მესამე სექტორი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი წევრის გადადგომას ითხოვს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო
ფოტო: Facebook
არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრების გადადგომას მოითხოვენ, რომლებმაც მათი თქმით, "კლანური პრინციპით მიღებულ გადაწყვეტილებებს მხარი დაუჭირეს". ამასთან დაკავშირებით 10 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.
ორგანიზაციების ცნობით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისა და ლევან მურუსიძის მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნის პროცესმა სასამართლო სისტემის ნაწილში და მის მმართველ რგოლში - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - არსებული კრიზისული მდგომარეობა და ე.წ. კლანის ზღვარგადასული ძალაუფლება დაადასტურა.
"მიგვაჩნია, რომ საბჭოს დღევანდელი შემადგენლობის პირობებში არ არსებობს სასამართლო სისტემის გაჯანსაღების რესურსი, ვინაიდან სასამართლო სისტემა დღეს ე.წ. კლანის წევრების მიერ იმართება, რომელთაც არაჯანსაღი გავლენები და სისტემის მართვის ყველა ბერკეტი აქვთ. ბოლო პერიოდში მათი მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების გამყარებას და ვიწრო, პირად ინტერესებს ემსახურება", - ამბობენ ორგანიზაციები.
მათი განცხადებით, გავლენიანი ჯგუფი მუდმივად ებრძვის ნებისმიერ განსხვავებულ აზრს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მთლიანად სასამართლო სისტემაში. "გავლენიანი ჯგუფის წევრები სარგებლობენ ხელისუფლების გარკვეული შტოების და პარლამენტარების ნაწილის მხარდაჭერით; გავლენიანი ჯგუფის უმრავლესობა წარსულში განხილული არაერთი პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გამო საზოგადოების ფართო წრეებში ცუდი რეპუტაციით სარგებლობს", - ამბობს მესამე სექტორი და მაგალითად მოსამართლე ლევან მურუსიძე მოჰყავს, რომელიც გირგვლიანისა და მოლაშვილის საქმეებში მონაწილეობდა.
ამ ვითარებაში კი მესამე სექტორს მიაჩნია, რომ საბჭოს იმ მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებებს (მურუსიძის უვადოდ დანიშვნასა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიას), არ აქვთ მორალური უფლება იყვნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები.
"შესაბამისად, მათ საკუთარი ინიციატივით უნდა დატოვონ საბჭოც და მოსამართლის თანამდებობაც. ამასთან მიგვაჩნია, რომ მოსამართლის თანამდებობები უნდა დატოვონ ასევე გავლენიანი ჯგუფის ყველაზე თვალსაჩინო წევრებმა: მიხეილ ჩინჩალაძემ და ლევან მურუსიძემ. აღნიშნული ცვლილებების გარეშე რთულად წარმოსადგენია მართლმსაჯულების სისტემის განვითარებისა და დამოუკიდებლობის გამყარების პერსპექტივა.
მიგვაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა უნდა განახლდეს და არამოსამართლე წევრები პარლამენტმა მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით უნდა დანიშნოს. ეს დამოუკიდებელი წევრების შერჩევის ერთადერთი გარანტიაა. საბჭოს განახლებული შემადგენლობის დამტკიცებამდე, უნდა შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირების საკითხი. კანდიდატთა სია განახლებულმა საბჭომ უნდა წარადგინოს პარლამენტში", - აცხადებენ ორგანიზაციები.
24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა.
კანდიდატები არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.
სიამ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში კრიტიკა გამოიწვია. 26 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესების გადაწყვეტილებას მიმდინარე სესიაზე არ მიიღებს.
თუმცა, 27 დეკემბერს იუსტიციის საბჭომ 6 მოსამართლე უვადოდ დანიშნა, რომელთა შორის გირგვლიანის და სულხან მოლაშვილის საქმეების მოსამართლე ლევან მურსუიძეცაა. პარლამენტის ვიცესპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, ეს იუსტიციის საბჭოს პასუხი იყო პარლამენტის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე.
ყველა სიახლე
24 სექტემბერი 2026, 00:53
მსოფლიო
მელანია ტრამპი: დონალდ ტრამპი შეუჩერებლად მუშაობს, მასზე მეტი ენერგია არავის აქვს - დილიდან საღამომდე, უწყვეტ რეჟიმში შრომობს
აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა FOX & Friends-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადა შეაფასა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი „აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია“.
24 სექტემბერი 2026, 00:43
საზოგადოება
კახა აბულაძე: თბილისის საჯარო ბაგა-ბაღები ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტია დედაქალაქში და ხშირად ხდება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ყველა საერთაშორისო სტანდარტი დანერგილია. ეს არის ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტი დედაქალაქში და ხშირად ხდება ხოლმე დარტყმებისა და პოლიტიკური სპეკულაციების საგანი, - ამის თაობაზე დედაქალაქის მერის მოადგილემ კახა აბულაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რამდენიმე ბაგა-ბაღში ნოროვირუსით გამოწვეული გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით გავრცელებულ არაერთ დეზინფორმაციაზე მსჯელობისას.
24 სექტემბერი 2026, 00:42
მსოფლიო
რუბიო: აშშ სერბეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს
აშშ სერბეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს, - განაცხადა ოთხშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ნიუ-იორკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ.
24 სექტემბერი 2026, 00:37
საზოგადოება
კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების დროებით ამოღებაზე: დავეყრდენით სპეციალისტების რეკომენდაციებს, რომლის მიხედვითაც, დაავადების მიმდინარეობისას მნიშვნელოვანია, რომ არ მიიღონ რძის პროდუქტი
თბილისის მერის მოადგილის კახა აბულაძის განმარტებით, დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების დროებით ამოღება დაკავშირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებთან, რომლის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ დაავადების მიმდინარეობისას არ მიიღონ რძის პროდუქტი და სხვა ცხიმიანი საკვები.
24 სექტემბერი 2026, 00:33
პოლიტიკა
სოსო მანჯავიძე ისლანდიის რეფერენდუმის შედეგებზე: მათ არ აქვთ არავითარი პრობლემა, ერთ სულ მოსახლეზე მშპ უზარმაზარი აქვთ და რატომ უნდა გადასცენ სუვერენიტეტის ნაწილი იმ გაერთიანებას, რომელსაც ბუნდოვანი მომავალი აქვს?
მათ არ აქვთ არავითარი პრობლემა, ერთ სულ მოსახლეზე მშპ უზარმაზარი აქვთ და რატომ უნდა გადასცენ სუვერენიტეტის ნაწილი იმ გაერთიანებას, რომელსაც ბუნდოვანი მომავალი აქვს? - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძემ ისლანდიის რეფერენდუმის შედეგებზე მსჯელობისას.
24 სექტემბერი 2026, 00:24
მსოფლიო
Reuters: ევროკავშირი მზარდი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ორი რუსი მილიარდერისთვის სანქციების მოხსნის გამო - გაერთიანების ზოგიერთი წევრის განცხადებით, ეს ნაბიჯი ძირს უთხრის უკრაინის საომარი ძალისხმევის მხარდაჭერის ფუნდამენტურ პრინციპს და სიგნალია იმისა, რომ ბლოკი დაშანტაჟებას დაემორჩილება
ევროკავშირი მზარდი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ორი რუსი მილიარდერისთვის სანქციების მოხსნის გამო - გაერთიანების ზოგიერთი წევრის განცხადებით, ეს ნაბიჯი ძირს უთხრის უკრაინის საომარი ძალისხმევის მხარდაჭერის ფუნდამენტურ პრინციპს და სიგნალია იმისა, რომ ბლოკი დაშანტაჟებას დაემორჩილება, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
24 სექტემბერი 2026, 00:18
პოლიტიკა
სოსო მანჯავიძე: მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რადიკალური მემარჯვენე ნაწილის გაძლიერება შეიძლება გამოვიდეს დღევანდელი ევროპის მმართველი ელიტის კონტროლის ზონიდან
მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რადიკალური მემარჯვენე ნაწილის გაძლიერება შეიძლება გამოვიდეს დღევანდელი ევროპის მმართველი ელიტის, რომელსაც დიფ სტეიტს ეძახიან, კონტროლის ზონიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძემ ევროპის ქვეყნებში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით. მანჯავიძემ ევროკავშირზე საუბრისას, გაერთიანებასთან დაკავშირებით, ბუკოვსკის ცნობილი სიტყვებიც გაიხსენა.
24 სექტემბერი 2026, 00:15
პოლიტიკა
სოსო მანჯავიძე გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებზე: კატასტროფაა, როდესაც მმართველი გუნდი კონკრეტულ ფედერალურ მიწაზე პარლამენტში ვერ შედის. ეს გერმანულ პოლიტიკურ სისტემაში არსებული კრიზისის სიმპტომია
ნამდვილად კატასტროფაა, როდესაც მმართველი გუნდი კონკრეტულ ფედერალურ მიწაზე პარლამენტში ვერ შედის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძემ გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებზე. გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა - რა შედეგებსაც AFD აჩვენებს, რისი სიმპტომია?
23 სექტემბერი 2026, 23:54
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: შეტევა საქართველოზე, მის სუვერენიტეტზე ატარებს კონსპირაციულ ხასიათს
შეტევა საქართველოზე, მის სუვერენიტეტზე ატარებს კონსპირაციულ ხასიათს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ. ვიცე-სპიკერმა ოპოზიციის ჩავარდნილ სცენარებსა და მარცხის მიზეზებზეც ილაპარაკა.
23 სექტემბერი 2026, 23:50
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ვიღაცას აწყობს, რომ იყოს არეულობა, რაც გამოიწვევს გრძელვადიან ანტაგონიზმს, არეულობის იმ ხარისხს, რომელიც განვითარების საშუალებას არ მოგცემს. ეს მიზანი გაცილებით აშკარა გახდა 2022 წლის შემდეგ
ვიღაცას აწყობს, რომ იყოს არეულობა, რაც გამოიწვევს გრძელვადიან ანტაგონიზმს, არეულობის იმ ხარისხს, რომელიც განვითარების საშუალებას არ მოგცემს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ. მისი თქმით, ეს მიზანი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა 2022 წლის შემდეგ.
23 სექტემბერი 2026, 23:31
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ წინაშე დააყენეს იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზა გაგრძელებულიყო, შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რომელიც საქართველოში არსებობს
მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ წინაშე დააყენეს იმისთვის, რათა ევროინტეგრაციის გზა გაგრძელებულიყო, შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რომელიც საქართველოში არსებობს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
23 სექტემბერი 2026, 23:29
პოლიტიკა
ვოლსკი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ოპოზიციის კამპანიურ განცხადებებზე: რატომ არ შეიძლება დავუშვათ, რომ სწორედ აქეთ მიდის საქმე, რომ დაძაბულობამ იმ ხარისხს მიაღწიოს, როდესაც განახლდება ის პროცესი, რომელსაც შეიძლება სროლა მოჰყვეს
რატომ არ შეიძლება დავუშვათ, რომ სწორედ აქეთ მიდის საქმე, რომ დაძაბულობამ იმ ხარისხს მიაღწიოს, როდესაც განახლდება ის პროცესი, რომელსაც შეიძლება სროლა მოჰყვეს? - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ოკუპირებულ ტერიტორებთან დაკავშირებით, ოპოზიციის ნაწილის კამპანიური განცხადებების შეფასებისას. მისი თქმით, საზოგადოებას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე 35 000-მდე ქართველი ცხოვრობს, რომლებიც თავიანთ უფლებებში სერიოზულად არიან შეზღუდულები.
23 სექტემბერი 2026, 23:18
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: შალვა პაპუაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, როცა ვიზიტს გეგმავს, მთავარი ამოცანა არის, რომ არგუმენტირებული პოზიციით ჩახვიდე
შალვა პაპუაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, როცა ვიზიტს გეგმავს, მთავარი ამოცანა არის, რომ არგუმენტირებული პოზიციით ჩახვიდე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის თავმჯდომარის ბელგიაში ვიზიტის შესახებ. მისი თქმით, ნებისმიერ ასეთ შეხვედრას წინ უძღვის ვითარების მოდელირება იმის შესახებ, თუ საიდან წარმოიშვა საქართველოს მიმართ დღეს არსებული დამოკიდებულება, როცა საგარეო კურსის შეცვლის თაობაზე ლაპარაკს საფუძველი არ აქვს.
23 სექტემბერი 2026, 23:01
საზოგადოება
კახა აბულაძე: საბავშვო ბაღებში ნოროვირუსი გარედან არის შესული - ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომ კონკრეტული პასუხები მივიღოთ
ნოროვირუსით ინფიცირებულ პაციენტებს შორის მხოლოდ ჩვენი საჯარო ბაღების აღსაზრდელები არ ყოფილან. გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვა ინფიცირებული პაციენტებიც იყვნენ, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.
23 სექტემბერი 2026, 22:50
მსოფლიო
ზელენსკი: წელს რუსულმა არმიამ უკრაინაში ბრძოლის ველზე თითქმის 250 ათასი ადამიანი დაკარგა
მხოლოდ მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, რუსულმა არმიამ უკრაინაში ბრძოლის ველზე 248 964 ჯარისკაცი დაკარგა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
23 სექტემბერი 2026, 22:41
მსოფლიო
ზელენსკის თქმით, „ნულოვანი პაციენტი“ პუტინი საფრთხეს უქმნის მსოფლიოს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმირ პუტინს „ნულოვანი პაციენტი“ უწოდა და განაცხადა, რომ რაც უფრო მეტი მოქმედების თავისუფლება აქვს მას, „მით უფრო საშიში ხდება სამყარო ყველა დანარჩენისთვის“.
23 სექტემბერი 2026, 22:30
მსოფლიო
ზელენსკი: უკრაინა ომით შეპყრობილი არ არის და ქვეყანა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გადასარჩენად იბრძვის
უკრაინა ომით შეპყრობილი არ არის და ქვეყანა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გადასარჩენად იბრძვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
23 სექტემბერი 2026, 22:21
მსოფლიო
„მხოლოდ ერთ ადამიანს სურს ომი უკრაინაში“ - ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის „დამამცირებელ მარცხზე“ საუბრობს
უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებაზე მსოფლიო ლიდერები თანხმდებიან და ამ კონფლიქტის გაგრძელება მხოლოდ ერთ ადამიანს სურს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
23 სექტემბერი 2026, 22:03
მსოფლიო
ლავროვი: რუსეთი უკრაინასთან ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებების წარმოების პარალელურად „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ პაუზის აღებას არ გეგმავს
რუსეთი უკრაინასთან ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებების წარმოების პარალელურად „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ პაუზის აღებას არ გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
23 სექტემბერი 2026, 21:31
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი: უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და აღნიშნულ საკითხზე დიპლომატიური მოლაპარაკებები გრძელდება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, იან ბეიტსონის განცხადებით, უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და აღნიშნულ საკითხზე დიპლომატიური მოლაპარაკებები გრძელდება.


