Imedi /  22 ოქტომბერი 2018, 16:37 / სანდო წყარო

კობახიძე ახალ ვიდეოჩანაწერებზე: ნაციონალების შემოთავაზებული კომედია დამთავრებულია

ლევან ყიფიანი და ოთარ ფარცხალაძე

ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ, ამჯერად ფარულ ვიდეოჩანაწერებს ეხმიანება. კობახიძის თქმით, ამ ჩანაწერებზე მსჯელობა და საუბარი აქტუალური აღარ არის. მის კომენტარს სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

"სპექტაკლი ჩავარდა, დამთავრებულია ის კომედია, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ" „რუსთავი 2"-ის მეშვეობით შემოგვთავაზა. ჯერ ჩავარდა პირველი სპექტაკლი, მერე მეორე და ახლა გვთავაზობენ პირველი ჩავარდნილი სპექტაკლის მეორე სერიას, რაც არის ღიმილის მომგვრელი და სასაცილო. ჩვენ არც გვქონია საუბარი ავთენტურობაზე, საუბარი გვქონდა შინაარსზე, რომელიც ამ ჩანაწერებში გვესმის. შინაარსი არის აბსოლუტურად კომიკური",- აღნიშნა კობახიძემ.

"ომეგა ჯგუფის" საქმეზე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა ახალი ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შესახებ "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელთან ზაზა ოქუაშვილთან და სხვა მენეჯერებთან საუბრობს.

ფარულ ვიდეოჩანაწერში, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი ე.წ. სარდაფის ინციდენტს იხსენებს და ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძეს შეაგინა, მან კი ხელი დაარტყა ყიფიანს. რაც შეეხება სარდაფს, სავარაუდოდ, ყიფიანი ამბობს, რომ სარდაფში ფარცხალაძეს "ოფისი აქვს", იქ თავისი ფეხით მივიდა, სადაც ყიფიანის თქმით, მას სცემეს. 

"ომეგა ჯგუფის" საქმეზე ლევან ყიფიანი მთავარ პროკურატურაში რამდენიმე დღის წინ გამოკითხეს, გამოკითხვის შემდეგ კი მან განაცხადა, რომ ფარულ აუდიოჩანაწერებს ის ზაზა ოქუაშვილთან ერთად იღებდა. ამასთან, მაშინ ყიფიანმა ე.წ. სარდაფის ინციდენტი უარჰყო. 16 ოქტომბერს, ყიფიანმა ოქუაშვილს დიდი ოდენობის თანხის თაღლითურად მითვისების გამო უჩივლა. 

მედიაში გავრცელებული ჩანაწერების გამო პროკურატურაში გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო. „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებული აუდიოჩანაწერები ავთენტიკური არ არის და დამონტაჟებულია. ასეთი დასკვნა დადო ლევან სამხარაულის სახელობის ექსერტიზის ბიურომ.

ასევე "ომეგა ჯგუფის" საქმის ჩანაწერებზე ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა ექსპერტიზის ახალი დასკვნა გამოაქვეყნა. ადვოკატი ამბობს, რომ ვანო ჩხარტიშვილის მხარემ გავრცელებული ჩანაწერების შესწავლის თხოვნით ბრიტანელ ექსპერტს, მეთიუ ჯეიმს სტივენსს მიმართა. ლონდონის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ჩანაწერები დამონტაჟებულია.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

12 მაისი 2026, 01:46

მსოფლიო

AXIOS: ტრამპი ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განახლებას განიხილავს

აშშ-ის სამი ოფიციალური პირის განცხადებით, პრეზიდენტი ტრამპი ორშაბათს ეროვნული უსაფრთხოების გუნდს ხვდება, რათა ირანის ომში შემდგომი ნაბიჯები განიხილოს, მათ შორის სამხედრო მოქმედებების შესაძლო განახლება მას შემდეგ, რაც კვირას ქვეყნებს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, - წერს გამოცემა AXIOS-ი.

მოჰამედ ბაყერ ყალიბაფი

12 მაისი 2026, 01:34

მსოფლიო

ირანის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალები მზად არიან საკადრისი პასუხი გასცენ აშშ-ის ნებისმიერ განახლებულ სამხედრო ქმედებას

ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაყერ ყალიბაფმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის შეიარაღებული ძალები მზად არიან „საკადრისი“ პასუხი გასცენ აშშ-ის ნებისმიერ განახლებულ სამხედრო ქმედებას.

12 მაისი 2026, 00:57

საზოგადოება

დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაული აღინიშნება

ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ 12 მაისი 2018 წლის 27 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით გამოცხადდა.

12 მაისი 2026, 00:40

მსოფლიო

CNN: ბრაუნის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ირანთან ომის დაწყების შემდეგ ბენზინსა და დიზელზე ფასების მკვეთრმა მატებამ ამერიკელ მომხმარებლებს 37 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა

ბრაუნის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ირანთან ომის დაწყების შემდეგ ბენზინსა და დიზელზე ფასების მკვეთრმა მატებამ ამერიკელ მომხმარებლებს 37 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

12 მაისი 2026, 00:40

საზოგადოება

სვეტიცხოველში დღეს საზეიმო წირვაზე ახლად არჩეული პატრიარქის, შიო III-ის ინტრონიზაცია გაიმართება

სვეტიცხოველში დღეს საზეიმო წირვაზე ახლად არჩეული უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ინტრონიზაცია გაიმართება.

ერიკ ტრამპი

12 მაისი 2026, 00:29

მსოფლიო

ერიკ ტრამპი: მიხარია, რომ გიზიარებთ Trump Tower Tbilisi-ს ოფიციალურ რენდერს - თბილისის გულში, საუკეთესო მდებარეობით, ეს ცათამბჯენი მალე გახდება ღირსშესანიშნაობა, ეს ჩვენი პირველი პროექტია რეგიონში და მოუთმენლად ველით მის განხორციელებას!

ტრამპის ორგანიზაციის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვაჟი, ერიკ ტრამპი სოციალურ ქსელში Trump Tower Tbilisi-ს ოფიციალურ პროექტს აქვეყნებს.

წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატი

12 მაისი 2026, 00:10

საზოგადოება

დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

დღესასწაულთან დაკავშირებით ახლად არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III-ე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოველში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

11 მაისი 2026, 23:55

რეგიონი

ზურაბ პატარაძემ ქედის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარე მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც გაეცნო. მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ყველა მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს უკავშირდება, ეტაპობრივად განხორციელდება.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

11 მაისი 2026, 23:33

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: მაშინ, როდესაც ისრაელი და აშშ „ევროპის ნაცვლად ასრულებენ შავ სამუშაოს“, ევროკავშირმა გამოავლინა საკუთარი მორალური გაკოტრება

მაშინ, როდესაც ისრაელი და აშშ „ევროპის ნაცვლად ასრულებენ შავ სამუშაოს“ და ცივილიზაციის დასაცავად ებრძვიან ირანსა და სხვაგან მყოფ ჯიჰადისტ შეშლილებს, ევროკავშირმა გამოავლინა საკუთარი მორალური გაკოტრება ისრაელის მოქალაქეებსა და „ჰამასის“ ტერორისტებს შორის ყალბი სიმეტრიის გავლებით, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

კაია კალასი

11 მაისი 2026, 23:14

მსოფლიო

„შემიძლია იმ ხაფანგების ამოცნობა, რომლებსაც რუსეთი, როგორც წესი, მოლაპარაკებების დროს აგებს“ - კაია კალასი აცხადებს, რომ შეუძლია რუსეთთან ევროკავშირის მომლაპარაკებლის როლი შეასრულოს

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთთან მომავალი დიალოგის შემთხვევაში, მას შეუძლია ევროკავშირის მომლაპარაკებლის როლი შეასრულოს.

ანდრიი ერმაკი

11 მაისი 2026, 22:39

მსოფლიო

უკრაინული მედია: 100 მილიონი დოლარის ღირებულების კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით საქმეზე ანდრიი ერმაკს ბრალი წარუდგინეს

ერმაკის მიმართ გამოძიება მიმდინარეობდა 100 მილიონი დოლარის ღირებულების კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფო ბირთვულ მონოპოლისტ „ენერგოატომს“ უკავშირდება.

11 მაისი 2026, 22:17

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე საფრანგეთის ელჩ ოლივიე კურტოს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძემ და ოლივიე კურტომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და მიმდინარე ერთობლივ პროგრამებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე განიხილეს სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის საკითხები. ყურადღება გამახვილდა კლინიკურ სექტორზეც. საუბარი შეეხო მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებსაც, რომლებიც დღეს საქართველოში ოპერირებენ.

დონალდ ტრამპი

11 მაისი 2026, 22:12

მსოფლიო

Fox News: ტრამპი სერიოზულად განიხილავს ნაბიჯს ვენესუელის 51-ე შტატად გადასაქცევად

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ვენესუელის ანექსიას შეეცდება. მან Fox News-ს განუცხადა, რომ სერიოზულად განიხილავს ნაბიჯს ამ ქვეყნის აშშ-ის 51-ე შტატად გადასაქცევად.

11 მაისი 2026, 22:08

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: რადიკალური ოპოზიცია უტევს ყველაფერს, რაც უდრის ქვეყნის იდენტობას და სარწმუნოებას - ეს არის უმორალო, უსამშობლო ადამიანების დაჯგუფება, რომლებიც ყველაფერს ებრძვიან, რაც ქვეყნისთვის ღირსეულია

„როდესაც ქვეყნის იდენტობას შეარყევ და შეეცდები, რწმენაში მყოფ ადამიანში რწმენა შეარყიო, ის ადვილად სამართავია. ესენი ამ ფორმულით მოქმედებენ. მაგრამ, მათ არ იციან, ან იციან და არ უნდათ რომ გაიაზრონ ის ისტორია და გზა, რაც ჩვენმა ქვეყანამ საუკუნეების განმავლობაში გამოიარა“.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

11 მაისი 2026, 22:06

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: მსურს ნულამდე დავიყვანო ამერიკული ფინანსური მხარდაჭერა, ჩვენს სამხედრო თანამშრომლობაში არსებული ფინანსური კომპონენტი

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ იმედოვნებს, რომ ათი წლის განმავლობაში ისრაელი აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერაზე აღარ იქნება დამოკიდებული.

11 მაისი 2026, 22:05

პოლიტიკა

გიორგი ცაგარეიშვილმა პარლამენტში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ცაგარეიშვილს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე მოუსმინეს.

დავით ფაცაცია ელი კოენი

11 მაისი 2026, 22:00

პოლიტიკა

დავით ფაცაცია ისრაელის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა

შეხვედრაზე დავით ფაცაციამ, მინისტრს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობა და სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების მხარდაჭერასა და სამომავლო ერთობლივი თანამშრომლობის შესაძლებლობებს.

11 მაისი 2026, 21:55

საზოგადოება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ასევე გაიზარდა ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობაც. სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა როგორც პროფესიული განათლების დიპლომი, ასევე სრული ზოგადი განათლების ატესტატი, რაც უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას იძლევა.

პეტრ კუბერნატი

11 მაისი 2026, 21:53

საზოგადოება

ჩეხეთის ელჩი: ვულოცავ სრულიად საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს. ვუსურვებ მას სიბრძნეს, ძალასა და წინამძღოლობას თავის წმინდა მისიაში

ვულოცავ სრულიად საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს, ვუსურვებ მას სიბრძნეს, ძალასა და წინამძღოლობას მის წმინდა მისიაში, - განაცხადა საქართველოში ჩეხეთის ელჩმა, პეტრ კუბერნატმა.

11 მაისი 2026, 21:52

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„სხდომაზე საუბარი შეეხო ეკონომიკურ მიმართულებებს, მათ შორის, ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნას. დეტალურად განიხილეს, თუ რა ნაბიჯებია დაგეგმილი აღნიშნული მიმართულებით აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში, ასევე, იმსჯელეს აღმასრულებელი რგოლის მიგნებებსა და შეფასებებზე“.