imedi /  26 თებერვალი 2019, 20:27 / სანდო წყარო

ბესელიამ და ზარდიაშვილმა ერთმანეთს ნათელმირონი შეახსენეს

ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილი

ეკა ბესელია
ვანო ზარდიაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი გუნდიდან ეკა ბესელიას წასვლას დანაკარგად არ მიიჩნევს. ამის შესახებ მან პარლამენტში თავად განაცხადა. ვანო ზარდიაშვილის თქმით, ეკა ბესელიამ წასვლის მიზეზად ბევრი საკითხი დაასახელა, რის გამოც ზარდიაშვილს ეჭვი ეპარება, რომ ბესელიას წასვლა რაიმე კონკრეტულს უკავშირდებოდეს. მის კომენტარს 1tv.ge ავრცელებს.

„ეკა ბესელიამ თავის წასვლის მიზეზად უკვე მრავალი მიზეზი დაასახელა, აქედან გამომდინარე ეჭვი მეპარება, რომ რაიმე კონკრეტულს უკავშირდებოდეს ეკას. მე იმისთვის წავედი, რომ მისი წასვლისთვის ხელი არ შემეშალა“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

ვანო ზარდიაშვილმა კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძესთან მეგობრობის შესახებ და თქვა, რომ ამ საკითხზე სპეკულაციები უნდა დასრულდეს და ამისთვის „პარალელი გაავლო“:

„მუდმივად უსვამენ ხაზს მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძესთან ჩემს მეგობრობას. რატომღაც არავინ არასდროს ახსენებს ქალბატონ ეკას ნათელმირონს ზაზა მეიშვილს, რომელიც სისხლის სამართლის პალატას კურირებდა. არავინ არ ახსენებს ასევე მის ნათელმირონსა და უახლოეს მეგობარს, ნონა წოწორიას, რომელიც ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო და ასევე ევროსასამართლოში საქართველოს მოსამართლეს წარმოადგენდა.

მე ამას იმიტომ ვამბობ და ხაზს ვუსვამ, რომ მეგობრობა არასდროს არ განსაზღვრავს არც კანის ფერს, არც პოლიტიკურ სპექტრს და ოჯახურ გარემოებას. შესაბამისად, თუ მაინცდამაინც ამ თემებით გვინდა მსჯელობა, დავიწყოთ მაშინ ამ საკითხებით. რა კავშირები აქვს ქალბატონ ბესელიას ზაზა მეიშვილთან, ნონა წოწორიასთან და ასე შემდეგ“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

ვანო ზარდიაშვილის ამ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება დეპუტატ ეკა ბესელიას სთხოვეს. დეპუტატმა ტრაგიკომიკური უწოდა იმ ფაქტს, რომ დღეს „ქართული ოცნების“ სახელით ზურაბ ადეიშვილის ხელის ბიჭი ვანო ზარდიაშვილი ლაპარაკობს“. 

„ეს არის ჩემთვის ტრაგიკომიკური და ვწუხვარ ძალიან, ვუსამძიმრებ პარტიას, რომელიც ჩემთვის არ არის სულერთი და ზარდიაშვილის ტიპის ყოფილი ზონდერები თუ ყოფილები, არსებობენ „ქართული ოცნების“ სახელით. რას ილაპარაკებს ზარდიაშვილი საერთოდ არ მაინტერესებს. ის არ არის იმ წონით კატეგორიაში, რომელსაც მე უნდა ვუპასუხო. ხელის ბიჭი იყო ყოველთვის და ასეთად დარჩა დღესაც. გუშინ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელის ბიჭი, დღეს მათი ნარჩენების ხელის ბიჭი და მათი დავალებების შემსრულებელი ადამიანია“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიას თქმით, ის ბევრი რამის შემსწრეა და შესაძლოა, ზარდიაშვილს მძიმე კითხვებზე მოუწიოს პასუხების გაცემა.

„ძალიან ბევრი რამის შემსწრე ვარ. არ ვურჩევ, რომ ერთ მშვენიერ დღეს სერიოზულად დავაპირო კომენტარების გაკეთება, თორემ ძალიან მძიმე პასუხების გაცემა მოუწევს. ის ყოველთვის ვიღაცის შემსრულებელია და ვწუხვარ, რომ „ქართული ოცნება“ ასეთი ზონდერების სახელით დღეს ჩნდება საზოგადოების წინაშე. ის იყო პირდაპირი დავალებების შემსრულებელი და ამბების მიმტან-მომტანი თავისი მეგობარი მოსამართლეების ხელში. ამიტომაც მივუჩინე ადგილი იქ, სადაც მისი ადგილი იყო“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

„ვაიძულე ეს ადამიანი, დისტანცირებული ყოფილიყო პროცესებისგან, რომელშიც დიდი სურვილი ჰქონდა, ოჯახური ბიზნესი აეწყო და ეს სასამართლოა, რომლის მიმართაც დიდი ინტერესები აქვს. თანამდებობა დატოვა და ბუნებრივია, ამას ვერ ინელებს. „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ კი არ იცოდა მის რიგებში როგორ აღმოჩნდა. პარლამენტის წევრის სახელით საუბრობს ახლა თოთხმეტი წლის წინ ნათლიმირონობაზე. იმ ადამიანებზე საუბარს, რომელიც არ არიან სისტემაში, უმჯობესია, კითხვებს უპასუხოს, რაც მის პირდაპირ ინტერესებთან დაკავშირებით არსებობს. სხვათა შორის, სამწუხაროდ, 14 წელია მაგალითად ზაზა მეიშვილი არ მინახავს“, - განაცხადა ბესელიამ.

2018 წლის დეკემბრის ბოლოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობა დატოვა. მალევე თავმჯდომარის პოსტი დატოვა ეკა ბესელიამაც. როგორც მაშინ ბესელიამ თქვა, ის ვერ დაუტოვებდა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას ვანო ზარდიაშვილს, რადგან ბესელიას თქმით, ზარდიაშვილს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მაშინდელ 10-კაციან სიასთან დაკავშირებულ პროცესებში საკუთარი ინტერესები ჰქონდა.

საბოლოოდ, ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობა და პარტია „ქართული ოცნებაც“ დატოვა.

21 იანვარს უზენაესის მოსამართლეობის სადავო კანდიდატებმა მოსამართლეებად არჩევაზე უარი თქვეს. 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ამ კანდიდატების დასახელებამ საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია.

მოგვიანებით მოსამართლეებმა კანდიდატურები მოხსნეს და შეიქმნა სამუშაო ჯგუფი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმების დასადგენად.

ყველა სიახლე

12 ივლისი 2026, 11:37

საზოგადოება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პეტრე-პავლობის სადღესასწაულო წირვას ავლაბარში მდებარე, პეტრე-პავლეს ტაძარში აღავლენს

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, პეტრე-პავლობის დღესასწაულს ზეიმობს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სადღესასწაულო წირვას, ამ წუთებში, ავლაბარში მდებარე, პეტრე-პავლეს ტაძარში აღავლენს.

კაროლ ნავროცკი

12 ივლისი 2026, 11:29

მსოფლიო

კაროლ ნავროცკიმ პოლონეთში უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციისა და მისი მებრძოლი ფრთის დროშის აკრძალვა მოითხოვა

„ჩვენ არ გვინდა ეს პოლონეთში ვნახოთ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პოლონეთში ამან აღარ იარსებოს. მჯერა, რომ პარლამენტი მიიღებს შესაბამის კანონს, რადგან ეს იგივეა, რაც გერმანელი ნაცისტების დროშა. სწორედ ამას გულისხმობდა ის და მის უკან იდგა და დგას უკრაინელი ნაცისტების იდეოლოგია, რომლებმაც პოლონელი ქალები და ბავშვები დახოცეს. ჩვენ არ ვადანაშაულებთ უკრაინელ ხალხს. დანაშაული მიუძღვის ბანდერას იდეოლოგიას, მათ, ვინც მკვლელობები ჩაიდინეს და მათ, ვინც 21-ე საუკუნეში წითელ-შავ დროშას ისევ იყენებენ. ეს მიუღებელია, რადგან გენოციდის განდიდება ან მასზე თვალის დახუჭვა ახალი გენოციდისკენ მოწოდებაა“, - განაცხადა ნავროცკიმ.

12 ივლისი 2026, 11:25

მსოფლიო

CNN: ირანში ბირთვული ობიექტების აღდგენის ნიშნები ფიქსირდება

CNN-მა თანამგზავრული ფოტოები გაავრცელა, რომლებიც ირანის ბირთვული ობიექტების აღდგენის ნიშნებზე მიუთითებს. პარჩინის რაიონის ფოტოებზე, სადაც, შესაძლოა ინახებოდეს ასაფეთქებელი მასალები ბირთვული იარაღის შესაქმნელად, დაფიქსირებულია დროებითი საფარები, დარტყმების შედეგად გაჩენილ ორმოებზე, ხოლო შემდგომ სამშენებლო სამუშაოები.

12 ივლისი 2026, 11:24

სპორტი

თბილისში RAF-ის ღონისძიება გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მსოფლიოს სპორტის გამორჩეული ვარსკვლავები და ჭიდაობის არაჩვეულებრივი სანახაობა საქართველოს დედაქალაქში - „თბილისი არენაზე“ შეკრებილმა ათასობით გულშემატკივარმა და ტელეკომპანია „იმედის“ მაყურებელმა პრესტიჟული ამერიკული საჭიდაო ორგანიზაციის RAF-ის მორიგი, რიგით მეათე ღონისძიება იხილა.

თეონა გვაზავა

12 ივლისი 2026, 11:18

სამართალი

ადვოკატის ცნობით, იოსებ სიგუამ თანამდებობა ნებაყოფლობით დატოვა

„ვინაიდან საზოგადოებაში არსებობდა გარკვეული ეჭვები, რომ შესაძლოა სამსახურებრივი თანამდებობა გამოყენებულიყო და ხელი შეშლოდა გამოძიების მსვლელობას, საკუთარი ნება-სურვილით დატოვა დაკავებული თანამდებობა. ვფლობთ არაერთ მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება, რომ დაახლოებით 1 კვირის წინ, „ტვ პირველზე“ გასულ სატელევიზიო სიუჟეტში გაცხადებული პოზიცია, რომელიც მსხვერპლის სტატუსის მქონე სოფიო სიგუამ გააჟღერა, არ შეესაბამება რეალობას. გამოვიყენებთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ბერკეტს, რითაც დადასტურდება იოსებ სიგუას უდანაშაულობა და დავიცავთ მის ღირსებას. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოსდა იოსებ სიგუას მიმართ განხორციელდა სამსახურებრივი წახალისება და დააწინაურეს. მოხდა სხვადასხვა დეპარტამენტში ცვლილება და როტაცია, რაც არ ითვლება იოსებ სიგუას დაწინაურებად“, - განმარტა ადვოკატმა.

პლატონ კალმახელიძე

12 ივლისი 2026, 11:18

რეგიონი

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული თელავში სტიქიაზე: სამაშველო სამსახურები, ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულია და როგორც კი მდინარის დონე დაიკლებს, მოცემულობის შეფასებას და სალიკვიდაციო სამუშაოებს დავიწყებთ

წუხელ მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქ თელავში ხევები აადიდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა თელავის ხევის ადიდებას, რომელმაც სეხნიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ჩახერგა ხიდი და მდინარემ კალაპოტიდან გადმოსვლა დაიწყო, - განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ.

12 ივლისი 2026, 11:01

რეგიონი

სტიქიამ თელავში პრობლემები შექმნა

თელავში დილიდან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქში ვითარება ღამის სამ საათზე გაუარესდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა კავკასიონის ქუჩაზე. გადაუღებელი წვიმის შედეგად თელავის ხევი ადიდდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა, რომელსაც დიდი რაოდენობით ქვა-ღორღი მოჰყვა, ორი ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი მთლიანად დაანგრია. წყალმა კალაპოტი შეიცვალა და მდინარის ძლიერი ნაკადი ამ დროისთვის კავკასიონის ქუჩის ნაწილზე მიედინება.

ლინდსი გრემი

12 ივლისი 2026, 10:25

მსოფლიო

სენატორი ლინდსი გრემი გარდაიცვალა

„სენატორ გრემის ოჯახი მადლობელია ამ წუთებში გამოხატული ლოცვებისთვის და ითხოვს კონფიდენციალურობის დაცვას ამ წარმოუდგენლად რთულ პერიოდში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

12 ივლისი 2026, 09:42

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

თბილისშიც მოღრუბლული დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

12 ივლისი 2026, 09:36

მსოფლიო

აშშ ირანზე ახალ დარტყმებს ახორციელებს, ჰორმუზის სრუტე კი ისევ ჩაკეტილია

ამერიკელმა სამხედროებმა 12 ივლისის ღამეს ირანზე დარტყმების ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამე ტალღა დაიწყეს, - განაცხადა სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM). ირანულმა სახელმწიფო ტელეარხმა Press TV-მ გაავრცელა ინფორმაცია თეირანში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მუშაობისა და სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმების შესახებ.

მარკო რუბიო

12 ივლისი 2026, 09:20

მსოფლიო

The New York Times: რუბიო ვენესუელაში ფინანსებს, რესურსებსა და ხელისუფლებას სრულად აკონტროლებს

„როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს დაარტყა ირანს, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან ხილმა კარაკასის ძველი მოკავშირის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია რბილად დაგმო. ტრამპის ადმინისტრაციამ როდრიგესს ამ პოსტის წაშლა მოსთხოვა და გააფრთხილა, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგეებისთვის მხარი საჯაროდ აღარ დაეჭირა. ხილმა პუბლიკაცია გამოჩენიდან რამდენიმე საათში წაშალა“, - ნათქვამია სტატიაში.

12 ივლისი 2026, 09:02

მსოფლიო

ჩინეთს ერთ კვირაში უკვე მეორე ტაიფუნი დაატყდა თავს

მანამდე ტაიფუნმა იაპონიის მოწყვეტილ კუნძულთა ჯაჭვი დააზარალა, შემდეგ კი ტაივანის ჩრდილოეთ ნაწილს ჩაუარა და იქ ძლიერი წვიმა გამოიწვია. კიდევ უფრო ადრე, ამავე შტორმით გამოწვეულმა მეწყრებმა ფილიპინებში, სულ მცირე 17 ადამიანი იმსხვერპლა.

12 ივლისი 2026, 08:43

მსოფლიო

ტორონტოში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

სროლიდან რამდენიმე საათში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიციამ განაცხადა, რომ ფესტივალზე ორ პირს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. გამოძიება გრძელდება. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.

ჯეიდენ ადამსი

12 ივლისი 2026, 08:27

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებული სამხრეთაფრიკელი ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს

ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზები ოფიციალურად არ სახელდება. პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ფეხბურთელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

12 ივლისი 2026, 08:14

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია⚽

ნახევარფინალური მატჩი არგენტინისა და ინგლისის გუნდებს შორის 15 ივლისს, ატლანტას სტადიონზე გაიმართება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან. ეს თამაში 14 ივლისს ტეხასში ჩატარდება.

12 ივლისი 2026, 00:55

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა

12 ივლისი 2026, 00:35

სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში RAF Georgia-ს ღონისძიება გაიმართა

ისტორიაში პირველად თბილისმა RAF-ის ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.

12 ივლისი 2026, 00:02

საზოგადოება

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. სახარების თანახმად, პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. რწმენის გამო კი მას ქრისტემ პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.

11 ივლისი 2026, 23:28

სპორტი

„ბორჯღალოსნები“ ჩილეში სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან

„ბორჯღალოსნები“ ჩილეში ერთა თასზე სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან. თამაში „ესტადიო საუსალიტოზე“ იმართება.

11 ივლისი 2026, 23:13

სპორტი

მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო დაამარცხა

თბილისში მიმდინარე Raf Georgia-ს მთავარ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო ანგარიშით 11: 8 დაამარცხა.