http://imedi.ge/ /  20 სექტემბერი 2020, 14:53 / სანდო წყარო

ბეჟან წაქაძე: გასაუმჯობესებელია ჩვენი გმირი მეშახტეების შრომისა და ცხოვრების პირობები

ბეჟან წაქაძე

ბეჟან წაქაძე

„წარმოადგენდე ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დიდ პატივთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩვენ ვიმყოფებით ქალაქში, რომელსაც დიდი ისტორიული და არა ნაკლები დიდი მომავალი აქვს - ეს მეშახტეთა ქალაქია. ქვანახშირის წარმოება ამ ქალაქის ძირითადი დარგია“, - ამის შესახებ ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბეჟან წაქაძემ წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ტყიბულში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და მრავალ ინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად, მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემები.

„გასაუმჯობესებელია ჩვენი გმირი მეშახტეების შრომისა და ცხოვრების პირობები, რაშიც კიდევ უფრო დავრწმუნდი, როდესაც მათთან ერთად ერთი სამუშაო დღე გავატარე. ეს იქნება ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი დღე და გპირდებით, რომ ჩემს გამოცდილებას, ცოდნას, ენერგიას, ძალას გამოვიყენებ იმისათვის, რომ თქვენი პრობლემები გადავწყვიტო. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ტყიბულში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, უამრავი სკოლა გარემონტდა, უამრავი ბაღი და ახალი შენობები გაკეთდა.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობას, მადლობა ამისთვის, მაგრამ გასაკეთებელი უამრავია. ნელ-ნელა დაიწყო ქალაქის იერსახის მოწესრიგება და თქვენ იცით, რომ გზები გაკეთდა, ეს პროექტი ახლაც ხორციელდება და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ არის კიდევ გასაკეთებელი.

მრავალ ინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად, მოწესრიგდა წყლისა და სანიაღვრე სისტემები. სპორტული კომპლექსი, ერთ-ერთი შესანიშნავი კომპლექსია ტყიბულში და მე განცვიფრებული ვიყავი მისი მასშტაბებით, ასევე საცურაო აუზი.

მე ვფიქრობ, რომ ტრადიციული, ისტორიული ქალაქი, რომელიც მეშახტეებმა ააგეს, ტურიზმის, სპორტის მიმართულებითაც განვითარდება და ძალას, ღონეს, გამოცდილებას, ენერგიას არ მოვაკლებ, რომ განვითარდეს მცირე წარმოება ქვეყანაში.

ამაში მე ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს და გწამდეთ, რომ ერთად გავაკეთებთ იმ დიდ საქმეს, რასაც ყოველდღიური რუდუნებით ახალი საწარმოების შექმნა და მცირე ბიზნესის განვითარება ჰქვია, რაშიც სახელმწიფო გვიდგას მხარში იმ პროგრამების სახით, რომელიც ამ კუთხით ხორციელდება.

მე თქვენი მწამს, მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ არჩევანს გააკეთებთ ტყიბულელებო, ერთად ტყიბულის წარმატებისათვის, ერთად საქართველოს წარმატებისათვის“, - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

ყველა სიახლე

კორონავირუსი

26 ოქტომბერი 2020, 10:59

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 872 ადამიანს დაუდასტურდა, 603 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ლაშა ნაცვლიშვილი

26 ოქტომბერი 2020, 10:58

საზოგადოება

ლაშა ნაცვლიშვილი ნიკა გვარამიას: გლდანის ციხეში, ის საკანი დაგმშვენდებოდა, სადაც თეთრაძეს ამოხადე სული, თუმცა იქ წულუკიანმა ახლა ედემი გააშენა პატიმრებისთვის და იჯდები ბრეივიკივით და გააპროტესტებ ყავა რატომაა ცივი

კერძო პირის მოსაზრება ამა თუ იმ საქმის განვითარებაზე, თეორიულადაც ვერ შეფასდება დაპატიმრების მუქარად,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

26 ოქტომბერი 2020, 10:57

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 14 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 11 370, გარდაიცვალა 215 პაციენტი.

ბოიკო ბორისოვი

26 ოქტომბერი 2020, 10:53

COVID19

ბულგარეთის პრემიერს კორონავირუსი დაუდგინდა

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს, ბოიკო ბორისოვს კორონავირუსი დაუდგინდა. ის რამდენიმე დღის წინ თვითიზოლაციაში გადავიდა. არსებული ინფორმაციით, მას ვირუსი რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილისგან, ნიკოლაი ნანკოვისგან გადაედო. ბორისოვმა ნანკოვის ინფიცირების შესახებ 23 ოქტომბერს გაიგო, რამდენიმე საათით ადრე კი თავად ჩაიტარა გეგმური ტესტირება და, პირველ ჯერზე, პასუხი უარყოფითი იყო.

26 ოქტომბერი 2020, 10:40

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 43 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 43 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 43 009 311 შემთხვევა გამოვლინდა, 1 153 857 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 28 959 776 - გამოჯანმრთელდა.

26 ოქტომბერი 2020, 10:30

COVID19

ჩინეთში უსიმპტომო კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

ბოლო 7 თვის განმავლობაში, ჩინეთში უსიმპტომო ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. სინძიანის ჯანდაცვის უწყების ცნობით, 137 ადამიანს ვირუსი დაუდასტურდა, თუმცა არც ერთ მათგანს სიმპტომები არ აქვს. ტესტირება მას ჩემდეგ ჩაატარეს, რაც ტანსაცმლის საწარმოს 17 წლის თანამშრომელს ვირუსი დაუდგინდა.

26 ოქტომბერი 2020, 10:27

რეგიონი

„საქართველოს მელიორაცია“ ტაშისკარის სარწყავი სისტემის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს

სოფელ ქვიშხეთში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან წყალგამანაწილებელი არხის 1 000-მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც ხაშურის მუნიციპალიტეტში 500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.

26 ოქტომბერი 2020, 10:14

მსოფლიო

აზერბაიჯანი და სომხეთი ზავის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ

სომხურმა მხარემ აზერბაიჯანის არმიის დანაყოფზე საარტილერიო შეტევა ლაჩინის მხრიდან განახორციელა. თავის მხრივ, სომხეთი ზავის დარღვევაზე აზერბაიჯანის ბრალდებებს უარყოფს და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში პირიქით აზერბაიჯანს ადანაშაულებს.

26 ოქტომბერი 2020, 09:57

სამართალი

პოლიციამ ხელვაჩაურში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ ბრალდებულები მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

26 ოქტომბერი 2020, 09:52

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია აბაშაში, მარტვილში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა

კანდიდატმა ახალგაზრდებთან ერთად ოჯალეშის რთველში მიიღო მონაწილეობა. ასევე სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა. როგორიცაა შემეცნებითი ტური, ღვინის დეგუსტაცია, კანდიდატი ახალგაზრდებს ღვინის კულტურაზე ესაუბრა.

ნათია თურნავა

26 ოქტომბერი 2020, 09:34

საზოგადოება

ნათია თურნავამ ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

სტუდენტები პირველი სამი სემესტრი თსუ-ში ისწავლიან, მეოთხე სემესტრის განმავლობაში ისინი თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ კურსს ლუმიერის ლიონ 2-ის უნივერსიტეტში და ლიონის ტურისტულ კომპანიებში გაივლიან. ფრანგულ ტურისტულ კომპანიაში პრაქტიკა ქართველი სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი იქნება.

26 ოქტომბერი 2020, 09:23

მსოფლიო

ჩილეში კონსტიტუციის შეცვლას ზეიმობენ

საყოველთაო რეფერენდუმი ქვეყანაში 25 ოქტომბერს გაიმართა. ელექტორატის 78%-მა მხარი ე.წ. „პინოჩეტის კონსტიტუციის“ შეცვლას დაუჭირა. ახალი კონსტიტუციის მიღების მოთხოვნით ჩილეში საპროტესტო გამოსვლები ერთი წელია იმართება.

რონალდინიო

26 ოქტომბერი 2020, 08:56

COVID19

რონალდინიო კორონავირუსით დაინფიცირდა

ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო კორონავირუსით დაინფიცირდა. 40 წლის ფეხბურთელის თქმით, ის თავს კარგად გრძნობს და ვირუსის გამოკვეთილი სიმპტომები არ აღენიშნებნა. ამჟამად რონალდინიო თვითიზოლაციაში იმყოფება. ბრაზილიის ნაკრების მაისურით რონალდინიომ 97 მატჩი ჩაატარა და და მის ანგარიშზე 33 გოლია.

26 ოქტომბერი 2020, 08:45

COVID19

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 429 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 429 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, საიდანაც მართვით სუნთქვაზეა 106 პაციენტი. თბილისი კვლავ ეპიდემიოლოგთა ყურადღების ცენტრშია. ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი შემთხვევებიდან უმეტესობა - 788 ახალი შემთხვევა დედაქალაქს უკავშირდება.

ჯო ბაიდენი

26 ოქტომბერი 2020, 08:31

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: აშშ-სთვის ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთია

აშშ-სთვის დღეისათვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა. „ვფიქრობ, ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი გვიქმნის, ჩვენი ყველაზე დიდი კონკურენტი კი ჩინეთია,“-აღნიშნა ბაიდენმა ტელეარხ CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

26 ოქტომბერი 2020, 08:20

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსების პროგნოზით, 16 ოქტომბერს ქუთაისში დღისით ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი 19. ასევე მზიან ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც +25 გრადუსამდეა მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი არის ნავარაუდევი. ბათუმში ნავარაუდევია +26 გრადუსი სითბო დღის განმავლობაში, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

დონალდ ტრამპი

26 ოქტომბერი 2020, 08:05

მსოფლიო

დონალდ ტრამპი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს სამშვიდობო შეთანხმებას ულოცავს

„ვულოცავ სომხეთის პრემიერ მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტაზე ახლახანს შეთანხმდნენ. ამით ბევრი სიცოცხლე გადარჩება“,- წერს დონალდ ტრამპი Twitter-ის გვერდზე.

მაიკ კრისტიანსენი

26 ოქტომბერი 2020, 00:50

ტაბლოიდი

ამერიკელმა ერთი წლის განმავლობაში ლატარეის ჯეკპოტი მეორედ მოხსნა

გათამაშება Money Clip Scratch-ის პირველი ბილეთი ნებრასკელმა კაცმა მარტში იყიდა და შედეგად 50 ათასი დოლარი მოიგო. ოქტომბერში კი ლატარეის კიდევ ერთი ბილეთი შეიძინა და დამატებით 100 ათასი დოლარი ხვდა წილად.

ეზელდინ ბაჰადერი

26 ოქტომბერი 2020, 00:38

მსოფლიო

74 წლის ეგვიპტელი მსოფლიოს უხუცესი ფეხბურთელი გახდა. ვიდეო

ეზელდინ ბაჰადერი მსოფლიოს უხუცესი პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას FirstPost-ი, გინესის მსოფლიო რეკორდებზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ 74 წლის ბაჰადერმა რეკორდის მოხნისთვის მცდელობა 2020 წლის დასაწყისში დაიწყო, თუმცა მსოფლიოში მიმდინარე კორონავირუსული პანდემიის ფონზე ეს პროცესი გადაიდო.

ყარაბაღი

26 ოქტომბერი 2020, 00:31

მსოფლიო

მთიან ყარაბაღში 26 ოქტომბერს ზავი ამოქმედდება

„აშშ ხელს უწყობდა საგარეო საქმეთა მინისტრებსა და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შორის მოლაპარაკებებს, იმისთვის რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას მიუახლოვდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.