imedi /  06 იანვარი 2019, 11:25 / სანდო წყარო

ოჯახმა, რომელსაც შეცდომით სხვა მიცვალებული გაატანეს, შესაძლოა საავადმყოფოს უჩივლოს

ოჯახი

წყალტუბოს მუნიციპალტეტის სოფელ ცხუნკურში მცხოვრები სულაბერიძეების ოჯახი მიცვალებულების არევის გამო, არ გამორიცხავს სასამართლოს მიმართოს.

გარდაცვლილის შვილის თქმით, აპირებს მრავალპროფილური კლინიკა ,,მედიქალ სითის" ხელმძღვანელობას შეხვდეს და შესაძლოა სასამართლოშიც უჩივლოს. გარდაცვლილის შვილი ჰყვება, რომ ფაქტი ოჯახმა მიცვალებულის გაპატიოსნების შემდეგ აღმოაჩინა, მალევე დაადგინა კოორდინატები, რის შემდეგაც ხარაგაულში უკვე დაკრძალული მიცვალებული ამოასვენეს და სახლში გადაასვენეს.

"ხარაგაულში თავიდანვე უნახავთ ცხედარი და შეპარვიათ ეჭვი. გადაურეკავთ ექიმებთან და მათ უთხრეს რაღაც გეშლებათო. არც მოუსმინეს ნორმალურად, მერე ტელეფონები საერთოდ გაუთიშიათ. არ ვიცი რატომ გადაწყვიტეს მაინც დასაფლავება, როცა ეჭვი ეპარებოდათ, თან ჩვენი კოორდინატებიც ვერ დაუდგენიათ. როცა დაკრძალვის დღეს აღმოვაჩინეთ, რომ დედაჩემის ცხედარი არ იყო, დავრეკეთ ხარაგაულში და როცა ჩავედით, მიცვალებული უკვე ამოსვენებული დაგვახვედრეს. საავადმყოფოდან მარტომ წამოვიყვანე გარდაცვლილი და ემოციური ფონის გამო დედაჩემის შეხედვა ვერ შევძელი. საავადმყოფოს პერსონალის უპასუხისმგებლობამ გამოიწვია რაც მოხდა," - განაცხადა მერაბ სულაბერიძემ.

ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქასრიაში მცხოვრებ ოჯახს სხვა მიცვალებული გაატანეს.

ყველა სიახლე

რიკ დემსი

28 ივლისი 2021, 14:42

პოლიტიკა

რიკ დემსი: საქართველო მყარად მიჰყვება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ მიმავალ გზას

საქართველო მყარად მიჰყვება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ მიმავალ გზას, – ეს განცხადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, რიკ დემსმა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

28 ივლისი 2021, 14:40

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება

„წინ გველის ძალზე საინტერესო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც საქართველოს მოსახლეობა მუნიციპალურ მერებსა და საკრებულოებს აირჩევს. ქვეყანას ჭირდება დამშვიდება. მოვუწოდებთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, ხელი შეუწყონ არჩევნების ჯანსაღ და ნაკლებად პოლარიზებულ გარემოში ჩატარებას, თავი შეიკავონ საბოტაჟისგან და მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგი, რამდენად უსიამოვნოც არ უნდა იყოს ის მათთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

28 ივლისი 2021, 14:34

რეგიონი

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

28 ივლისი 2021, 14:33

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით, რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ

მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით, რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ, თუკი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

28 ივლისი 2021, 14:21

საზოგადოება

თეა წულუკიანმა საზოგადოებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებას სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმა წარუდგინა. ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სპორტსმენები, ახალგაზრდები და სამინისტროს მიერ კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების გამარჯვებულები ესწრებოდნენ.

ირაკლი კობახიძე

28 ივლისი 2021, 14:16

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს

პარტია „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. ეს განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩევნების წინ პოლიტიკური პოლარიზაცია არა თუ შემცირდეს, არამედ პირიქით, უკიდურესად გაღრმავდეს.

მუსტაფა შენთოფი

28 ივლისი 2021, 14:07

მსოფლიო

თურქეთის პარლამენტის სპიკერი: აზერბაიჯანის საზღვართან სომხეთის აგრესიული ქმედებები ცხადყოფს, რომ სომხეთს რეგიონში ახალი ომის გაჩაღების პოტენციალი აქვს

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარემ, მუსტაფა შენთოფმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საზღვართან სომხეთის აგრესიული ქმედებები ცხადყოფს, რომ სომხეთს რეგიონში ახალი ომის გაჩაღების პოტენციალი აქვს.

28 ივლისი 2021, 14:02

სპორტი

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალშია

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა. ნახევარფინალში ქართველმა სპორტსმენმა რუსეთის წარმომადგენელი მიხაილ იგოლნიკოვი დაამარცხა.

ზაზა თაბაგარი

28 ივლისი 2021, 13:34

სამართალი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ,,მთავარი არხის“ განცხადებას ეხმაურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ტელეკომპანია ,,მთავარი არხის“ დამფუძნებლის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. უწყებაში განმარტავენ, რომ შემოსავლების სამსახური გადამხდელთა გეგმურ შემოწმებას მუდმივად ახორციელებს.

28 ივლისი 2021, 13:29

კულტურა

აშშ-ის ხელისუფლებამ Wu-Tang Clan-ის ალბომის ერთადერთი ეგზემპლარი გაყიდა

აშშ-ის ხელისუფლებამ რეპ ჯგუფის Wu-Tang Clan-ის ალბომ Once Upon a Time in Shaolin-ის ერთადერთი ეგზემპლარი გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ოლქის პროკურორის ოფისი ავრცელებს.

სპექტროფოტომეტრი

28 ივლისი 2021, 13:28

რეგიონი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიებს თანამედროვე ხელსაწყოები გადაეცა

ხელსაწყოს გამოყენებასთან დაკავშირებით, სპეციალისტებისთვის ტრენინგები გაიმართა. აღნიშნული დანადგარებით ლაბორატორიებში სხვადასხვა ქიმიური პარამეტრის ანალიზები უახლესი მეთოდების გამოყენებით განხორციელდება, რაც შესაძლებლობას იძლევა, გაიზარდოს წყლის ხარისხის კვლევის კომპონენტები და თანამედროვე მეთოდებით განხორციელდეს სამეცნიერო-კვლევითი ანალიზები. ქართველი სპეციალისტები ქიმიურ კვლევებს ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მეთოდოლოგიის გათვალისწინებით განახორციელებენ.

28 ივლისი 2021, 13:05

მსოფლიო

ბრიტანელი ქალი, რომელსაც კოვიდინფიცირების ეშინოდა და სახლიდან 9 თვის განმავლობაში არ გადიოდა, ქუჩაში გასვლის პირველივე დღეს მანქანამ გაიტანა

ლიუისი ტაქსის დაელოდა, გზის გადაკვეთა დაიწყო, მაგრამ მისი მიმართულებით მოძრავი სატვირთო მანქანა ვერ შეამჩნია, რადგან ჩანთიდან პირბადეს იღებდა. ქალი ვერც სატვირთოს მძღოლმა დაინახა და ლიუისი გაიტანა. ის მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა.

28 ივლისი 2021, 13:00

COVID19

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ჩაერთო

ინსპექციის თანამშრომელთა ვაქცინაცია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარდა, სადაც პროცესის მიმდინარეობას ბათუმის მერისა და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ. ბათუმის მერის მოადგილემ თანამშრომლებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის მადლობა გადაუხადა.

28 ივლისი 2021, 12:59

COVID19

კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ლოკდაუნი 4 კვირით გახანგრძლივდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ლოკდაუნი 4 კვირით გახანგრძლივდა. ახალი სამხრეთ უელსის შტატში, რომლის დედაქალაქიც სიდნეია, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 177 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

კახა კალაძე

28 ივლისი 2021, 12:56

საზოგადოება

მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ ზონაში ამჟამად სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს

"სპეციალური სისტემების საშუალებით, დღემდე 24-საათიანი მონიტორინგისა და ეფექტური საპრევენციო სამუშაოების შედეგად, მიღწეული იქნა დროებითი სტაბილურობა.ვაშლიჯვარი-ლისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერსაწინააღმდეგო პროექტის ფარგლებში, ფერდის გამაგრება ე.წ.ანკერების, მიწის მოჭრისა და სხვადასხვა ტიპის სამუშაოების საშუალებით ხორციელდება. სამუშაოებს, თბილისის მერიის დაკვეთით კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ასრულებს.აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება, რის შედეგადაც ტერიტორიაზე გადაადგილება სრულიად უსაფრთხო გახდება, ხოლო მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნება",- განაცხადა კახა კალაძემ.

28 ივლისი 2021, 12:52

პოლიტიკა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს , მათ შორის მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და საარჩევნო პროცესის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე წლის 5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებების შესახებ.

კახა კალაძე

28 ივლისი 2021, 12:49

საზოგადოება

ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე ახალი სკვერი ეწყობა

„პროექტის ფარგლებში, სკვერში საბავშვო გასართობი ორი ზონა მოეწყობა, ასევე, სავარჯიშო, კალათბურთის, ჭადრაკისა და მაგიდის ჩოგბურთისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა დამონტაჟდება. სკვერში ეწყობა საფეხმავლო ბილიკები და ყველა საჭირო ინვენტარი განთავსდება. უკვე მოეწყო LED განათების ქსელი, საყრდენი კედელი და გაბიონები. ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც მიმდინარეობს და ჯამში 240 ხე დაირგვება, ასევე, დაიგება რულონური ბალახი. სკვერში უკვე მოწყობილია სარწყავი სისტემა“, - განაცხადა კალაძემ.

გარე განათება

28 ივლისი 2021, 12:43

საზოგადოება

კახა კალაძე: გარე განათების პროექტი ელექტროენერგიის დაზოგვის შედეგად მიღებული ეკონომიის და არა ბიუჯეტის ხარჯზე დაფინანსდება

„იმის მიუხედავად, რომ გარე განათების პროექტზე დეტალური ინფორმაცია გავავრცელეთ თავის დროზე და დოკუმენტაციაშიც დეტალურადაა ასახული, რა პროექტი უნდა განხორციელდეს და რა არის ამ პროექტის დაფინანსების წყარო, მედიასაშუალებებში ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან მაინც არის მცდელობა, შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება, თითქოს, მერია გარე განათების პროექტის დაფინანსებას 90 მილიონი ლარით ბიუჯეტიდან აპირებს“, - ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

28 ივლისი 2021, 12:42

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება

14:00 საათზე „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომის შემდეგ საგანგებო ბრიფინგი გაიმართება. ამ ეტაპზე უცნობია, რა თემაზე იქნება ბრიფინგი.

28 ივლისი 2021, 12:39

COVID19

ტოკიოში ზედიზედ მეორე დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი ფიქსირდება

ტოკიოში ზედიზედ მეორე დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი ფიქსირდება. იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ტოკიოში კორონავირუსის 3 177 შემთხვევა დადასტურდა.