imedi /  22 სექტემბერი 2020, 15:01 / სანდო წყარო

ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა სრულდება

ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა სრულდება.

ფოთის მერიის ინფორმაციით, მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსს დიდი (25X16) და მცირე (10X8) საცურაო აუზი ექნება, საცურაო სივრცეში განთავსდება 100 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა. კომპლექსს ასევე ექნება სპორტული მოედანი, 160 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით, ცალკე განთავსდება ფიტნესდარბაზი. სპორტულ კომპლექსში ეწყობა საშხაპეები, ოთახები მწვრთნელებისთვის, მსაჯებისთვის, პერსონალისთვის. განთავსდება კაფე და საერთო საცხოვრებელი სპორტსმენებისთვის.

სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია პირველ მოადგილე, კონსტანტინე თოფურიასთან ერთად გაეცნო.

„მსგავსი პროექტების განხორციელება და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მთავრობისთვის პრიორიტეტია, ვინაიდან ეს სპორტში ახალგაზრდების მასობრივ ჩართულობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს”, - განაცხადა ფოთის მერმა.

პროექტის განხორციელება გასული წლის მარტში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება, მისი ღირებულება 14,5 მილიონი ლარია. სამუშაო პროცესში 45 ადამიანია დასაქმებული. სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს
ფოთის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა: მოეწყო ევროსტანდარების შესაბამისი სარაგბო ბაზა, რეაბილიტირდა კრივის და ხელბურთის დარბაზი, აშენდა ფოთის საფეხბურთო ცენტრი.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფოთის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

ყველა სიახლე

31 ოქტომბერი 2020, 10:39

პოლიტიკა

ზაალ დუგლაძე: ხმა მივეცი საქართველოს ნათელ მომავალს

ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ზაალ დუგლაძემ ხმა სურამის მე-20 საარჩევნო უბანზე მისცა. „ხმა მივეცი საქართველოს ნათელ მომავალს. ჩემი არჩევანი გაკეთდა სიმშვიდის, სიკეთის, ნათელი მომავლისა და ახალგაზრდა თაობის უკეთესი ცხოვრების სასარგებლოდ. მოლოდინი არის ძალიან კარგი და შემართებითი“, - განაცხადა დუგლაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე

31 ოქტომბერი 2020, 10:33

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: დიდი სამუშაო გავწიეთ, რათა საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს გაეკეთებინათ თავიანთი არჩევანი

22-26 ოქტომბრის პერიოდში ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაწვდიდით ცესკოს იმ ადამიანთა სიებს, რომლებიც ინფიცირდებოდნენ ან თვითიზოლაციაში გადადიოდნენ. ამ სიაში მოხვდა თვითიზოლაციაში მყოფი 20 000 ადამიანი, 7 000-მდე ადამიანი, რომელიც ბინაზე მკურნალობდა, 3 000-ზე მეტი ადამიანი მკურნალობდა მაშინ საავადმყოფოში, ასევე 1 400-მდე პირი იმყოფებოდა კოვიდ-სასტუმროებში. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს ის 2 800-მდე ექიმი, რომლებიც მუდმივ რეჟიმში მუშაობენ, და მათაც აქვთ შესაძლებლობა, ადგილზე გააკეთონ არჩევანი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

არჩილ თალაკვაძე

31 ოქტომბერი 2020, 10:32

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ხელისუფლება უზრუნველყოფს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას და მეორე მხრივ არავის მისცემს საშუალებას, თავს დაესხას ჩვენს დემოკრატიას და იმ მონაპოვარს, რასაც თავისუფალი არჩევნები ჰქვია

ხელისუფლება, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას და მეორე მხრივ, არავის მისცემს საშუალებას, თავს დაესხას ჩვენს დემოკრატიას და იმ მონაპოვარს, რასაც თავისუფალი არჩევნები ჰქვია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანია, რომ პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვოს.

31 ოქტომბერი 2020, 10:28

პოლიტიკა

მარნეულში, საარჩევნო უბანზე სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი

მარნეულში, დაშთაფაში 52-ე საარჩევნო უბანზე სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. როგორც დამკვირვებლები აცხადებენ, აღნიშნული დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მხრიდან გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას მოჰყვა.

კარლ ჰარცელი

31 ოქტომბერი 2020, 10:28

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: ვიმედოვნებთ, ხმის მიცემის პროცესი იქნება თავისუფალი, არ იქნება ძალადობა, რაც ყველა პარტიის პასუხისმგებლობაა

ვიმედოვნებთ, შეძლებისდაგვარად ბევრი ადამიანი მისცემს ხმას კოვიდსიტუაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი რისკის გარეშე და ყველაფერი უსაფრთხოდ ჩაივლის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან განაცხადა, სადაც არჩევნების მიმდინარეობას გაეცნო.

31 ოქტომბერი 2020, 10:17

პოლიტიკა

გურიაში, ოზურგეთის 63-ე საარჩევნო სპეციალური უბნიდან გადასატანი ყუთები უკვე გავიდა

გურიაში, ოზურგეთის 63-ე საარჩევნო სპეციალური უბნიდან გადასატანი ყუთები უკვე გავიდა. როგორც ცესკოს წარმომადგენელი აცხადებს, ამ უბანზე სპეც სიაში შეყვანილია თვითიზოლაციაში მყოფი 47 ამომრჩეველი. ორი საარჩევნო ყუთი 20:00 საათზე დაილუქება და 21:00 საათამდე დაბრუნდება 63-ე საარჩევნო უბანზე.

არჩილ თალაკვაძე

31 ოქტომბერი 2020, 10:17

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ყველაზე უკეთ მოახერხებს მომავლის მშვიდობიან უზრუნველყოფას

ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის ის გუნდი, რომელიც მომავალს და მომავლის მშვიდობიან პროგრესულ უზრუნველყოფას ყველაზე უკეთ მოახერხებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

აქსელ ფიშერი

31 ოქტომბერი 2020, 10:13

პოლიტიკა

აქსელ ფიშერი: საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელმაც ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატია კიდევ უფრო უნდა გაამყაროს

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელმაც ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატია კიდევ უფრო უნდა გაამყაროს. გასული წლების განმავლობაში წარმატებით გატარებულმა საკონსტიტუციო და საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმებმა ამისთვის მყარი საფუძველი შექმნა, - ამის შესახებ განცხადებაა ბუნდესტაგის დეპუტატმა აქსელ ფიშერმა Facebook-ის საშუალებით გააკეთა.

ნინო ცაციაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 10:11

სამართალი

ნინო ცაციაშვილი: 10:00 საათის მდგომარეობით არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და რამე სერიოზულ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია

10 საათის მდგომარეობით არჩევნები შვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და რაიმე სერიოზულ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა განაცხადა. „უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისთვის მიზნით შექმნილია პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც დღის განმავლობაში დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. შს სამინისტროში ასევე შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას უწევს რეგიონულ დანაყოფებს და უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს მონიტორინგს. ამასთან, საჭიროებისამებრ ვახდენთ საპოლიციო ძალების გადაადგილებას, რათა შევინარჩუნოთ მშვიდი გარემო, არჩევნების პერიოდში“, - განაცხადა ცაციაშვილმა.

ლაშა ნაცვლიშვილი

31 ოქტომბერი 2020, 10:11

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილის თქმით, ყველა ავტორიტეტული სოციოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებას“ 55-56%-დან 63%-მდე მხარდაჭერა აქვს

ჩემი პროგნოზით, რომელიც თანხვედრაშია სოციოლოგიურ კვლევებთან, იგებს „ქართული ოცნება“, რამდენიმეს შესაძლოა დასჭირდეს მეორე ტური, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ყველა ავტორიტეტული სოციოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებას“ 55-56%-დან 63%-მდე მხარდაჭერა აქვს.

გიორგი გახარია

31 ოქტომბერი 2020, 10:08

პოლიტიკა

გიორგი გახარია: მივეცი ხმა ისეთ საქართველოს, რომელიც ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ და ხვალ იქნება კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე არის დღეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველმა ნომერმა, გიორგი გახარიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.

31 ოქტომბერი 2020, 09:59

პოლიტიკა

„ლელოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ანა ნაცვლიშვილმა საკუთარი არჩევანი მეუღლესთან და შვილებთან ერთად დააფიქსირა

„ლელოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ანა ნაცვლიშვილმა საკუთარი არჩევანი მეუღლესთან და შვილებთან ერთად გააკეთა. მან ხმა #66 საარჩევნო უბანში მისცა. „ხმა მივეცი ახალ ძალას და ახალ იმედს ქართულ პოლიტიკაში. ძალას, რომელსაც თამამად მივანდობ ჩემი ქვეყნის და ჩემი შვილების დღევანდელ და ხვალინდელ დღეს. დღეს მოქალაქეები არჩევანს ვაკეთებთ ორ საქართველოს შორის: ან ვირჩევთ სიღარიბეს და უიმედობას, ან ვირჩევთ სიახლეს, რომელიც შექმნის საქართველოს ძლიერ, წელში გამართულ სახელმწიფოს. მე ვირჩევ რეალურ სიახლეს. კიდევ ერთხელ მივმართავ მოქალაქეებს, არ დარჩეთ სახლში, თქვენი ხმა გადამწყვეტია“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

31 ოქტომბერი 2020, 09:54

პოლიტიკა

იოსებ ხახალეიშვილმა საკუთარი არჩევანი შვილთან ერთად დააფიქსირა

საკუთარი არჩევანი შვილთან ერთად დააფიქსირა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა. კანდიდატი ქუთაისის მეორმოცე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა. იოსებ ხახალეიშვილის თქმით, მისი და მისი პოლიტიკური გუნდის ღირსეულ გამარჯვებას ელოდება. რაც შეეხება არჩევანს, ამბობს, რომ ხმა ქალაქის განვითარებას, ქუთაისში განათლების განვითარებას და ქალაქში მცხოვრები ყველა ადამიანისათვის ქუთაისის შესაძლებლობების ქალაქად ქცევას მისცა.

არჩილ თალაკვაძე

31 ოქტომბერი 2020, 09:47

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ხმა მივეცი იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც დემოკრატიული მართვა და ქვეყნის შემდგომი განვითარების უზრუნველყოფა შეუძლია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. არჩილ თალაკვაძემ ხმა 151-ე საჯარო სკოლის შენობაში მისცა. მისი თქმით, მან ხმა მისცა იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც დემოკრატიული მართვა და ქვეყნის შემდგომი განვითარების უზრუნველყოფა შეუძლია.

31 ოქტომბერი 2020, 09:46

რეგიონი

სოცქსელში ვრცელდება ფოტო, რომელზეც სავარაუდოდ ბოლნისში მყოფი შეიარაღებული დიმიტრი შაშკინი ჩანს

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი შაშკინია გადაღებული.

კელი დეგნანი

31 ოქტომბერი 2020, 09:33

პოლიტიკა

კელი დეგნანი: არჩევნების ორგანიზების კუთხით ცესკომ ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა

არჩევნების ორგანიზების კუთხით ცესკომ ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

კელი დეგნანი

31 ოქტომბერი 2020, 09:17

პოლიტიკა

კელი დეგნანი: სამართლიანი არჩევნებით ლიდერების თავისუფლად არჩევის უფლება ჭეშმარიტი დემოკრატიის საფუძველია

დღეს ქართველი ხალხისათვის სასიხარულო დღეა! სამართლიანი არჩევნების გზით ლიდერების თავისუფლად არჩევის უფლება ჭეშმარიტი დემოკრატიის საფუძველია, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა დეგნანმა საელჩოს თანამშრომელთა ნაწილთან შეხვედრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 09:12

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს განვსაზღვრავთ, როგორი იქნება შემდგომი ოთხი წელიწადი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი შვილებისთვის

დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. დღეს განვსაზღვრავთ, როგორი იქნება შემდგომი ოთხი წელიწადი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი შვილებისთვის.მე დღეს რა თქმა უნდა მივეცი ხმა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას. ვინაიდან, ვიცით რა ჩვენ ომების მძიმე ფასი, ჩვენ ასევე ძალიან კარგად გვესმის, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის და ზოგადად, ჩვენი განვითარებისთვის, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

31 ოქტომბერი 2020, 09:06

რეგიონი

მარნეულში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხმაური იყო

მარნეულში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. დაპირისპირება მოჰყვა როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, წარმომადგენელი ლაშა ქველაძე ამბობდა, იზღუდებოდა მათი უფლებები, თუმცა როგორც საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე ამბობდა ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებლები არღვევდნენ სოციალურ დისტანციას და არ ემორჩილებოდნენ იმ წესებს, რაც მათთვის არის განსაზღვრული და სწორედ ამას მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება.

ირაკლი ჩიქოვანი

31 ოქტომბერი 2020, 08:52

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და მშვიდ გარემოში

სამწუხაროა, რომ ქვეყანაში არსებობენ ძალები, რომლებისთვისაც პილიტიკური ბრძოლის მეთოდი არის პროვოკაციები და არეულობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა. მისი თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, დარწმუნებულია, რომ დესტრუქციული ძალები ვერაფერს შეძლებენ და შედეგი არ ექნებათ. „არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და მშვიდ გარემოში“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.