როგორ დაიბრუნებენ აბიტურიენეტები შეცდომით და აპელაციისთვის გადახდილ თანხას
ფოტო: shutterstock
გამოქვეყნდა ინფორმაცია 2018 წელს ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხებისა და საგამოცდო ტესტის შეფასების შესახებ აპელაციის განხილვის საფასურის დაბრუნების თაობაზე.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფრომაციით, 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ტესტის შეფასების შესახებ საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის ზედმეტად/შეცდომით გადახდილი და შეფასების შეცვლის (მომატება/დაკლების) შემთხვევაში გადახდილი საფასურის დაბრუნების თაობაზე განაცხადები მიიღება 2018 წლის 3 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით ქ.თბილისში - მინდელის ქ. N9, 10:00 სთ-დან – 18:00 სთ-მდე, რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი; ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, რომლებშიც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება; იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია – კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
იმ შემთხვევაში, თუ საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური გადახდილია: საბანკო დაწესებულებაში ან ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით, საფასური დაბრუნდება მხოლოდ გადამხდელის ანგარიშზე; გადახდის შესაძლო სხვა საშუალებების (თვითმომსახურების ტერმინალისა ან ვებგვერდის) გამოყენებით, საფასური დაბრუნდება მხოლოდ აპლიკანტის ანგარიშზე.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გამოცდის შედეგი 2 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაასაჩივრა.
27 906 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა.
სახელმწიფომ, საერთო ჯამში, 10 614 სტუდენტი დააფინანსა; სახელმწიფო სასწავლო გრანტი მოიპოვა 6 543-მა სტუდენტმა; სახელმწიფომ სრულად დააფინანსა 4 071 სტუდენტი.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყო და 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდა. საქართველოში სულ 22 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებდა.
ყველა სიახლე
08 მარტი 2026, 14:18
საზოგადოება
„ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის, გვერდში დგომისთვის“ - საქართველოს 600-ზე მეტი მოქალაქე სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდა
მთავრობის გადაწყვეტილებით, მასკატიდან თბილისის მიმართულებით დანიშნული დამატებითი სპეციალური რეისი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. სამშობლოში 140-მდე მოქალაქე დაბრუნდა.
08 მარტი 2026, 14:16
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი უარყოფს მისსავე ნათქვამს, რომ თითქოს საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ
„ირანული უნივერსიტეტი დასანქცირებულია რამდენიმე ქვეყნის მიერ სწორედ რეკრუტირებისა და ა.შ. გამო. გრძელია ჩამონათვალი. მაგრამ ფილიალი, რაღაც ტიპის წარმონაქმნი საქართველოში ფუნქციონირებს, რასაც სჭირდება მიხედვა. მე არსად მითქვამს, რომ საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ“, - განაცხადა ხიდაშელმა.
08 მარტი 2026, 14:06
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში ვიზიტს ასრულებს
საპარლამენტო დელეგაცია ამერიკაში ვიზიტს ასრულებს. 1 კვირის განმავლობაში ქართულ მხარეს არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა, როგორც კონგრესში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შეხვდნენ ექსპერტებსა და ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელებს, რომლებისგანაც მოისმინეს რა ხედვაა, სამხრეთ კავკასიის რეგიონთან, რუსეთ-უკრაინის ომთან და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან მიმართებაში.
08 მარტი 2026, 14:00
საზოგადოება
მასკატიდან დამატებითი რეისი შესრულდა, რომლითაც დასრულდა საქართველოს იმ მოქალაქეთა დაბრუნება, რომელთა გამგზავრებას ავიაკომპანიები დროულად ვერ ახერხებდნენ
დღეს, მასკატიდან თბილისის მიმართულებით დამატებითი სპეციალური რეისი შესრულდა, რომლითაც დასრულდა საქართველოს იმ მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნება, რომელთა გამგზავრებას შესაბამისი ავიაკომპანიები დროულად ვერ უზრუნველყოფდნენ. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
08 მარტი 2026, 13:37
მსოფლიო
AP: ტრამპი აკნინებს იმ ცნობების მნიშვნელობას, რომელთა თანახმადაც რუსეთი ირანს ამერიკულ სამიზნეებზე დასარტყმელად სადაზვერვო მონაცემებს აწვდის
„თუ გადახედავთ იმას, რაც ირანს გასულ კვირას დაემართა, თუ ისინი ინფორმაციას იღებენ კიდეც, ეს მათ დიდად არ ეხმარება“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე.
08 მარტი 2026, 13:27
მსოფლიო
ირანმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს ისევ დაარტყა
ქუვეითის დედაქალაქში, დრონით თავდასხმის შემდეგ, ცეცხლი გაუჩნდა ცათამბჯენს, სადაც ქვეყნის სოციალური დაზღვევის სამსახურის მთავარი ოფისი მდებარეობს. მოგვიანებით ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2 მეხანძრე „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას“ დაიღუპა, თუმცა მათი გარდაცვალების გარემოებები არ დაზუსტებულა.
08 მარტი 2026, 13:14
საზოგადოება
ვახტანგ ბერიძემ ღვაწლმოსილ პედაგოგს, ღირსების ორდენის კავალერს, ნაზი ნიჟარაძეს 8 მარტი და მოახლოებული 89 წლის იუბილე მიულოცა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ ღვაწლმოსილ და დამსახურებულ პედაგოგს, ნაზი ნიჟარაძეს, ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი და მოახლოებული 89 წლის იუბილე მიულოცა.
08 მარტი 2026, 13:12
საზოგადოება
გივი მიქანაძე: ჩვენი გადაწყვეტილებით, წლების შემდეგ, ღვაწლმოსილი პედაგოგი სკოლას დაუბრუნდება და მას ექნება შესაძლებლობა, ბავშვების გარემოცვაში, ემსახუროს იმ საქმეს, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა
„დღეს შევხვდი ხანდაზმულთა თავშესაფარში მცხოვრებ ქალბატონს, ლუარა სარიშვილს, რომელიც 30 წელი სკოლაში პედაგოგად მუშაობდა და ახლა ოცნებად აქვს ქცეული სკოლაში დაბრუნება. ჩვენი გადაწყვეტილებით, წლების შემდეგ, ღვაწლმოსილი პედაგოგი სკოლას დაუბრუნდება და მას ექნება შესაძლებლობა, ბავშვების გარემოცვაში ემსახუროს იმ საქმეს, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
08 მარტი 2026, 12:58
სამართალი
„იმედინიუსს“ სოფელ აღაიანთან მომხდართან დაკავშირებით შსს-ში განუმარტეს, რომ დაზიანებული ავტომობილიდან დაშავებულების გადმოყვანის შემდეგ შეკრებილი მოსახლეობა გამოირჩეოდა აგრესიულობით, რა დროსაც დაზიანდა საპატრულო პოლიციის ავტომობილი
„იმედინიუსს“ სოფელ აღაიანთან მომხდართან დაკავშირებით შსს-ში განუმარტეს, რომ დაზიანებული ავტომობილიდან დაშავებულების გადმოყვანის შემდეგ მოსახლეობა შეიკრიბა, ისინი გამოირჩეოდნენ აგრესიულობით, რა დროსაც დაზიანდა საპატრულო პოლიციის ავტომობილი
08 მარტი 2026, 12:56
მსოფლიო
ტრამპმა ირანში გოგონათა სკოლაზე თავდასხმაში თეირანი დაადანაშაულა
ტრამპმა დაამატა: „ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს ირანელებმა გააკეთეს... როგორც იცით, მათი საბრძოლო მასალა ძალიან არაზუსტია. მათ საერთოდ არ გააჩნიათ სიზუსტე“. თავისი სიტყვების დასადასტურებლად მას არანაირი მტკიცებულება არ მოუყვანია.
08 მარტი 2026, 12:32
მსოფლიო
IDF: ისრაელის სახელმწიფოს ხელი მიწვდება აიათოლა ხამენეის ყველა მემკვიდრეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მემკვიდრის დანიშვნას შეეცდება
პლატფორმა X-ზე, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპარსულენოვან ანგარიშზე გამოქვეყნდა განცხადება: „ვაფრთხილებთ ყველას, ვინც აპირებს მემკვიდრის შესარჩევ შეხვედრაში მონაწილეობას, რომ არ დავაყოვნებთ თქვენს ამოღებასაც მიზანში. ეს გაფრთხილებაა!“
08 მარტი 2026, 12:27
საზოგადოება
გიორგი ჯინჭარაძემ გენერალ-მაიორ გენო ადამიას ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ-მაიორ გენო ადამიას დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად ზუგდიდში, საქართველოს ეროვნული გმირების პარკში იმყოფებოდა, სადაც ეროვნული გმირის ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
08 მარტი 2026, 12:23
თავდაცვა
ვაზიანის მე-4 ქვეით ბრიგადაში წვევამდელთა ახალმა ნაკადმა საწყისი საბრძოლო მომზადება დაიწყო
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6-თვიანი ვადით გაწვეულმა და ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა პირებმა ვაზიანის მე-4 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის გავლა დაიწყეს.
08 მარტი 2026, 12:13
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ირანში მიმდინარე ოპერაციას 10 ქულიდან 15-ს დავუწერდი
„ირანში ძალიან კარგად ვმუშაობთ. ვხედავთ შედეგს და ეს საოცარია. 3 დღეში 42 საზღვაო ხომალდი გავანადგურეთ, რომელთაგანაც ზოგიერთი ძალიან დიდი იყო. ეს იყო საზღვაო ძალების დასასრული. ჩვენ გავანადგურეთ მათი საჰაერო ძალები, გავთიშეთ მათი კომუნიკაციები. არ ვიცი, როგორ ურთიერთობენ. ისინი ცუდი ხალხი არიან. შეხედეთ იმ მკვლელობებს, რაც წლების განმავლობაში ჩაიდინეს. ისინი ძალიან ახლოს იყვნენ ბირთვულ იარაღთან. იცით, ისინი გამოიყენებდნენ მას, ამიტომ ჩვენ მსოფლიოს კეთილი საქმე გავუკეთეთ. ოპერაციას 10 ქულიდან 15-ს დავუწერდი“, - განაცხადა ტრამპმა.
08 მარტი 2026, 12:12
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: Eagle hills-ის ინვესტიციაზე იყო დიდი კამპანია ე.წ. არაბიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩავარდა. საზოგადოება დარწმუნდა, რომ ეს ინვესტიცია აბსოლუტურად რეალურია და წაადგება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას
Eagle hills-ის ინვესტიციაზე იყო დიდი კამპანია, ე.წ. არაბიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩავარდა, ასევე, საზოგადოება დარწმუნდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ინვესტიცია არის აბსოლუტურად რეალური და ის წაადგება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.
08 მარტი 2026, 12:06
საზოგადოება
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საავიაციო სექტორში ჩართული ქალი ავიასპეციალისტების რაოდენობა საქართველოში 49%-ით გაიზარდა
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ფრენების უსაფრთხოების, საავიაციო უშიშროების და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების უზრუნველყოფაში ასეულობით მაღალკვალიფიციური ქალია ჩართული. მათივე ცნობით, ქალი სპეციალისტები წარმოდგენილნი არიან ავიაციის პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით - საფრენოსნო ექსპლუატაციიდან საჰაერო ხომალდების ტექნიკურ მომსახურებამდე.
08 მარტი 2026, 12:02
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი ზელენსკის განცხადებაზე: ეს არასასიამოვნოა, ამის უგულებელყოფა არ შეიძლება, მაგრამ არ გვეშინია. ჩვენ ვერ დაგვაშანტაჟებენ და ვერ შეგვაშინებენ
„არსებობს პროტოკოლი და უსაფრთხოების დონე საფრთხის არსებობის შემთხვევაში იზრდება. საბედნიეროდ, ეს ჩემი საზრუნავი არ არის. ეს პროფესიონალების საქმეა. ასეთ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ისინი უფრო ყურადღებით არიან. ეს არასასიამოვნოა, ამის უგულებელყოფა არ შეიძლება, მაგრამ არ გვეშინია. ჩვენ ვერ დაგვაშანტაჟებენ და ვერ შეგვაშინებენ“, - განაცხადა ორბანმა.
08 მარტი 2026, 12:01
საზოგადოება
თბილისის საკრებულოში „თბილისის საპატიო მოქალაქის“ ჯილდოს მფლობელ ქალბატონებს უმასპინძლეს
თბილისის საკრებულოში „თბილისის საპატიო მოქალაქის“ ჯილდოს მფლობელ ქალებს უმასპინძლეს, რომლებმაც ეს წოდება 2025 წელს მიიღეს.
08 მარტი 2026, 11:54
საზოგადოება
ქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
ქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, 8 მარტს კომპანია „გუდვილის“ ტერიტორიაზე აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალბატონების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
08 მარტი 2026, 11:50
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელს ირანის რეჟიმისთვის „სიურპრიზები“ აქვს - ჩვენ ვქმნით პირობებს იმისთვის, რომ ირანელმა ხალხმა თავად შეძლოს თავისი მომავლის განსაზღვრა
ისრაელის პრემიერი ირანს ახალ სიურპრიზებს ჰპირდება. ამის თაობაზე მან მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა. როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, ისრაელი ყველანაირ პირობას შექმნის იმისთვის, რომ ირანელმა ხალხმა საკუთარი მომავალი თავად განსაზღვროს.


