http://imedi.ge/ /  18 სექტემბერი 2020, 08:09 / სანდო წყარო

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს

ნინო ნიჟარაძე

ნინო ნიჟარაძე

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, რეგიონში გატარებული ღონისძიებები მიმართულია იმისკენ, რომ შემზღუდავი რეგულაციები საჭირო არ გახდეს.

მინისტრი მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან ის მარტივი რეკომენდაციები, როგორიცაა ნიღბის ტარება და დისტანცია.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, რეგიონში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ კორონავირუსი ორ თანამშრომელს დაუდასტურდა. კლინიკის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ექიმის ინფიცირება ქორწილის კლასტერს უკავშირდება, მეეზოვის კი დადასტურებული შემთხვევების კონტაქტს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2 937 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1422 შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

საფრანგეთი

29 ოქტომბერი 2020, 18:07

COVID19

საფრანგეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით საფრანგეთში კვლავ საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. კარანტინი ძალაში შედის ხუთშაბათს, 29 ოქტომბერს ღამის 00:00 საათიდან დაპირველ დეკემბრამდე გაგრძელდება.

29 ოქტომბერი 2020, 17:57

რეგიონი

მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფლის მშენებლობა დაიწყო

მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფლის მშენებლობა დაიწყო. პროექტის პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტი ხეობაში არსებული უნიკალური კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულებების, ისტორიისა და ტრადიციების მაქსიმალურ დაცვას და ამავე დროს არსებული ლანდშაფტის შენარჩუნებით, მის პოპულარიზაციას ითვალისწინებს.

29 ოქტომბერი 2020, 17:54

მსოფლიო

ქალაქ ბაზელში ქართული საკვირაო სკოლა ,,ნაკადული“ გაიხსნა

შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, 25 ოქტომბერს ქ. ბაზელში გაიხსნა ქართული საკვირაო სკოლა ,,ნაკადული“. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ელჩმა რევაზ ლომინაძემ ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საქართველოს განვითარების და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში და აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისევე როგორც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

ლევან ჯაფარიძე

29 ოქტომბერი 2020, 17:52

პოლიტიკა

ლევან ჯაფარიძე: ჩემთვის დიდი პატივია, წარმოვადგენდე გუნდს, რომელიც უამრავ სიკეთეს აკეთებს ქვეყნისთვის და მიჰყავს ნათელი მომავლისკენ

ჩემთვის დიდი პატივია, წარმოვადგენდე გუნდს, რომელიც უამრავ სიკეთეს აკეთებს ქვეყნისთვის და მიჰყავს ნათელი მომავლისკენ თავისი ქვეყანა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან ჯაფარიძემ წარდგენაზე განაცხადა. მისი თქმით, კრწანისის გამგებლის პოზიციაზე გატრებული სამი წელი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მისი და ასევე პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატის, ბექა ოდიშარიას არჩევის შემთხვევაში ისინი კვლავაც გააგრძელებენ რაიონისთვის ერთად, ტანდემში მუშაობას.

გურამ ნიკოლაშვილი

29 ოქტომბერი 2020, 17:46

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი: წინა არჩევნებზე გაკეთებულ კვლევებზე 22%-იან ცდომილებაზე პასუხისმგებლობა ვინ აიღო?

წინა საპარლამენტო არჩევნებზე გაკეთებულ კვლევებზე პასუხისმგებლობა ვინ აიღო 22%-იან ცდომილებაზე? - საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩატარებულ კვლევებს იხსენებს. „წინა საპარლამენტო არჩევნებზე გაკეთებულ კვლევებზე პასუხისმგებლობა ვინ აიღო 22%_იან ცდომილებაზე? გრუ-ს ინსტრუქციაში რა წერია, არ შეიმჩნიოთ და უტიფრად განაგრძეთ სახეში ფქვილის ყრაო? 55%_ზე რომ ხარხარებენ, აი ის ხელისგულზე სატარებელი ოქრო ხალხი” - წერს გურამ ნიკოლაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

გიორგი გახარია

29 ოქტომბერი 2020, 17:46

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ყოველთვის ვიზრუნებთ დევნილებზე, მაგრამ ჩვენი საბოლოო მიზანი ქვეყნის გამთლიანებაა

„ოკუპაცია არის ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა. ჩვენ ყოველთვის ვიზრუნებთ ჩვენს დევნილებზე, მათ საცხოვრებელ პირობებზე, მაგრამ საბოლოო მიზანია ქვეყნის გამთლიანება, გამთლიანება მშვიდობით და გონივრულად. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, ჩვენ არ ვსაუბრობთ ჩვენი მიწის მხოლოდ 20%-ზე. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის განვითარების შეზღუდულობაზე“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ბელგია

29 ოქტომბერი 2020, 17:45

COVID19

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბელგიაში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

დღეს ბელგიაში კორონავირუსით ინფიცირების 21 048 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს არის ყველაზე მაღალი ყოველდღიური მაჩვენებელი პანდემიის დაწყებიდან დღემდე. ბოლო 24 საათში ბელგიაში კორონავირუსით გარდაიცვალა 132 ადამიანი და ჯამში 11 170-ს მიაღწია. 29 ოქტომბრის მონაცემებით, საავადმყოფოში იმყოფება 5 924 პაციენტი. 993 პაციენტი - ინტენსიურ განყოფილებაში. ბელგიაში ძალაში რჩება სტრატეგია, რომლის თანახმადაც უსიმპტომო პაციენტებს COVID-19-ზე ტესტს არ უტარებენ.

ბექა ოდიშარია

29 ოქტომბერი 2020, 17:45

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია დიასპორის წარმომადგენლებს: სადაც თქვენ ხართ, ყველგან საქართველოა

„მივესალმები ჩემს დიასპორელებს, რომლებმაც მართლაც გმირობა გამოიჩინეს პანდემიის ჟამს, ახლა ჩემი ძვირფასებო იცოდეთ, რომ სადაც თქვენ ხართ, იქ ყველგან საქართველოა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა თქვენს ადგილსამყოფელს ქვეყანაში ისევ გამოიჩინოთ გმირობა და 31 ოქტომბერს დააფიქსიროთ „ქართული ოცნების“ გამარჯვება“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

29 ოქტომბერი 2020, 17:42

რეგიონი

ნათია თურნავამ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გურჯაანში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ტექნოპარკის შენობა გახსნეს

გურჯაანში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ტექნოპარკის შენობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა გახსნეს. ტექნოპარკი არის სივრცე, სადაც თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები და წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესების განვითარებისთვის.

ბექა ოდიშარია

29 ოქტომბერი 2020, 17:34

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: ჩემთვის დიდი პატივია ვიყო გუნდის წევრი, რომელთან ერთადაც ჩვენ შევქმენით საქართველოს ახალი, ნამდვილი ევროპული კონსტიტუცია

ჩემთვის დიდი პატივია ვიყო იმ გუნდის წევრი, რომელიც არის მშვიდობისმყოფელი და ამ 8-წლიანი მშვიდობის პერიოდში აშენებს მაგისტრალებს, გვირაბებს, ხიდებს, ზრუნავს სოფელზე ათბობს და ანათებს ამას, ღირსეულად ეპყრობა ყველა პროფესიის ადამიანს, ადამიანის უფლებებს, პედაგოგებს, მედიცინის მუშაკებს, ჯარისკაცებს თუ პოლიციელებს, სცემს პატივს დედაეკლესიას და ყველა სხვა კონფესიას საქართველოში, - ამის შესახებ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ბექა ოდიშარიამ წარდგენაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

29 ოქტომბერი 2020, 17:33

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა ნიცაში მომხდარი ტერაქტი დაგმო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარი ტერაქტი დაგმო.

29 ოქტომბერი 2020, 17:32

მსოფლიო

ლიონში პოლიციამ ცივი იარაღით შეიარაღებული პირი დააკავა

საფრანგეთში, ქალაქ ლიონში პოლიციამ ცივი იარაღით შეიარაღებული პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

29 ოქტომბერი 2020, 17:28

COVID19

მედიცინის ფაკულტეტის მაღალკურსელებს COVID-19-ის ეფექტიანად მართვის მიზნით გადამზადების სწრაფი კურსები უტარდებათ

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ეფექტიანად მართვის მიზნით, მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების მაღალკურსელების გადამზადების პროცესი დაწყებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი გახარია

29 ოქტომბერი 2020, 17:23

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ისე, როგორც ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ ვერ შეძლო და ამის ყველაზე დიდი საფუძველი ერთიანობაა

„ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ ყოველთვის გვქონდა და რომლითაც უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება და შრომა. ყველას კარგად უნდა გვავხსოვდეს, რომ შემდეგი 4 წელი იქნება გამოწვევებით სავსე და ჩევნ ყველანი ვხედავთ, რომ უაღრესად არაორდინალურ სიტუაციაში გვიწევს კამპანიის ჩატარება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კახა კალაძე

29 ოქტომბერი 2020, 17:21

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც მზადაა, 24-საათიან რეჟიმში ემსახუროს ხალხს

„გვახსოვს, როგორც ებრძოდნენ განსხვავებულ აზრს, შეხედულებებს და ეს ყველაფერი ჩვენ ჩავაბარეთ წარსულ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბექა ოდიშარიას წარდგენისას განაცხადა.

29 ოქტომბერი 2020, 17:18

მსოფლიო

საფრანგეთში ანტიტერორისტული ზომების დონე მაქსიმალურამდე გაიზარდა

ნიცაში მომხდარი ტერაქტის გამო, საფრანგეთში ტერორიზმთან ბრძოლის გეგმა „Vigipirate“-ი მაქსიმალურ დონემდე გაიზარდა. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა.

29 ოქტომბერი 2020, 17:08

რეგიონი

რაჭასა და ლეჩხუმში 2 357 ტონა ყურძენი გადამუშავდა

რაჭასა და ლეჩხუმში რთველი დასრულდა. რაჭაში სულ გადამუშავდა 2 357 ტონა ალექსანდროული და მუჯურეთული, აქედან სახელმწიფო კომპანიამ 1 161 ტონა ყურძენი მიიღო, ხოლო 1 196 ტონა კერძო კომპანიებმა ჩაიბარეს, - ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ანგელა მერკელი

29 ოქტომბერი 2020, 16:56

COVID19

ანგელა მერკელი: პოპულისტები, რომლებიც ამბობენ, რომ კორონავირუსი უვნებელია, საშიში და უპასუხისმგებლო ხალხია

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, პოპულისტები, რომლებიც ამბობენ, რომ კორონავირუსი უვნებელია, საშიში და უპასუხისმგებლო ხალხია.

მამუკა მდინარაძე

29 ოქტომბერი 2020, 16:54

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ბათუმში გამართული აქციის შემდეგ ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაორმაგდა

ბათუმში გამართული აქციის შემდეგ, როდესაც უკვე 200-ს ქვემოთ იყო ჩამოსული ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი, დაახლოებით 6-7 დღის შემდეგ ამ აქციიდან, ეს მაჩვენებელი უკვე გაორმაგდა მაშინ, როცა უკვე იყო დასტაბილურებული,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

29 ოქტომბერი 2020, 16:47

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ეს არის ერთი დიდი ჯაჭვი, რომლის მეშვეობითაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს დესტაბილიზაციის მოწყობას, რაც არ გამოუვათ, ამის გარანტიას ვაძლევთ

„ნაციონალური მოძრაობის“ ბოტები მუშაობენ და ჩაშლილია ახალი დავალებები, მათ შორის, ახალი ტყუილი, საოცრება იმის შესახებ, თითქოს ნიკა მელია გლდანში არჩევნებს პირველივე ტურში 61%-ით იგებს. ეს არის დასაცინი ამბავი. ამაზე მოკლეფეხებიანი ტყუილი არ არსებობს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გაშიფრულია მთლიანად ფეისბუქის სისტემა, რომელიც ყალბი ამბების გავრცელებით არის დაკავებული.