თბილისში, ტაქსის მძღოლმა ორ ახალგაზრდა ქალს სიგარეტის მოწევის უფლება არ მისცა და მანქანიდან ჩაუშვა - სამაგიეროს გადახდის მიზნით, ჩასვლისას, ქალებმა უკანა სავარძელზე ცეცხლმოკიდებული სიგარეტები დაყარეს, რომლებიც აალდა
ფოტო: Shutterstock.com
არასამთავრობო ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი საქართველოში“, რომელიც თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგს ატარებს, ტაქსის მძღოლებს აფრთხილებს, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ 112-ს, თუ მგზავრი თამბაქოს მოხმარების წესს დაარღვევს.
„ბოლო დროს, განსაკუთრებით რაიონებში, ხშირად, არამწეველი მძღოლი მგზავრის მიერ კანონის დარღვევის გამო ისჯება. ზოგიერთი მოქალაქე კვლავაც კატეგორიულად მოითხოვს, ავტომობილის სალონში მოაწევინონ. არ ითვალისწინებენ მძღოლის შენიშვნას, ან თხოვნას. მძღოლი, რომელიც ამ დროს 112-ზე იმ იმედით არ რეკავს, რომ მგზავრი მალე ჩავა, უმეტესად მონიტორის, ან საპატრულო პოლიციის თვალთახედვის არეში ხვდება და ჯარიმდება. არ დაგემორჩილათ მგზავრი? დარეკეთ, ან მოკლე ტექსტური შეტყობინება გაგზავნეთ 112-ზე. ამ შემთხვევაში დაჯარიმდება მხოლოდ მგზავრი. ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც მწეველის ჩასვლის შემდეგ ჩამჯდარმა ახალმა მგზავრმა სუნის გამო იჩივლა. ამიტომაც, მოვუწოდებთ ყველა მძღოლს, ნუ გამოცდით ბედს, დარეკეთ 112-ზე და აიცილეთ ჯარიმა. ივნისში, ტაქსის მძღოლების მხრიდან მხოლოდ ერთი გამოძახება დაფიქსირდა. თბილისში, მძღოლმა ორი ახალგაზრდა ქალბატონი მანქანიდან იძულებით ჩაუშვა. მათ სიგარეტს მოუკიდეს და ჩასვლისას, სამაგიეროს გადახდის მიზნით, უკანა სავარძელზე დაყარეს, რითაც სავარძლის ქსოვილი მოგვიანებით აალდა“, - აცხადებენ „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრში“.
თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერების მიზნით, ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყოველთვიურად ტარდება კვლევა. არამხოლოდ დარღვევის ფაქტები მოწმდება, იმართება საინფორმაციო კამპანია და სასწავლო ტრენინგები აღმასრულებლებისთვის.
„ივნისის თვის მონაცემებით, მცირე, მაგრამ ორგანიზაციების (შემოწმებული 709 ობიექტი) ნაწილი კვალავაც არ ცნობს ორგანიზაციის შესასვლელ კარზე და შიდა სივრცეში მოწევის აკრძალვის მაუწყებელი სტიკერების განთავსების ვალდებულებას. დაწესებულებების მხოლოდ 61,9%-ში შესასვლელ კარზე გაკრულია მოწევის აკრძალვის აღმნიშვნელი ნიშნები.დაწესებულებების 52,5%-ში შენობის შიგნით გაკრულია მოწევის აკრძალვის აღმნიშვნელი ნიშნები“, - აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.
მონიტორებმა 112-ის მობილური აპლიკაციით აღმასრულებელი გამოიძახეს დარღვევებზე, რომელიც ე.წ. სამასპინძლო ბიზნესის ობიექტებზე დაფიქსირდა თბილისსა და მარნეულში. ძირითადად კანონი ჩილიმის არასწორი მოხმარების ფაქტებზე ირღვევა.
თამბაქოს ნაწარმის ვაჭრობის ქსელის მონიტორინგის შედეგად (529 დაწესებულებაში), ძირითადად კვლავ სავაჭრო ობიექტის შიგნით თამბაქოს პროდუქტების ხილულად განთავსების წესი ირღვევა. თამბაქოს ნაწარმი ხილულად განთავსებულია ობიექტების 17,0%-ში.
„მაქსიმალურად შემცირდა სავაჭრო ობიექტების გარე ფასადებზე თამბაქოს პროდუქტების რეკლამის ფაქტები. მეტწილად კვლავ ფიქსირდება თუთუნის რეკლამა. ივნისის თვეში, სავაჭრო ობიექტის შიგნით თამბაქოს რეკლამები და პრომო-აქციები საანგარიშო პერიოდში არ დაფიქსირებულა“, - აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.
ტაქსიში თამბაქოს მოხმარება 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდა აიკრძალა.
ყველა სიახლე
28 სექტემბერი 2026, 14:43
მსოფლიო
კაია კალასი: ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგან დაზვერვის მონაცემებით ვხედავთ, რომ რუსეთი საბოტაჟის აქტებსა და ჩვენს დემოკრატიაზე პირდაპირ თავდასხმებს გეგმავს
საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ევროპა ფხიზლად უნდა იყოს, რადგან დაზვერვის მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი საბოტაჟის აქტებსა და დემოკრატიაზე პირდაპირ თავდასხმებს გეგმავს.
28 სექტემბერი 2026, 14:31
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: არ დაგვავიწყდეს, რომ პარტიად ფორმირებული „გახარია“ და „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ ფოთოლია, მათმა უცხოელმა პატრონებმა სწორედ ეს როლი მიანიჭეს და გაუნაწილეს
არ დაგვავიწყდეს, რომ პარტიად ფორმირებული „გახარია“ და „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ ფოთოლია, მათმა უცხოელმა პატრონებმა სწორედ ეს როლი მიანიჭეს და გაუნაწილეს, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.
28 სექტემბერი 2026, 14:30
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდა
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში პარალიმპიური მოძრაობის განვითარებას, მათ შორის განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელთა ფარგლებშიც პარალიმპიური მოძრაობის სტატუსი ოლიმპიური მოძრაობის სტატუსს გაუთანაბრდა.
28 სექტემბერი 2026, 14:29
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა კარგად შიფრავს ამ აგენტურის გადალაგების სქემებს და ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებს ის, რომ გახარიას გაუმესამედდა ამომრჩევლის რაოდენობა 2025 წელს, ხოლო „ლელოს“ გაუნახევრდა
ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა კარგად შიფრავს ამ აგენტურის გადალაგების სქემებს და ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებს ის, რომ გახარიას გაუმესამედდა ამომრჩევლის რაოდენობა 2025 წელს, ხოლო „ლელოს“ გაუნახევრდა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
28 სექტემბერი 2026, 14:25
ეკონომიკა
ირაკლი ხელაძე: 40 ათას ლარიანი ზღვარი აიწია 100 ათას ლარამდე. 81 ათასი მოქალაქე იყო ასეთი, რომლებიც იხდიდნენ ქონების გადასახადს, ისინი გათავისუფლდებიან აღნიშნული გადასახადისგან
გაიზარდა სამუშაო ადგილების რაოდენობა, გაიზარდა დასაქმებულთა რიცხვი, გაიზარდა ოჯახის ნომინალური შემოსავლები და შესაბამისად, ის 40 ათას ლარიანი ზღვარი, რომელიც 20 წლის წინ იყო დაწესებული, უკვე ვეღარ პასუხობდა დღევანდელ ეკონომიკურ რეალობას, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ კანონპროექტზე, რომელიც ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადს ეხება.
28 სექტემბერი 2026, 14:25
საზოგადოება
პაატა კვიჟინაძე ქონების გადასახადის შესახებ კანონპროექტზე: მთავარი მიზანია, რომ დაბალშემოსავლიან მოსახლეობას არ ჰქონდეს ვალდებულება გადაიხადოს ქონების გადასახადი
მთავარი მიზანია, რომ დაბალშემოსავლიან მოსახლეობას არ ჰქონდეს ვალდებულება გადაიხადოს ქონების გადასახადი, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ კანონპროექტზე ქონების გადასახადის შესახებ.
28 სექტემბერი 2026, 14:22
რეგიონი
საჩხერეში ფესტივალი „ქართული საგალობლები“ მიმდინარეობს
საჩხერეში ფესტივალი „ქართული საგალობლები“ მიმდინარეობს, რომელიც ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა. წელს ფესტივალი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს ეძღვნება.
28 სექტემბერი 2026, 13:49
მსოფლიო
ინდოეთის ჩრდილოეთში ძლიერმა წვიმამ და წყალდიდობამ, სულ მცირე, 62 ადამიანი იმსხვერპლა
ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში, უტარ-პრადეშის შტატში რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებელმა წვიმამ და წყალდიდობამ, სულ მცირე, 62 ადამიანი იმსხვერპლა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
28 სექტემბერი 2026, 13:44
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მე-11 წლიური შეხვედრის ფარგლებში, შეხვდა ბანკის პრეზიდენტ ძოუ ჯიაის (Zou Jiayi), რომელმაც აღნიშნული თანამდებობა 5 წლის ვადით მიმდინარე წლის იანვარში დაიკავა.
28 სექტემბერი 2026, 13:20
რეგიონი
ლევან მოსეშვილი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3.5-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
„ქუთაისის აეროპორტის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ტვირთების გადაზიდვაა. ახალი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს სატვირთო ტერმინალების განვითარებასა და საჰაერო გადაზიდვების დაწყებას. თბილისის პარალელურად, ქუთაისის აეროპორტიც ჩაერთვება ქვეყნის სატვირთო გადაზიდვებში“, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
28 სექტემბერი 2026, 13:18
მსოფლიო
მედია: შვედეთის პარლამენტში სომალური წარმოშობის ხუთი დეპუტატი აირჩიეს - სტოკჰოლმის პოლიციამ არჩევნების შესაძლო გაყალბების გამო გამოძიება დაიწყო
შვედეთის პარლამენტში, 13 სექტემბრის არჩევნების შედეგად, სომალური წარმოშობის ხუთი დეპუტატი აირჩიეს, რაც მნიშვნელოვანი და ისტორიული ეტაპია სკანდინავიურ ქვეყანაში სამოქალაქო ჩართულობისა და მულტიკულტურული წარმომადგენლობის კუთხით. ინფორმაციას სომალური მედია ავრცელებს.
28 სექტემბერი 2026, 13:10
რეგიონი
რუსთავში რაგბის ბავშვთა აკადემია ,,რუსთაველი“ გაიხსნება
რუსთავში, რაგბის ბავშვთა აკადემია ,,რუსთაველი“ უახლოეს პერიოდში გაიხსნება. ინფორმაციას რუსთავის პრესსამსახური ავრცელებს.
28 სექტემბერი 2026, 13:05
მსოფლიო
The Wall Street Journal: ეგვიპტემ ისრაელი 2023 წლის 7 ოქტომბერს მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ წინასწარ გააფრთხილა
2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში ეგვიპტემ ისრაელი ღაზის სექტორიდან მოსალოდნელი თავდასხმის ნიშნების შესახებ ორჯერ გააფრთხილა, თუმცა ისრაელმა ეს გაფრთხილებები უყურადღებოდ დატოვა. სტატიას ამ შინაარსით The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
28 სექტემბერი 2026, 12:58
რეგიონი
ქუთაისის მუნიციპალიტეტში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგების მქონე ქუთაისელ სტუდენტებს ტრადიციული ფულადი ჯილდოები გადაეცათ
ქუთაისის მუნიციპალიტეტში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგების მქონე ქუთაისელ სტუდენტებს ტრადიციული ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
28 სექტემბერი 2026, 12:55
რეგიონი
ლევან მოსეშვილი: ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაზრდილ მოთხოვნილებას მზად დავხვდეთ
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ფაქტობრივად უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს, როგორც მდებარეობით, ისე ტერიტორიული განვითარების თვალსაზრისით. მისი ადგილმდებარეობა თავდაპირველად ისე შეირჩა, რომ სამომავლო გაფართოებისთვის საკმარისი სივრცე ყოფილიყო. ამასთან, არამხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, არამედ რეისების მიმართულებითაც საჰაერო სივრცე მორგებულია ქუთაისის აეროპორტის შესაძლებლობებზე“, - აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.
28 სექტემბერი 2026, 12:48
საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 2026 წლის IBSA-ს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომლის ფარგლებში საქართველო რეკორდული რაოდენობის მონაწილეებს უმასპინძლებს. აღინიშნა საქართველოს წარმატებული გამოცდილება საერთაშორისო პარასპორტული ღონისძიებების ჩატარების კუთხით.
28 სექტემბერი 2026, 12:47
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვას შეხვდა.
28 სექტემბერი 2026, 12:39
სამართალი
ე.წ. კასრების ეპიზოდზე მეგის ქარდავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
განაჩენი სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ გამოაცხადა. ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
28 სექტემბერი 2026, 12:37
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთი მთელი ღამისა და დილის განმავლობაში უკრაინის რეგიონებს უტევდა
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი მთელი ღამისა და დილის განმავლობაში უკრაინის რეგიონებს თავს ესხმოდა.
28 სექტემბერი 2026, 12:29
ეკონომიკა
ლევან მოსეშვილი: დღესდღეობით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები 16 ქვეყნის 32 მიმართულებით სრულდება, აქედან 25 ევროპული მიმართულებაა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარება 14 წლის წინ დაიწყო და მგზავრთნაკადის მიხედვით, დღეს ის საქართველოში სიდიდით მეორე აეროპორტია, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა.


