საქართველოში კამპანია „არა ინტელექტის ოკუპაციას!“ დაიწყო
საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია, ბრავო რექორდსთან და GMI Rights Management-თან ერთად იწყებს საინფორმაციო კამპანიას: არა ინტელექტის ოკუპაციას! რუსული საფრთხეების შესახებ კი განცხადებას ასოციაცია ავრცელებს.
„ისტორია დაიწყო 2017 წლის აგვისტოში, როდესაც რუსეთის ავტორთა საზოგადოებამ (RAO http://rao.ru) დააფუძნა ევრაზიის უფლების მფლობელთა საზოგადოებების კონფედერაცია (EACOP http://eacop.org). რუსეთმა კონფედერაციაში შეიყვანა ხუთი ქვეყანა: აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზაზახეთი, ყირგიზეთი და ბელორუსი. პარალელურ რეჟიმში, იგივე RAO-ს მიერ შეიქმნა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებული ტრანზაქციების საკოორდინაციო ცენტრი (IP CHAIN https://ipchain.ru) რომელმაც დაიწყო კონფედერაციის წევრ ქვეყნებში შეგროვებული ჰონორარის და ამ ჰონორარის მფლობელთა შესახებ ინფორმაციის გაკონტროლება. ევრაზიული კავშირი, EACOP-ი, დაფუძნდა ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაციის (CISAC http://www.cisac.org) საპირწონედ და კონკურენტად. CISAC-ი წარმოადგენს მუსიკის სფეროში მსოფლიო გაერთიანებას, რომელშიც გაწევრიანებულია 239 ორგანიზაცია და საქართველოც მისი წევრია.
EACOP-ის დაფუძნების შემდეგ, რუსეთმა, მასში გაწევრიანების მიზნით, დაიწყო ზეწოლა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაზეც (GCA). რუსეთის ინტერესს წარმოადგენდა საქართველოს, როგორც რეგიონში ლიდერი პოზიციის მქონე ქვეყნის ამ კავშირში შეყვანა, რითაც ერთი მხრივ შესუსტდებოდა საქართველოს როლი მსოფლიო არენაზე და მეორე მხრივ მოხდებოდა განვითარების არსებული დინამიკის შეფერხება და უკუსვლა.
არაერთი მცდელობის მიუხედავად, რუსეთმა მიზანს ვერ მიაღწია და GCA არ გახდა ევრაზიული კავშირის წევრი, რამაც, ბუნებრივია, რუსეთის გაღიზიანება გამოიწვია, რის შემდეგაც მან მიმართა უკვე მრავალგზის ნაცად მეთოდს. დასაყრდენად გამოიყენა კიდევ ერთი, RAO-ს ქუდქვეშ შექმნილი ორგანიზაცია (FONMIX http://fonmix.ru) და ამ კომპანიის წარმომადგენელ ვინმე, ალექსანდრე (ბაკუნა) გვარიშვილთან ერთად მოძებნა რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლები, დავით ხუჯაძე და აჩი ფურცელაძე, რომელთა მეშვეობითაც ცდილობს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის დისკრედიტაციას, ქართველი ხელოვანების თვალში მისი იმიჯის შელახვას და ამ გზით საავტორო უფლებების სფეროში არეულობის შეტანას“, - აცხადებენ ასოციაციაში. მათი თქმით, დავით ხუჯაძის და აჩი ფურცელაძის მიერ შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი და დაფუძნდა ორგანიზაცია, რომელმაც თითქოს უნდა უზრუნველყოს ქართველი მუსიკოსების საავტორო უფლებების მართვა და მათთვის ჰონორარის გადახდა.
„დაიწყო ინფორმაციის გავრცელება, რომ თითქოს არსებული ასოციაცია არ მუშაობს გამართულად, არ არის გამჭვირვალე და ასე შემდეგ. ასოციაციის საქმიანობა უკვე წლებია საზოგადოებისთვის სრულიად გამჭვირვალეა და აკმაყოფილებს CISAC-ის მიერ დადგენილ სტანდარტებს. ყველა წევრს შეუფერხებლად მიეწოდება დეტალური ინფორმაცია შეგროვებული და განაწილებული ჰონორარის შესახებ. გარდა ამისა, ეს ინფორმაცია გამოიცემა ბეჭდური სახით და რიგდება წევრებს შორის, ქვეყნდება ასოციაციის ვებ გვერდზე, ეგზავნება CISAC-ს და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს, საქპატენტს. სწორედ გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი, რის გამოც ასოციაცია დღესდღეობით პოსტ საბჭოთა ქვეყნებს შორის იკავებს ლიდერის პოზიციას და ბევრი კომპონენტით არ ჩამოუვარდება ევროპის მრავალ ქვეყანასაც“, - წერს ორგანიზაცია.
„საავტორო უფლებების სფეროში რუსული ინტერესების გატარება ნიშნავს უკვე არსებული სისტემისთვის გამოუსწორებელი დარტყმის მიყენებას და პირველ რიგში ქვეყნის იმიჯის შელახვას. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. გარდა ამისა, ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება ჰონორარის შეგროვების პროცესზე და ხელოვანი ადამიანების კუთვნილი ჰონორარის დრამატულად შემცირებას გამოიწვევს. რუსეთმა ეს, 2013 წელს, უკვე გააკეთა უკრაინაში, რაც სამწუხაროდ გამოუვიდა და უკრაინა დღემდე იმკის ამის შედეგებს. უკრაინის საავტორო უფლებების ორგანიზაცია (UACRR http://www.uacrr.org) 2013 წლამდე რეგიონში ლიდერის პოზიციაზე იყო. რუსეთმა, ზუსტად იგივე მეთოდების გამოყენებით, უკვე არსებული ორგანიზაციის დასუსტების მიზნით, შეძლო შეექმნა თავდაპირველად ორი, ხოლო საბოლოო ჯამში 19 დამატებითი ორგანიზაცია, რამაც სიტუაციის უკიდურესად გაუარესება და შეგროვებული ჰონორარის ათჯერ შემცირება გამოიწვია. შედეგად, უკრაინამ არათუ დაკარგა ლიდერის პოზიცია, არამედ აღმოჩნდა ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყანათა შორის“, - აცხადებენ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცაში.
ყველა სიახლე
16 ივლისი 2026, 16:26
პოლიტიკა
ირაკლი ლატარია მიხეილ სააკაშვილზე: „რიყის დოქები“ თავის საყვარელს, სოფო ნიჟარაძეს აუშენა
ექსპერტი ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ექსპრეზიდენტი რიყის თეატრზე საუბრობს: „ნუთუ არ გესმით, რომ რიყეზე აშენებული რიყის თეატრი არ არის სააკაშვილის ახირება ეს იყო თქვენი კუთვნილება, რომელსაც თქვენ გართმევენ, თქვენ გინგრევენ“.
16 ივლისი 2026, 16:21
ეკონომიკა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლებმა China Eastern Airlines-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება და მარკეტინგულ აქტივობები განიხილეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლები ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის დელეგაციას შეხვდნენ, რომელიც საქართველოში შანხაი-თბილისის პირველი პირდაპირი რეისით ჩამოვიდა.
16 ივლისი 2026, 16:13
მსოფლიო
გერმანიაში ნეონაცისტი ტრანსგენდერი ქალი სასჯელს კაცთა ციხეში მოიხდის
2023 წელს ლიბიხს, რომელიც იმ დროს კაცი იყო და სვენ ლიბიხის სახელს ატარებდა, ეროვნული შუღლის გაღვივების, ცილისწამებისა და სხვა დანაშაულებისთვის 18 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2024 წლის ნოემბერში, გერმანიაში თვითიდენტიფიკაციის შესახებ ახალი კანონის მიღებიდან რამდენიმე კვირაში, ლიბიხმა საბუთებში გენდერული მარკერი შეიცვალა და ოფიციალურად ქალი გახდა. ამასთან, მანამდე ლიბიხი - ნეონაცისტური დაჯგუფება Blood and Honor-ის ხელმძღვანელი, ათწლეულების განმავლობაში ტრანსგენდერ ადამიანებს „ტრანსფაშისტებსა“ და „საზოგადოების პარაზიტებს“ უწოდებდა.
16 ივლისი 2026, 16:11
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: შრომითი მიგრაციის შესახებ კანონმდებლობა უზრუნველყოფს, რომ დაცული იყოს ბალანსი ბიზნესის საჭიროებებსა და სახელმწიფო ინტერესებს შორის, რაც გულისხმობს, მათ შორის, მიგრაციის ეფექტიან მართვას
„ჩვენი მიზანია, რომ გვქონდეს ეფექტიანი და მოქნილი შრომის ბაზარი, რომელიც საბოლოო ჯამში მოგვცემს შესაძლებლობას, ეკონომიკური ზრდა გავხადოთ კიდევ უფრო ინკლუზიური“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე.
16 ივლისი 2026, 16:11
ეკონომიკა
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა, გივი დავითაშვილმა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ხე სიაოცუენთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველო-ჩინეთის საჰაერო მიმოსვლის პოზიტიური დინამიკის გათვალისწინებით, მხარეებმა შანხაი - თბილისი - შანხაის საჰაერო ხაზზე ოპერირების შემდგომი ზრდის შესაძლებლობები განიხილეს და შესაბამისი ორმხრივი ღონისძიებები დასახეს. აღინიშნა, რომ საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ დადგენილი ბაზარზე დაშვების მოქნილი პროცედურები, ასევე ქართული მხარის მიერ ტურისტების მოზიდვის მიზნით შეთავაზებული ხელშემწყობი აქტივობები საჰაერო მიმოსვლის შემდგომი გაფართოების მყარ წინაპირობას ქმნის.
16 ივლისი 2026, 16:08
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო: ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მაქსიმალურად გამჭვირვალეა და ბრალდებები სხვადასხვა ლოკაციიდან ძაღლების არაგეგმურად აყვანის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მაქსიმალურად გამჭვირვალეა და ბრალდებები სხვადასხვა ლოკაციიდან ძაღლების არაგეგმურად აყვანის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, - განცხადესბას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
16 ივლისი 2026, 15:57
მსოფლიო
რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული სამხედროების ცხედრები გაცვალეს
მისი მონაცემებით, რუსეთმა უკრაინას 501 ცხედარი გადასცა, ხოლო უკრაინისგან 31 ცხედარი მიიღო. უკრაინულ მხარეს გაცვლა ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.
16 ივლისი 2026, 15:53
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სამეცნიერო, კვლევით და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების მიზნით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
16 ივლისი 2026, 15:43
საზოგადოება
თბილისის მერი სანამაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ეწვია და წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდა
კახა კალაძემ სტუდენტებთან შეხვედრაზე თბილისის მერიის პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი, საჭიროებების მიხედვით, ახალგაზრდების მხარდაჭერას მომავალშიც აქტიურად განაგრძობს.
16 ივლისი 2026, 15:17
საზოგადოება
სახალხო დამცველი: შშმ პირთა მიმართ არსებული სტიგმის დაძლევა და თანასწორი სოციალური გარემოს უზრუნველყოფა სახელმწიფოსა და საზოგადოების მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. მედიის, გასართობი ინდუსტრიისა და სხვა საჯარო პლატფორმების წარმომადგენლებს ეკისრებათ განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობა, გაითვალისწინონ მათ მიერ გავრცელებული შინაარსის შესაძლო გავლენა იმ პირებსა და ჯგუფებზე, რომლებიც მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფებიან
სახალხო დამცველი ეხმიანება ბოლო პერიოდში საჯარო სივრცეში, მათ შორის, იუმორისტულ მედიაპლატფორმებსა და გადაცემებში გავრცელებულ შინაარსს, რომლებშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ იკვეთება სტიგმისა და დისკრიმინაციული სტერეოტიპების გამაძლიერებელი ნარატივი.
16 ივლისი 2026, 15:05
რეგიონი
ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე საქართველოში ყველაზე მაღალი ზიპლაინი გაიხსნა
ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე საქართველოში ყველაზე მაღალი ზიპლაინი გაიხსნა. ატრაქცია სტუმრებს საშუალებას მისცემს, სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტი და უნიკალური საინჟინრო ნაგებობა სრულიად განსხვავებული კუთხით აღმოაჩინონ.
16 ივლისი 2026, 14:59
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ჩვენ ვინარჩუნებთ შუა დერეფანში კონკურენტუნარიანი, ეფექტიანი და სანდო პარტნიორის პოზიციებს
2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ნავსადგურებში საოპერაციო ეფექტიანობის ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა.
16 ივლისი 2026, 14:51
სამართალი
ბრიტანეთის მოქალაქე მეთიუ როი დესმონდი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა
ის სასამართლოდან საემიგრაციო სამსახურმა გადაიყვანა. მას სამშობლოში დააბრუნებენ. დესმონდი საქართველოში შემოსვლის დროს დააკავეს. მას ქვეყანაში აკრძალული პრეპარატები შემოჰქონდა. საქმე ეხება „პრეგაბალინს", "ბუპრენორფინსა" და "კოდეინს".
16 ივლისი 2026, 14:43
რეგიონი
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მუსტაფა თურქერ არის შეხვდნენ
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სტურად მყოფ, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მუსტაფა თურქერ არის შეხვდნენ, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
16 ივლისი 2026, 14:37
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტისა და თურქმენეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და თურქმენეთის სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის ფორმატში გადაინაცვლეს, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
16 ივლისი 2026, 14:36
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე გვარამიას განცხადებაზე: ეს ადამიანები წარმოადგენდნენ იმ ხელისუფლებას, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას 2003 წლიდან 2012 წლამდე და რომელთა მმართველობის პროცესში ჩვენ გვაქვს უამრავი დადასტურებული ფაქტი იმისა, თუ რას წარმოადგენდა მათთვის ადამიანის სიცოცხლე
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე აფასებს ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ ომის შემდეგ უკრაინის აღსადგენად გამოყოფილი თანხიდან საქართველოს არაფერი ერგება.
16 ივლისი 2026, 14:36
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი: ძალიან იმედგაცრუებული ვარ ამერიკელებით და, სიმართლე გითხრათ, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებითაც, რომლებიც ამბობენ, რომ ირანელებთან მოლაპარაკება შეუძლებელია
ამერიკის ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ირანთან დიპლომატიური დიალოგის გაგრძელების მომხრეა. ირანზე ამერიკული თავდასხმების განახლების პარალელურად, ვენსმა ერთ-ერთ პოდკასტში განაცხადა, რომ ომს მხოლოდ სამხედრო ძალით ვერ მოიგებ.
16 ივლისი 2026, 14:34
პოლიტიკა
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი ვაშინგტონში პოლიტიკური ტერორიზმისგან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით მინისტერიალს უმასპინძლებს
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი ვაშინგტონში პოლიტიკური ტერორიზმისგან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით მინისტერიალს უმასპინძლებს
16 ივლისი 2026, 14:27
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: გვარამია იძლევა აღიარებით ჩვენებას, რომ ის და მისნაირები მისტირიან ორ რამეს, ერთი -საქართველო არ განადგურდა და აქ ომი არ იყო. მეორე, - მათ ამ ომზე შემდეგ ფული ვერ იშოვეს
„გვარამია იძლევა აღიარებით ჩვენებას, რომ ის და მისნაირები მისტირიან ორ რამეს, ერთი -საქართველო არ განადგურდა და აქ ომი არ იყო. მეორე, - მათ ამ ომზე შემდეგ ფული ვერ იშოვეს“, - განუცხადა „ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
16 ივლისი 2026, 14:26
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეებს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან.


