიან მონაწილეს მიმართა: თუ მექსიკა ასე გიყვარს, იქ წადი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს „რესპუბლიკური“ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას დარბაზში მყოფ ერთ-ერთ ადამიანთან, რომელიც მექსიკისა და პალესტინის დროშებს აფრიალებდა, სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 11:58
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე აცხადებს, რომ ან ანა წითლიძე იტყუება, ან გვარამიამ მოატყუა ის, რომ 2028 წელს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას გადააბარებდა
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, ნიკა გვარამიამ მას უთხრა, რომ მიშას გაწევდა და 2028 წელს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას გადააბარებდა.
11 სექტემბერი 2026, 11:48
მსოფლიო
პარტია „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ ლიდერის, ნაიჯელ ფარაჯის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში სიტყვის თავისუფლება იზღუდება
ბრიტანელი პოლიტიკოსი და პარტია „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი გაერთიანებულ სამეფოში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე ლაპარაკობს.
11 სექტემბერი 2026, 11:43
საზოგადოება
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის შედეგები ხელმისაწვდომია
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის შედეგები ხელმისაწვდომია. ინფორმაციას სსიპ განათლების მართის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 11:40
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: მიმდინარე წელს რეკორდული იყო მგზავრთნაკადის სტატისტიკა - 5 მილიონ 700 ათასზე მეტ მგზავრს ვუმასპინძლეთ საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში
ჩვენ დავიწყეთ მომზადება მომავალი პერიოდისთვის, იმისთვის, რომ გაზრდილ მგზავრთნაკადს, გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს, გაზრდილ ავიაკომპანიების რაოდენობას ჩვენი ქვეყანა ინფრასტრუქტურულად მზად დახვდეს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
11 სექტემბერი 2026, 11:33
საზოგადოება
სტუდენტებს პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდის საშუალებით სტუდენტის სტატუსის დადასტურება შეუძლიათ - ისინი შესაბამისი შეღავათებითა და ფასდაკლებებით სარგებლობას შეძლებენ
სტუდენტებს პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდის საშუალებით სტუდენტის სტატუსის დადასტურება შეუძლიათ. განმცხადებელი უნდა იყოს ავტორიზებული უმაღლესი დაწესებულების სტუდენტი, რომელსაც სტატუსი შეჩერებული ან შეწყვეტილი არ აქვს. ID ბარათის QR კოდზე ასახული სტატუსი სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ შესაბამისი შეღავათებითა და ფასდაკლებებით.
11 სექტემბერი 2026, 11:30
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა, როგორც ანგარიშგების, ისე აუდიტის ზედამხედველობის სისტემა
საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა, როგორც ანგარიშგების, ისე აუდიტის ზედამხედველობის სისტემა, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) დაარსებიდან 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
11 სექტემბერი 2026, 11:29
ეკონომიკა
ნათია თურნავამ SARAS-ის 10 წლის საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 11:25
მსოფლიო
პუტინი BRICS-ის სამიტზე დასასწრებად ინდოეთში ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორგანიზაცია BRICS-ის სამიტზე მონაწილეობის მისაღებად ინდოეთში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 11:20
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ძალიან დიდი ყურადღება დავუთმეთ და ვუთმობთ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზებას და შემდგომ განვითარებას
ტრანსპორტის სექტორი მრავალმიმართულებიანია და ჩვენ მუდმივად ვუყურებთ მის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში ტრანსპორტის სექტორზე საუბრისას.
11 სექტემბერი 2026, 11:15
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება სახელმწიფოს მფლობელობაში, მაგრამ არსებული მოდელით ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ოპერირებაში შემოვიყვანოთ რამდენიმე ტერმინალში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ქვეყნები, ან პარტნიორ ქვეყნებში არსებული წარმატებული და გამოცდილი ოპერატორები
„სახელმწიფომ უკვე დაიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გენერალური გეგმის განახლება, რამეთუ რამდენიმე თვის წინ სახელმწიფომ საჯაროდ განაცხადა, რომ ის ცვლის ანაკლიის პორტის ოპერირების მოდელს, ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან - ჩვენ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ოპერირებას გავუკეთებთ საერთაშორისოდ აპრობირებული ე.წ. ლენდლორდ მოდელით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
11 სექტემბერი 2026, 11:13
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: აშშ-სთან ურთიერთობას ვერ ალაგებენ, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ქალბატონი კალასი, რომელიც საგარეო ურთიერთობებს ხელმძღვანელობს, ვერ ახერხებს მარკო რუბიოსთან ერთწუთიანი შეხვედრის ჩანიშვნასაც კი
თუ აშშ-სთან ასეთი დაძაბული ურთიერთობა ექნებათ და ფაქტობრივად ეს ურთიერთობა თუ აღარ იარსებებს, მათ აღარ ეყოლებათ უსაფრთხოების გარანტორი, რომლის გამოც, ევროკავშირი თავის მხრივ ამდენი წლის განმავლობაში საინტერესო იყო, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.


