imedi /  05 მარტი 2020, 11:08 / სანდო წყარო

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია

ხათუნა მაისურაძე

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისათვის 4 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 4 წლის ბავშვია, რომელიც რამდენიმე დღის წინ საფრანგეთიდან დაბრუნდა. ორ პაციენტს, დედა-შვილს, იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვს. ხოლო მეოთხე პაციენტი გერმანიიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.

ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის თქმით, პაციენტებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმები ლუგარის ლაბორატორიიდან პაციენტების ანალიზების შედეგებს ელოდებიან.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე 29 თებერვალს, მეოთხე კი 5 მარტს დადასტურდა.

4 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ვირუსით იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დაინფიცირდა. ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს მსოფლიოს მასშტაბით 3220 ადამიანი ემსხვერპლა, 51,193 კი გამოჯანრთელდა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

ყველა სიახლე

03 დეკემბერი 2020, 11:03

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 1 027 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე საქართველოში 1 027 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში-486, აჭარაში-152, იმერეთში-218. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 390 პირი, მათგან თბილისში-206, აჭარაში-45, იმერეთში-43.3 867 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 283-თბილისში, 1 997-აჭარაში, 332-იმერეთში. 11 227 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 974 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-478, აჭარაში-970, ხოლო იმერეთში-31.

03 დეკემბერი 2020, 10:59

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1,676 თბილისში, 591 იმერეთში, 525 კი აჭარაში დაფიქსირდა

დღეს დადასტურებული 4 260 შემთხვევიდან, თბილისში 1 676, ხოლო აჭარაში 525 შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მარიხუანა

03 დეკემბერი 2020, 10:58

მსოფლიო

გაერომ მარიხუანა საშიში ნარკოტიკების სიიდან ამოიღო

გაეროს ნარკოტიკული საშუალებების კომისიამ ამოიღო სამედიცინო მარიხუანა ყველაზე საშიში ნარკოტიკების სიიდან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

03 დეკემბერი 2020, 10:56

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 260 ადამიანს დაუდასტურდა, 2 947 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

კორონავირუსი

03 დეკემბერი 2020, 10:55

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 45 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი

03 დეკემბერი 2020, 10:49

COVID19

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა. ამის შესახებ ვალერი ჟისკარ-დ’ესტენის სახელობის ფონდში განაცხადეს.

ნარკოტიკი

03 დეკემბერი 2020, 10:39

სამართალი

საქართველოში რუსეთის მოქალაქე 2 მლნ ლარამდე ღირებულების 7 კგ „ჰეროინის“ შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 კილოგრამი „ჰეროინი“ ამოიღო. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 2 მილიონამდე ლარს შეადგენს.

ანჯელინა ფრიდმანი

03 დეკემბერი 2020, 10:39

COVID19

აშშ-ში 102 წლის ქალმა კორონავირუსი მეორედ დაამარცხა

ფრიდმანი მოხუცებულთა პანსიონში ცხოვრობს, სადაც COVID-19-ის დიაგნოზი პირველად მარტში დაუდგინეს. მან კლინიკაში 1 კვირა გაატარა, რის შემდეგაც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. სიმპტომებიდან ქალს ცხელება აღენიშნებოდა.

03 დეკემბერი 2020, 10:34

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 22,046 შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 22,046 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 479 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 1,106,789 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 17,602 ადამიანი გარდაიცვალა.

03 დეკემბერი 2020, 10:31

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით სიკვდილიანობის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

03 დეკემბერი 2020, 10:30

COVID19

ინდოეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა 9,5 მილიონს გადააჭარბა

ინდოეთში კორონავირუსის 35,551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 9,534,964-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 526 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 138,648-ს აღწევს. ჯამში 9 მილიონამდე ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

Trace International-

03 დეკემბერი 2020, 10:21

ეკონომიკა

Trace International: ბიზნესთან ურთიერთობაში კორუფციისაგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა

TRACE არის მსოფლიოში აღიარებული ბიზნეს ასოციაცია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით სწავლობს და აფასებს კორუფციის ხარისხს, ზედამხედველობას, კარგ მმართველობას და მესამე მხარის მონაწილეობას რისკის მართვაში. რეიტინგის შეფასება ეფუძნება სხვადასხვა ავტორიტეტულ რეიტინგებს და ანგარიშებს, როგორიცაა Bertelsmann Stiftung, V-Dem Institute, World Justice Project, U.N. Development Program.

კრიშტიანუ რონალდუ

03 დეკემბერი 2020, 10:10

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუმ კარიერის 750-ე გოლი გაიტანა

კრიშტიანუ რონალდუმ კარიერის 750-ე გოლი გაიტანა. ეს გოლი პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში, კიევის „დიანამოს“ კარში გაიტანა. ტურინის „იუვენტუსმა“ კიევის „დინამო“ 3:0 დაამარცხა, ამ შეხვედრის მეორე გოლი რონალდუს ანგარიშზეა. კრიშტიანუ რონალდუმ 750 გოლიდან, 450 „რეალის“ შემადგენლობაში გაიტანა, 118 - „მანჩესტერ იუნაიტედში“, 102 პორტუგალიის ნაკრებში, 75 - „იუვენტუსში“ და 5 ლისაბონის „სპორტინგში“.

03 დეკემბერი 2020, 10:05

სპორტი

ჟირუმ „სევილიასთან“ მატჩში პოკერი გაიფორმა

ლონდონის „ჩელსისა“ და „სევილიას“ შეხვედრა 34 წლის ოლივიე ჟირუს ბენეფისად იქცა. „ჩელსის“ ფორვარდმა მეტოქის კარში 4 ბურთი გაიტანა. „სევილიას“ ჟირუმ მე-8, 54-ე, 74-ე და 83-ე წუთზე გაუტანა. შეხვედრა ლონდენელტთა გამარჯვებით, 4:0 დასრულდა.

ჰიუ კიას-ბიორნი

03 დეკემბერი 2020, 09:49

კულტურა

„შეშლილი მაქსის“ ვარსკვლავი ჰიუ კიას-ბიორნი გარდაიცვალა

კიას-ბორნმა კარიერა გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო. განსაკუთრებული პოპულარობა მას „შეშლილი მაქსში“ შესრულებულმა ბოროტი პერსონაჟის როლმა მოუტანა.

ბარაკ ობამა

03 დეკემბერი 2020, 09:35

COVID19

ბარაკ ობამა მზადაა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ტელეკამერების წინ გაიკეთოს

„თუ ექიმი (ენტონი) ფაუჩი მეტყვის, რომ ვაქცინა უსაფრთხოა, აუცილებლად გავიკეთებ აცრას. შემიძლია ეს საჯაროდ, კამერების წინ გავაკეთო და ვუთხრა ადამიანებს, რომ მეცნიერობას ვენდობი. გასაგებია ვაქცინის მიმართ მოსახლეობის ეჭვები, თუმცა მინდა შევახსენო თანამოქალაქეებს, რომ მხოლოდ ვაქცინაციით მოხერხდა ისეთი საშიში დაავადებების დამარცხება, როგორიცაა პოლიომელიტი, წითელა და ჩუტყვავილა“, - განაცხადა აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა.

დმიტრო კულება

03 დეკემბერი 2020, 09:22

პოლიტიკა

დმიტრო კულება: მოხარული ვარ, რომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობა მივიღე, ჩემს ქართველ კოლეგასთან ერთად

„მოხარული ვარ, რომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა, ჩემს ქართველ კოლეგასთან ერთად. ფოკუსირებული დისკუსია იყო შავი ზღვის უსაფრთხოებასა და სხვა საკითხებზე. მივესალმები ნატოს მზადყოფნას, განამტკიცოს თანამშრომლობა შავ ზღვაზე, მათ შორის უკრაინასა და საქართველოსთან“, - წერს კულება.

კორონავირუსი

03 დეკემბერი 2020, 09:12

COVID19

საქართველოში კორონავირუსზე ტესტირების ინტენსიური პროგრამა იწყება

პირველ ეტაპზე შემოწმდებიან სიმპტომების მქონე პაციენტები. მოქალაქეს პასუხი ტესტირებიდან 20 წუთში ეცოდინება. ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტით კერძო კლინიკები და ლაბორატორიებიც ისარგებლებენ.

თურქეთი ვაქცინაცია

03 დეკემბერი 2020, 08:58

COVID19

თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის ჩინურ პრეპარატს გამოიყენებენ

საწყის ეტაპზე თურქეთი ჩინეთისგან Sinovac-ის ვაქცინის CoronaVac-ის 10 მილიონ დოზას მიიღებს. პირველ რიგში სამედიცინო პერსონალს, 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აცრიან.

ცესკო

03 დეკემბერი 2020, 08:50

პოლიტიკა

ცესკო საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს დღეს შეაჯამებს

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა უნდა ჩატარდეს. პირველ სხდომას პრეზიდენტი დანიშნავს.