მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე კონსულტაციებს დღეს შეაჯამებს
გიორგი მარგველაშვილი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის მიზნით გამართულ კონსულტაციებს დღეს სამოქალაქო სექტორთან შეხვედრაზე შეაჯამებს. ამის შესახებ 1tv წერს.
პრეზიდენტის მრჩევლებმა კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდის განმავლობაში შეხვედრები საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართეს. ისინი შეხვდნენ აკადემიურ წრეებსა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, კახა კოჟორიძის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე უკვე გამართული კონსულტაციები შეჯამდება, რის შემდეგაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დასახელდება.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქტიურად აწარმოებდა კონსულტაციებს და შეხვედრებს იურიდიული პროფესიის სხვადასხვა ჯგუფებთან და წარმომადგენლებთან. ჩვენ ამჯერად უკვე ჩავატარებთ გაფართოებულ შეხვედრას პრეზიდენტის მონაწილეობით და მოხდება მთელი ამ შეხვედრების შეჯამება, კიდევ ერთხელ გაანალიზება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, თუ ეს პროცესი რა გზით მიდის და ამის შემდეგ უკვე მოხდება კანდიდატების დასახელებაც“, – აღნიშნა კახა კოჟორიძემ.
16 აგვისტოს ითქვა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად შესაძლოა ღია კონკურსი გამოცხადდეს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, იმის მოლოდინი, რომ პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე დამოუკიდებელ კანდიდატურას შეარჩევს, პესიმისტურია.
პრეზიდენტის სასახლეში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები 6 აგვისტოს დაიწყო.
უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ 2 აგვისტოს განაცხადა და ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. მისი გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის, ისე პოლიტიკოსებისთვის.
ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 20 მარტს აირჩია. მან ამ პოზიციაზე კოტე კუბლაშვილი შეცვალა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად გვენეტაძე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეარჩია და პარლამენტს წარუდგინა.
ყველა სიახლე
15 ივლისი 2026, 15:57
საზოგადოება
გივი მიქანაძემ ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
15 ივლისი 2026, 15:54
სამართალი
პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 9 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 9 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, მათ შორის, დააკავა ერთი პირი, ხოლო ერთი პირის მიმართ, რომელსაც ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა, ძებნა გამოცხადდა.
15 ივლისი 2026, 15:47
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი მეფრინველე ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მეფრინველე ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა.
15 ივლისი 2026, 15:34
ეკონომიკა
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გარკვეულწილად უკვე ყალიბდება ლოგისტიკურ ჰაბად, რაც შეეხება სამგზავრო მიმართულებით იმავეს განვითარებას, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ეს შესაძლებლობა გაჩნდეს
ყოველი ახალი მიმართულება ქმნის ახალ შესაძლებლობას ტრანზიტული ნაკადების მოზიდვის თვალსაზრისით, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ალექსანდრე გაჩეჩილაძე
15 ივლისი 2026, 15:31
პოლიტიკა
ჩერგოლეიშვილი ბუღაძეზე: იაფფასიანი აფერისტი ეგომანიაკია, რომელსაც პატივმოყვარეობაზე შევეხე, როცა ხარისხი დავუწუნე და „MIHAS“ თავზარით ხსნის
„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ლაშა ბუღაძეს უპირისპირდება და „იაფფასიან, აფერისტ ეგომანიაკს უწოდებს“.
15 ივლისი 2026, 15:19
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ელისაშვილის ადვოკატის განცხადებაზე: ტერორისტული აქტის ჩადენაში მხილებულ ადამიანს რა რეპუტაცია უნდა შეელახოს, ცოტა გაუგებარია
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილის ადვოკატის განცხადებას და ის ელისაშვილის დისკრედიტაციაში დაადანაშაულა. პაპუაშვილის თქმით, სჯობდა ადვოკატს ალეკო ელისაშვილისთვის დამატებით აეხსნა, თუ რა დანაშაული ჩაიდინა, რასთან ჰქონდა საქმე, ეთანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოსთან.
15 ივლისი 2026, 15:08
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე გვარამიას განცხადებაზე: ანუ დაიბომბოს საქართველო იმის იმედად, რომ მერე ტრილიონებს მოგვცემენ. ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი, რომ ამათ და მათ პატრონებს მეორე ფრონტის გახსნა არ უნდათ?
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც: „უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება უკრაინის აღდგენაში ათწლეულის განმავლობაში. აი, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან“.
15 ივლისი 2026, 15:01
მსოფლიო
პეტრა სტეგერი: ბრიუსელმა პროცესები დააჩქარა. უკრაინა ევროკავშირის წევრობისკენ სრული სიჩქარით მიჰყავთ. დაუშვებელია ევროკავშირში ასეთი სისწრაფით მივიღოთ ომში მყოფი ქვეყანა
„ბრიუსელმა პროცესები დააჩქარა. უკრაინა ევროკავშირის წევრობისკენ სრული სიჩქარით მიჰყავთ. მოლაპარაკებების მორიგი კლასტერი გახსნეს. სრულიად ბუნდოვანია, რა შედეგები ექნება ამას ევროპის გადასახადების გადამხდელებისთვის, ფერმერებისა და უსაფრთხოების ინტერესებზე. დაუშვებელია ევროკავშირში ასეთი სისწრაფით მივიღოთ ომში მყოფი ქვეყანა, უდიდესი ფინანსური საჭიროებებითა და ისეთ გადაუჭრელი პრობლემებით, როგორიცაა კანონის უზენაესობა და კორუფცია“, - მიიჩნევს ევროპარლამენტარი.
15 ივლისი 2026, 15:00
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: სამწუხაროა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაც შეუერთდა „დიპ სტეიტის“ მართულ კამპანიას, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით სრულ დეზინფორმაციას და სიცრუეს ავრცელებს
სამწუხაროა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაც შეუერთდა „დიპ სტეიტის“ მართულ კამპანიას, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით სრულ დეზინფორმაციას და სიცრუეს ავრცელებს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
15 ივლისი 2026, 14:59
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ესტონეთში რეგისტრირებული „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ცდილობს ციფრებით იმანიპულიროს, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ერთ რამეს, რომ ვინც აფინანსებს დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, ის საქართველოს წინააღმდეგ ეწევა ჰიბრიდულ ომს
ესტონეთში რეგისტრირებული „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ცდილობს, რომ ციფრებით იმანიპულიროს, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ერთ რამეს, რომ ვინც აფინანსებს დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ის საქართველოს წინააღმდეგ ეწევა ჰიბრიდულ ომს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
15 ივლისი 2026, 14:58
მსოფლიო
ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი: რა სითავხედეა! ევროკომისია პოლონეთს ემუქრება, რომ აამოქმედებს პროცედურებსა და ჯარიმებს, თუკი ჩვენ უკრაინიდან ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს საზღვარს არ გავუხსნით
„რა სითავხედეა! ევროკომისია პოლონეთს ემუქრება, რომ აამოქმედებს პროცედურებსა და ჯარიმებს, თუკი ჩვენ უკრაინიდან ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს საზღვარს არ გავუხსნით. ნაცვალად იმისა, რომ წევრი სახელმწიფოები ინტერესები დაიცვას, ევროკომისია ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოს ემხრობა და შანტაჟის გზით გვაიძულებს ჩვენი სოფლის მეურნეობისთვის საზიანო ნაბიჯი გადავდგათ. ეს აღმაშფოთებელია“, - წერს ევროპარლამენტარი
15 ივლისი 2026, 14:56
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ეუთომ სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო და კიდევ უფრო სამარცხვინოა ეუთოს ცენტრალური ოფისის გამიჯვნა საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებებთან
კიდევ უფრო სამარცხვინოა ეუთოს ცენტრალური ოფისის გამიჯვნა საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებებთან, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ეუთო-ს მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.
15 ივლისი 2026, 14:53
რეგიონი
შალვა პაპუაშვილი თელავში სტიქიაზე: მასშტაბი იმხელა იყო, რომ რამდენიმე საათში ჩამოვიდა თითქმის ერთი თვის ნორმა ნალექის. თელავისხევის კალაპოტში არის მოწყობილი ნიაღვრისგან დამცავი სპეციალური ნაგებობები - სამი კასკადი, რომელმაც მთავარი დარტყმა აიღო თავის თავზე. დაზიანებას, რაც შეიძლება მოჰყოლოდა პრევენციული მექანიზმების გარეშე, ქალაქი ასცდა
მასშტაბი იმხელა იყო, რომ რამდენიმე საათში ჩამოვიდა თითქმის ერთი თვის ნორმა ნალექის. თელავის ხევის კალაპოტში არის მოწყობილი ნიაღვრისგან დამცავი სპეციალური ნაგებობები - სამი კასკადი, რომელმაც მთავარი დარტყმა აიღო თავის თავზე. დაზიანებას, რაც შეიძლება მოჰყოლოდა პრევენციული მექანიზმების გარეშე, ქალაქი ასცდა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ თელავის სტიქიაზე საუბრისას.
15 ივლისი 2026, 14:48
მსოფლიო
Amnesty International-ი ჯოან როულინგის სექსუალური ძალადობის მხარდაჭერის ცენტრის კრიტიკის გამო სინანულს გამოთქვამს
Amnesty International-ი არასათანადოდ შედგენილი ანგარიშის გამოქვეყნების გამო სკანდალში გაეხვა. ორგანიზაციის გაერთიანებული სამეფოს ოფისმა განაცხადა, რომ ნანობს იმ დოკუმენტის გამოქვეყნებას, სადაც გენდერისადმი კრიტიკულად განწყობილი ჯგუფები, მათ შორის ჰარი პოტერის ავტორის, ჯოან როულინგის ქალთა უფლებათა დაცვის ცენტრი, ქალებისა და ლგბტ თემის უფლებათა შემლახველ, ანტი-ტრანსგენდერულ კამპანიებად შერაცხა.
15 ივლისი 2026, 14:47
კულტურა
მწერალთა სახლში ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 165 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
ღონისძიებას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო. საღამო მწერალთა სახლის დირექტორმა ქეთევან დუმბაძემ გახსნა.
15 ივლისი 2026, 14:46
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: როდესაც ყველა სტატისტიკით ვიცით, რომ მთავარი მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევების არის სიმთვრალე და გადაჭარბებული სიჩქარე, მგონი გასაგებია, რომ მძღოლის პასუხისმგებლობაა
როდესაც ყველა სტატისტიკით ვიცით, რომ მთავარი მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევების არის სიმთვრალე და გადაჭარბებული სიჩქარე, მგონი გასაგებია, რომ მძღოლის პასუხისმგებლობაა, - განუცხადა ზუგდიდში ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
15 ივლისი 2026, 14:45
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი გვარამიაზე: ვინც 2024 წლის არჩევნებზე ამ აგენტებს მხარი დაუჭირეთ, მადლობა გაქვთ გადასახდელი იმ 1 200 000-მდე ქართველისთვის, რომლის გააზრებულმა არჩევანმაც ჩვენს ქვეყანას მშვიდობა და სტაბილურობა შეუნარჩუნა
ამ აგენტს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 230 000-მდე ქართველმა მიეცით ხმა. რატომ იქცევით ასე? არ გყავთ ოჯახები, შვილები, მშობლები? რატომ გსურთ, რომ ეს ადამიანები სასიკვდილოდ გაწიროთ? - წერს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შესახებ.
15 ივლისი 2026, 14:37
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია გვარამიას განცხადებაზე: სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ ამათ იმპერიის დამარცხება და უკრაინის გამარჯვება, ფულის შოვნა, ქვეყნის გაყიდვა და ათასი მამაძაღლობა იყო ყოველთვის მათთვის პირველი და უმთავრესი
გიორგი გამსახურდია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება, სადაც მან აღნიშნა: „უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება მის აღდგენაში, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან“.
15 ივლისი 2026, 14:35
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ქალბატონი სალომე ახლა სადმე სხვაგან არის და გვარამია და ჩერგოლეიშვილი სხვაგან?! ისევ ისე არიან ერთიანნი. აგენტურა ყოველთვის გაერთიანებული იყო. დაავალებენ, რომ ერთად გამოჩნდნენ კამერასთან, გამოჩნდებიან. დაავალებენ, რომ ცალ-ცალკე, ცალ-ცალკე გამოჩნდებიან
ქალბატონი სალომე ახლა სადმე სხვაგან არის და გვარამია და ჩერგოლეიშვილი სხვაგან?! ისევ ისე არიან ერთიანნი, - განუცხადა ზუგდიდში ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
15 ივლისი 2026, 14:33
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ნიკა გვარამიას განცხადებაზე: არაფერი სარკასტული ამ განცხადებაში არ იყო. ეს ხალხი ასე ფიქრობს, ეს ხალხი ფიქრობს ფინანსებსა და ფულზე
არაფერი სარკასტული ამ განცხადებაში არ იყო. ეს ხალხი ასე ფიქრობს, ეს ხალხი ფიქრობს ფინანსებსა და ფულზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ნიკა გვარამიას განცხადებაზე საუბრისას, სადაც გვარამიამ აღნიშნა: „უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება მის აღდგენაში, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან, მთელი ევროპა იქნება მშენებლობით და ფულის კეთებით დაკავებული“.


