ცუდი ხილვადობის გამო ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე სამაშველო ოპერაცია შეწყდა
ფოტო: კახა კუპატაძე
რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ, ცუდი ხილვადობის გამო ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე სამაშველო ოპერაცია ცოტა ხნის წინ შეწყდა. imedinews - ის ინფორმაციით, 62 წლის კაცის სამძებრო სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება.
შემთხვევის დროს გადარჩა 55 წლამდე კაცი. ის ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავს. მას ფეხის მოტეხილობა აქვს.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ თუშეთის გზის 36-ე კილომეტრზე მოხდა. ზვავი იმ დროს ჩამოწვა, როცა კომპანია „თუშეთისგზის" თანამშრომლები გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდნენ.
ყველა სიახლე
15 მარტი 2026, 00:19
საზოგადოება
ტელეკომპანია „იმედი“ 23 წლის გახდა
23 წელი სატელევიზიო სივრცეში - „იმედი“ დღეს იუბილარია. ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაარსებული ტელევიზია პირდაპირ ეთერში პირველად 2003 წლის 15 მარტს გავიდა.
14 მარტი 2026, 23:46
პოლიტიკა
პაპუაშვილი ვახტანგ მეგრელიშვილს: საქართველო საგარეო პოლიტიკის ლაბორატორიების და ექსპერიმენტის ადგილი არ უნდა იყოს - ექსპერიმენტი შეიძლება ატაროთ თქვენს პარტიაში, მაგრამ სხვა ქვეყნები, „რეჟიმ ჩეინჯები“ ცოტა სხვა პასუხისმგებლობაა
„საქართველო საგარეო პოლიტიკის ლაბორატორიების და ექსპერიმენტის ადგილი არ უნდა იყოს. თქვენ ექსპერიმენტს ატარებდით გამოგონილი ეკლესიითა და რელიგიით, თქვენ ექსპერიმენტი გიყვართ. ექსპერიმენტი შეიძლება ატაროთ თქვენს პარტიაში, შეიძლება საკუთარ ქვეყანაშიც ატაროთ ექსპერიმენტი, მაგრამ სხვა ქვეყნები, „რეჟიმ ჩეინჯები“ ცოტა სხვა პასუხისმგებლობაა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
14 მარტი 2026, 23:45
მსოფლიო
ბელგიის პრემიერი: რადგან არ შეგვიძლია, დავემუქროთ პუტინს უკრაინისთვის იარაღის გაგზავნით და არც მისი ეკონომიკურად დახრჩობა შეგვიძლია აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე, რჩება მხოლოდ ერთი მეთოდი - რუსეთთან გარიგების დადება
ბელგიის პრემიერ-მინისტრი, ბარტ დე ვევერი გამოვიდა ინიციატივით, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის გაფორმდეს შეთანხმება უკრაინასთან კონფლიქტის გამო დაწესებული ეკონომიკური სანქციების დასასრულებლად. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი BFMTV ავრცელებს.
14 მარტი 2026, 23:33
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ბატონი სიკორსი დღემდე ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო დემოკრატიის შუქურა. ასევე, ჩვენ გვახსოვს პოლონელი ექიმები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილის ნიმუშები წინდით გაჰქონდათ
ბატონი სიკორსი დღემდე ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო დემოკრატიის შუქურა. ასევე, ჩვენ გვახსოვს პოლონელი ექიმები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილის ნიმუშები წინდით გაჰქონდათ, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
14 მარტი 2026, 23:33
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: თუკი საკუთარ ქვეყანას არ შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა, მაშინ ის ვერც პარტნიორობას შეძლებს
„საქართველო საგარეო პოლიტიკის ლაბორატორიების და ექსპერიმენტის ადგილი არ უნდა იყოს. თქვენ ექსპერიმენტს ატარებდით გამოგონილი ეკლესიითა და რელიგიით, თქვენ ექსპერიმენტი გიყვართ. ექსპერიმენტი შეიძლება ატაროთ თქვენს პარტიაში, შეიძლება საკუთარ ქვეყანაშიც ატაროთ ექსპერიმენტი, მაგრამ სხვა ქვეყნები, „რეჟიმ ჩეინჯები“ ცოტა სხვა პასუხისმგებლობაა“, - მიმართა შალვა პაპუაშვილმა ვახტანგ მეგრელიშვილს.
14 მარტი 2026, 23:19
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ცრუ ბრალდებებზე: ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. ჩემი ძალა კი სიმართლეშია, რომელსაც ბინძური ხელებით ნასროლი ტალახი ვერასოდეს დააზიანებს
ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. ჩემი ძალა კი სიმართლეშია, რომელსაც ბინძური ხელებით ნასროლი ტალახი ვერასოდეს დააზიანებს, - ასე პასუხობს სოციალურ ქსელში „ხალხი ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციურ არხზე გასულ სიუჟეტს, რომელიც მისი სახელის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.
14 მარტი 2026, 23:18
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ობოლაძეს: თქვენი სამშობლო არის აქ, საქართველოში და არა იქ, ბრიუსელში და როდესაც თავს იცავს თქვენი ქვეყანა, უნდა იყოთ თქვენი ქვეყნის მხარეს და არა სხვის მხარეს
თქვენი სამშობლო არის აქ, საქართველოში და არა იქ, ბრიუსელში და როდესაც თავს იცავს თქვენი ქვეყანა, უნდა იყოთ თქვენი ქვეყნის მხარეს და არა სხვის მხარეს, - ასე მიმართა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებელ პოლიტიკოსს ნიკა ობოლაძეს.
14 მარტი 2026, 23:11
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ობოლაძეს: მსხვერპლს და თავდამსხმელს ერთმანეთში ურევთ. როგორც „იმედის“ შემთხვევაში ერთმანეთში აურიეს ზოგიერთებმა, რომ მსხვერპლი გგონიათ ბრიტანეთი და თავდამსხმელი „იმედი“, არადა სინამდვილეში სხვანაირად არის
ეს უკვე შეცდომა აღარ არის, ეს არის განზრახვა, რომ თქვენ ქრონოლოგიებს ურევთ ერთმანეთში, თქვენ მიზეზს და შედეგს ერთმანეთისგან ურევთ და ანაცვლებთ, - ასე მიმართა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებელ პოლიტიკოსს ნიკა ობოლაძეს.
14 მარტი 2026, 23:09
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს თუ ვინმე შეგვილახავს, უნდა ვიყოთ პრინციპულები, როცა მიხვდებიან, რომ ხარ მონური ფსიქოლოგიის, მაშინ უფრო მეტს შემოგიტევენ
ჩვენ პრინციპული პოზიცია გვაქვს ყველასთან მიმართებაში, რუსეთთან მიმართებაშიც ძალიან პრინციპული პოზიცია გვაქვს და ეს პოზიცია იცის ყველამ, მათ შორის მოსკოვმაც ძალიან კარგად იცის - ვიდრე ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს და ჯარებს არ გაიყვანს, მანამდე არ გვექნება არც დიპლომატიური და არც პოლიტიკური ურთიერთობები, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ. მისივე თქმით, საქართველომ რუსეთს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში და ყველა სამართლებრივი მეთოდით უამრავი საქმე მოუგო.
14 მარტი 2026, 23:04
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ნიკა ობოლაძეს: მე ვმუშაობდი კეთილსინდისიერად და ჩემი შრომის ანაზღაურებას ვიღებდი იმ საქმეებში, რომელსაც მე ვაკეთებდი
მე ვმუშაობდი კეთილსინდისიერად და ჩემი შრომის ანაზღაურებას ვიღებდი იმ საქმეებში, რომლებსაც მე ვაკეთებდი, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. დამოუკიდებელმა პოლიტიკოსმა, ნიკა ობოლაძემ პაპუაშვილს ჰკითხა, იყო თუ არა ის გერმანიის გავლენის აგენტი, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ არანაირ აგენტობაზე საუბარი არ არის.
14 მარტი 2026, 22:44
პოლიტიკა
დავით დარჩიაშვილი: 2008, მანამდე 2007, 2011 წელს საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას ჰქონდა პრობლემები დასავლეთთან
2008, მანამდე 2007, 2011 წელს საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას, პარლამენტის დონეზე რომელსაც წარმოვადგენდი, ჰქონდა პრობლემები დასავლეთთან ინსტიტუტების მშენებლობის თვალსაზრისით - სასამართლოს დამოუკიდებლობა, ოპოზიციასთან ურთიერთობა, ზუსტად ის პრობლემებია, რატომაც საბოლოო ჯამში ურთიერთობები იყო არც თუ ისე კარგი, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ილიაუნის პროფესორმა დავით დარჩიაშვილმა.
14 მარტი 2026, 22:40
რეგიონი
აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ქარის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ93 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
14 მარტი 2026, 22:39
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად სოფელ ტალავერის № 1 საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
სკოლა 60 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება. სკოლაში მოეწყო საკლასო ოთახები, სამეცნიერო ლაბორატორია და ბიბლიოთეკა. შენობაში განთავსებულია, ასევე, კვების სივრცე, ადმინისტრაციული, მუსიკის ოთახები და სპორტული დარბაზი. გარდა ამისა, კეთილმოეწყო სკოლის ეზო და სათამაშო მოედანი.
14 მარტი 2026, 22:38
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: 2008 წელს საქართველოსთვის იყო თანავარსკვლავედი საერთაშორისო პოლიტიკაში: ბუში - ამერიკაში, კამერონი - ბრიტანეთში, სარკოზი - საფრანგეთში, ყველა იყო სააკაშვილის მეგობარი და რა მივიღეთ?! მივიღეთ ომი და ნგრევა
„2008 წელს საქართველოსთვის იყო თანავარსკვლავედი საერთაშორისო პოლიტიკაში: ბუში - ამერიკაში, კამერონი - ბრიტანეთში, სარკოზი - საფრანგეთში, ყველა იყო სააკაშვილის მეგობარი. იდეოლოგიური თანხვედრაც ჰქონდათ და კიდეც მეგობრობდნენ. და რა მივიღეთ?! მივიღეთ ომი და ნგრევა. ვნახეთ ის, რომ ორი ტერიტორია დღეს აქვს არა მხოლოდ ოკუპირებული, არამედ აღიარებული. აი ეს ვნახეთ 2008 წელს, მაშინ, როდესაც იყო მაქსიმალური იდეოლოგიური თანხვედრა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
14 მარტი 2026, 22:32
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ამით ავიცილეთ ჩვენ ომი თავიდან, რომ არ შევედით კონფრონტაციაში იმ დროს, როდესაც იყო დიდი ქვეყნების ინტერესების დაჯახება და აქლემივით ჩხუბში არ გავიჭყლიტეთ
ამით ავიცილეთ ჩვენ ომი თავიდან, რომ არ შევედით კონფრონტაციაში იმ დროს, როდესაც იყო დიდი ქვეყნების ინტერესების დაჯახება და აქლემივით ჩხუბში არ გავიჭყლიტეთ, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
14 მარტი 2026, 22:28
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: საგარეო პოლიტიკას არ უყვარს ემოციები, ჩვენ ვცდილობთ, პრაგმატული საგარეო პოლიტიკა ვაწარმოოთ
საგარეო პოლიტიკას არ უყვარს ემოციები, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ. მისივე თქმით, საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პრაგმატული და საქართველო სწორედ ასეთი პოლიტიკის წარმოებას ცდილობს.
14 მარტი 2026, 22:10
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მას შემდეგ, რაც 2008 წლის ომი, კატასტროფა დასრულდა საქართველოსთვის, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას იგივე ხალხი გვირჩევდა, რომელიც დღეს სტრატეგიული კონფრონტაციისკენ გვიბიძგებს რუსეთთან
მას შემდეგ, რაც 2008 წლის ომი, კატასტროფა დასრულდა საქართველოსთვის, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას იგივე ხალხი გვირჩევდა, რომელიც დღეს სტრატეგიული კონფრონტაციისკენ გვიბიძგებს რუსეთთან, ვგულისხმობ სხვადასხვა ჯგუფს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას საქართველო დიდი ხანია აწარმოებს.
14 მარტი 2026, 22:03
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ევროპის კავშირთან დაპირისპირების სპირალი იწყება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ - ჩვენ არ უნდა გვიყურონ რუსეთის ჭრილში, ჩვენ არ უნდა ვიყოთ რუსეთის გამაღიზიანებელი და არ უნდა შეგვხედონ ასე
„იმის გამო, რომ ჩვენ არ ვიყავით მათთვის კომფორტული ხელისუფლება და არ გავყევით მათ ყველაფერ იმაში, რაც გვთხოვეს, შესაბამისად გადაწყვიტეს, რომ სხვა ძალებზე დაედოთ ფსონი და გადაწყვიტეს საქართველოში რეჟიმის ცვლილება“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
14 მარტი 2026, 21:57
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ომიდან სამ დღეში „ვითიბი“ ბანკმა ისე შეაჩერა მოქმედება, რომ ეს დიდად ვერავინ იგრძნო, ვინაიდან სახელმწიფომ საკუთარი როლი შეასრულა
ომიდან სამ დღეში „ვითიბი“ ბანკმა ისე შეაჩერა მოქმედება, რომ ეს დიდად ვერავინ იგრძნო, ვინაიდან მათ შორის სახელმწიფომ საკუთარი როლი შეასრულა ამაში, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
14 მარტი 2026, 21:55
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში გამნაღმველებივით ვმუშაობთ - ერთი ნაბიჯი იქეთ ან აქეთ და შეიძლება ქვეყანა აგვიფეთქდეს, ამიტომ ამას სჭირდება იუველირული სიზუსტით მოქმედება
„ევროპის კავშირთან დაპირისპირების სპირალი იწყება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ჩვენ ამას ვუყურებთ როგორც რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე მოვლენას. ჩვენ არ უნდა გვიყურონ რუსეთის ჭრილში, ჩვენ არ უნდა შეგვხედონ ისე, რომ საქართველოს რა და როგორ შეუძლია ავნოს რუსეთს. ჩვენ არ უნდა ვიყოთ რუსეთის გამაღიზიანებელი და არ უნდა შეგვხედონ ასე“.


