imedi /  16 ოქტომბერი 2018, 12:05 / სანდო წყარო

თამბაქოს კონტროლის ალიანსი პარლამენტში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილს არ ეთანხმება

სიგარეტი

თამბაქოს კონტროლის ალიანსმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ ალიანსი ემიჯნება პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილების ზოგიერთ პუნქტს, რომელთა მიხედვით თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილებები იგეგმება.

„კერძოდ, ვეწინააღმდეგებით სათამაშო ბიზნესის ასოციაციის მოთხოვნით, მოწევის დაშვებას იმ შენობებში, სადაც სათამაშო ბიზნესია განთავსებული და ასევე მოწევის დაშვებას თეატრში, სცენაზე, სპექტაკლის მიმდინარეობის დროს.

ცვლილებების პროექტის ინიციატორები და მათი მხარდამჭერები ცრუობენ, როდესაც აცხადებენ, რომ კაზინოებში მოწევის დაშვებამ არათანაბარკონკურენტულ გარემოში ჩააყენა სათამაშო ბიზნესის სხვა მიმართულებები, რამაც თურმე მათი კლიენტურის სამორინეებში გადინება გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ კანონი ძალაშიც კი არ იყო შესული, როდესაც სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ ამ პრეტენზიით პარლამენტს მიმართა. დიახ, სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ პარლამენტს პირველ მაისამდე, კანონის აღსრულების დაწყებამდე შესჩივლა, კაზინოები კლიენტურას გვართმევენო. იმ დროისთვის შეუძლებელია კონკურენციის ნორმა დარღვეულიყო და ამის გამო კლიენტურას, თუნდაც სლოტკლუბიდან სამორინისკენ, კაზინოებისკენ აეღო გეზი. მეტიც, არ არსებობს მტკიცებულებები, რომელთა შესაბამისად დადასტურდება, რომ კანონის აღსრულების შემდეგ დაირღვა კონკურენციის ნორმები.

ალოგიკურია და ჭირვეულობას ჰგავს ზოგიერთი პარლამენტარის მხრიდან თეატრებში სპექტაკლებზე თამბაქოს ნაწარმის გამოყენების მოთხოვნა იმ მოტივით, რომ თურმე, თამბაქოს ნაწარმის ბოლის გარეშე რეჟისორი სცენაზე საკუთარ ჩანაფიქრს სრულფასოვნად ვერ წარმოადგენს. გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ ამ მოთხოვნის უკან დგას თამბაქოს ინდუსტრია, რომელიც უკვე წლებია აფინანსებს ზოგიერთ ქართულ თეატრს. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია, რატომ არ შეიძლება გამოიყენოს ქართველმა რეჟისორმა უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული რეკვიზიტები, რომელთა საშუალებით მათი უცხოელი კოლეგები წარმატებით ახერხებენ მოწევის უზუსტეს იმიტაციას და არანაირ ზიანს არ აყენებენ მსახიობებს (რომლებიც იძულებული არიან მთელი სპექტაკლის განმავლობაში ეწეოდნენ) და მაყურებელს, რომელიც თეატრში ესთეტიკური სიამოვნების მისაღებად მიდის და არა ჯანმრთელობის დასაზიანებლად. კატეგორიულად მიგვაჩნია, რომ მსგავსი კანონში ცვლილება საჭირო არ არის.

სამწუხაროდ, უკვე განვლილი საკომიტეტო მოსმენებიდან გამომდინარე ვშიშობთ, რომ დღეს, პარლამენტში კიდევ ერთხელ მხარს დაუჭერენ ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკურად დამანგრეველ სათამაშო ბიზნესს და თამბაქოს ინდუსტრიას, რითაც დაიწყებენ ერთ-ერთი (თუ ერთადერთი არა) ყველაზე პოპულარული კანონის შესუსტებას და დისკრედიტაციას“ - წერია თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებაში.

2018 წლის პირველი მაისიდან საზოგადოებრივი დანიშნულების ყველა შენობა-ნაგებობაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა, მათ შორის კაფეებსა და რესტორნებში.

მოწევა შეიზღუდა გარე სივრცეებშიც, აიკრძალა თამბაქოს რეკლამა და სპონსორობა.

1 სექტემბრიდან „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის თანახმად,  აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია და განლაგება ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს გარედან. დარღვევაზე ჯარიმა 2 000 ლარი, განმეორებისას კი 4 000 ლარია.

ყველა სიახლე

28 სექტემბერი 2026, 15:23

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა 1 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

მებაჟე ოფიცრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, 1 კილოგრამზე მეტი, კერძოდ, 1 229 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.

28 სექტემბერი 2026, 15:13

ჯანდაცვა

შუახევის მუნიციპალიტეტში მასშტაბური სკრინინგ-აქცია ჩატარდა

ქვეყნის მასშტაბით სკრინინგ-აქციები გრძელდება. მორიგი მასშტაბური აქცია შუახევის მუნიციპალიტეტში გაიმართა. აქციის ფარგლებში მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა უფასოდ ჩაეტარებინა ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატისა და კოლორექტული კიბოს, ასევე არტერიული ჰიპერტენზიის, B და C ჰეპატიტების, აივ-ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევები.

პეტერ მადიარი

28 სექტემბერი 2026, 15:11

მსოფლიო

Euronews: უნგრეთის პარლამენტმა პეტერ მადიარს იმუნიტეტი მოუხსნა

უნგრეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარსა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში თანამდებობაზე მყოფ ორ ყოფილ მინისტრს საპარლამენტო იმუნიტეტი მოუხსნა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

ინგა გუდაძე

28 სექტემბერი 2026, 15:11

პოლიტიკა

ინგა გუდაძე მერაბ მეტრეველზე: ნაცების მწამებელი პროკურორის სიძემ მოგვიწოდა, ნაკრების თამაშზე უკრაინის ჰიმნი ვიმღეროთო, ჩვენ რომ გვბომბავდნენ, ზელენსკი დაგვცინოდა - ამათი უსამშობლობა ზენიტშია

ჩვენ რომ 2008 წელს გვბომბავდნენ, ზელენსკი სკეტჩებს წერდა და დაგვცინოდა, 2010 წლის 9 მაისს კი რუსეთში, წითელ მოედანზე მეგობრობის ნიშნად უკრაინელი ჯარისკაცები დააბიჯებდნენ და ვლადიმერ პუტინს ,,ჩესტს“ უღებდნენ, - წერს ხელოვნებათმცოდნე ინგა გუდაძე სოციალურ ქსელში.

28 სექტემბერი 2026, 15:03

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ტირანაში ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის მომავლის სტრატეგიულ დღის წესრიგზე გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

ტირანაში, ალბანეთის პარლამენტის ორგანიზებით, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საკითხთა კომიტეტების წარმომადგენელთა მონაწილეობით, საპარლამენტთაშორისო კონფერენცია - „ევროკავშირის გაფართოება: სტრატეგიული დღის წესრიგი ევროპის მომავლისთვის“ იმართება.

28 სექტემბერი 2026, 15:00

რეგიონი

გარემოს ეროვნული სააგენტო: 28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1-ელი ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის

28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1-ელი ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის

28 სექტემბერი 2026, 14:53

თემა

მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. რა პრობლემებია ქვეყნის ენერგეტიკისა და ჰიდროლოგიის სექტორებში?

მიმდინარე წლის 26 სექტემბრიდან მოლდოვამ ენერგეტიკისა და ჰიდროლოგიის სექტორებში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 60 დღეს გაგრძელდება. მთავრობის ეს გადაწყვეტილება დაამტკიცა ქვეყნის პარლამენტმა, რამაც ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია. თუ რატომ დასჭირდა მოლდოვის ხელისუფლებას ამ ზომის მიღება და რა ვითარებაა კიშინიოვში, Deutsche Welle-მ გაარკვია.

კაია კალასი

28 სექტემბერი 2026, 14:43

მსოფლიო

კაია კალასი: ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგან დაზვერვის მონაცემებით ვხედავთ, რომ რუსეთი საბოტაჟის აქტებსა და ჩვენს დემოკრატიაზე პირდაპირ თავდასხმებს გეგმავს

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ევროპა ფხიზლად უნდა იყოს, რადგან დაზვერვის მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი საბოტაჟის აქტებსა და დემოკრატიაზე პირდაპირ თავდასხმებს გეგმავს.

28 სექტემბერი 2026, 14:35

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: მთავარი ავიწყდებათ როგორც სცენარისტებს, ასევე შემსრულებლებს, რომ არსებობს ეროვნული ინტერესი, რომლის მთავარი ნიშანიც დღეს არის სტაბილურობა და უსაფრთხოება ამ ტურბულენტურ გარემოში. ამას ვერ უზრუნველყოფენ

მთავარი ავიწყდებათ როგორც სცენარისტებს, ასევე შემსრულებლებს, რომ არსებობს ეროვნული ინტერესი, რომლის მთავარი ნიშანიც დღეს არის სტაბილურობა და უსაფრთხოება ამ ტურბულენტურ გარემოში. ამას ვერ უზრუნველყოფენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

ნინო წილოსანი

28 სექტემბერი 2026, 14:31

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: არ დაგვავიწყდეს, რომ პარტიად ფორმირებული „გახარია“ და „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ ფოთოლია, მათმა უცხოელმა პატრონებმა სწორედ ეს როლი მიანიჭეს და გაუნაწილეს

არ დაგვავიწყდეს, რომ პარტიად ფორმირებული „გახარია“ და „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ ფოთოლია, მათმა უცხოელმა პატრონებმა სწორედ ეს როლი მიანიჭეს და გაუნაწილეს, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

28 სექტემბერი 2026, 14:30

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდა

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში პარალიმპიური მოძრაობის განვითარებას, მათ შორის განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელთა ფარგლებშიც პარალიმპიური მოძრაობის სტატუსი ოლიმპიური მოძრაობის სტატუსს გაუთანაბრდა.

ლევან მაჭავარიანი

28 სექტემბერი 2026, 14:29

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა კარგად შიფრავს ამ აგენტურის გადალაგების სქემებს და ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებს ის, რომ გახარიას გაუმესამედდა ამომრჩევლის რაოდენობა 2025 წელს, ხოლო „ლელოს“ გაუნახევრდა

ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა კარგად შიფრავს ამ აგენტურის გადალაგების სქემებს და ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებს ის, რომ გახარიას გაუმესამედდა ამომრჩევლის რაოდენობა 2025 წელს, ხოლო „ლელოს“ გაუნახევრდა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

ირაკლი ხელაძე

28 სექტემბერი 2026, 14:25

ეკონომიკა

ირაკლი ხელაძე: 40 ათას ლარიანი ზღვარი აიწია 100 ათას ლარამდე. 81 ათასი მოქალაქე იყო ასეთი, რომლებიც იხდიდნენ ქონების გადასახადს, ისინი გათავისუფლდებიან აღნიშნული გადასახადისგან

გაიზარდა სამუშაო ადგილების რაოდენობა, გაიზარდა დასაქმებულთა რიცხვი, გაიზარდა ოჯახის ნომინალური შემოსავლები და შესაბამისად, ის 40 ათას ლარიანი ზღვარი, რომელიც 20 წლის წინ იყო დაწესებული, უკვე ვეღარ პასუხობდა დღევანდელ ეკონომიკურ რეალობას, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ კანონპროექტზე, რომელიც ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადს ეხება.

პაატა კვიჟინაძე

28 სექტემბერი 2026, 14:25

საზოგადოება

პაატა კვიჟინაძე ქონების გადასახადის შესახებ კანონპროექტზე: მთავარი მიზანია, რომ დაბალშემოსავლიან მოსახლეობას არ ჰქონდეს ვალდებულება გადაიხადოს ქონების გადასახადი

მთავარი მიზანია, რომ დაბალშემოსავლიან მოსახლეობას არ ჰქონდეს ვალდებულება გადაიხადოს ქონების გადასახადი, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ კანონპროექტზე ქონების გადასახადის შესახებ.

28 სექტემბერი 2026, 14:22

რეგიონი

საჩხერეში ფესტივალი „ქართული საგალობლები“ მიმდინარეობს

საჩხერეში ფესტივალი „ქართული საგალობლები“ მიმდინარეობს, რომელიც ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა. წელს ფესტივალი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს ეძღვნება.

28 სექტემბერი 2026, 13:49

მსოფლიო

ინდოეთის ჩრდილოეთში ძლიერმა წვიმამ და წყალდიდობამ, სულ მცირე, 62 ადამიანი იმსხვერპლა

ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში, უტარ-პრადეშის შტატში რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებელმა წვიმამ და წყალდიდობამ, სულ მცირე, 62 ადამიანი იმსხვერპლა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

28 სექტემბერი 2026, 13:44

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მე-11 წლიური შეხვედრის ფარგლებში, შეხვდა ბანკის პრეზიდენტ ძოუ ჯიაის (Zou Jiayi), რომელმაც აღნიშნული თანამდებობა 5 წლის ვადით მიმდინარე წლის იანვარში დაიკავა.

ლევან მოსეშვილი

28 სექტემბერი 2026, 13:20

რეგიონი

ლევან მოსეშვილი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3.5-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

„ქუთაისის აეროპორტის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ტვირთების გადაზიდვაა. ახალი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს სატვირთო ტერმინალების განვითარებასა და საჰაერო გადაზიდვების დაწყებას. თბილისის პარალელურად, ქუთაისის აეროპორტიც ჩაერთვება ქვეყნის სატვირთო გადაზიდვებში“, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

28 სექტემბერი 2026, 13:18

მსოფლიო

მედია: შვედეთის პარლამენტში სომალური წარმოშობის ხუთი დეპუტატი აირჩიეს - სტოკჰოლმის პოლიციამ არჩევნების შესაძლო გაყალბების გამო გამოძიება დაიწყო

შვედეთის პარლამენტში, 13 სექტემბრის არჩევნების შედეგად, სომალური წარმოშობის ხუთი დეპუტატი აირჩიეს, რაც მნიშვნელოვანი და ისტორიული ეტაპია სკანდინავიურ ქვეყანაში სამოქალაქო ჩართულობისა და მულტიკულტურული წარმომადგენლობის კუთხით. ინფორმაციას სომალური მედია ავრცელებს.

28 სექტემბერი 2026, 13:10

რეგიონი

რუსთავში რაგბის ბავშვთა აკადემია ,,რუსთაველი“ გაიხსნება

რუსთავში, რაგბის ბავშვთა აკადემია ,,რუსთაველი“ უახლოეს პერიოდში გაიხსნება. ინფორმაციას რუსთავის პრესსამსახური ავრცელებს.