ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილი თვითიზოლაციაშია
ფოტო: Facebook/არქივი
ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის მგალობელს კორონვირუსი დაუდასტურდა. ის ამავე ეკლესიის მესანთლე ქალის კონტაქტია, რომელსაც კორონავირუსი 22 სექტემბერს გამოუვლინდა. მგალობელი ეკლესიაში წირვაზე იმყოფებოდა.
ზუგდიდსა და ცაიშისა ეპარქიაში აცხადებენ, რომ მეუფე გერასიმე თვითიზოლაციაში არ იმყოდება, თუმცა დღეს მას ვირუსზე PCR კვლევა ჩაუტარდება.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, PCR კვლევა ჩაუტარდა კოვიდინფიცირებული მესანთლე ქალის კონტაქტებს. მათი პასუხები უარყოფითია. მიუხედავად ამისა, ამ დროისთვის თვითიზოლაციაშია ტაძრის მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
ყველა სიახლე
04 მაისი 2026, 09:49
მსოფლიო
გასული დღის განმავლობაში რუსეთის იერიშებს უკრაინაში 10 ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, გასული დღის განმავლობაში რუსეთის სარაკეტო და საჰაერო იერიშებს 10 ადამიანი ემსხვერპლა, სულ მცირე 76 კი დაშავდა. ინფორმაცია დაღუპულების შესახებ ქვეყნის 5 რეგიონის ადმინისტრაციამ დაადასტურა.
04 მაისი 2026, 09:34
მსოფლიო
გერმანიის მმართველი პარტიის წარმომადგენელი ბერლინს მოსკოვთან დიალოგის განახლებისკენ მოუწოდებს
გერმანიის მმართველ პარტიაში რუსეთთან მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებენ, რაც აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანას უკავშირდება. ამჟამად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმის მიღწევას, რომ „რუსული ბირთვული საშუალო რადიუსის რაკეტები გაყვანილი იყოს ბელარუსიდან და კალინინგრადის ოლქიდან“, - განუცხადა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) საპარლამენტო ფრაქციის ყოფილმა ლიდერმა, როლფ მიუტცენიხმა გაზეთ Süddeutsche Zeitung-ს. მისი აზრით, შემდგომი ნაბიჯები შესაძლოა „შეიარაღებაზე კონტროლის პოლიტიკის კომპლექსურ პროცესში“ ჩაერთოს.
04 მაისი 2026, 09:33
მსოფლიო
მოსკოვს დრონებმა შეუტიეს
დრონების თავდასხმის შედეგად დაზიანებულია ფასადი, რამდენიმე ბინაში კი ჩამსხვრეულია მინები. კონსტრუქციის ნამსხვრევები კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაეცა. ქუჩაზე მოძრაობა გადაიკეტა.
04 მაისი 2026, 09:20
მსოფლიო
რუდი ჯულიანი ჰოსპიტალიზებულია
როგორც CNN-ს ჯილიანის წარმომადგენელმა, ტედ გუდმენმა განუცხადა, „მერი ჯულიანი მებრძოლია, რომელიც გაუტეხელი ძალით ლახავდა თავისი ცხოვრების ყველა გამოწვევას და სწორედ ასეთივე ძალით იბრძვის ის ახლაც“.
04 მაისი 2026, 09:19
რეგიონი
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 179-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვისცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 179-ე კმ-ზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
04 მაისი 2026, 09:14
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, აშშ ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების გამოყვანას ირანის მონაწილეობით დაიწყებს. თეირანში ამას უარყოფენ
ტრამპმა აღნიშნა, რომ ამ გემებზე საკვების მარაგი იწურება და ჰუმანიტარული პირობები უარესდება. ამასთან, გამოყვანილი გემები სრუტეში არ დაბრუნდებიან მანამ, სანამ რაიონი ნაოსნობისთვის უსაფრთხო არ გახდება. თუ ოპერაციას წინააღმდეგობას გაუწევენ, „მოგვიწევს საკითხის ძალისმიერი გზით მოგვარება“, - განაცხადა ტრამპმა.
04 მაისი 2026, 08:57
სპორტი
ხაშურში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა
ხაშურში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. ქვეყნის ყველა რეგიონიდან 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ჩემპიონ-პრიზიორები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.
04 მაისი 2026, 08:45
მსოფლიო
მედიის ცნობით, აშშ-ში გალონი ბენზინის ფასმა 4.45 დოლარს მიაღწია, რაც ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
ამერიკის შეერთებულ შტატებში ბენზინის ფასი კიდევ 6 ცენტით გაიზარდა. ამერიკული მედიის ცნობით, გალონი ბენზინის ფასმა 4.45 დოლარს მიაღწია, რაც ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში, მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
04 მაისი 2026, 08:39
მსოფლიო
ბრიტანეთის მთავრობამ ავიაკომპანიებს ნებართვა მისცა, ზაფხულის პერიოდში რეისები გააუქმონ ან გააერთიანონ საავიაციო საწვავის დაზოგვის მიზნით
ბრიტანეთის მთავრობამ ავიაკომპანიებს ნებართვა მისცა, ზაფხულის პერიოდში რეისები გააუქმონ ან გააერთიანონ საავიაციო საწვავის დაზოგვის მიზნით. ახალი რეგულაციით, რეისების გაუქმება ფრენამდე, სულ მცირე, ორი კვირით ადრე უნდა მოხდეს, რათა მგზავრებს ალტერნატიული მარშრუტების არჩევის საშუალება მიეცეთ.
04 მაისი 2026, 08:34
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის მდივანი ვარაუდობს, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასების მკვეთრი კლება წლის ბოლომდე მოხდება
ამერიკის სახაზინო მდივანი ვარაუდობს, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასების მკვეთრი კლება წლის ბოლომდე მოხდება. ამის თაობაზე მან „ფოქს ბიზნესთან“ ისაუბრა.
04 მაისი 2026, 08:29
მსოფლიო
ლიბანში ისრაელის იერიშებს ბოლო 24 საათის განმავლობაში, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა
ლიბანში ისრაელის იერიშებს ბოლო 24 საათის განმავლობაში, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
04 მაისი 2026, 08:22
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად აქტიურად მუშაობს
ისრაელი სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად აქტიურად მუშაობს, - განაცხადა ისრაელის პრემიერმა. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, რამდენიმე კვირის წინ მან უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სპეციალური პროგრამის შექმნის განკარგულება გასცა.
04 მაისი 2026, 08:15
მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: პოლონეთი ამერიკული კონტინგენტის შენარჩუნებისა და გაზრდის შესახებ, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
პოლონეთი ამერიკული კონტინგენტის შენარჩუნებისა და გაზრდის შესახებ, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა.
04 მაისი 2026, 08:09
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას. მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიის მთავარი თემა, დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება იქნება.
04 მაისი 2026, 08:03
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
4 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +22 და ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
03 მაისი 2026, 23:47
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ერთი წლის წინ ვიღაცას რომ ეთქვა, რომ აშშ-სთან ურთიერთობები უნდა გადაიტვირთოს, ეს ყველას ზღაპრად მოეჩვენებოდა, თუმცა ყველა ხედავს, როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ ვაშენებთ წინა ადმინისტრაციის მიერ დაზიანებულ ურთიერთობებს
დაახლოებით ერთი წლის წინ ვიღაცას რომ ეთქვა, რომ აშშ-სთან ურთიერთობები უნდა გადაიტვირთოს, ეს ყველას ზღაპრად მოეჩვენებოდა, თუმცა ყველა ხედავს, თუ როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ ვაშენებთ წინა ადმინისტრაციის მიერ დაზიანებულ ურთიერთობებს, რადგან შეიცვალა ადმინისტრაცია, შეიცვალა მიდგომები და ჩვენ ვხედავთ, რომ დაინტერესებულია ჩვენთან ურთიერთობების გადატვირთვით, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა.
03 მაისი 2026, 23:39
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ბატონი ფიშერი და ბატონი ჰერჩინსკი, სამწუხაროდ, დავალებას ზედმიწევნით დიდი მოტივაციით ასრულებენ - ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ისინი რომ წაბრძანდნენ თავიან ქვეყნებში, მათზე არანაკლებ მოტივირებულ ელჩებს გამოუშვებენ
არიან ადამიანები, რომლებიც დიდი სიამოვნებით, ძალიან დიდი მოტივაციით ასრულებენ დავალებას. ბატონი ფიშერი და ბატონი ჰერჩინსკი, სამწუხაროდ, ასეთები არიან, რომლებიც დავალებას ზედმიწევნით, დიდი სიამოვნებით, დიდი მოტივაციით ასრულებენ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „EURO ანატომია“ გერმანიის ელჩ, პეტერ ფიშერსა და ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკიზე საუბრისას.
03 მაისი 2026, 23:33
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ევროკავშირმა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებისთვის ორი საბაბი მოიშველია, „გამჭვირვალობის ქართული კანონი“ და ანტი „ლგბტ პროპაგანდა კანონი“, მოითხოვეს მათი გაწვევა - რა თქმა უნდა, არც ერთს არ გავიწვევდით
2024 წლის ივნისში ევროკავშირის მხრიდან მოხდა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება, თვეებით ადრე, ვიდრე ბატონი პრემიერი გააკეთებდა განცხადებას, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა.
03 მაისი 2026, 23:25
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატებზე: მათ სურთ აგენტებით დაკომპლექტებული ხელისუფლება, რომელიც პროქსი პოლიტიკის გამტარებელი იქნება საქართველოში. „ქართული ოცნება“ მათ ამაში არ ადგებათ
მათ სურთ აგენტებით დაკომპლექტებული ხელისუფლება, რომელიც პროქსი პოლიტიკის გამტარებელი იქნება საქართველოში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ევრობიუროკრატებზე საუბრისას გადაცემაში „EURO ანატომია“.
03 მაისი 2026, 23:20
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელისთვის საქართველოს მიერ საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა მიუღებელი გახდა იმ დღიდან, რა დღესაც დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში, ვინაიდან ხელისუფლებამ უარი განაცხადა, რომ საქართველო გამოეყენებინათ პროქსი ქვეყნად
ბრიუსელისთვის საქართველოს მიერ საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა მიუღებელი გახდა ზუსტად იმ დღიდან, რა დღესაც დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში, ვინაიდან ჩვენმა ხელისუფლებამ უარი განაცხადა, რომ საქართველო გამოეყენებინათ პროქსი ქვეყნად, ისევე როგორც გამოიყენეს უკრაინა. ზუსტად აქედან იწყება თავდასხმები საქართველოზე, მანამდე ყველაფერი მეგობრულ ფარგლებში ვითარდებოდა, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა.


