პარლამენტში უსაფრთხოების საბჭოში პრეზიდენტის მონაწილეობის საკითხს განიხილავენ
სალომე ზურაბიშვილი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
პარლამენტში „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში მომზადებულ ცვლილებებზე მსჯელობენ.
კანონპროექტში წერია, რომ უსაფრთხოების საბჭო პრემიერმინისტრთან არსებული ანალიტიკური ცენტრია, რომლის წევრებიც არიან: პრემიერმინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და თავდაცვის ძალების მეთაური.
კანონპროექტის მიხედვით, საბჭოს წევრების ჩამონათვალში საქართველოს პრეზიდენტი არ არის, რაც დისკუსიის საგანი გახდა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია აცხადებს, რომ საბჭოს მუშაობაში პრეზიდენტის მონაწილეობის უზრუნველყოფის საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტთან კონსულტაციას გადის. ამ თემას გაბუნია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან ირაკლი სესიაშვილთან განიხილავს.
დიმიტრი გაბუნია აცხადებს, რომ პრეზიდენტს უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს და ამისთვის კანონში შესაბამისი ჩანაწერი უნდა გაჩნდეს.
"ეს არის ჩვენი ცალსახა პოზიცია. გვინდა, რომ კონსულტაციების შედეგად პარლამენტი დავარწმუნოთ, რომ ეს აუცილებელია გამომდინარე იქედან, რომ პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსარდალი და საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს მას უნდა გააჩნდეს უფლებამოსილება საბჭოს სხდომებში მიიღოს მონაწილეობა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ მთავრობის სათათბირო ორგანოში პრეზიდენტის, როგორც წევრის მონაწილეობამ, შეიძლება გარკვეული უხერხულობა შექმნას, თუმცა სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება და დისკრეცია, მონაწილეობა მიიღოს უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში“, - განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ, რომლის კომენტარსაც სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში პრეზიდენტის ჩართულობასთან დაკავშირებით გუშინ კომენტარი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა გააკეთა.
ირაკლი სესიაშვილის თქმით, როდესაც უსაფრთხოების საბჭო პრემიერთან არსებული სათათბირო ორგანოა, ძირითად შემადგენლობაში პრეზიდენტი ვერ იქნება. სესიაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის ნაწილში ოპოზიციის შენიშვნები "არასწორი და სისტემიდან ამოვარდნილია".
"პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილება მკაფიოდ არის გადანაწილებული. ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არანაირ გადაწყვეტილებას არ აიღებს, სათათბირო ორგანოა და ოპონენტებს ეშლებათ, როცა კითხულობენ, პრეზიდენტი ჩართული რატომ არ არის. ეროვნული უსაფრთხოების საბჭო მნიშვნელოვანი ორგანოა, რათა უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკის კოორდინაცია და დაგეგმვა მოხდეს. ეს არის პრემიერის სათათბირო ორგანო, სადაც ორგანოებს ექნებათ საშუალება, მეტი კოორდინაციით და ნაკლები რესურსის დანახარჯით მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობის გაზრდა და ქვეყნის უსაფრთხოებას მოემსახურონ", – განუცხადა 1tv.ge-ს ირაკლი სესიაშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, უსაფრთხოების საბჭოსთან პრეზიდენტის თანამშრომლობის ფორმატთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან კონსულტაციები იგეგმება:
"„რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ვერ იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების სათათბირო ორგანოს წევრი, თუმცა მიგვაჩნია, რომ მისი კონსტიტუციური ვალდებულებებიდან გამომდინარე, აუცილებელია, მონაწილეობის ფორმატი გამოიძებნოს", - თქვა ხატია მოისწრაფიშვილმა.
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ, 2018 წლის 16 დეკემბერს საქართველოს ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა. კონსტიტუციის მიხედვით, გაუქმდა უშიშროების საბჭო და მის ნაცვლად, საომარი მდგომარეობის დროს, სათათბირო ორგანო ეროვნული თავდაცვის საბჭოს შექმნა განისაზღვრა, რომლის თავმჯდომარეც საქართველოს პრეზიდენტი იქნება.
უშიშროების საბჭოს ნაცვლად კი უნდა შეიქმნას ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომელიც პრემიერმინისტრთან არსებული უსაფრთხოების საკითხების მაკოორდინირებელი სათათბირო ორგანო იქნება.
ყველა სიახლე
12 სექტემბერი 2026, 13:14
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, ის მზადაა პუტინს აშშ-ში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვდეს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა აშშ-ში დეკემბერში დაგეგმილი „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდეს.
12 სექტემბერი 2026, 13:13
საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ეკონომისტთა რიგით მე-8 ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს ეკონომისტთა რიგით მე-8 ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
12 სექტემბერი 2026, 13:09
სპორტი
სპორტის მინისტრი საქართველოს მოკრივეთა ეროვნულ ნაკრებს შეხვდა
სამინისტროს ინფორმაციით, ნაკრების წევრები ქალაქ წყალტუბოში ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ დასკვნით შეკრებაზე იმყოფებიან. მინისტრმა მათ კონტინენტის პირველობაზე წარმატებული ასპარეზობა უსურვა და სპორტული ეკიპირება გადასცა.
12 სექტემბერი 2026, 12:40
მსოფლიო
Reuters: აშშ-მა რუსეთი „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გასამართ ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე ოფიციალურად მიიწვია
თეთრი სახლის წარმომადგენლის ინფორმაციით, რუსი ოფიციალური პირი მომავალ კვირას ჰიუსტონში „დიდი ოცეულის“ ენერგეტიკულ შეხვედრას დაესწრება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
12 სექტემბერი 2026, 11:50
მსოფლიო
დონალდ ტრამპი 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლებზე: ჩვენ არასდროს დავივიწყებთ მათ. სწორედ ამიტომ ვიბრძვით დღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა არასდროს ივიწყებს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს და სწორედ ამიტომ იბრძვის დღეს.
12 სექტემბერი 2026, 11:37
კულტურა
კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
საქართველოს კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
12 სექტემბერი 2026, 11:32
მსოფლიო
კაია კალასი: ევროკავშირმა უნდა დაასანქციროს ებრაული დასახლებები ისე, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმი
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უკანონო დასახლებებთან საქონლით ვაჭრობა უნდა აკრძალოს ისე, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის შემთხვევაში. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
12 სექტემბერი 2026, 11:30
პოლიტიკა
„იმედმა“ აშშ-ის საელჩოს ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ წარმოებულ ანტიამერიკულ კამპანიაზე შეკითხვა გაუგზავნა
„იმედმა“ ამერიკის საელჩოს ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ წარმოებულ ანტიამერიკულ კამპანიაზე შეკითხვა გაუგზავნა
12 სექტემბერი 2026, 11:28
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რაც ჩვენ ადრეც გვინახავს ბრიუსელის მხრიდან და წარმოადგენს სუვერენული ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას
ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რაც ჩვენ ადრეც გვინახავს ბრიუსელის მხრიდან და წარმოადგენს სუვერენული ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, მარტა კოსის განცხადების შეფასებისას.
12 სექტემბერი 2026, 11:19
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი გიორგი ბარამიძის დაკავებაზე: ახლა რომ ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები თავში ხელს ირტყამენ, ეს მაშინ უნდა ეფიქრათ, როდესაც მათი წარმომადგენელი საქართველოსთვის ფრიად დამაზიანებელ განცხადებას აკეთებდა
ახლა რომ ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები თავში ხელს ირტყამენ, ეს მაშინ უნდა ეფიქრათ, როდესაც მათი წარმომადგენელი საქართველოსთვის ფრიად დამაზიანებელ განცხადებას აკეთებდა, - განაცხადა გიორგი ბარამიძის დაკავების ფაქტის კომენტირებისას თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.
12 სექტემბერი 2026, 11:19
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ჩვენ ვხედავთ, რომ ევრო ბიუროკრატები საბოლოო ჯამში უპირისპირდებიან ოფიციალურ ვაშინგტონს და აშშ-ს პრეზიდენტს
ჩვენ ვხედავთ, რომ ევრო ბიუროკრატები საბოლოო ჯამში უპირისპირდებიან ოფიციალურ ვაშინგტონს და აშშ-ს პრეზიდენტს, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა მარტა კოსის განცხადებაზე საუბრისას.
12 სექტემბერი 2026, 11:07
სამართალი
საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს
ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ გაკეთებული განცხადება. სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.
12 სექტემბერი 2026, 10:57
სამართალი
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა - მათ შორის, ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს, მათ შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
12 სექტემბერი 2026, 10:51
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს
სამინისტროს ინფორმაციით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 59 უცხოელი არალეგალი, მათ შორის - კენიის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, განას, ეთიოპიის, უზბეკეთის, ფილიპინების, სუდანის, კამერუნის, ჩინეთის და აზერბაიჯანის მოქალაქე.
12 სექტემბერი 2026, 10:50
მსოფლიო
უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ტოლიატისა და ტაგანროგის საწარმოებზე იერიში მიიტანეს
უკრაინულმა ძალებმა 12 სექტემბერს რუსეთის ქალაქებში ტოლიატისა და ტაგანროგში სამრეწველო ობიექტებზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
12 სექტემბერი 2026, 10:45
საზოგადოება
სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერების მიზნით მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა
პანელური დისკუსიების ფარგლებში კონფერენციის მონაწილეებმა ფინანსური განათლების მიმართულებით ეროვნულ ხედვაზე, სკოლებში ფინანსური განათლების ინტეგრირებაზე, მასწავლებლებისთვის ხელმისაწვდომ პროგრამებსა და საგანმანათლებლო რესურსებზე იმსჯელეს.
12 სექტემბერი 2026, 10:39
სამართალი
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
12 სექტემბერი 2026, 10:36
მსოფლიო
The New York Times: ახლო აღმოსავლეთის ენერგეტიკული დერეფნები სულ უფრო იკეტება
მსოფლიოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული დერეფნები სულ უფრო რთულად გასავლელი ხდება. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
12 სექტემბერი 2026, 10:33
საზოგადოება
გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
12 სექტემბერი 2026, 10:11
მსოფლიო
უკრაინული მედია: ზელენსკის პარტიის ყოფილ დეპუტატს ქრთამის აღების საქმეზე 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ დეპუტატ ალექსანდრე იურჩენკოს ქრთამის აღების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.


