გიორგი გახარია: როდესაც მივაღწევთ ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან, განათლებულ და ევროპულ სახელმწიფოს, ყველა მოქალაქეს მოუნდება თქვას, რომ ის ამ დიდი საქმის ნაწილი იყო, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკურ პლატფორმაზე დგას
გიორგი გახარია
ფოტო: საქართველოს მთავრობა
თერჯოლა, ნელ-ნელა უნდა დაუბრუნდეს სოფლის მეურნეობის თავის ისტორიულ კულტურებს. თერჯოლაში კიდევ და კიდევ უფრო უნდა განვითარდეს მევენახეობა. ამისთვის, მე გპირდებით, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო გააკეთებს სპეციალურ პროგრამას იმისთვის, რომ დასავლეთ საქართველოში და მათ შორის თერჯოლაში, ნელ-ნელა, დავიწყოთ მცირე მარნების შექმნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თერჯოლაში, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან წაქაძისა და თერჯოლის მერობის კანდიდატის, ლაშა გოგიაშვილის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა თერჯოლაში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დღეს, თერჯოლაში, მიუხედავად ყველაფრისა, კიდევ ბევრი გამოწვევაა დარჩენილი, პრობლემაა შიდა გზები, რომლებიც მოსაგვარებელია, სასმელი წყალი, საირიგაციო წყალი, ასევე პრობლემაა წყალარინების სისტემა ქალაქში.
„დიდი პატივია, დღეს, აქ, თქვენთან ერთად, დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში, მომავალზე საუბარი. ადამიანის, რომელმაც ჯერ კიდევ მაშინ, უაღრესად თბილი იმერეთი, მაგრამ ხანდახან მწარე რეალობით გადმოსცა უაღრესად ემოციურად. ეს ყველას კარგად გვახსოვს, ჩვენი ბავშვობის ნაწილია. ამიტომ, ჩვენც არ უნდა შეგვეშინდეს სიმართლის და რაც ობიექტური რეალობაა, ყოველთვის იმაზე უნდა ვისაუბროთ. ჩვენი ძლიერი მხარეც კარგად უნდა ავხსნათ და ჩვენს სისუსტეებსაც უნდა ვხედავდეთ.
დღეს, თერჯოლაში, მიუხედავად ყველაფრისა, კიდევ ბევრი გამოწვევაა დარჩენილი. რა თქმა უნდა, პრობლემაა შიდა გზები, რომლებიც მოსაგვარებელია, სასმელი წყალი, საირიგაციო წყალი, ასევე პრობლემაა წყალარინების სისტემა ქალაქში. ამას ყველაფერს ჩვენ ერთად გავაკეთებთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თერჯოლა, ნელ-ნელა უნდა დაუბრუნდეს სოფლის მეურნეობის თავის ისტორიულ კულტურებს. თერჯოლაში კიდევ და კიდევ უფრო უნდა განვითარდეს მევენახეობა.
ამისთვის, მე გპირდებით, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო გააკეთებს სპეციალურ პროგრამას იმისთვის, რომ დასავლეთ საქართველოში და მათ შორის თერჯოლაში, ნელ-ნელა დავიწყოთ მცირე მარნების შექმნა.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ მალე, სისტემური ინფრასტრუქტურის ნაწილში, როდესაც რიკოთის უღელტეხილის ჩქაროსნული გზა დამთავრდება, სულ რამდენიმე საათში იქნება შესაძლებელი თბილისიდან აქ ჩამოსვლა, რაც სერიოზულ იმპულსს მისცემს აქ ტურიზმის განვითარებას და ეს შენარჩუნებული, ულამაზესი, ისტორიული ბუნება, ულამაზესი ისტორიული ძეგლები,ციხესიმაგრეები, ის სავაჭრო გზები, რომელიც ისტორიულად თერჯოლაზე გადიოდა, ეს არის ის ისტორია და სიმდიდრე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და რომელიც ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ “, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიას თქმით, სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია არის სისტემურად იზრუნოს ადამიანებზე და შეუქმნას თანაბარი პირობები ყველას.
„არ უნდა იყოს სხვაობა - ბავშვები რომელ სკოლაში სწავლობენ, თერჯოლაში თუ თბილისში, პენსიონერები - თერჯოლაში ცხოვრობენ თუ თბილისში. მათ მაქსიმალურად დაახლოებული პირობები უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან. არ უნდა იყოს სხვაობა და სახელმწიფო ყოველთვის იზრუნებს მასწავლებელზე, ექიმზე, პოლიციელსა და ჯარისკაცზე, რადგან ეს ის ხალხია, რომლებიც სახელმწიფო სერვისებს აწვდიან მოქალაქეებს და ზრუნავენ თითოეულ მოქალაქეზე.
ჩვენ არაერთ პროგრამას ვახორციელებთ, იქნება ეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით - „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის, თუ წარმოების მხარდაჭერის. თერჯოლაში რამდენიმე საკმაოდ კარგი საწარმო გაიხსნა - ქვის გადამამუშავებელი, მეტალის გადამამუშავებელი.
ყველაფერი შედარებითია. იმერეთში, სხვებისგან განსხვავებით, ამ პროგრამების გამოყენებაში თერჯოლა ერთ-ერთი ჩემპიონია, ეს უნდა გავაგრძელოთ და ამისთვის ჩვენ დავიწყეთ პროგრამა - „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“, რაც ნიშნავს იმას, რომ ინიციატივის მქონე ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ გადადგან პირველი ნაბიჯი, გლეხობიდან გახდნენ ფერმერები, დაიწყონ ბიზნესი, წამოიწყონ ტურისტული საქმიანობა, აღარ დასჭირდებათ თბილისში ჩასვლა. თქვენთან, აქ, თერჯოლაში მიიღებთ სრულ ინფორმაციას იმ დონეზე, რომ შეგეძლებათ კონტრაქტის გაფორმებაც ამ პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად.
ეს პროგრამები ჩვენ გავაკეთეთ ერთადერთი მიზნით, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, იმის მიუხედავად, თუ რომელ რეგიონში ცხოვრობს, მას თუ შესწევს უნარი აიღოს რისკები თავის თავზე, გარისკოს იმ დათქმით, რომ სახელმწიფო გვერდით დაუდგება, გადადგას პირველი ნაბიჯი და შექმნას ღირსეული პირობები შრომისთვის, ღირსეული პირობები შეუქმნას თავის ოჯახს და შემდგომ შეძლოს დაასაქმოს მეზობელი, ნათესავი და ა.შ. ასე უნდა შევქმნათ ჩვენ ყველამ ერთად ძლიერი ქვეყანა, იმიტომ რომ ძლიერი თერჯოლის გარეშე ძლიერი საქართველო შეუძლებელია“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ნელ-ნელა, ადამიანები აქ უნდა დაბრუნდნენ და ეს მათი პირადი გადაწყვეტილება და არჩევანი უნდა იყოს.
„ადამიანები აქედან სამუშაოდ არ უნდა მიდიოდნენ არა თუ თბილისში, არამედ ქვეყნის გარეთაც. მათ, ვისაც სურვილი აქვთ თავის მამაპაპისეულ ფუძეზე გააგრძელონ შრომა და ცხოვრება, ეს ის მინიმალური პირობებია, რომლებიც ჩვენ, როგორც მთავრობამ აუცილებლად უნდა შევუქმნათ თითოეულ მოქალაქეს.
ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ჩვენ ქვეყანა მივიღეთ, გზები, წყალმომარაგება, გაზიფიცირება, ხიდები - ეს ყველაფერი იყო ისეთ სავალალო მდგომარეობაში, სისტემურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გუშინაც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ - 8 წელი არ გამოდგა საკმარისი იმისთვის, რომ ეს სისტემური ინფრასტრუქტურა ნორმალურ ფორმაში მოგვეყვანა.მომავალი 4 წლის განმავლობაში, სახელმწიფო გეგმავს, სისტემურ ინფრასტრუქტურაში დახარჯოს 20 მილიარდი ლარი, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ ესეც არ იქნება სამყოფი “, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ - მინისტრმა არჩევნებზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ მთავარია სამართლიან ბრძოლაში სამართლიანი გამარჯვება.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ერთად ყველა იმ დიდი და მნიშვნელოვანი საქმის კეთება, რომელიც უკვე დავიწყეთ. მიზანი მარტივია და არის ის, რომ თითოეულ ადამიანს, თანაბარ პირობებში ჰქონდეს თვითრეალიზების შესაძლებლობა.
ის არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, თბილისში ცხოვრობს, თერჯოლაში, ბათუმში, თუ სხვაგან. ჩვენ, ყველა უნდა შევთანხმდეთ იმისთვის, რომ ყველანი ერთად, არ აქვს მნიშვნელობა რომელ პოლიტიკურ ძალას წარმოვადგენთ, საბოლოო ჯამში, როდესაც ქვეყნის განვითარებაში მივაღწევთ ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან, განათლებულ და ევროპულ სახელმწიფოს, მერწმუნეთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკურ პლატფორმაზე დგას, მოუნდება თქვას, რომ ის იყო ამ დიდი საქმის ნაწილი.
ამ დიდი საქმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება ეს არჩევნებიც და დარწმუნებული ვარ, რაც მთავარია, სამართლიან ბრძოლაში, სამართლიანად გავიმარჯვებთ. გამარჯვებას გისურვებთ თერჯოლელებო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ყველა სიახლე
17 აპრილი 2026, 01:01
მსოფლიო
Reuters: ირანის ომის გამო აშშ ზოგიერთი ევროპული ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებას აყოვნებს
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ზოგიერთ ევროპელ კოლეგას აცნობეს, რომ მანამდე შეთანხმებული იარაღის მიწოდება, სავარაუდოდ, შეფერხდება, რადგან ირანის ომი კვლავ განაგრძობს შეიარაღების მარაგების შემცირებას - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 00:25
მსოფლიო
Daily Mail: კრემლმა გამოაქვეყნა „პოტენციური სამიზნეების“ სია ლონდონში, ლესტერში, რედინგსა და საფოლკში, რომლებიც, მისი მტკიცებით, უკრაინისთვის დრონებს აწარმოებენ
კრემლმა გამოაქვეყნა „პოტენციური სამიზნეების“ სია ლონდონში, ლესტერში, რედინგსა და საფოლკში, რომლებიც, მისი მტკიცებით, უკრაინისთვის დრონებს აწარმოებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 00:17
პოლიტიკა
ლელა რაზიკაშვილი ოპოზიციაზე: როცა შენი ქვეყნის წინააღმდეგ ყიდულობ რეზოლუციას, როდესაც ყველა გამვლელს ალანძღვინებ შენს ქვეყანას, როდესაც საჭმელში ჩაფურთხებას პოლიტიკურ პროექტად აქცევ, რა მომავალი და წარმატება უნდა გქონდეს?!
როცა შენი ქვეყნის წინააღმდეგ ყიდულობ რეზოლუციას, როდესაც ყველა გამვლელს ალანძღვინებ შენ ქვეყანას, როდესაც საჭმელში ჩაფურთხებას პოლიტიკურ პროექტად აქცევ, რა მომავალი და წარმატება უნდა გქონდეს?!, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.
17 აპრილი 2026, 00:12
საზოგადოება
ლელა რაზიკაშვილი თინა ბოკუჩავას განცხადებაზე: ესენი თუ შევიდნენ, ხალხი იქიდან გაიქცევა. რას აპირებენ ამ მოედანზე, ვერ გავიგე. იმიტომ არის ღირებული, რომ ესენი იქ არ არიან
ესენი თუ შევიდნენ, ხალხი იქიდან გაიქცევა. რას აპირებენ ამ მოედანზე, ვერ გავიგე. იმიტომ არის ღირებული, რომ ესენი იქ არ არიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა თინა ბოკუჩავას განცხადების შეფასებისას.
17 აპრილი 2026, 00:07
მსოფლიო
აშშ-ის ტენესის შტატის გუბერნატორმა ხელი მოაწერა რეზოლუციას ივნისის „ტრადიციული ოჯახის თვედ“ გამოცხადების თაობაზე - რეზოლუცია აღნიშნავს, რომ ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტი „თავდასხმის ქვეშაა ჩვენს საყვარელ შტატსა და ქვეყანაში“
ტენესის შტატის გუბერნატორმა, ბილ ლიმ ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომლის თანახმადაც ივნისი „ტრადიციული ოჯახის თვედ“ გამოცხადდა.
16 აპრილი 2026, 23:54
პოლიტიკა
გიორგი კახიანი გერმანიის მთავრობაზე: წელიწადზე მეტი გავიდა, რაც საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს და რაღაცნაირად უნდა შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება, რადგან არასერიოზულ მდგომარეობაში აყენებენ თავიანთ თავებს
არჩევნების დასრულების შემდეგ გადაწყვიტეს ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკას მიჰყოლოდნენ, თითქოს არჩევნები გაყალბდა და ა.შ., მაგრამ ვფიქრობ თვითონაც გარკვეულწილად ჩიხში არიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა
16 აპრილი 2026, 23:52
პოლიტიკა
გიორგი კახიანი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: არასწორია, როდესაც რაღაც რეზოლუციას მიიღებ, სრულიად უსამართლო მოცემულობას ჩაწერ და შემდგომ ამაზე ჩვენ პასუხს მოგვთხოვ
იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან საღი აზრი თავის შედეგს გამოიტანს. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. არასწორია, როდესაც რაღაც რეზოლუციას მიიღებ, სრულიად უსამართლო მოცემულობას ჩაწერ და შემდგომ ამაზე ჩვენ პასუხს მოგვთხოვ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას.
16 აპრილი 2026, 23:44
პოლიტიკა
გიორგი კახიანი „ნაცმოძრაობაზე“: კარგად გვახსოვს ეს ძალა როგორ ებრძოდა ეკლესიას. როგორ შეიძლება, როდესაც საზოგადოება ასეთად გიცნობს, ერთ დღეში დაიჯერონ, რომ შეიცვალე და თურმე განსხვავებული ღირებულებები გაქვს?!
კარგად გვახსოვს ეს ძალა როგორ ებრძოდა ეკლესიას. როგორ შეიძლება, როდესაც ასეთი წარსული გაქვს და საზოგადოება ასეთად გიცნობს, ერთ დღეში დაიჯერონ, რომ შეიცვალე და თურმე განსხვავებული ღირებულებები გაქვს?! - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა თინა ბოკუჩავას განცხადების შეფასებისას.
16 აპრილი 2026, 23:38
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: რადიკალების უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ერთია, მხარდაჭერა არ აქვთ და მეორეა, რომ არც რესურსი აქვთ, რათა მხარდაჭერა მოიპოვონ
მათი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ერთია, მხარდაჭერა არ აქვთ და მეორეა, რომ არც რესურსი აქვთ, რომ ეს მხარდაჭერა მოიპოვონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა, რადიკალირ ოპოზიციაზე საუბრისას.
16 აპრილი 2026, 23:31
პოლიტიკა
გიორგი კახიანი აბასთუმნის ცის ჩაკეტვაზე: დეზინფორმაციები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ადრეც მოგვისმენია, მაგრამ გადის ძალიან მოკლე დრო და საზოგადოება ხედავს, რომ ყველაფერი მოკლეფეხებიანი ტყუილია
დეზინფორმაციები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ადრეც მოგვისმენია, მაგრამ გადის ძალიან მოკლე დრო და საზოგადოება ხედავს, რომ ყველაფერი მოკლეფეხებიანი ტყუილია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE “ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.
16 აპრილი 2026, 23:29
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ რომის პაპთან შეხვედრა აუცილებელი არ არის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, კითხვაზე, იქნებოდა თუ არა მზად შეხვედროდა პაპ ლეო XIV-ს მათ შორის არსებული უთანხმოებების მოსაგვარებლად, უპასუხა, რომ ეს აუცილებლად არ მიაჩნია.
16 აპრილი 2026, 23:21
პოლიტიკა
გიორგი კახიანი ოპოზიციისთვის რევოლუციური სცენარის დაწერის მორიგ მცდელობაზე: ფაქტია, რომ ეს რადიკალური ძალა შეეცდება თავისი სახის წარმოჩენას. მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვლენ
ფაქტია, რომ ეს რადიკალური ძალა შეეცდება გარკვეულწილად თავისი სახის წარმოჩენას. მათ კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, რომ არჩევნების გზით ისინი ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ და ბუნებრივია, შეეცდებიან გარკვეული, მათ შორის ასეთი ტრენინგების შედეგად მიღებული მოქმედებების განხორციელებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა, „ქრონიკის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.
16 აპრილი 2026, 23:04
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს პაკისტანში გამგზავრებას სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად, თუ აშშ და ირანი შეთანხმებას მიაღწევენ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ის განიხილავს პაკისტანში გამგზავრებას სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად, თუ აშშ და ირანი ომის დასასრულებლად შეთანხმებას მიაღწევენ.
16 აპრილი 2026, 22:57
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ირანი ურანის გადაცემაზე დათანხმდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა თავისი გამდიდრებული ურანის გადაცემას.
16 აპრილი 2026, 22:48
მსოფლიო
ტრამპი: რაც არ უნდა რთული დასაჯერებელი იყოს, ამჟამად ირანთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან არსებულ ურთიერთობებსა და რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე მორიგი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ამჟამად თეირანთან ურთიერთობის ახალი ეტაპი ფიქსირდება.
16 აპრილი 2026, 22:07
მსოფლიო
ტრამპი: ირანს სურს შეთანხმების მიღწევა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანი მზად არის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად და იმ პირობების განსახილველად, რომლებზეც რამდენიმე თვის წინ უარს ამბობდა.
16 აპრილი 2026, 21:52
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება მოემსახურება როგორც ობსერვატორიის მიზნებს, ისე ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და აბასთუმნის პოზიციონირებას
საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს აბასთუმნის ტურისტული პოტენციალის შემდგომ გაძლიერებას და როგორც კურორტის პოზიციონირებას, მეორე მხრივ კი ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება უნიკალური ობსერვატორიის სრულყოფილი საქმიანობისთვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
16 აპრილი 2026, 21:52
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 21:42
მსოფლიო
რომის პაპმა მკაცრად გააკრიტიკა ის ლიდერები, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ ომებზე
რომის პაპმა ლეომ მკაცრად გააკრიტიკა ის ლიდერები, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ ომებზე და განაცხადა, რომ მსოფლიოს „ერთი მუჭა ტირანები ანადგურებენ“.
16 აპრილი 2026, 21:36
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი და ნატო ურთიერთობების გასამტკიცებლად იმუშავებენ
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეთანხმდა, მომდევნო კვირების განმავლობაში იმუშაონ ევროკავშირისა და სამხედრო ალიანსის ურთიერთობების გასამტკიცებლად.


