imedi /  24 ივნისი 2020, 12:28 / სანდო წყარო

ფოთის ბაზარში ვაჭრობა აღდგენილია

ფოთის ბაზარი

ფოთის ბაზარში ვაჭრობა აღდგენილია. მოვაჭრეები სავაჭრო დახლების დემონტაჟს აპროტესტებდნენ, რაც მათი თქმით, დარბევა იყო, ვინაიდან ინფორმირებულები არ იყვნენ.

ბაზრის დირექტორის თქმით, მან დარბევის შესახებ დილით შეიტყო.

ფოთის მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ქმედება სახანძრო უსაფრთხოების დაცვის მიზნით განახორციელეს.

„ქალაქ ფოთის მუნიციპილიტეტი პერმანენტულად ახორციელებს გარე ვაჭრობის მოწესრიგების ღონისძიებებს. ამჯერადაც, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის მიზნით, ხდება ბაზრის ტერიტორიაზე შიდა გზების გათავისუფლება და ტერიტორიის მოწესრიგება. აღნიშნული ღონისძიების თაობაზე მოვაჭრეები წინასწარ იყვნენ ინფორმირებული“, - განმარტა ქალაქის მერმა, გოჩა კურდღელიამ.

ყველა სიახლე

14 მაისი 2021, 11:19

პოლიტიკა

„ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრები კახა კუჭავას ხვდებიან

„ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ ოპოზიციური ფრაქციის წევრები ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდებიან. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებების აღსრულების პროცესია.

14 მაისი 2021, 11:18

სამართალი

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ბაგრატიონმა საქართველოში აშშ- ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილესთან, ქალბატონ რაიან ჰარისთან და აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ნიკოლას კიფთან შეხვედრა გამართა.

14 მაისი 2021, 11:15

სამართალი

აშშ-ის მოქალაქის დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეები - ო.ფ, ჩ.ფ. და ო.მ. დამნაშავედ ცნო.

ირაკლი კობახიძე

14 მაისი 2021, 11:14

COVID19

ირაკლი კობახიძე „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

ირაკლი კობახიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „სინოფარმის“ ვაქცინა გაიკეთა.

ზურაბ ადეიშვილი

14 მაისი 2021, 11:10

პოლიტიკა

ზურაბ ადეიშვილს თავისივე სურვილით საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა

სერვისების განვითარების სააგენტომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ 80-დღიან ვადაში განიხილა და შეისწავლა ზურაბ ადეიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, რის შემდეგაც, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე მომზადებული დასკვნა, მოქმედი კანონმდებლობისა და პროცედურების შესაბამისად, მიმდინარე წლის 7 მაისს საქართველოს პრეზიდენტს გაეგზავნა.

14 მაისი 2021, 11:10

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 3 722-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში ვაქცინაცია 81 076-მა მოქალაქემ გაიარა.

14 მაისი 2021, 11:09

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 896 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 896 პირი, მათ შორის, თბილისში - 433, აჭარაში - 92, იმერეთში -141. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 198 პირი, მათგან თბილისში - 137, აჭარაში - 4, იმერეთში - 13. 730 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 363 - თბილისში, 338 - აჭარაში. 11 091 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

14 მაისი 2021, 11:08

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3,61 %-ია

13 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.61 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 5.35%, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 4.40%.

14 მაისი 2021, 11:07

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 790 თბილისში, 168 კი იმერეთში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 390 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 790 შემთხვევა, აჭარა - 117, იმერეთი - 168, ქვემო ქართლი - 54, შიდა ქართლი - 41, გურია - 39, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, კახეთი - 42, მცხეთა-მთიანეთი - 19, სამცხე-ჯავახეთი - 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

14 მაისი 2021, 11:03

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 1 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 390 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 070 პაციენტი.

14 მაისი 2021, 11:02

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 18 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 327 831 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 307 334, გარდაიცვალა 4 397 პაციენტი.

14 მაისი 2021, 10:55

ეკონომიკა

ნინო თანდილაშვილი ესპანეთის სამეფოს ეკონომიკურ და სავაჭრო ატაშეს გუილერმო კესლერს შეხვდა

შეხვედრაზე ნინო თანდილაშვილმა ქვეყნებს შორის წარმატებული და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და მიმართულებებზე გაამახვილა.

14 მაისი 2021, 10:52

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 641 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 641 ფაქტი გამოვლინდა. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 138 პირი დააჯარიმა.

14 მაისი 2021, 10:44

თავდაცვა

JTEC დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა მომზადების საერთაშორისო კურსს მასპინძლობს

პროგრამა მიზნად ისახავს დამკვირვებელ-მაკონტროლებელი სამხედროების მომზადებას ნატოს სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც საერთაშორისო სწავლებებში მიიღებენ მონაწილეობას. სწავლების განმავლობაში მსმენელები იმ უნარ-ჩვევებს იძენენ, რომელიც მომავალში დაკვირვებისა და შეფასების პროცესში გამოადგებათ.

14 მაისი 2021, 10:42

COVID19

უკრაინაში კორონავვირუსის 7,562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 7,562 ადამიანს დაუდასტურდა, 287 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 2,143,448 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 47,620 პაციენტი ემსხვერპლა, 1,832,601 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

14 მაისი 2021, 10:41

რეგიონი

გურიის რეგიონში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით საავტომობილო გზების რეაბილიტაცია იწყება

„რეაბილიტაცია ჩაუტარდება შემდეგ საგზაო მონაკვეთებს: ჩოხატაური-ბახმაროს გზის 24.5 კმ-იან მონაკვეთს, ჩოხატაური-ზომლეთის გზის 10.3 კმ-იან მონაკვეთს, ოზურგეთი-ნატანები-ურეკის გზის 2.8 კმ-იან მონაკვეთს და საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზის 25.6 კმ-იან მონაკვეთს. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთებზე დაგეგმილია: გზის საფუძვლის განახლება და გაუმჯობესება, ახალი ხელოვნური ნაგებობების (წყალგამტარი მილები, საყრდენი კედლები და სხვა) მოწყობა, ახალი ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა, მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესება, საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და შემოფარგვლა.

14 მაისი 2021, 10:38

COVID19

როდის შემოვა საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის მილიონი დოზა - ამირან გამყრელიძის განმარტება

„ფაიზერთან“ მილიონ დოზაზე კონტრაქტი თითქმის ბოლომდეა მიყვანილი, რომელიც ქვეყანაში მესამე კვარტალში, რამდენიმე ეტაპად უნდა შემოვიდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

14 მაისი 2021, 10:36

საზოგადოება

ბახტრიონის სატუმბო სადგურზე დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის“, - აცხადებენ კომპანიაში.

14 მაისი 2021, 10:33

სამართალი

სამართალდამცველებმა უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, ჯამში 1864 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

14 მაისი 2021, 10:30

საზოგადოება

დევნილთა სააგენტო დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით თბილისსა და ქუთაისში ბინებს შეისყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თბილისსა და ქუთაისში ბინებს შეისყიდის. დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ კონკურსში მონაწილე სამშენებლო კომპანიებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა. საკონკურსო პირობების თანახმად, სააგენტო საცხოვრებელ ფართებს, საორიენტაციოდ 24 თვის ვადაში ჩაიბარებს.