ზურაბიშვილი: საოკუპაციო ხაზის საკითხის გამოსასწორებლად მუშაობას გაპრეზიდენტებისთანავე შევუდგები
სალომე ზურაბიშვილი
ფოტო: Facebook
დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში რუსი ოკუპანტების მიერ უკანონო ბორდერიზაციას Facebook-ზე ეხმიანება.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გაპრეზიდენტებისთანავე, ის ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად დაიწყებს მუშაობს. ზურაბიშვილი წერს, რომ ატოცში რუსეთის მიერ მავთულხლართების გაბმა საქართველოს ტერიტორიულ სუვერენიტეტის ხელყოფის კიდევ ერთი მაგალითია.
"სოფელ ატოცში რუსეთის მიერ მავთულხლართების გაბმა არის კიდევ ერთი მაგალითი ჩვენი ტერიტორიულ სუვერენობის ხელყოფისა! დასაგმობი და არა მხოლოდ დასაგმობი ! ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად აუცილებელია, რომ დავიწყოთნ ჩვენ პარტნიორებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა საოკუპაციო ხაზის საკითხის გამოსასწორებლად. ამ მიმართულებით პრეზიდენტის ფნქციაში მოსვლის თანავე შევუდგები მუშაობას ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან და ამერიკელ პარტნიორებთან", - წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის გავლების შედეგად, ატოცის მცხოვრებთა მიწის ნაკვეთების ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცევა.
დღეს სახელმწიფო მინისტრი სოფელ ატოცში ჩავიდა, სადაც ოკუპანტებიმავთულხლართებს ავლებენ.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით, პირველი ნოემბრიდან მავთულხლართების მონტაჟი განახლდა. კომიტეტის ცნობით, სოფელ ბალთასთან, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცს ემიჯნება, დაახლოებით 1-კილომეტრიანი სიგრძის ბარიერი გაკეთდება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უკანონო ბორდერიზაციის ფაქტთან დაკავშირებით, „ცხელი ხაზი“ გააქტიურებული, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კი ინფორმირებულია.
ყველა სიახლე
27 აგვისტო 2026, 19:57
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები, თუმცა საბედნიეროდ მათი ეს ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდა, ხელისუფლების და ქართველი ხალხის პრინციპულმა პოზიციამ შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას მშვიდობა
იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო საქართველოში მეორე ფრონტი და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები, თუმცა საბედნიეროდ მათი ეს ძალისხმევა აღმოჩნდა წარუმატებელი, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
27 აგვისტო 2026, 19:52
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მინდა, მთელ რაჭას, რაჭველებს მივულოცო „ფუძეობა“, რომელიც არაჩვეულებრივი დღესასწაულია, მაქსიმალურად გავაგრძელებთ ზრუნვას იმისათვის, რომ რაჭა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და გალამაზდეს
აღვნიშნავთ „ფუძეობას“, რომელიც არის არაჩვეულებრივი დღესასწაული. მინდა, მთელ რაჭას, რაჭველებს მივულოცო დღევანდელი დღე, - გაუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
27 აგვისტო 2026, 19:47
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მინდა მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს, მის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, სამსახურისთვის ქვეყნის წინაშე და მისი დამსახურებისთვის გუნდის წინაშე, ის ათი წლის განმავლობაში უამრავ რამეს აკეთებდა, რაც საბოლოო ჯამში, აისახა ქვეყნის განვითარებაზე
მინდა მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს, მის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, სამსახურისთვის ქვეყნის წინაშე და მისი დამსახურებისთვის გუნდის წინაშე, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
27 აგვისტო 2026, 18:58
მსოფლიო
Reuters: აშშ-ის ძალების ევროპაში განლაგების შესახებ პენტაგონის მიერ მომზადებული ანალიზი პიტ ჰეგსეტს გადაწყვეტილების მიღების, სულ მცირე, ოთხ ვარიანტს შესთავაზებს - ნატოს მოკავშირეებში შეშფოთებას იწვევს ივნისში გამოცხადებული ექვსთვიანი ანალიზი, რომელმაც, შესაძლოა, ევროპაში განლაგებული ამერიკული კონტინგენტის მკვეთრი შემცირება გამოიწვიოს
აშშ-ის თავდაცვის ძალების ევროპაში განლაგების შესახებ პენტაგონის მიერ მომზადებული ანალიზი თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტს გადაწყვეტილების მიღების, სულ მცირე, ოთხ ვარიანტს შესთავაზებს. Reuters-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, ეს 6 ნოემბრამდე მოხდება.
27 აგვისტო 2026, 18:45
მსოფლიო
თეთრი სახლის პრესმდივანი: აშშ-სა და ირანს შორის ამჟამად არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ამჟამად არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.
27 აგვისტო 2026, 18:41
საზოგადოება
რევაზ სოხაძე: მოდულური სკოლები დროებითი ინფრასტრუქტურაა, რომელიც მოსწავლეებს სხვა სკოლაში გადაყვანის საჭიროებას მაქსიმალურად შეუმცირებს
„მინდა გამოვეხმაურო იმ რეაქციებს, რომლებიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოდულური სკოლების შესყიდვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა. ყველას მოვუწოდებ, სანამ რაიმე კომენტარს ან კრიტიკულ დასკვნას გააკეთებენ, კარგად გაეცნონ გავრცელებულ ინფორმაციას. თუ რამე დამატებით განმარტებას საჭიროებს, ჩვენ მზად ვართ, ეს დეტალურად ავხსნათ“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
27 აგვისტო 2026, 18:36
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა
შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა.
27 აგვისტო 2026, 18:28
საზოგადოება
თბილისში ისტორიული ქორწინების სახლის, ე.წ. კონკას რეაბილიტაცია მიმდინარეობს
„კონკას“ განახლების მიზანი ავარიული შენობის ახლით ჩანაცვლება, შენობის ისტორიული იერსახის შენარჩუნება და სივრცის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობაა.
27 აგვისტო 2026, 18:09
რეგიონი
რაჭაში ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები გრძელდება
ინფრასტრუქტურის სამინისტრო რაჭაში საგზაო, სპორტული, საგანმანათლებლო და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს ახორციელებს.
27 აგვისტო 2026, 17:46
მსოფლიო
საფრანგეთის გენშტაბის უფროსის განცხადებით, საფრანგეთი ჯერ კიდევ ვერ აწარმოებს დაბალბიუჯეტიან იარაღს იმ რაოდენობით, რაც მოწინააღმდეგის მასობრივი შეტევების შესაკავებლად არის საჭირო
საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის ფაბიენ მანდონის განცხადებით, საფრანგეთი ჯერ კიდევ ვერ აწარმოებს დაბალბიუჯეტიან თავდაცვით იარაღს იმ რაოდენობით, რაც მოწინააღმდეგის მასობრივი შეტევების შესაკავებლად არის საჭირო. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 17:34
მსოფლიო
Reuters: ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 350 გადააჭარბა
ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 350 გადააჭარბა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 17:25
სამართალი
სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები გამოიკითხნენ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები გამოიკითხნენ. ერთ-ერთი მოწმე ლილუაშვილის დაცვის ყოფილი წევრი იყო, რომელიც ვერ იხსენებს მიქაუტაძის სუსში მისვლას.
27 აგვისტო 2026, 17:22
სამართალი
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორი ოქმი განიხილა - ორივე მოქალაქე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორი ოქმი განიხილა.
27 აგვისტო 2026, 17:17
მსოფლიო
Reuters: ბოსნიელი სერბების არმიის ყოფილი მეთაური, გენერალი რატკო მლადიჩი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა
ბოსნიელი სერბების საჯარისო შენაერთის ყოფილი მეთაური, გენერალი რატკო მლადიჩი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 17:11
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია, რომელსაც ერევანი, გაეროს ბიომრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში, ოქტომბერში უმასპინძლებს.
27 აგვისტო 2026, 17:03
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: მადლობა მამუკა მდინარაძეს სამშობლოსა და გუნდის ერთგული მსახურებისთვის. საქართველოსაც და „ქართულ ოცნებასაც“ ძალიან დააკლდება ასეთი მაღალი დონის პროფესიონალის პოლიტიკიდან წასვლა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
27 აგვისტო 2026, 16:56
მსოფლიო
Bloomberg: ხორბლის ფასმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია და ზრდას განაგრძობს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 16:35
რეგიონი
იმერეთში ყველის 2 არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიის, სოფ. მთისძირსა (ინდივიდუალური მეწარმე- ვ. კ. ) და წყალტუბოს, სოფ. ფარცხანაყანებში (ინდივიდუალური მეწარმე - ტ. თ.) ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.
27 აგვისტო 2026, 16:30
საზოგადოება
გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრს კობა კობალაძე და გიორგი კალანდარიშვილი ეწვივნენ
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სტუმრები მოხალისეებს შეხვდნენ. გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე მონაწილეებს მიესალმა და სასწავლო პროცესში წარმატებები უსურვა.
27 აგვისტო 2026, 16:26
საზოგადოება
საგარეო საქმეთა სამინისტრო: სამინისტრო კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან. საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა შესაბამის უწყებებთან
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნეპალში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.


