ეკა გიგაური თეა წულუკიანს: მუდმივად არავინაა მთავრობაში და მაინც მოგიწევთ ჩემთან მოსვლა
იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს შორის ისევ დაპირისპირებაა. მინისტრმა დანიაში გამართულ ანტიკორუფციულ კონფერენციაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს შსს-ში მაღალი თანამდებობა ეკავა, სავარაუდოდ, 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის ხელშეწყობაში მონაწილეობდა. წულუკიანმა დასძინა, რომ ეს საქმე სასამართლოში ისევ განიხილება.
დანიაში იუსტიციის მინისტრმა კონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ნაყოფიერი ნიადაგი არსებობს, "რათა დაფუძნდნენ და დაიწყონ მუშაობა და აქტიურები იყვნენ სოფლებში, პატარა თუ დიდ ქალაქებში. სამწუხაროდ, ჩვენ ახლა ვხდებით მოწმეები, როდესაც ერთი კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია მთელი სამოქალაქო საზოგადოების სახელით საუბრობს", - განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრის თქმთ, "OGP"-ის თანათავმჯდომარეობის დროს, ცხარე დებატების გამართვის შესაძლებლობა იყო როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
"ცოტა ხნის წინ, საქართველოში ადგილი ჰქონდა ძალიან დიდ საზოგადოებრივ სკანდალს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელის გარშემო, რომელსაც ადრე, ყოფილი მმართველი პარტიის დროს, მაღალი თანამდებობა ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროში. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დოკუმენტებით ხელში აცხადებდნენ, რომ, ის, სავარაუდოდ, მონაწილეობას იღებდა მშვიდობიანი მანიფესტების დარბევის ხელშეწყობაში 2007 წლის ნოემბერში. ეს საქმე ამჟამად საქართველოს სასამართლოში განიხილება, სადაც აღნიშნული პიროვნება დღემდე არ გამოცხადებულა პასუხების გასაცემად.
ამიტომაც ჯერ არ შემოვალ ამ დისკუსიაში, რადგან საზოგადოებამ ზუსტად უნდა გაიგოს, იღებდა თუ არა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თავმჯდომარე, რომელსაც იმ დროს პოლიციის მაღალი თანამდებობა ეკავა, მონაწილეობას მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევის ხელშეწყობაში, რასაც ერთი პირის გარდაცვალება და ბევრი მოქალაქის დაშავება მოჰყვა. ეს საქართველოს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
სწორედ მინისტრის ამ განცხადებებს გამოეხმაურა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ხელმძღვანელი ეკა გიგაური Facebook-ზე.
"არ გცხვენია თეა აქ ამას რომ ლაპარაკობ? ზუსტად იცი, რომ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის მე ვუჩივლე თქვენ სატელიტებს. ვიცოდი, რომ თქვენგან იმართებოდნენ, მაგრამ ახლა ნამდვილად დავრწმუნდი ამაში. მუდმივად არავინაა მთავრობაში და მაინც მოგიწევთ ჩემთან მოსვლა როდესაც თქვენი უფლებები დაირღვევა როგორც ამას 2012 წელს აკეთებდით.
პ.ს. ბოტებს თუ არ მომიგზავნი დიდად დამავალებ", – წერს ეკა გიგაური Facebook-ზე.
მესამე სექტორი ხელისუფლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა. ბოლოს არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა. ივნისში კი არასამთავრობო სექტორი მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომას მოითხოვდა.
რაც შეეხება სასამართლო პროცესს, რომელიც დანიაში თავის განცხადებაში თეა წულუკიანმა ახსენა. საქმე ეხება 2014-2015 წლებში გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს. მოპასუხეებმა გიგაურს ბრალად დასდეს 2007 წლის ნოემბრის აქციების ძალისმიერი მეთოდით დაშლა და წახალისება. ეკა გიგაურის უფლებადამცველი, სიმბოლურად, მორალური ზარალის ასანაზღაურებლად 30 თეთრს ითხოვს.
რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ აქვს ბრძანება, რომელიც ეკა გიგაურისთვის კაპიტნის წოდების ვადაზე ადრე მინიჭებას ადასტურებს.
ხაინდრავას განცხადებით, კაპიტნის წოდება გიგაურმა 7 ნოემბრის აქციაში დარბევის გამო მიიღო. მისივე ხელმოწერით 7 ნოემბრის დარბევაში მონაწილე ბარისახოს მესაზღვრეები კი პრემიით დაჯილდოვდნენ.
გიგაურის უფლებადამცველების თქმით, სასაზღვრო პოლიციასა და ეკა გიგაურს 7 ნოემბრის დარბევაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ყველა სიახლე
16 მარტი 2026, 15:41
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: მიმწოდებლები ამბობენ, რომ ხელშეკრულებები ქსელურ მარკეტებთან კაბალურია - საინტერესოა, რამდენად ხშირად მიმართავენ მწარმოებლები სასამართლოს ამ ხელშეკრულებების გასაჩივრების მიზნით
ფასების რეგულირების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა კომისიის სხდომაზე შეკითხვები დაუსვა „ნიკორას“ წარმომადგენელს, თემურ ალექსანდრიას. სეფაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მიმწოდებლები ქსელურ მარკეტებთან ხელშეკრულებებს უწოდებენ კაბალურს. დეპუტატმა იკითხა, ჰქონიათ თუ არა მიმწოდებლებს სასამართლო დავა „ნიკორასთან“:
16 მარტი 2026, 15:40
პოლიტიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაციის ლეგალიზაციას ითვალისწინებს
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, თანმდევ პროექტებთან ერთად.
16 მარტი 2026, 15:37
პოლიტიკა
რევაზ სოხაძემ გზის ინფრასტრუქტურის ინოვაციებზე საერთაშორისო სამიტი გახსნა
თბილისში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია - Georgia Rubberized Asphalt Summit 2026 (GRAS 2026), რომელიც რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის ტექნოლოგიებს ეძღვნება. სამიტის გახსნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
16 მარტი 2026, 15:35
პოლიტიკა
გვარამია: ტრ**ი გვაქვს რევოლუციური სცენარის? ვინც ქადაგებდა რევოლუციას, აღმოჩნდა რომ ჰქონდათ ამის ტრ**ი?
„ჰაერი იყო, არც მედიების ქმედება იყო პასუხისმგებლიანი - ამას გისაყვედურებდით, საპნის ბუშტი თქვენ გაბერეთ რამდენიმე პოლიტიკოსთან ერთად. ტრ**ი გვაქვს რევოლუციური სცენარის? ვინც ქადაგებდა რევოლუციას, აღმოჩნდა რომ ჰქონდათ ამის ტრ**ი?“ - ამბობს გვარამია.
16 მარტი 2026, 15:31
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
16 მარტი 2026, 15:30
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულმა დეპარტამენტებმა სამეგრელოს და იმერეთში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს და იმერეთის დეპარტამენტების უფლებამოსილმა პირებმა ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
16 მარტი 2026, 15:29
საზოგადოება
Comcom-ის „მედიასკოლის სტუდიაში“ ჟურნალისტიკის სწავლების 4 თვიანი პრაქტიკული კურსი დაიწყო
კომუნიკაციების კომისიის „მედიასკოლის სტუდიის“ პრაქტიკულ 4-თვიან კურსზე მეოთხე ნაკადის მიღება დასრულდა. Comcom-ის ინფორმაციით, შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, ჟურნალისტიკით დაინტერესებული 12 სტუდენტი შეირჩა, რომელთაც ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, პროფესიონალი მენტორების დახმარებით, სრულიად უფასოდ დაეუფლონ ჟურნალისტიკისთვის ყველა საჭირო ცოდნასა და უნარს, დაიწყონ კარიერა და დასაქმდნენ მედია სფეროში.
16 მარტი 2026, 15:26
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც შიდა სახმელეთო წყლებთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობის საკითხებს ეხება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
16 მარტი 2026, 15:25
ეკონომიკა
„2 ნაბიჯის“ გენერალური დირექტორი: პროდუქტის ექსკლუზიურმა შემომტანებმა შესაძლებელია თქვან ის 5% მოგების, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩანს, ეს არის მთელი ჯაჭვი მომწოდებლიდან ექსკლუზიურ დისტრიბუტორამდე, ამ ჯაჭვში 5 %-ზე 10-ჯერ მეტი მოგებაა
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე მაღაზიის თაროზე პროდუქტების განთავსების შესახებ „2 ნაბიჯის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ მელიქაძემ, სასურსათო პროდუქციის ექსკლუზიური შემომტანი კომპანიების მოგებაზე ისაუბრა.
16 მარტი 2026, 15:03
რეგიონი
დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო წყალტუბოში გამართულ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეულის შემაჯამებელ ღონისძიებაში
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ქ. წყალტუბოში გამართულ მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის შემაჯამებელ ღონისძიებაში. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის, მარეგულირებელი კომისიების, სხვადასხვა სექტორში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
16 მარტი 2026, 14:56
პოლიტიკა
ალექსანდრე დარახველიძე: სამწუხაროდ, ევროპაში ისევ პირველ ადგილზე ვართ გზებზე დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით. თვითმიზანი ნამდვილად არ არის ჯარიმების ზრდა. მთავარი მიზანია, გზებზე დაცული იყოს საგზაო მოძრაობის წესები
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პროექტი კონკრეტულ შემთხვევებში საჯარიმო სანქციების გადახედვას ისახავს მიზნად.
16 მარტი 2026, 14:54
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი: რეჟიმთან მოლაპარაკებები აუცილებლად დაიწყება. ოღონდ დაიწყება ძალაუფლების გადაბარებაზე და არა რეჟიმის გადარჩენაზე. „ლელო“ ნაღდად არ იქნება ამ დიალოგის ინიციატორი
„ფედერალისტების“ ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც ოპოზიციაში განხეთქილებას ეხმიანება.
16 მარტი 2026, 14:50
პოლიტიკა
გიგა ბოკერია: დიალოგი შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ პირობების შექმნაზე, რომელშიც „ქართული ოცნება" თავისუფალი არჩევნების შედეგად დამარცხება
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია „ლელოს" განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ისინი ხელისუფლებასთან დიალოგზე ალაპარაკდნენ.
16 მარტი 2026, 14:48
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: აშშ მალე გააფორმებს შეთანხმებას კუბასთან ან გააკეთებს იმას, რაც აუცილებელია
„კუბასაც სურს შეთანხმების დადება და ვფიქრობ, რომ საკმაოდ მალე ჩვენ ან გავაფორმებთ ხელშეკრულებას, ან გავაკეთებთ იმას, რაც აუცილებელია. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კუბასთან, მაგრამ ჯერ ირანის საკითხს მივხედავთ“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის თვითმფრინავის (Air Force One) ბორტზე.
16 მარტი 2026, 14:46
პოლიტიკა
ლაშა ფარულავა: პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას სჭირდება ციხის კარის გაღება და არა დიალოგი. მიხეილ სააკაშვილი და ყველა პატიმარი არის პოლიტიკური ნიშნით ციხეში და ყველა უნდა გათავისუფლდეს
პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას სჭირდება ციხის კარის გაღება და არა დიალოგი. მიხეილ სააკაშვილი და ყველა პატიმარი არის პოლიტიკური ნიშნით ციხეში და ყველა უნდა გათავისუფლდეს, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ფარულავამ.
16 მარტი 2026, 14:46
სამართალი
„სარფში“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში - „სარფი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
16 მარტი 2026, 14:45
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: აგროინდექსის დინამიკა გვიჩვენებს, რომ წლიდან წლამდე სოფლის მეურნეობის სექტორი სტაბილურად ვითარდება
საინვესტიციო ბანკმა „გალტ & თაგარტი“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით, სოფლის მეურნეობის სექტორის კვლევა და საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი წარადგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
16 მარტი 2026, 14:43
მსოფლიო
ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი: პოლონელთა 60%-ზე მეტი მთავრობის ქმედებებით უკმაყოფილოა
ის აღნიშნავს, რომ მმართველი კოალიციით უკმაყოფილებას უფრო და უფრო მეტი პოლონელი გამოხატავს. ევროდეპუტატის თქმით, იმ ამომრჩეველთა 83 პროცენტი, რომელსაც ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის უჭერს მხარს, პრემიერ მინისტრ დონალდ ტუსკის მთავრობას უარყოფითად აფასებს. მისი შეფასებით, ასეთი რეიტინგი იმის შედეგია, რომ მმართველმა კოალიციამ პოლონეთის ისტორიაში ყველაზე საშინელი მთავრობა შექმნა.
16 მარტი 2026, 14:42
ეკონომიკა
„კარფურის“ გენერალური დირექტორი: ჩვენ შემოვიტანეთ „რიბეითის“ (ფასდათმობის) ცნება ამ ბაზარზე, გვქონდა გარკვეული სირთულეები მომწოდებლებთან, რადგან მათი კონტროლი ბაზარზე, შემცირდა - „რიბეითები“ არ იწვევს პროდუქციის გაძვირებას
ჩვენ შემოვიტანეთ „რიბეითის“ ცნება ამ ბაზარზე. როდესაც ჩვენ შემოვედით ბაზარზე, ორგანიზებული ბაზრის წილი იყო 15%. მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული იყო იმისკენ, რომ მომწოდებლებისგან მიგვეღო იმ ფასად საქონელი, რომ შემდგომ, მინიმალური ფასნამატით, მომხმარებლისთვის ჩვენ მიგვეწოდებინა პროდუქცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად, - განაცხადა „კარფურის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ქარქაშაძემ, პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.
16 მარტი 2026, 14:41
კულტურა
„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ 16 მარტს საზეიმოდ გაიხსნება
კონცერტების სერია „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ 16 მარტს ხონის სამუსიკო სკოლაში საზეიმოდ გაიხსნება.


