imedi /  05 აპრილი 2020, 21:18 / სანდო წყარო

ზუგდიდსა და ფოთში ქუჩების დეზინფექცია დაიწყო

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით ზუგდიდისა და ფოთის ქუჩების დეზინფექცია დაიწყო

დედაქალაქსა და რეგიონებში სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელებაში საგანგებო სიტუაციების მართვის, ზუგდიდიდის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მართვის ცენტრია ჩართული.

სადეზინფექციო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული პრეპარატებით ხორციელდება. სპეციალური ხსნარით დამუშავდება ხალხმრავალი ადგილები და ღია სივრცეები.

მობილიზებულია მძიმე ტექნიკაც.

საქართველოში კორონავირუსი 174 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

თინა ბოკუჩავა

29 მაისი 2020, 18:05

პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა გიორგი გახარიას: თქვენ მხოლოდ საკუთარი ჯიბეების გასქელებაზე ზრუნავთ

მომავალ რამდენიმე თვეში ეკონომიკური ვითარება ბევრად უფრო დამძიმდება. გამოსავალი თქვენ, რა თქმა უნდა, არ გაქვთ, ვინაიდან თქვენ მხოლოდ საკუთარი ჯიბეების გასქელებაზე ზრუნავთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ამ ქვეყანას ეყოლება ხელისუფლება, რომელიც მოემსახურება ხალხს, - ამის შესახებ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

29 მაისი 2020, 18:02

COVID19

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველა სახმელეთო გადასასვლელზე ვაგონოთახები განთავსდა და სატვირთოების მძღოლებს ტესტირება უტარდებათ

„ჩვენ ირგვლივ მყოფ ოთხივე ქვეყანაში, რომელთანაც პირდაპირი საზღვარი გვაქვს, სიტუაცია არ არის სახარბიელო. კარანტინი შემოსვლაზე და საზღვრის სიმკაცრე იქნება. ყველა შემოსული ადამიანი უნდა გადავიდეს ორკვირიან კარანტინში.შემდეგ ყველა უნდა გაიტესტოს“.

29 მაისი 2020, 17:53

სპორტი

ჩემპიონთა ლიგის 2020 წლის ფინალი შესაძლოა სტამბოლში აღარ ჩატარდეს

სტამბულს უეფამ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის 2020 წლის ფინალის მასპინძლობის უფლება ჩამოართვას. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელები შიშობენ, რომ თურქეთის მთავრობა კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავებას ვერ შეძლებს, რის გამოც მატჩის დროს უსაფრთხოების ზომების მიღება შეუძლებელი იქნება.

29 მაისი 2020, 17:50

COVID19

კლინიკურმა ჯგუფმა საქართველოში COVID-19-ის სამკურნალოდ პლაქვენილის გამოყენება დროებით შეაჩერა

საქართველოში COVID-19-ის მკურნალობის მიზნით, პლაქვენილის გამოყენება დროებით შეჩერდა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე მიიღეს. შეხვედრაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი გაიდლაინები განიხილეს, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციამ პლაქვენილის გამოყენება, სოლიდარობის კვლევის ფარგლებში, დროებით შეაჩერა.

29 მაისი 2020, 17:50

საზოგადოება

თბილისის მერია: ინფორმაცია, თითქოს მერია პენსიონერთა დასახმარებლად არიგებს 200-ლარიან დახმარებას, ტყუილია

„დღეს თბილისის მერიის სერვისცენტრს არაერთმა მოქალაქემ მიმართა. განცხადებების შემომტანთა უმრავლესობას წარმოადგენს საპენსიო ასაკის ხალხი. ისინი აცხადებენ, რომ სხვადასხვა წყაროდან მიიღეს ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერია პენსიონერთა დასახმარებლად არიგებს 200-ლარიან დახმარებას, ხოლო განცხადების ჩაბარების ბოლო ვადა არის 29 მაისი“.

გიგა ბოკერია

29 მაისი 2020, 17:35

პოლიტიკა

გიგა ბოკერია პრემიერს: უკეთეს ოპოზიციაში რამდენიმე თვეში თქვენს თავს გულისხმობდით?

ბატონო პრემიერო, უკეთეს ოპოზიციაში რამდენიმე თვეში თქვენს თავს გულისხმობდით? შეგვეჯიბრეთ, კი ბატონო, - ამ სიტყვებით საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მიმართა. პრემიერ-მინისტრმა კი განაცხადა, რომ ბოკერია უბრალოდ დაიღალა და მას დასვენება ურჩია. “ბატონო გიგა, როგორც ჩანს, გუშინ თუ გუშინწინდელის შემდეგ ვიღაცა გაგიჯავრდათ, რომ ძალიან „ისე“ იქცეოდით და დღეს ზედმეტად აგრესიულები ხართ, ან დაიღალეთ. დაისვენეთ, დამშვიდდით, დაწყნარდით, ცოტა უფრო არგუმენტირებულად, სოლიდურად...”, - მიმართა გახარიამ ბოკერიას.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 17:32

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენი სოციალური დახმარების პროგრამა არ არის ერთჯერადი და პოპულისტური, ის გათვლილია 6 თვეზე

„პირველი შემთხვევაა ქვეყანაში, როდესაც სახელმწიფო, სოციალური დახმარების თვალსაზრისით ადამიანს ეუბნება - 65 000-დან 100 000 ქულამდე ვისაც გაქვთ, გეხმარებით 600 ლარით, მაგრამ, ამასთან ერთად, თუ თქვენ ხართ მრავალშვილიანი, დამატებით კიდევ გაქვთ 600 ლარი, თუ თქვენ გყავთ შშმ პირი ოჯახში, დამატებით კიდე 600 ლარი“.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 17:28

პოლიტიკა

გიორგი გახარია კომუნალურებსა და სესხების გადავადებაზე: პირველ ეტაპზე, სასწრაფო დახმარების სახით მივიღეთ ის ღონისძიებები, რომლებიც ოჯახიდან გასავალს მაქსიმალურად შეამცირებდა

პირველი ამოცანა იყო ის, რომ ადამიანებს მაქსიმალურად დავხმარებოდით. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მივხმარებოდით კომუნალური გადასახადების სახით, ეს იყო პირველი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებამ მოიცვა მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით იმყოფება.

29 მაისი 2020, 17:26

სპორტი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი 25 ივნისს განახლდება

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი 25 ივნისს განახლდება. ჩემპიონატის განახლებამდე მომდევნო კვირის განმავლობაში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 10-ვე გუნდის ფეხბურთელებს პირველადი ტესტირება ჩაუტარდებათ. სავარჯიშო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით წარიმართება.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 17:25

ეკონომიკა

გიორგი გახარია ოპოზიციას: როდესაც საბიუჯეტო ხარჯებზე საუბრობთ, შემიძლია გასწავლოთ, სად რა ინფორმაცია ნახოთ

„მიმდინარე ხარჯები ქვეყანაში, ბოლო წლების განმავლობაში შემცირდა 24%-დან, 21%-მდე. შესაბამისად ეს იმ პირობებში, როდესაც ხელფასი გაეზარდა პოლიციელს, ექიმს და ა.შ. საერთო ჯამში მაკროეკონომიკურად ჩვენი პრობლემაა მიმდინარე ხარჯები, ჩვენ ამას ვამცირებთ. რომ მეუბნებით სსიპ-ები, ააიპ-ის, სსიპ-ები და ააიპ-ების იმ სახელფასო ფონდში შედიან, რასაც თქვენ ვერ პოულობთ. ციფრი, რომელიც თქვენ გეშლებათ და ბალანსს ვერ ადგენთ, ეს არის სახელშეკრულებო ნაწილი. გასწავლით, მინიშნებას გაძლევთ და ნახეთ“, განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 17:22

პოლიტიკა

პრემიერი: „ევროპული საქართველოს“ გეგმით ზუსტად ერთ თვეში ბიუჯეტის კოლაფსი გვექნებოდა

იმ ღონისძიებებით, რომლებსაც „ევროპული საქართველო“ გვთავაზობს, მარტივი გათვლებით, სადღაც მაისში ვერ მოემსახურებოდნენ საპენსიო გადასახადებს; ზუსტად ერთ თვეში ჩვეულებრივი კოლაფსი იქნებოდა ბიუჯეტის და ვერ გადაიხდიდნენ ხელფასებს, - ამის შესახებ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე

29 მაისი 2020, 17:21

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციას: მთავარი გაბრაზება ოქტომბერში გელოდებათ

„ვხედავ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ ძალიან გაბრაზებულები არიან, განსაკუთრებით, ბოლო ორი დღეა და მათ ამისთვის ყველა საფუძველი აქვთ, რომ არ იყვნენ მშვიდად, მაგრამ მთავარი გაბრაზება თქვენ ოქტომბერში გელოდებათ“.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 17:16

პოლიტიკა

გიორგი გახარია: პოლიტიკური პოპულიზმი ყოველთვის შეიცავს მაღალ რისკს, მაგრამ ახლა ეს უკიდურესი უპასუხისმგებლობაა

პოლიტიკური პოპულიზმი ყველა დროში შეიცავს მაღალ რისკს, მაგრამ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანა ებრძვის გლობალურ ეპიდემიას, როდესაც ქვეყანა დგას ეკონომიკური გამოწვევების წინაშე, როდესაც ქვეყანა არის ოკუპირებული, როდესაც ქვეყანაშია საარჩევნო წელი, როდესაც ე.წ. ბორდერიზაცია ყოველდღე მიმდინარეობს - პოლიტიკური პოპულიზმი უკიდურესად უპასუხისმგებლო საქციელია, - ამის შესახებ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

29 მაისი 2020, 17:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ათასობით და ათიათასობით ადამიანი საკუთარ ქონებას კარგავდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით ქვეყნის პრემიერ-მინისტრს უსმენენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ წინა ხელისუფლების მიერ კრიზისულ პერიოდში საზოგადოების მიმართ გაწეულ დახმარებასა და მოქმედი ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებზე ისაუბრა.

გრიგორი კარასინი

29 მაისი 2020, 17:12

პოლიტიკა

გრიგორი კარასინმა ზურაბ აბაშიძესთან სატელეფონო საუბარში რუსეთის დელეგაციის ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტის საკითხი განიხილა

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა და რუსეთის წარმომადგენელმა საქართველოსთან მოლაპარაკებებში, გრიგორი კარასინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძესთან სატელეფონო საუბარში რუსეთის დელეგაციის ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტის საკითხი განიხილა.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 17:05

პოლიტიკა

პრემიერი ბოკერიას: ბატონო გიგა, ალბათ ვინმე გაგიჯავრდათ და გუშინწინდელის შემდეგ ზედმეტად აგრესიული ხართ, დაწყნარდით

„არგუმენტი არის ერთადერთი, რომ თქვენი გეგმის მიხედვით ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა იქნება ჩამონგრეული. თქვენ აი ამ, სულელური ციფრებით მაისში ადამიანებს პენსიას ვერ გადაუხდით, თქვენ პოლიციას ხელფასს ვერ გადაუხდით. სხვა ყველაფერი არის პოლიტიკური სპეკულირება, რომლითაც თქვენ ცდილობთ რომ აქ რაღაცნაირად ვიღაცა მოხიბლოთ - გააგრძელეთ, ცოტა უფრო ემოციურად და უკეთესი იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

29 მაისი 2020, 17:03

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: ნაცმოძრაობამ 8 წელიწადში ქვეყანაში სიღარიბე 4%-ით შეამცირა, ჩვენ 6 წელიწადში 10% კლება დავაფიქსირეთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს სიღარიბე ქვეყანაში მხოლოდ 4%-ით შემცირდა. „ქართულმა ოცნებამ“ კი 6 წლის განმავლობაში სიღარიბის 10%-ით შემცირება შეძლო.

ნათია თურნავა

29 მაისი 2020, 16:57

პოლიტიკა

ნათია თურნავა გორბის კვლევაზე: ეს არის ძალიან დიდი ნდობის გამოხატულება ჩვენი პოლიტიკური ძალის მიმართ

ეს არის ძალიან დიდი ნდობის გამოხატულება ჩვენი პოლიტიკური ძალის მიმართ, როდესაც 8 წლის ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ, მოსახლეობა ამ დონეზე გვენდობა, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რათა უფრო მეტად გავაძლიეროთ ეფექტური მუშაობა ისევ და ისევ ადამიანების, ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოდ - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრ „გორბის“ მიერ მომზადებული კვლევის შედეგები. კვლევის თანახმად, შეკითხვაზე - „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას?", გამოკითხულთა 55-მა პროცენტმა „ქართული ოცნება“ დაასახელა. მეორე პოზიციაზე გასულ „ნაციონალურ მოძრაობას“ კი გამოკითხულთა მხოლოდ 12-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი.

გიორგი ვოლსკი

29 მაისი 2020, 16:55

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი „პატრიოტთა ალიანსს“: მუდმივად ჩვენი ამორჩევა, როგორც შეტევის მთავარი ობიექტის, არის არასწორი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა

მუდმივად ჩვენი ამორჩევა, როგორც შეტევის მთავარი ობიექტის, არის არასწორი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, - ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსს“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ. „ზონდერი ბასიშვილი მიზის წინა სავარძელზე და ვითომც არაფერი. ეს ხომ თქვენი სტილია, რა მოხდა. ყველას მოგიწოდებთ, პრემიერსაც, პარლამენტის თავმჯდომარესაც და უმრავლესობის წევრებსაც, როდესაც ლაპარაკობთ ზოგადად ოპოზიციაზე, დააკონკრეტეთ პარტიები“, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

ბაჩანა არაბული

29 მაისი 2020, 16:53

სპორტი

ბაჩანა არაბული საბერძნეთის „პანიონისის“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბაჩანა არაბული საბერძნეთის „პანიონისის“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოკითხვა რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 26 წლის ფორვარდს ხმა გამოკითხულთა 24.41-მა პროცენტმა მისცა.