IMEDI /  02 სექტემბერი 2020, 21:49 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: ქვეყნის გამთლიანება, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად, შრომით, დარწმუნებული ვარ, რომ ​ქართლიდან დაიწყება

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

ქვეყნის გამთლიანება, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და შრომით, დარწმუნებული ვარ, რომ დაიწყება აქედან - ქართლიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა აგვისტოს ომზე და აღნიშნა, რომ ყველას ვალდებულებაა, ახსოვდეს თითოეული ადამიანი, რომელმაც ამ ბრძოლაში სიცოცხლე გასწირა და თითოეული ადამიანის ვალდებულებაა მათზე ზრუნვა, რომლებიც საკუთარ სამშობლოში დევნილები გახდნენ.

„ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, მომავალში ერთად რა უნდა გავაკეთოთ, თუმცა ქართლში, საქართველოს ჭეშმარიტად ისტორიულ რეგიონში, ხერხემალში, შეუძლებელია არ გავიხსენოთ ჩვენი უახლოესი წარსულის, ისტორიის ყველაზე მძიმე და სევდიანი დღეები. წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნეში ქართველებს მოგვიწია იარაღით ხელში, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და მიწის დაცვა. 21-ე საუკუნეში. მაგრამ, ჩვენ ეს მოგვიწია და ამან თქვენს მხრებზე გადაიარა. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს თითოეული ადამიანი, რომელმაც ამ ბრძოლაში სიცოცხლე გასწირა და ჩვენი ვალდებულებაა, გავზარდოთ ჩვენი შვილები ისე, რომ მსგავსი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში აღარ განმეორდეს. მაგრამ ამავდროულად ჩვენი ვალდებულებაა ის, რომ ადამიანები, რომლებიც საკუთარ სამშობლოში დევნილები გახდნენ, მათზე ვიზრუნოთ პირველ რიგში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, მაგრამ მე ძალიან კარგად მესმის, რომ თქვენ, ქართლელები, გორელები ცხოვრობთ ამ ადამიანების გვერდით და თქვენი გაწვდილი ხელი არის უფრო ახლო და თქვენი და სახელმწიფოს ერთობლივი ზრუნვა ჩვენს დევნილებზე უნდა იყოს ყოველდღიური, ყოველწამიერი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის გამთლიანება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და შრომით.

„ჩვენ რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ ამ ხალხისთვის სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად, მაღალმთიანი სტატუსის მინიჭებით, რასაც მოაქვს თავისი დამატებითი სოციალური ბენეფიტები, ასევე გაზმომარაგებით, სასმელი და სარწყავი წყლის დახმარებით, საბოლოო ჯამში, ამ ადამიანებს როდესაც ელაპარაკები, ხვდები, რომ ეს ყველაფერი საჭიროა, მაგრამ არაფერია იმ ტკივილთან და იმ მიზანთან შედარებით, რასაც ქვეყნის გამთლიანება ჰქვია. ქვეყნის გამთლიანება, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და შრომით, დარწმუნებული ვარ, რომ დაიწყება აქედან - ქართლიდან. ამ გამთლიანების ერთადერთი გზა არის ყოველდღიური კეთილსინდისიერი შრომა, ამ გამთლიანების ერთადერთი გზა არის მაგალითად, ისიც, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ქვეყანაში არც ერთი დღით არანაირი ინფრასტრუქტურული სისტემური პროექტები არ შეჩერებულა და არც უნდა შეჩერდეს. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ სულ უფრო და უფრო წარმატებულ, ევროპულ სახელმწიფოში ვიცხოვროთ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ისაუბრა მმართველი გუნდის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და აღნიშნა, რომ ადამიანი იყო და იქნება „ქართული ოცნების“ ზრუნვის ძირითადი საგანი.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანი იყო და იქნება „ქართული ოცნების“ ზრუნვის ძირითადი საგანი. ეს უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი, ყოველდღიური შრომა მთავრობის, რომელმაც ღირსეული ყოველდღიური შრომის პირობები უნდა შეუქმნას თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. შიდა ქართლში 2013 წლიდან მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებული იყო 840 მლნ ლარი. გარდა ამისა, მოგეხსენებათ აქ გაკეთდა ქარის პირველი ელექტროსადგური. ეს იყო ბატონი კახის წამოწყება 20 მეგავატიანი, რომლისაც, მერწმუნეთ, არავის სჯეროდა, მაგრამ ეს გაკეთდა. დღეის მდგომარეობით, აქ შიდა ქართლში, გორში უკვე არის 2 პროექტი "ნიქოზი" და "ქართლი ორი" რომლებიც 200 მლნ-იანი პროექტებია და რომლებიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში გაზიფიცირების თვალსაზრისით შიდა ქართლში გაჩნდა 30 000 ახალი აბონენტი, წყალმომარაგების ნაწილშიც ბევრი პროექტი დაიწყო, თუმცა ეს არ არის საკმარისი.

„ჩვენ როდესაც გორში ამაზე ვსაუბრობთ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ის ელემენტარული სისტემური პირობები, რომელიც ჩვენ მოქალაქეებს უნდა შევუქმნათ. გორში, შიდა ქართლში, ჩვენი ყოველდღიური მოქმედების და ცხოვრების საბოლოო მიზანი არის რა თქმა უნდა ქვეყნის ტერიტორიული ერთიანობა, მაგრამ ამ მიზნის მიღწევა ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ შრომით, მხოლოდ და მხოლოდ იმ გზით, რომ ქვეყანა გახდეს წარმატებული, ეკონომიკურად ძლიერი, კეთილდღეობის დონე იყოს მაღალი და ჩვენ უნდა გავხდეთ მიმზიდველი ევროპული სახელმწიფო ჩვენი ძმებისთვის. უაღრესად მძიმეა, როდესაც ხედავ ოკუპაციის ხაზზე შენს მოქალაქეებს ორივე მხრიდან. უაღრესად მძიმეა, ის რაც დღეს ხდება მაგალითად ახალგორში, ახალგორის მიმართულებით, სხვა მიმართულებითაც, როდესაც ჰუმანიტარული კატასტროფის დონეზეა მისული, ადამიანებს საოკუპაციო ხაზის ჰუმანიტარული მიზნებით გადაკვეთის საშუალებასაც არ აძლევენ. ეს ყველაფერი მძიმე საყურებელია და მძიმე სალაპარაკოა, თუმცა ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ, ეს უნდა გვახსოვდეს და უნდა ვიშრომოთ ყოველდღიურად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა შიდა ქართლში სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე და იმ პროგრამებზე, რომლითაც სახელმწიფო ფერმერებს ეხმარება. გიორგი გახარიას განცხადებით, წელს შიდა ქართლში ვაშლის ძალიან კარგი მოსავალი იქნება და წელს იქნება პირველი წელი, როდესაც „დანერგე მომავლის“ პროექტებიდან 30 ათასი ტონა პროდუქტის გატანა ევროპის ბაზარზე იქნება შესაძლებელი.

„შიდა ქართლში შეუძლებელია მომავალზე საუბარი, თუ აქცენტი არ გავაკეთეთ სოფლის მეურნეობაზე. შემიძლია გითხრათ, რომ „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის მეურნეობის პროგრამებით შიდა ქართლში დაფინანსებულია 500 მილიონზე მეტის ღირებულების სხვადასხვა პროექტი. მნიშვნელოვანი და ხელშესახებია ის, რომ წელს, როდესაც მთავრობამ, სახელმწიფომ დაიწყო გლეხის მოსავლის დაბინავებაზე ზრუნვა, ეს დავიწყეთ კახეთით, ატმის მოსავლით და პირველად წელს 30 ათასი ტონა ატმის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ სოფლის მეურნეობაში გადაყრილი ფული გაქვთო, შეიძლება სოფლის მეურნეობაში განხორციელებული ინვესტიციის ეფექტიანობაზე ვიმსჯელოთ, მაგრამ საერთოდ ქართველი გლეხისა და ფერმერის დახმარების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება შეუძლებელია. წელს შიდა ქართლში ვაშლის ძალიან კარგი მოსავალი იქნება, დაახლოებით 3-ჯერ მეტი, დაახლოებით 150 ათას ტონა მოსავალს ველოდებით. რა თქმა უნდა, ჩვენი ისტორიული პოსტსაბჭოთა წარსულიდან გამომდინარე, ყველა სტანდარტული ვერ იქნება, თუმცა ისიც უნდა გვესმოდეს, რომ წელს იქნება პირველი წელი, როდესაც „დანერგე მომავლის“ პროექტებიდან 30 ათასი ტონა იქნება აბსოლუტურად კარგი პროდუქტი, რომელიც შეგვიძლია, ევროპის ბაზარზე გავიტანოთ. სხვას რა ვუყოთ? სხვა გლეხი მივატოვოთ? რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ ვიზამთ და არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის ის პროგრამა, რომელიც იყო ინიცირებული, როდესაც მთავრობა ადგილობრივ მეწარმეს გარანტიის სახით ეხმარება, გაგრძელდება. ასევე გაგრძელდება „დანერგე მომავალი“, სოფლის მეურნეობის პროგრამები, „აწარმოე საქართველოში“, თან შიდა ქართლში მშრომელი ხალხი ხართ და ამ პროგრამების ათვისების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, არც ერთი კილოგრამი მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩება და ამის გარანტიას ხელისუფლება იძლევა.

„სოფლის მეურნეობის მიმართულებით კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, დაწყებული ატმით, გაგრძელებული ვაშლით, სამეგრელოში უკვე დაიწყო თხილი, შემდგომ იქნება რთველი, შემდგომ - ციტრუსი, ქართულ მიწაზე მოყვანილი არც ერთი კილოგრამი მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩება და ამის გარანტიას იძლევა ხელისუფლება.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი არის ის მინიმუმი, რითაც ჩვენ შეგვიძლია, მოქალაქეებს დავეხმაროთ. ჩვენ ეკონომიკურად ჯერ კიდევ სუსტი ქვეყანა ვართ და მთავარია, ჩვენი შეზღუდული რესურსი სამართლიანად და თანაბრად გადავანაწილოთ ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის. ეს არის მთავრობის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რაც ჩვენ თქვენთან ერთად უნდა გავაკეთოთ და ქვეყნისთვის საჭირო ძალიან ბევრი ღირებული საქმე, რომელიც ერთად დავიწყეთ, ასევე ერთად უნდა დავასრულოთ. დარწმუნებული ვარ, ამას ყველანი ერთად გადავწყვეტთ 31 ოქტომბერს, დარწმუნებული ვარ, გიორგი ხოჯევანიშვილი იქნება გორელების ღირსეული ხმა საქართველოს პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში. გამარჯვებას გისურვებთ!“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველა სიახლე

მარიამ ლაშხი

21 აპრილი 2026, 16:44

საზოგადოება

მარიამ ლაშხმა მანდატურის სამსახურის დაარსების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი მანდატურის სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

21 აპრილი 2026, 16:44

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიბერსივრცის ადმინისტრაციის დირექტორს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიბერსივრცის ადმინისტრაციის დირექტორს, ჭუანგ ჟუნგვენს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

21 აპრილი 2026, 15:53

საზოგადოება

დავით ნარმანია: აუცილებელია რომ მეტმა ახალგაზრდამ იცოდეს რამდენად მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორის განვითარება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სემეკის საქმიანობისა და რეგულირების საკითხების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.

დონალდ ტრამპი

21 აპრილი 2026, 15:33

მსოფლიო

CNN: ირანთან გარიგება ომის დასრულების შესახებ ახლოს იყო. მაგრამ ტრამპმა სოციალურ ქსელში პოსტების გამოქვეყნება დაწყო

ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, ამერიკული ადმინისტრაცია ირანის ხელისუფლებასთან გარიგების დადებასთან და ამით ომის დასრულებასთან ახლოს იყო, თუმცა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში პოსტების გამოქვეყნება დაიწყო, რამაც პროცესი დააზიანა.

21 აპრილი 2026, 15:07

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.

მიხეილ სარჯველაძე

21 აპრილი 2026, 15:07

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის მკურნალობაზე: რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი - ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA

ჯანდაცვის მინისტრმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის თემაზე ბრიფინგი გამართა. მინისტრმა ჟურნალისტებს ევროპისა და ამერიკის წამლის მარეგულირებელი ორგანიზაციების დასკვნები გააცნო.

21 აპრილი 2026, 14:49

სამართალი

დაკავებულია პირი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში ეხმარებოდა

დაკავებულია პირი, რომელიც, დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად, გარკვეული ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ, ყალბი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტების გამოყენებით, დახმარებას უწევდა საქართველოს მოქალაქეებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ, არჩილ ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

21 აპრილი 2026, 14:42

მსოფლიო

ზელენსკი უპატივცემულობას უწოდებს იმ ფაქტს, რომ უკრაინის სამშვიდობო პროცესში დონალდ ტრამპის წარმომადგენლები მოსკოვში ჩადიან და კიევში - არა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უპატივცემულობას უწოდებს იმ ფაქტს, რომ უკრაინის სამშვიდობო პროცესში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები მოსკოვში ჩადიან და კიევში კი არა.

21 აპრილი 2026, 14:34

საზოგადოება

მიცვალებულთა ხსენების დღესთან დაკავშირებით, მეუფე შიომ სიონის საპატრიარქო ტაძარში დიდი პანაშვიდი გადაიხადა

დღეს მიცვალებულთა ხსენების დღეა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სიონის საპატრიარქო ტაძარში დიდი პანაშვიდი გადაიხადა.

თენგიზ შარმანაშვილი

21 აპრილი 2026, 14:32

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ეს არის მკვდრადშობილი გაერთიანება, ეზიზღებათ ერთმანეთი. ჩემზე შეიძლება უფრო პიარულად თქვან ცუდი, ვიდრე თავის ე.წ. თანამებრძოლზე, მაგრამ შინაგანად ის უფრო ეზიზღება

ეს არის მკვდრადშობილი გაერთიანება, ეზიზღებათ ერთმანეთი. ჩემზე შეიძლება უფრო პიარულად თქვან ცუდი, ვიდრე თავის ე.წ. თანამებრძოლზე, მაგრამ შინაგანად ის უფრო ეზიზღება, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას.

21 აპრილი 2026, 14:31

სპორტი

ბათუმში ძალოსნობის ლეგენდარული ქართველი მწვრთნელის, ივანე გრიქუროვის წიგნის „ვარსკვლავების ჩრდილში“ პრეზენტაცია გაიმართა

ბათუმში ძალოსნობის ლეგენდარული ქართველი მწვრთნელის, ივანე(ვანო) გრიქუროვის წიგნის „ვარსკვლავების ჩრდილში“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 აპრილი 2026, 14:23

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: სააკაშვილი მოითხოვს, რომ ის იყოს ყველა მხრიდან უპირობოდ აღიარებული. სანამ ეს ასე არ იქნება, მანამდე ის ერთგვარ შოლტს გადაუჭერს ხოლმე მის მიერ გაზრდილ ურჩებს

ვფიქრობ, რომ სააკაშვილი-ბოკერია-გვარამიას არც ერთობას და არც ცალკე ყოფნას, საქართველოში, პოლიტიკაში რაიმე რეალური სასიკეთო პერსპექტივა არ გააჩნია, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 აპრილი 2026, 14:23

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ევრობიუროკრატებზე: კარგი იქნებოდა, რომ 2024 წლის არჩევნებისათვის თვალი გაესწორებინათ და ქუჩაში გამოსული დემონსტრანტებისათვის ტაში არ დაეკრათ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობის დროს

კარგი იქნებოდა, რომ 2024 წლის არჩევნებისათვის თვალი გაესწორებინათ და ქუჩაში გამოსული დემონსტრანტებისათვის ტაში არ დაეკრათ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობის დროს, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ევრობიუროკრატებზე საუბრისას.

არჩილ გორდულაძე

21 აპრილი 2026, 14:22

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ვიცით, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთი ეზიზღებათ, შიდა კონკურენცია აქვთ, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, ვინ უფრო მაღალ თანამდებობას დაიკავებს

ვიცით, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთი ეზიზღებათ, შიდა კონკურენცია აქვთ, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, ვინ უფრო მაღალ თანამდებობას დაიკავებს და ვინ უფრო უკეთ შეეცდება მიღებული დავალების შესრულებას, - განაცხადა „ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

21 აპრილი 2026, 14:21

პოლიტიკა

ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა მიმდინარეობს, სადაც გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივით საქართველოს საკითხიც განიხილება

ლუქსემბურგში ევროკავშირს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრაზე გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივით საქართველოს საკითხიც განიხილება. მინისტრთა ნაწილი ისევ სანქციებზე ამახვილებს ყურადღებას. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და შეხვედრის მონაწილეებმა კომენტარებიც გააკეთეს.

21 აპრილი 2026, 14:19

პოლიტიკა

ოპოზიციაში ისევ დაპირისპირებაა, ამჯერად ოპოზიციური ალიანსის კრიტიკის სამიზნე მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ დაწერილი სტატუსი გახდა

ოპოზიციაში ისევ დაპირისპირებაა. ამჯერად ოპოზიციური ალიანსის კრიტიკის სამიზნე მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ დაწერილი სტატუსი გახდა

თენგიზ შარმანაშვილი

21 აპრილი 2026, 14:19

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ევრობიუროკრატებზე: ჩვენ ვეუბნებით, რომ ნებისმიერ დროს ჩამოვალთ ბრიუსელში სალაპარაკოდ, ოღონდ არა აღქმებზე, ფაქტებზე სალაპარაკოდ. გამოიყენონ პრემიერის ეს შეთავაზება და „გვამხილონ“, რომ რასაც ჩვენ ვამბობთ არის ტყუილი

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, ლუქსემბურგში ევროკავშირს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

21 აპრილი 2026, 14:01

კულტურა

თინათინ რუხაძემ, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლევილის ქართველთა მამულში განხორციელებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლევილის ქართველთა მამულში განხორციელებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

21 აპრილი 2026, 13:59

მსოფლიო

Reuters: ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთის ანტი-ლგბტ კანონი ევროკავშირის ხელშეკრულებებს არღვევს

ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთის მიერ მიღებული ანტი-ლგბტ კანონი ევროკავშირის რამდენიმე ხელშეკრულებას არღვევს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

21 აპრილი 2026, 13:56

რეგიონი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები მოინახულა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები მოინახულა.