პრეზიდენტი: ქუთაისმა საქართველოს კულტურული დედაქალაქის სახელი უნდა დაიბრუნოს
სალომე ზურაბიშვილი
ფოტო: ხათუნა მაისურაძე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ქუთაისშია ჩასული, სადაც ის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვითაც გამოვიდა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ ის "რეგიონების პრეზიდენტი" იქნებოდა.
"ეს ნიშნავს პირველ რიგში პრეზიდენტის ყურადღებას რეგიონების მიმართ. და ყურადღების პირველი ნიშანი არის ჩამოსვლა და თქვენთან ყოფნა; იმის გაგება თუ როგორ შეუძლია პრეზიდენტს მხარი დაუჭიროს იმ მიმართულებებს, რომლებიც განვითარებისკენ არის მიმართული. პრეზიდენტს შეუძლია რეგიონსა და მთავრობასთან შუამავალი იყოს, რომ ზოგიერთი მიმართულება გაძლიერდეს. პრეზიდენტს შეუძლია თავისი ხედვა ჰქონდეს. რამდენად იქნება ეს ხედვა გაზიარებული - სხვა საკითხია. და პრეზიდენტს აქვს სიტყვის თქმის უფლება და შეიძლება ეს სიტყვა ძალიან ძლიერი იყოს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ქუთაისს დიდი პოტენციალი გააჩნია და მან ამ მიმართულებით რამდენიმე საკითხი ჩამოთვალა:
"პირველ რიგში ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს თავისი ნიშანი როგორც საქართველოს კულტურის დედაქალაქი. და რადგან მე მიმაჩნია, რომ ვარ საზღვარგარეთ საქართველოს კულტურის ელჩი, ჩემი დანიშნულებაა მივიტანო იქამდე სადაც გვყავს პარტნიორები, გავაგებინო რომ ეს კულტურა არის მსოფლიოს და ევროპის კულტურის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ახლახანს ვიყავი ბრიუსელში.... ჩვენ შეგვიძლია მოვითხოვოთ რომ გავხდეთ ევროპის კულტურის სრულყოფილი წევრი და ეს ძალიან ბევრს გვაძლევს. ჩვენ უნდა ვიყოთ აღიარებული როგორც შემადგენელი ნაწილი ევროპული კულტურის.
როცა ახლოდან ხედავენ რა არის ჩვენი კულტურა, მაშინ კითხვა არ ისმის თუ რატომ უნდა იქნეს მიღებული საქართველო ამ წრეში. ეს არის ერთ-ერთი ჩემი მისია და ამ მისიაში ძალიან დიდი ნაწილი უჭირავს ქუთაისს თავისი მრავალფეროვნებით... მნიშვნელოვანია ქუთაისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ყველანაირი ძეგლებია აქ. აღარაფერს ვიტყვი გელათზე, რომელიც ჩაწერილია იუნესკოს ძეგლთა სიაში. და ეს არის მნიშვნელოვანი, აღარ გავიხსენებ ბაგრატის სამწუხარო ბედს. მაგრამ გელათმა გადაარჩინა ქუთაისი. ბევრი რამ შეგვიძლია გავაკეთეთ, რათა ქუთაისმა დაიბრუნოს ადგილი მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილად", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ყველა სიახლე
08 ივნისი 2026, 10:06
საზოგადოება
სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია დღეს სრულდება
სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ბაკალავრიატის სტუდენტებს სთავაზობს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების ან არსებული დაფინანსების გაუმჯობესების შესაძლებლობას. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტი. თუ სტუდენტმა კონკურსის შედეგად ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირება მომავალშიც შეუძლია.
08 ივნისი 2026, 09:49
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი: რობერტ ქოჩარიანი ციხეში წავა. გაგიკ ცარუკიანი ციხეში წავა. სამველ კარაპეტიანი ციხეში წავა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანნა მისი პარტიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კვლავ გაიმეორა მუქარა ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრების შესახებ. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ალიანს „ძლიერი სომხეთის“ ლიდერმა სამველ კარაპეტიანმა, ალიანს „სომხეთის“ ლიდერმა რობერტ ქოჩარიანმა და პარტია „აყვავებული სომხეთის“ თავმჯდომარემ“ გაგიკ ცარუკიანმა პასუხი უნდა აგონ.
08 ივნისი 2026, 09:40
მსოფლიო
ფილიპინებზე ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა
ფილიპინებში მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 07:37 საათზე მოხდა. ეპიცენტრი ფილიპინების მთავარი სამხრეთ კუნძულის, მინდანაოს ქალაქ გენერალ-სანტოსის სანაპიროსთან, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
08 ივნისი 2026, 09:34
მსოფლიო
სტარმერმა, ზელენსკიმ, მაკრონმა და მერცმა უკრაინასა და რუსეთს შორის სამართლიანი და გრძელვადიანი შეთანხმების მისაღწევად 5 პირობა ჩამოაყალიბეს
პირობები მოიცავს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, მოლაპარაკებების დაწყებას ფრონტზე არსებული მიმდინარე პოზიციებიდან, ასევე უკრაინისთვის უსაფრთხოების „მყარი“ გარანტიების შექმნას.
08 ივნისი 2026, 09:34
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთმა „გემოფესტს“ უმასპინძლა
სამცხე-ჯავახეთმა გემოფესტს უმასპინძლა. გასტრონომიული ფესტივალი ახალციხეში, რაბათის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებულ ღონისძიებაზე 13 ადგილობრივი მეწარმე იყო წარმოდგენილი. ადგილზე მისულ სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაეგემოვნებინათ იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მესხური კერძები.
08 ივნისი 2026, 09:27
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტების ხელმძღვანელებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტების ხელმძღვანელებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
08 ივნისი 2026, 09:24
მსოფლიო
ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე საპასუხო დარტყმა მიიტანა
ეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გაფრთხილების ფონზე მოხდა. მან სატელეფონო საუბრისას ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, ირანზე საპასუხო დარტყმებისგან თავი შეეკავებინა.
08 ივნისი 2026, 09:20
კულტურა
ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ისტორიულ დარბაზში ბაროკოს მუსიკის საღამო გაიმართა
თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში ბაროკოს ეპოქის მუსიკა და საფორტეპიანო რეპერტუარის შედევრები სრულდება. ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ისტორიულ დარბაზში უკვე შედგა ბაროკოს მუსიკის საღამო. მსმენელის წინაშე კი ანსამბლი „ვაჩე ბაროკო“ წარდგა და მე-17-18 საუკუნეების ევროპული მუსიკალური კულტურის გამორჩეული ნიმუშები შეასრულა.
08 ივნისი 2026, 09:17
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა NBC-სთან ინტერვიუ სკანდალით დაასრულა
„თქვენ არ კორუმპირებული ხართ ან უბრალოდ სულელი. თქვენი არჩევნები გაყალბებულია. თავად ხართ კორუმპირებული და გადაცემა Meet the Press-იც კორუმპირებულია, ისევე როგორც ABC, CBS -ი და CNN-ი კორუმპირებული და მოსყიდული ტელექსელები. ამით დავასრულოთ. ჩემთვის საკმარისია. გმადლობთ, ძვირფასო“, - განაცხადა ტრამპმა.
08 ივნისი 2026, 09:10
მსოფლიო
სომხეთში საარჩევნო დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის წარმოება 59 საქმეზეა დაწყებული
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, საარჩევნო დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის წარმოება 59 საქმეზეა დაწყებული. მათგან 43 რეგიონულ, 16 კი ერევნის საგამოძიებო დანაყოფებში. გავრცელებული ცნობით, სისხლის სამართლის 9 საქმე საარჩევნო უფლების ან რეფერენდუმში მონაწილეობის უფლების, ასევე საარჩევნო კომისიების მუშაობისა და არჩევნებში/რეფერენდუმში მონაწილე პირთა უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისთვის ხელის შეშლის მუხლითაა აღძრული.
08 ივნისი 2026, 09:06
საზოგადოება
თბილისის მერიის სოციალურ პროექტ „საზაფხულო ბაღებში“ აღსაზრდელთა რეგისტრაცია დღეს 10:00 საათზე დაიწყება და 21 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება
თბილისის მერიის სოციალურ პროექტ, „საზაფხულო ბაღებში“ აღსაზრდელთა რეგისტრაცია დღეს 10:00 საათზე დაიწყება და 21 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია ელექტრონულია და წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge. ამავე საიტზეა ხელმისაწვდომი საზაფხულო ბაღების სია.
08 ივნისი 2026, 08:57
საზოგადოება
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა დედაქალაქში „მადლიერების მარში“ გამართეს
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა დედაქალაქში „მადლიერების მარში“ გამართეს. მსვლელობა რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დასრულდა. მშობლების თქმით, ისინი მადლობა უხდიან მხარდაჭერისთვის საზოგადოებას და ხელისუფლების წარმომადგენლებს.
08 ივნისი 2026, 08:49
საზოგადოება
კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გამართა
კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრა ქართულ დიასპორასთან გამართა. მათ ტორონტოში არსებული ქართული სკოლა და მართლმადიდებლური ეკლესია მოინახულეს.
08 ივნისი 2026, 08:41
პოლიტიკა
სტამბოლში დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება
სტამბოლში დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. საგარეო უწყების ინფორმაციით, სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერება საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას - სტამბოლის დეკლარაციას.
08 ივნისი 2026, 08:33
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი: დაინტერესებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შერიგებით
დაინტერესებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შერიგებით, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. ამ კომენტარით მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას - როგორ შეიძლება არჩევნებმა გავლენა მოახდინოს საქართველო-ევროკავშირის, ასევე საქართველო-აშშ-ს შორის გაყინულ ურთიერთობებზე.
08 ივნისი 2026, 08:26
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი: გაიმარჯვა პარტია „სამოქალაქო კონტრაქტმა“, პარტია მთავრობას დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს
არჩევნების შედეგების მიხედვით, გაიმარჯვა პარტია „სამოქალაქო კონტრაქტმა, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა. მისივე თქმით, პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ მთავრობას დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს.
08 ივნისი 2026, 08:17
მსოფლიო
სომხეთის ცესკო-ს თანახმად, ამ დროის მონაცემებით, ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ ხმების 50.86% მოიპოვა
წინასწარი შედეგებით, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს. ხმების 56%-ის დათვლის შედეგად, ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკურმა ძალამ ხმების 50.86% მოიპოვა. ხმათა 23.19%-ით პარტიების ბლოკი ძლიერი სომხეთი მეორე ადგილზეა.
08 ივნისი 2026, 08:07
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
8 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +30 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.
08 ივნისი 2026, 01:09
მსოფლიო
ტრამპი ირანს: საკმარისია. დაუბრუნდით მოლაპარაკებების მაგიდას
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
08 ივნისი 2026, 00:00
საზოგადოება
დღეიდან პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო
დღეიდან პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო. წმინდა მოციქულთა მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება და 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე მთავრდება. ეს მარხვა ოთხშაბათისა და პარასკვის გარდა, თევზით ხსნილია.


