imedi /  08 იანვარი 2019, 20:10 / სანდო წყარო

დავით სერგეენკო: ტამიფლუზე დეფიციტი არ გაჩნდება

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოს თქმით, სამედიცინო დაწესებულებებში გრიპის ვირუსის ჩივილებით მიმართვიანობა ზუსტად ისეთივეა, როგორც ორი წლის წინ, თუმცა იმ განსხვავებით, რომ 2 წლის წინ H1N1ვირუსი არ დომინირებდა. ამის შესახებ მან „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი განმარტებით, ტამიფლუს მარაგი ქვეყანაში არის სიჭარბით და არავითარი დეფიციტი არ წარმოიშვება. თუმცა, ეს პრეპარატი გრიპის მკურნალობის უნივერსალური საშუალება არ არის და მისი დანიშნულება ექიმმა უნდა განსაზღვროს.

რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ გაფართოვდა იმ პირთა წრე, რომლებიც ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ. ასევე ქვეყანაში ამ პრეპარატის დეფიციტის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სამინისტრო "ტამიფლუს" აფთიაქებს საკუთარი მარაგიდან მიაწვდის.

ქვეყნის მასშტაბით აფთიაქებში "ტამიფლუს" მარაგი 10 იანვრიდან შეივსება. მანამდე კი პრეპარატი „ტამიფლუ“, რომელიც გრიპის სამკურნალოდ გამოიყენება, 6 იანვრიდან თბილისის მასშტაბით ოთხ სააფთიაქო ქსელში – „პე-ეს-პეში“, „ავერსში“, „ჯი-პი-სისა“ და „ფარმადეპოში“ იყიდება. 

შეგახსენებთ, რომ უფასოდ "ტამიფლუს" მისაღებად აუცილებელია, რომ ადგილზე მოქალაქემ წარადგინოს ექიმის დანიშნულება (ფორმა 100).

მინისტრის თქმით, ვირუსის სიმპტომების აღმოჩენისთანავე, პაციენტმა უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს და არა სასწრაფო დახმარებას.

ამ დროისთვის საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით უკვე 12 ადამიანია გარდაცვლილი.

ყველა სიახლე

მაია ბითაძე

08 აპრილი 2026, 23:41

პოლიტიკა

ბითაძე: ვინ იქნება ხელისუფლებაში - ამას მხოლოდ საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს და ე.წ. ახალი პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც მხილებულნი არიან საქართველოს ღალატში, ვერ იქონიებენ გავლენას საქართველოს სამომავლო პოლიტიკაზე

თუ ჩვენ არა ფრაგმენტულად, არამედ დიდ სურათს შევხედავთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისა, ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მსოფლიოში წესრიგი იცვლება და ასეთი ძალთა გადანაწილება მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ არ მომხდარა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.

კეროლაინ ლევიტი

08 აპრილი 2026, 23:33

მსოფლიო

თეთრი სახლის სპიკერი: პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წამოაყენა იდეა, რომ აშშ-მა ჰორმუზის სრუტიდან შემოსავალი უნდა მიიღოს

თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლევიტის განცხადებით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წამოაყენა იდეა, რომ აშშ-მა ჰორმუზის სრუტიდან შემოსავალი უნდა მიიღოს, რაც მომდევნო ორი კვირის განმავლობაში განხილვის საგანი იქნება.

მაია ბითაძე

08 აპრილი 2026, 23:32

პოლიტიკა

მაია ბითაძე: რაც არ უნდა ალტერნატიულ დერეფნებზე ვსაუბრობდეთ, რომლის განხილვა ახლა მიმდინარეობს, საქართველოს გზა, შუა დერეფანი რჩება უალტერნატივო დერეფნად

რაც არ უნდა ალტერნატიულ დერეფნებზე ვსაუბრობდეთ, რომლის განხილვა ახლა მიმდინარეობს, საქართველოს გზა, შუა დერეფანი რჩება უალტერნატივო დერეფნად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.

მაია ბითაძე

08 აპრილი 2026, 23:30

პოლიტიკა

მაია ბითაძე: ის სამშვიდობო და გონივრული პოლიტიკა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა უკვე თვალსაჩინოა მათ შორის იმ სახელმწიფოებისთვის, რომელსაც ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებად განვიხილავთ

ის სამშვიდობო და გონივრული პოლიტიკა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“, საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით, შეინარჩუნა დღეს უკვე თვალსაჩინოა მათ შორის იმ სახელმწიფოებისთვის, რომელსაც ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებად განვიხილავთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ. მისივე თქმით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე, საქართველო ინარჩუნებს ფრთხილ და პრაგმატულ პოლიტიკას, რომლის მთავარი საწინარი სუვერენიტეტის გაძლიერებასთან ერთად არის იმ ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება, რის საშუალებსაც საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა აძლევს.

პაატა სალია

08 აპრილი 2026, 23:17

საზოგადოება

პაატა სალია: დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში კვების სერვისი განხორციელდება ცალ-ცალკე. იმედი გვაქვს, ტენდერში ორი სხვადასხვა კომპანია გაიმარჯვებს, ეს შექმნის უფრო კონკურენტულ გარემოს

პენიტენციურ დაწესებულებებში კვებითი მომსახურება პირველად დაიყოფა ტერიტორიული პრინციპით – ამ ახალი მიდგომის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ გაავრცელა.

08 აპრილი 2026, 23:05

სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

08 აპრილი 2026, 23:00

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

კეროლაინ ლევიტი

08 აპრილი 2026, 22:23

მსოფლიო

თეთრი სახლის სპიკერი: ტრამპმა შესაძლოა ალიანსის გენერალურ მდივანთან ნატოში წევრობის შეწყვეტის საკითხი განიხილოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს მოკავშირეებმა „გამოცდას ვერ გაუძლეს“, როდესაც მან ირანთან ომი დაიწყო და მათ შეერთებულ შტატებს დახმარება არ გაუწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესმდივანი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

08 აპრილი 2026, 21:33

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ჩვენ კიდევ გვაქვს მისაღწევი მიზნები, თითი სასხლეტზეა

აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გამოცხადების შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვა გაავრცელა. პრემიერის განცხადებით, მიუხედავად მიღწეული შეთანხმებისა, ისრაელს კვლავ აქვს სტრატეგიული ამოცანები, რომელთა შესრულებაც გარდაუვალია.

08 აპრილი 2026, 20:58

ეკონომიკა

157 კომპანიას ჯარიმა კონკრეტული პირობით ჩამოეწერა - როგორ აისახება ინიციატივა ენერგეტიკის სექტორზე და რა ფუნქცია ექნება „ეკონომიკის განვითარების კორპორაციას“? „ქრონიკის“ სიუჟეტი

მთავრობა ახალ და დამოუკიდებელ უწყებას ქმნის. „ეკონომიკის განვითარების კორპორაცია“, როგორც ეკონომიკის სამინისტროდან განმარტეს, კერძო სექტორისთვის უფრო მიზნობრივი, ეფექტიანი და საინტერესო ინსტრუმენტების შეთავაზებას უზრუნველყოფს. მსესხებელს კი საშუალებას მისცემს სესხი ერთზე მეტი ბანკის ან ფინანსური ინსტიტუტისგან მიიღოს. ახალი უწყების როლი იქნება ასევე: სახელმწიფო წარმოადგინოს ყველა მიმდინარე თუ დაგეგმილ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტში.

ჯეი დი ვენსი

08 აპრილი 2026, 20:53

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: უცხოური გავლენაა, როდესაც სხვა ქვეყნების მთავრობები გემუქრებიან და ეკონომიკურ ბერკეტებს იყენებენ, რათა გიკარნახონ, როგორ მისცეთ ხმა - ეს თქვენს სუვერენიტეტზე თავდასხმაა

უნგრეთში ვიზიტისას, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა უცხოურ ჩარევაზე გაამახვილა ყურადღება. სიტყვით გამოსვლისას მან მკაცრად დაგმო მცდელობები, რომლებიც მიზნად ისახავს სხვა ქვეყნების პოლიტიკურ ნებაზე ზემოქმედებას.

08 აპრილი 2026, 20:51

მსოფლიო

ორკვირიანი დაზავება, ვაშინგტონიც და თეირანიც შეთანხმებით კმაყოფილია, განცხადებას ავრცელებს საქართველოს პრემიერი - რა ხდება ჰორმუზის სრუტეში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ორკვირიანი ზავი მიღწეულია. ახლო აღმოსავლეთში ცეცხლი შეწყდა. ვაშინგტონიც და თეირანიც შეთანხმებით კმაყოფილია. 15 პუნქტი ამერიკისგან და 10 ირანისაგან, მხარეები ერთმანეთს ორ დღეში ისლამაბადში შეხვდებიან. ჰორმუზის სრუტეში კი მოძრაობა გააქტიურდა, თუმცა ყველა, უსაფრთხოების მეტ გარანტიას ელის.

ეკა კუპატაძე

08 აპრილი 2026, 20:50

სამართალი

ეკა კუპატაძე: ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ბოლო ნაწილი, სადაც მოსამართლემ ისაუბრა გიგა ავალიანის სისპეტაკეზე. მე მართლა სპეტაკი შვილი მომიკლეს

მე, რა თქმა უნდა, შინაგანი მოლოდინი მქონდა მაქსიმალური სახდელის, - განაცხადა მოკლული გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძემ.

08 აპრილი 2026, 20:45

პოლიტიკა

საბერძნეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თინათინ რუხაძე სტავროს ნიარხოსის ფონდის დირექტორთა საბჭოს უფროს მრჩეველს, ვასილის კასკარელისს და ონასისის ფონდის აღმსრულებელ დირექტორს, დიმიტრის თეოდოროპულოსს შეხვდა

საბერძნეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სტავროს ნიარხოსის ფონდის დირექტორთა საბჭოს უფროს მრჩეველს, ვასილის კასკარელისს და ონასისის ფონდის აღმსრულებელ დირექტორს, დიმიტრის თეოდოროპულოსს შეხვდა.

ჯეი დი ვენსი

08 აპრილი 2026, 20:42

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: უნგრელმა ხალხმა უარი უნდა თქვას უცხოური გავლენის ოპერაციებზე, ხმა მისცეს იმას, ვინც თავად სურთ ლიდერად და უარყონ ბრიუსელის ბიუროკრატები

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა უნგრეთში ვიზიტისას უცხოური გავლენისა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის საკითხებზე ისაუბრა. მან მკაცრად დაგმო საერთაშორისო აქტორების მხრიდან უნგრელი ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მცდელობები.

08 აპრილი 2026, 20:40

სამართალი

„სასამართლო აკვირდებოდა ერთ გარემოებას: სინანული, რომ ახალგაზრდა ადამიანი ცოცხალი აღარ არის, თუნდაც ერთი სიტყვა - ბოდიში, არ მომისმენია“ - გიგა ავალიანის საქმის ბრალდებულების განაჩენი ცნობილია. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანთა სასჯელის ზომა ცნობილია. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. პროცესები დახურული იყო, დღევანდელი სხდომა კი, მოსამართლემ გახსნა და მიმართა როგორც ბრალდებულებს, ისე საზოგადოებას.

ირაკლი ნადარეიშვილი

08 აპრილი 2026, 20:34

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია იქნება სახელმწიფო წარმოადგინოს ყველა იმ ერთობლივ, სტრატეგიულ პროექტში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იგეგმება ან უკვე განხორციელების ეტაპზეა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება კაპიტალის ბაზრის განვითარება იქნება, რაც მოიცავს კერძო სექტორისთვის გარდა საბანკო რესურსისა, ალტერნატიული კაპიტალის ხელმისაწვდომობას.

ირაკლი ნადარეიშვილი

08 აპრილი 2026, 20:31

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: ბიზნესის მხარდაჭერის ყველა პროგრამას, რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია უწყვეტ რეჟიმში გააგრძელებს

ბიზნესის მხარდაჭერის ყველა პროგრამა, რომელსაც დღემდე სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციაზე და მის ოპერირებაზე საუბრისას. მისი თქმით, ის საბიუჯეტო რესურსი, რომელიც წლიდან წლამდე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებზე იხარჯებოდა, უზრუნველყოფილი იქნება.

08 აპრილი 2026, 20:30

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიის გაფრთხილება მაუწყებლებს - გადაწყვეტილება თებერვალსა და მარტში გამოვლენილ დარღვევებს ეხება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კომუნიკაციების კომისიამ 4 მაუწყებელს, მათ შორის „იმედს“ გაფრთხილება მისცა.

08 აპრილი 2026, 20:24

ეკონომიკა

52 მილიონის დანაზოგი - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ნაკლები დანახარჯით გაგრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

52 მილიონის დანაზოგი - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ნაკლები დანახარჯით გაგრძელდება. სამუშაოები რამდენიმე დღეში იწყება და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ბელგიური კომპანია იზრუნებს. გამკაცრდა მონიტორინგიც.