გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფაკულტეტის მდივანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
ფოტო: ხათუნა მაისურაძე
გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფაკულტეტის მდივანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. სამართალდამცველები უნივერსიტეტში გუშინ იმყოფებოდნენ.
ფაქტს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ნაწილი ადასტურებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ქუთაისის უნივერსიტეტში ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ უნივერსიტეტში ამ დღეებში არავინ დაუკავებიათ.
ყველა სიახლე
16 მაისი 2026, 10:02
მსოფლიო
ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კიდევ 45 დღით გახანგრძლივდა
ისრაელსა და ლიბანს შორის აპრილში გამოცხადებული დროებითი ზავი კიდევ 45 დღით გახანგრძლივდა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
16 მაისი 2026, 09:31
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკელმა სამხედროებმა ნიგერიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, აბუ-ბილალ ალ-მინუკი მოკლეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნიგერიაში ამერიკელმა სამხედროებმა ნიგერიელი პარტნიორების მხარდაჭერით ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მეთაურის, აბუ-ბილალ ალ-მინუკის ლიკვიდაცია მოახდინეს.
16 მაისი 2026, 09:12
მსოფლიო
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
16 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
16 მაისი 2026, 08:56
მსოფლიო
ტრამპს სურს, რომ ჩიპების მწარმოებელი ყველა ტაივანური კომპანია აშშ-ში გადავიდეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას სურს, რომ ჩიპების მწარმოებელი ყველა ტაივანური კომპანია სამუშაოს გასაგრძელებლად ამერიკაში გადავიდეს.
16 მაისი 2026, 08:24
მსოფლიო
ტრამპი ტაივანზე: მათ სურთ გახდნენ დამოუკიდებლები, რადგან ჰქონიათ, რომ შეერთებული შტატები ზურგს უმაგრებს. მსურს, რომ ყველაფერი დარჩეს ისე, როგორც არის
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ტაივანს სურს დამოუკიდებლობა გამოაცხადოს და ჩინეთს გამოეყოს.
16 მაისი 2026, 08:00
პოლიტიკა
ღია ეთერი - ევროკავშირთან შეჩერებული პოლიტიკური დიალოგი, შანტაჟი ვიზალიბერალიზაციით, ევროპელი ბიუროკრატების მუქარის ტონი, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა დემოკრატიის სახელით. დღეს 20:00 საათზე „იმედზე“ დებატები გაიმართება
ევროკავშირთან შეჩერებული პოლიტიკური დიალოგი, შანტაჟი ვიზალიბერალიზაციით და ევროპელი ბიუროკრატების მუქარის ტონი. რა შედეგი მოაქვს სანქციების პოლიტიკას და როგორია ბრიუსელის ორმაგი სტანდარტის ეფექტი. დიდი ბრიტანეთის შემდეგ ევროპარლამენტი - სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა დემოკრატიის სახელით. ვის აშინებს დამოუკიდებელი ქართული მედია. რეზოლუციები, ანგარიშები, უცვლელი კრიტიკა დემოკრატიის უკუსვლის ნარატივით. საქართველოს გზა ევროკავშირისკენ - ვინ აფერხებს პროცესს და ვის რა ესახება ურთიერთობის გადატვირთვის წინაპირობად.
16 მაისი 2026, 01:33
მსოფლიო
Financial Times: სანქციების მიუხედავად, რუსულ რაკეტებში კვლავ დასავლური წარმოების კომპონენტებია
უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსული ფრთოსანი რაკეტები, რომლებიც ხუთშაბათს უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმისას გამოიყენეს, მიმდინარე წელს არის წარმოებული დასავლური კომპონენტებით, რაც ხაზს უსვამს მოსკოვის უნარს, გვერდი აუაროს სანქციებს, - წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი.
16 მაისი 2026, 00:11
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთი პრეზიდენტის ოფისის შენობასა და სახელმწიფო რეზიდენციაზე დარტყმას გეგმავს
რუსეთი გეგმავს დაარტყას პრეზიდენტის ოფისს კიევში და პრეზიდენტის სახელმწიფო რეზიდენციას კონჩა-ზასპაში, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სამხედრო და სადაზვერვო სამსახურებთან შეხვედრის შემდეგ.
16 მაისი 2026, 00:05
პოლიტიკა
თურქეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, მალტა, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი - ქვეყნები, რომლებმაც უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე ტრიბუნალის შექმნას მხარი არ დაუჭირეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. დოკუმენტს ხელი მოაწერა 36 ქვეყანამ. რეზოლუციას არ შეუერთდა თურქეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, მალტა, ჩრდილოეთ მაკედონია და სერბეთი.
15 მაისი 2026, 23:17
მსოფლიო
BBC: ესექსის საგრაფოს საბჭოს შენობის წინ, ახლად არჩეული პარტია „რეფორმის“ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, უკრაინის დროშა ჩამოხსნეს
ესექსის საგრაფოს საბჭოს შენობის წინ, ახლად არჩეული პარტია „რეფორმის“ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, უკრაინის დროშა ჩამოხსნეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
15 მაისი 2026, 23:02
მსოფლიო
მერცი: მე დღეს ჩემს შვილებს არ ვურჩევდი აშშ-ში წასვლას განათლების მისაღებად და სამუშაოდ
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა პარასკევს განაცხადა, რომ ის აღარ მისცემდა ახალგაზრდებს რეკომენდაციას, სამუშაოდ ან სასწავლებლად აშშ-ში გადასულიყვნენ. მიზეზად მან ამერიკაში არსებული „სოციალური კლიმატის“ გაუარესება დაასახელა.
15 მაისი 2026, 22:53
მსოფლიო
აშშ-მა ისრაელსა და ლიბანში მოქმედ „ჰეზბოლას“ შორის არსებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების 45 დღით გაგრძელება გამოაცხადა
აშშ-მა ისრაელსა და ლიბანში მოქმედ „ჰეზბოლას“ შორის არსებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების 45 დღით გაგრძელება გამოაცხადა.
15 მაისი 2026, 22:30
მსოფლიო
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: პრეზიდენტი სი ძინპინი მიმდინარე წლის შემოდგომაზე ეწვევა ამერიკის შეერთებულ შტატებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიწვევით
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი სი ძინპინი მიმდინარე წლის შემოდგომაზე ეწვევა ამერიკის შეერთებულ შტატებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიწვევით.
15 მაისი 2026, 22:04
პოლიტიკა
ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს - ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის
გვიწუნებენ მიდგომას, ჩვენს დემოკრატიულ პროცესებს და ამ დროს, კადრები გავრცელდა დანიიდან, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას, ადგილობრივებს და ჟურნალისტებსაც უსწორდებიან ხელკეტებით, - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ, რომელმაც შეაფასა დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში პოლიციის მიერ აქციის ძალადობრივი მეთოდებით დაშლა.
15 მაისი 2026, 22:00
პოლიტიკა
ხელაძე: დანია საკმაოდ კრიტიკულად არის განწყობილი საქართველოსთან მიმართებით, ცდილობენ ჭკუა დაგვარიგონ, საკუთარ ქვეყანაში კი დემონსტრანტების ასეთი ფორმით უსწორდებიან - ეს მიანიშნებს, რომ ევროპული ბიუროკრატია არის დეკორაციად გადაქცეული
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ხელაძემ, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში პოლიციის მიერ აქციის ძალის გამოყენებით დაშლის ფაქტი შეაფასა და აღნიშნა, რომ დანია საქართველოს არიგებს ჭკუას და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიუთითებს, თავად კი საკუთარ მოქალაქეებს ამგვარი ფორმით უსწორდება.
15 მაისი 2026, 21:58
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულებაა, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ შეაფასა დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარებული პროცესები, როდესაც პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ ფიზიკური ძალა გამოიყენა.
15 მაისი 2026, 21:35
მსოფლიო
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: დონალდ ტრამპს ესმის ჩინეთის პოზიცია ტაივანთან დაკავშირებით
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ განაცხადა, რომ პეკინის დასკვნით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესმის ჩინეთის პოზიცია ტაივანთან დაკავშირებით.
15 მაისი 2026, 21:35
პოლიტიკა
პარლამენტში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება - „ძლიერი ოჯახი - ძლიერი სახელმწიფო“ გაიმართა
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და ხაზი გაუსვა ოჯახური ღირებულებებისა და ტრადიციების შენარჩუნების მნიშვნელობას. როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ოჯახი ყოველთვის იყო ის ინსტიტუტი, სადაც სინამდვილეში ხდებოდა ჩვენი ეროვნული, სახელმწიფოებრივი ცნობიერებისა და ფასეულობების ჩამოყალიბება.
15 მაისი 2026, 21:30
კულტურა
თინათინ რუხაძე მანანა ანდრიაძის სახელობის სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „მუსიკოლოგიისა და ეთნოლოგიის პრობლემები“, დასკვნით ღონისძიებას დაესწრო
გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები საქართველოდან და უცხოეთიდან.
15 მაისი 2026, 21:13
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი TRACECA-ს მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-18 სხდომაში მონაწილეობდა
საქართველოს დაკავშირებადობის გასაძლიერებლად და შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, TRACECA-ს ფარგლებში წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა TRACECA-ს მთავრობათაშორისი კომისიის მეთვრამეტე ყოველწლიურ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.


