imedi /  04 აპრილი 2017, 12:51 / სანდო წყარო

"ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეები აქციას ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მართავენ

აქცია ევროკავშირის წარმომადგენლობასთან

აქცია ევროკავშირის წარმომადგენლობასთან

ამ წუთებში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, "ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულები აქციას მართავენ. ისინი ამბობენ, რომ აქციები არ შეწყდება და სხვადასხვა საელჩოებთან გაიმართება. მოვაჭრეების მოთხოვნა უცვლელია, ისინი 5 000 ლარიამდე კომპენსაციას და შემდეგ ზარალის სრულად ანაზღაურებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, დღესვე დაგეგმილია შეხვედრა საკრებულოში, მოვაჭრეებს სავარაუდოდ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძე შეხვდება.

ცოტა ხნის წინ, "ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებული ორი მოვაჭრე და მათი ადვოკატი ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეიყვანეს, ჯერჯერობით უცნობია ვინ ხვდება აქციის მონაწილეებს.

აქციაზე იმყოფება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილიც. მისი განცხადებით, ხვალ მთავრობის ადმინისტრაციასთან მოვაჭრეები კარავს დადგამენ. "ხვალ 13:00 საათზე მოურავ კვირიკაშვილის სასახლის წინ დაიდგმება კარავი და ვაფრთხილებთ, თუ იქნება ამ ხალხზე ძალადობა, პასუხისმგებლობა დაეკისრება მას, რადგან კარვის დადგმას არ სჭირდება ნებართვა. ზეგ უკვე გაიმართება აქცია შუშის სასახლესთან და თუ ამ კვირაში კიდევ არ დაიწყება ზარალის ანაზღაურება, აქციებზე კვირიკაშვილის გადადგომას მოვითხოვთ", - ამბობს ზაზა ხატიაშვილი.

"ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა კარვის დადგმის შესახებ გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე განაცხადეს

"ბავშვთა სამყაროს" ხანძრით დაზარალებულებს 3 000 ლარი, 24 მარტს, ერთჯერადი კომპენსაციის სახით, თბილისის საკრებულომ შესთავაზა. ისინი საწყის ეტაპზე 5000 ლარს, მოგვიანებით კი ზარალის სრულად ანაზღაურებას ითხოვენ.

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული "ბავშვთა სამყარო" 30 იანვარს დაიწვა, რამაც მოვაჭრეების პროდუქცია, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. დაზარალებულებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყვეს და ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს. 21 თებერვალს კი მათ დამწვარ "ბავშვთა სამყაროსთან" შიმშილობის აქცია დაიწყეს.

აქცია ევროკავშირის წარმომადგენლობასთან

ზაზა ხატიაშვილი

ყველა სიახლე

19 სექტემბერი 2026, 10:48

მსოფლიო

ABC News: ირანის თავდასხმების შედეგად ახლო აღმოსავლეთში დაზიანებულ აშშ-ის სამხედრო ბაზების აღდგენას ათწლეულები დასჭირდება

ირანის თავდასხმების შედეგად ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ბაზები სერიოზულად დაზიანდა. ინფორმაციას ABC News-ი მოპოვებულ ფოტო და ვიდეომასალაზე დაყრდნობით ავრცელებს.

19 სექტემბერი 2026, 10:41

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის გამომძიებელთა და პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის გამომძიებელთა და პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელებს შეხვდა.

19 სექტემბერი 2026, 10:34

სამართალი

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

19 სექტემბერი 2026, 10:31

საზოგადოება

მეფუტკრეთა გაერთიანება მეფუტკრეებს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ინიციატივით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გეგუთის ადმინისტრაციულ ერთეულში მეფუტკრე ფერმერებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. გაერთიანების დირექტორმა ავქსენტი პაპავამ ყურადღება გაამახვილა დარგში არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე აზიური ფაროსანას, ამერიკული თეთრი პეპლის, იტალიური კალიისა და სხვა მავნებლების საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობისას.

19 სექტემბერი 2026, 10:29

სამართალი

პოლიციამ თბილისში მომხდარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

მარკო რუბიო

19 სექტემბერი 2026, 10:25

მსოფლიო

მარკო რუბიო დანიასა და გრენლანდიასთან მიღწეულ შეთანხმებაზე: ეს ისტორიული შეთანხმება აშშ-ის უსაფრთხოების ინტერესებს არქტიკაში სამუდამოდ უზრუნველყოფს და ეს ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის ყოველგვარი ხარჯის გარეშე მოხდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ამერიკის მიერ დანიასა და გრენლანდიასთან მიღწეულ შეთანხმებას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და მას ისტორიული უწოდა.

თამაზ ბორაშვილი

19 სექტემბერი 2026, 10:10

სამართალი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თამაზ ბორაშვილი დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თამაზ ბორაშვილი დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

19 სექტემბერი 2026, 10:06

ჯანდაცვა

თბილისში „მონაცემები მოქმედებისთვის“ (D4A) ინიციატივის მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პროექტის მიზანია ჰეპატიტების ელიმინაციის, ვაქცინაციის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის, დაავადებათა გავრცელებისა და სხვა მიმართულებებისთვის მონაცემების სწრაფი და უსაფრთხო დამუშავება.

19 სექტემბერი 2026, 09:51

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2,68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების გაყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების მიზნით საჭირო სისტემებისა და შესაბამისი აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცა. პაკეტის სავარაუდო ღირებულება 2,68 მილიარდი დოლარია.

დონალდ ტრამპი

19 სექტემბერი 2026, 09:34

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დანიის სამეფოსა და გრენლანდიასთან შეთანხმებას მიაღწია, რომელიც აშშ-ს გრენლანდიაში უსაფრთხოებასა და ყველა სხვა საჭიროებასთან დაკავშირებით მუდმივ კონტროლს ანიჭებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ამერიკამ დანიასა და გრენლანდიასთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ვაშინგტონი კუნძულის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

19 სექტემბერი 2026, 09:08

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 სექტემბერს საქართველოში

19 სექტემბერს ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +22 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

დონალდ ტრამპი

19 სექტემბერი 2026, 08:30

მსოფლიო

ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ლინდსი გრემის მიერ შემუშავებულ კანონს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთსა და ირანთან დაკავშირებულ სანქციებს აფართოებს და მათ წინააღმდეგ დამატებითი სავაჭრო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

19 სექტემბერი 2026, 08:00

პოლიტიკა

სუვერენიტეტის ფასი გეოპოლიტიკური რყევების ეპოქაში. სად უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებებს საქართველოს შესახებ, თბილისში თუ სხვა ქვეყნების დედაქალაქებში? - დღეს 20:00 საათზე „ღია ეთერი“ „იმედზე“

სუვერენიტეტის ფასი გეოპოლიტიკური რყევების ეპოქაში. სად უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებებს საქართველოს შესახებ, თბილისში თუ სხვა ქვეყნების დედაქალაქებში?

19 სექტემბერი 2026, 00:40

ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტრო: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს - ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო

„განვმარტავთ, რომ უკლებლივ ყველა კლინიკა დილიდან ინფორმირებული და გაფრთხილებულია, რომ ბაღის აღსაზრდელების სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდა არ მოითხოვონ მშობლებისაგან, რადგან სახელმწიფო აღნიშნულ ხარჯებს სრულად ფარავს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

19 სექტემბერი 2026, 00:11

მსოფლიო

POLITICO: ევროპელი მაღალჩინოსნები სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან იმით, რომ მოსკოვმა შესაძლოა ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ დრონებით ან რაკეტებით დარტყმები განახორციელოს

ევროპელი მაღალჩინოსნები სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან იმით, რომ მოსკოვმა შესაძლოა ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ დრონებით ან რაკეტებით დარტყმები განახორციელოს, - წერს გამოცემა POLITICO.

18 სექტემბერი 2026, 23:55

მსოფლიო

The Washington Post: პენტაგონის შიდა სტატისტიკაზე წვდომის მქონე ექვსი ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, ირანში მიმდინარე ომის დროს ახლო აღმოსავლეთში იმაზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ვიდრე ამას უწყება ოფიციალურად აცხადებს

პენტაგონის შიდა სტატისტიკაზე წვდომის მქონე ექვსი ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, ირანში მიმდინარე ომის დროს ახლო აღმოსავლეთში იმაზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ვიდრე ამას უწყება ოფიციალურად აცხადებს, - წერს გამოცემა The Washington Post-ი.

დონალდ ტრამპი

18 სექტემბერი 2026, 23:21

მსოფლიო

ტრამპი: სიამაყით ვაცხადებ, რომ დაუყოვნებლივ ვუკრძალავ თეთრ სახლში შესვლას სიყალბის ტირაჟირებაში შემჩნეულ მედიებს, CNN-ს, MSNOW-ს და POLITICO-ს - მედიასაშუალებებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება, უსასრულოდ თხზავდნენ გამოგონილ ამბებსა და ტყუილებს

სიამაყით ვაცხადებ, რომ დაუყოვნებლივ ვუკრძალავ თეთრ სახლში შესვლას სიყალბის ტირაჟირებაში შემჩნეულ მედიებს - CNN-ს, MSNOW-ს და POLITICO-ს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დავით ჩიხელიძე

18 სექტემბერი 2026, 22:43

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე ნატა ფერაძისა და გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებაზე: გერმანიაში ერთმა აკაცუკმა მეორე აკაცუკს უჩივლა, თან სიამაყით დაამატა, რომ Facebook-ზე შეურაცხყოფა გერმანიაში სისხლის სამართლის დანაშაულია, ანუ ის, რაც საქართველოში „რეპრესიულ კანონად“ ცხადდება, გერმანიაში, თურმე დემოკრატიული სახელმწიფოს მდგენელი ყოფილა

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძისა და ისტორიკოს გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ყურადღებას ამახვილებს გერმანიაში Facebook-ზე გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების სამართლებრივ რეგულირებაზე.

18 სექტემბერი 2026, 22:20

მსოფლიო

გერმანია და ევროკავშირი რუსეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს აკრიტიკებენ

გერმანიამ და ევროკავშირმა რუსეთში დაწყებული საპარლამენტო არჩევნები მკვეთრად გააკრიტიკეს.

ვილი სანიოლი

18 სექტემბერი 2026, 22:11

სპორტი

ვილი სანიოლი: ახლა კილიან მბაპესთან და ჰარი კეინთან ერთად, კვარაცხელიაა ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია და მჯერა, „ოქროს ბურთს“ ის მოიგებს

„ტრადიციულად, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულად მისი მონაწილე სახელდება. მაშინ ინტერვიუ მსოფლიო ჩემპიონატის კონტექსტში ჩამომართვეს. იმ დროისთვის ოლისეს ნამდვილად საუკეთესოდ მივიჩნევდი. თუმცა, მერე ტურნირი ჩააგდო და „ოქროს ბურთის“ მოგების ფავორიტი აღარაა. ახლა კილიან მბაპესთან და ჰარი კეინთან ერთად, კვარაცხელიაა ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია და მჯერა, „ოქროს ბურთს“ ის მოიგებს.