imedi /  31 დეკემბერი 2018, 10:17 / სანდო წყარო

ეკა ბესელიამ იურიდიულ კომიტეტს პირველ მოადგილედ სამი კანდიდატი შესთავაზა

ეკა ბესელია

ეკა ბესელია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის შესახებ მსჯელობენ. ეკა ბესელიამ ამ თანამდებობაზე კომიტეტის წევრებს გედევან ფოფხაძის, რუსლან პოღოსიანის და ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურები შესთავაზა. 

კომიტეტის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ საუბარი დღეს პროცედურულ საკითხებს შეეხება და პოლიტიკური განცხადებები არ გაკეთდება.

რეგლამენტით, თავმჯდომარის მოვალეობა პირველმა მოადგილემ უნდა შეასრულოს, რომელსაც კომიტეტის უმრავლესობა აირჩევს. ეს თანამდებობა კი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ბესელიას გადადგომის შემდეგ პოსტი საკუთარი სურვილით ვანო ზარდიაშვილმაც დატოვა.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ცვლილების საკითხის განხილვა ბიუროს სხდომაზე გაგრძელდება. ეკა ბესელიამ საკანონმდებლო ორგანოს დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით უკვე მიმართა. განცხადების დაკმაყოფილების შედეგ იურიდიულ კომიტეტს აღარ ეყოლება არც თავმჯდომარე და არც პირველი მოადგილე.

ეკა ბესელიამ გადადგომაზე განცხადება 27 დეკემბერს გააკეთა

ყველა სიახლე

ზურაბ ქადაგიძე

25 იანვარი 2022, 12:53

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: დიდი ხანია გუბაზი პირდაპირ სააკაშვილის რუპორად არის ქცეული. სწორედ, გუბაზის პირით შეუთვალა ოპოზიციას მიშამ, რომ არიან ნულები და არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ

როგორც გაფუჭებული საათი დღე-ღამეში ორჯერ აჩვენებს ზუსტ დროს, ხანდახან გუბაზის მსგავსი უპრინციპო პოლიტიკოსებიც ამბობენ სიმართლეს. თუმცა, აქ იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, ეს უგვანო რას ამბობს, იმას აქვს მნიშვნელობა, რატომ ამბობს, - ასე აფასებს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე გუბაზ სანიკიძის განცხადებას, რომელმაც ოპოზიციას „ნულების პარადი“ უწოდა.

25 იანვარი 2022, 12:48

საზოგადოება

ნაძალადევის რაიონს კიდევ სამი განახლებული სპორტული მოედანი შეემატა

ნაძალადევის რაიონში სამი სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. ასევე, დაზიანებული ინფრასტრუქტურა შეკეთდა კიდევ სამ მინი სტადიონზე. სპორტულ მოედნებზე შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 160 000 ლარი დახარჯა.

ბექა დავითულიანი

25 იანვარი 2022, 12:42

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი ოპოზიციაზე: თითქოს შურთ, რომ კონფლიქტი აქ არ არის და უკრაინაშია

ყველაფერს აკეთებ, რასაც შენგან საერთაშორისო საზოგადოება, შენი მეგობარი ხალხი და ქვეყანა, უკრაინა ელის, ამ დროს ოპოზიცია გეუბნება - ასე არა, რაღაც ქენი, თითქოს შურთ, რომ კონფლიქტი აქ არ არის და იქ არის - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.

25 იანვარი 2022, 12:42

რეგიონი

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 92-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

„აღნიშნულის გათვალისწინებით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება სოფელი ბოძაურისა და ტაბახმელას შემოვლითი გზით მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტით. ცენტრალური გზის გაწმენდითი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება და სავარაუდოდ, რამდენიმე დღეს გასტანს. გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოძრაობა კვლავ გადმოერთვება ცენტრალურ გზაზე“, - აღნიშნული დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამირან გამყრელიძე

25 იანვარი 2022, 12:42

COVID19

ამირან გამყრელიძე: უნივერსიტეტები გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად იღებენ

უნივერსიტეტები გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად იღებენ, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

25 იანვარი 2022, 12:36

კულტურა

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქისა“ და მწერალთა სახლის საერთაშორისო სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში, თბილისს ნანტელი მწერალი ეწვია

სოფი მერსერონი, წლების განმავლობაში, თეატრის მსახიობი იყო პარიზსა და ნანტში, 2006-2009 წლებში კი დააარსა და ხელმძღვანელობდა, ლიტერატურულ შემოქმედებით სივრცე, L'Ogre à Plumes-ს. წერს პიესებს თეატრალური დადგმებისთვის.

შეინ ლი ბრაუნი/შეინ ნილ ბრაუნი

25 იანვარი 2022, 12:34

მსოფლიო

ნევადაში პოლიციელებს შავკანიანი ახალგაზრდა მასზე ორჯერ უფროს თეთრკანიან ეჭვმიტანილში აერიათ და დააპატიმრეს

ახლა ახალგაზრდა ბრაუნი პოლიციას უჩივის და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად თანხას ითხოვს. ლას-ვეგასის პოლიციაში კი ამტკიცებენ, რომ შავკანიანი ვადაგასული მართვის მოწმობის გამო დააკავეს და შეინ ნლ ბრაუნის ფაქტორზ კომენტარს არ აკეთებენ.

ამირან გამყრელიძე

25 იანვარი 2022, 12:31

COVID19

ამირან გამყრელიძე: დღეს საბჭოზე შევედით წინადადებით, რომ თებერვლიდან, გარდა სამედიცინო პერსონალისა, უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება გარკვეული პერიოდით შევაჩეროთ

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საბჭოს ახალი წინადადებით მიმართეს, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, მომდევნო თვიდან, უსიმპტომო პირების სწრაფი და PCR-ტესტებით შემოწმება დროებით უნდა შეჩერდეს.

ჯო ბაიდენი

25 იანვარი 2022, 12:27

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა Fox News-ის ჟურნალისტს კრიტიკული კითხვის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ტელეარხ Fox News-ის ჟურნალისტს, პიტერ დუსის კრიტიკული კითხვის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

თამარ გაბუნია

25 იანვარი 2022, 12:20

COVID19

თამარ გაბუნია: „ომიკრონის“ შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაციის მოსალოდნელი პროცენტი არის ძალიან დაბალი - 1, ან 2%

ჰოსპიტალიზაციის მოსალოდნელი პროცენტი „ომიკრონის“ შემთხვევაში არის ძალიან დაბალი - 1, ან 2%. ჩვენ დღეს ვართ დაახლოებით 5%-იან ჰოსპიტალიზაციაზე და ამ პირობებში, მობილიზებული საწოლფონდის დაახლოებით 55% თავისუფალია, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, მოიმატებს თუ არა შემთხვევების რაოდენობა, ამის პროგნოზირება რთულია.

ამირან გამყრელიძე

25 იანვარი 2022, 12:19

COVID19

ამირან გამყრელიძის თქმით, შემთხვევების დაახლოებით 90% „ომიკრონს“ უკავშირდება

„ომიკრონის“ ცირკულაცია მომატებულია ქვეყანაში - ჩვენი გათვლებით დაახლოებით 90% უკვე გახლავთ „ომიკრონი“ , რაც ცირკულირებს ყველა დადებით შემთხვევაში, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

25 იანვარი 2022, 12:19

COVID19

ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 53%-მდე გაიზარდა

„ცოტა მიხარია, რომ ბოლო მონაცემებით [პირბადის ტარების მაჩვენებელი] 53%-ზე არის ასული. ანუ, ხალხი ოდნავ შეშინდა, ვიგრძენით, რომ პირბადეს მართლა აქვს დაცვა. 53%-დან თუ 80-სა და 90-ზე ავალთ, კიდევ უფრო შედარებით მშვიდად გადავიტანთ ამ ტალღას“, - განაცხადა გამყრელიძემ.

თამარ გაბუნია

25 იანვარი 2022, 12:16

საზოგადოება

თამარ გაბუნია: თუ შესაძლებელია რაიმე ადმინისტრაციული და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სამუშაოს შემსუბუქება, რაც ოჯახის ექიმებს დროს ართმევს, მზად ვართ, ეს საკითხი განვიხილოთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 24 იანვარს, ჯანდაცვის სამინისტროში, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან შედგა შეხვედრა. მისი თქმით, შეხვედრის მიზანი მიმდინარე პერიოდში მომატებული დატვირთვის მართვის ეფექტიან მექანიზმებზე შეთანხმება იყო.

თამარ გაბუნია

25 იანვარი 2022, 12:08

COVID19

თამარ გაბუნია: სასურველია რომ კონფერენციები და ტრენინგები დისტანციური კომუნიკაციით ჩატარდეს

სასურველია რომ კონფერენციები და ტრენინგები დისტანციური კომუნიკაციით ჩატარდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თამარ გაბუნია

25 იანვარი 2022, 12:05

COVID19

თამარ გაბუნია: სკოლები მუშაობას შერეული ფორმით გააგრძელებენ

გასული კვირის ანალიზი მიუთითებს, რომ სკოლებმა სწრაფად მოახერხეს ადაპტირება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

თამარ გაბუნია

25 იანვარი 2022, 12:03

COVID19

თამარ გაბუნია: პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს, სისტემა არის მზად

„ბოლო 5 დღის განმავლობაში ჩვენც ვაკვირდებით, შემთხვევების დრამატული მატების მიუხედავად, კლინიკურ სექტორში არ გვაქვს [მატება]. მთავარი მიზეზი, რის გამოც რეგულაციების გამკაცრებასა და ახალ შეზღუდვებს იწვევს ჯანდაცვის სექტორი, ეს არის დამატებითი და გაუსაძლისი ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე, რასაც დღეს არ ვაკვირდებით. იგივე გამოცდილება გამოიარეს აფრიკის ქვეყნებმა, სადაც „ომიკრონი“ პირველად აღმოაჩინეს და შემდეგ უკვე ბრიტანეთმა. მართვადია ეს ყველაფერი. დღეს მთავარია პირველადი ჯანდაცვის დონეზე შემთხვევების აქტიური მართვა“, - განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნია

25 იანვარი 2022, 11:58

COVID19

თამარ გაბუნიას თქმით, შემთხვევების მკვეთრ მატებასთან ერთად, ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტების ნაკადი აქტიურად არ გაზრდილა

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 87 609 აქტიური შემთხვევაა. აქედან ჰოსპიტალურ მკურნალობას იტარებს 4595 პაციენტი, რეანიმაციაში კი 283 ადამიანი იმყოფება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ საკორდიინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი ღიბრაძე

25 იანვარი 2022, 11:57

COVID19

გიორგი ღიბრაძე: ამ მომენტისთვის, დამატებითი შეზღუდვები არ წესდება

„ამ მომენტისთვის, დამატებითი შეზღუდვები არ წესდება. გადაწყდა, რომ 50 წელს ზემოთ, აცრების წახალისების პროგრამა კვლავ ერთი თვით გაგრძელდება. 50 წელზე უფროსი მოქალაქეები ბუსტერ-დოზის გაკეთების შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

25 იანვარი 2022, 11:52

საზოგადოება

საერთაშორისო ორგანიზაცია Transparency International-ის 2021 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველო რეგიონის ლიდერია

საერთაშორისო ორგანიზაცია Transparency International-მა 2021 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი გამოაქვეყნა. რეიტინგის თანახმად, საქართველოს 55 ქულა აქვს და ევროკავშირის რიგ სახელმწიფოებს უსწრებს, როგორიცაა მალტა, კვიპროსი, ჩეხეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, ხორვატია, რუმინეთი, უნგრეთი და ბულგარეთი.

25 იანვარი 2022, 11:47

COVID19

ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა ერთი თვით გახანგრძლივდა

უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა ერთი თვით გახანგრძლივდა.