12 ოქტომბერი 2020, 15:10 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ბორჯომის რაიონი კიდევ უფრო განვითარდება

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ბორჯომი არის უსაყვარლესი ქალაქი, ბევრ ჩვენგანს ბავშვობა აქვს გატარებული ამ ქალაქში, შესაბამისად, ეს დამოკიდებულება განსაკუთრებულია. ყველამ კარგად ვიცით, რამხელა პოტენციალი აქვს ბორჯომს, როგორც ტურისტული, ისე ბევრი სხვა თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ვიცით, რომ ამ ქალაქს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას ბორჯომში, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის წარდგენაზე.

„ბევრი რამ გაკეთდა გასული წლების განმავლობაში, თუმცა გვესმის, რომ კიდევ უფრო ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოოდ ვიხილოთ კიდევ უფრო განვითარებული, გაძლიერებული ბორჯომი და ბორჯომის მუნიციპალიტეტი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება მკაფიო ხედვა. ჩვენი პარტია სხვა პარტიებისგან გამოირჩევა იმით, რომ გვაქვს ჩამოყალიბებული, მკაფიო ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, თითოეული მუნიციპალიტეტი. ეს ხედვა არის ასახული პროგრამაში და იმ დოკუმენტებში, რომელიც თითოეულ მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით არის შემუშავებული. ჩვენ გამოგვარჩევს ძალიან ღირსეული გუნდი, რომლის საპარლამენტო სიის სათავეში დგას პრემიერი გიორგი გახარია. ჩვენ წარვადგინეთ ახალი საპარლამენტო გუნდი, რომელიც წარმოდგენილია, როგორც გამოცდილი, ისე ახალი წევრებით. ჩვენ, გვყავს ძალიან ღირსეული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ვიტყოდი, რომ მართლაც გამორჩეული. ამ კანდიდატებს შორის ანტონ ობოლაშვილი, რომელიც წარმოადგენს ამ რეგიონს, არის რეგიონზე უაღრესად შეყვარებული ადამიანი და ძალიან ბევრ რამეს გააკეთებს რეგიონისთვის. გვაქვს მკაფიო ხედვა, გვყავს ძლიერი გუნდი და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ყველაფერი არის საუკეთესო გარანტი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო წინ წაიწევს და ბორჯომის რაიონი კიდევ უფრო მეტად განვითარდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქრომბერს ჩატარდება.

ყველა სიახლე

ვლადიმირ მედინსკი

15 მაისი 2025, 18:41

მსოფლიო

ვლადიმირ მედინსკი: რუსული მხარე მზად არის, 2022 წელს სტამბოლში შეწყვეტილი მოლაპარაკებების პროცესის განახლებისთვის და მოლაპარაკებების დროს შესაძლო კომპრომისების განხილვისთვის

უკრაინასთან მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ რუსული მხარე მზად არის, 2022 წელს სტამბოლში შეწყვეტილი მოლაპარაკებების პროცესის განახლებისთვის და მოლაპარაკებების დროს შესაძლო კომპრომისების განხილვისთვის.

გურამ მაჭარაშვილი

15 მაისი 2025, 18:30

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: კუბილიუსმა, უკრაინაში მშვიდობა ნიშნავს იმას, რომ რუსეთი 2030 წელს ახალი ომისთვის მოემზადებაო - მეტი როგორ თქვას, რომ უკრაინაში ომი აწყობთ?

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ სურდა „დიფ სთეითს“ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა.

15 მაისი 2025, 18:25

პოლიტიკა

გივი მიქანაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

„ელჩს მივაწოდე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ვგეგმავთ, სომხეთის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობის და სპორტის კომიტეტის საქართველოში მოწვევას და ერთობლივი სხდომის გამართვას ორმხრივი შეთანხმებების შესრულების ზედამხედველობის თვალსაზრისით. ასევე, ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას სამომავლო ურთიერთობებში. ელჩი მიესალმა ამ ინიციატივას და პროცესის ხელშეწყობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

იოჰან ვადეფული

15 მაისი 2025, 18:24

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთს, როგორც ჩანს, ამჟამად სერიოზული მოლაპარაკებები არ სურს - ამას შედეგები მოჰყვება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ზედმეტად ზრდის ფსონებს სტამბოლში უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებებზე არგამოცხადებით.

15 მაისი 2025, 18:19

პოლიტიკა

გივი მიქანაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

„განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის მიმართულება გვაძლევს შესაძლებლობებს, რომ მრავალმხრივ ჭრილში ურთიერთობებს კიდევ უფრო ახალი დინამიკა შევძინოთ. ელჩს ვთხოვე, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიგეგმოს კომიტეტის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში, სადაც შეხვედრები გვექნება თურქეთის დიდი მეჯლისის ანალოგიური კომიტეტის წარმომადგენლებთან, სამინისტროში, მეცნიერებათა აკადემიაში“.

ლევან მაჭავარიანი

15 მაისი 2025, 18:16

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა დარწმუნდა იმაში, რომ ყველა ტიპის გადაწყვეტილებას „ქართული ოცნება“ იღებს საქართველოში

ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა დარწმუნდა იმაში, რომ ყველა ტიპის გადაწყვეტილებას „ქართული ოცნება“ იღებს საქართველოში, რაც კი ჩვენს ქვეყანას ეხება. რჩევასაც გავითვალისწინებთ, თხოვნასაც, მაგრამ არაფერს გავითვალისწინებთ, რაც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

15 მაისი 2025, 18:11

სამართალი

პროკურატურამ თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ლევან მაჭავარიანი

15 მაისი 2025, 18:07

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ღია წერილი, რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო. ეს არის თავმოყვარე ქვეყნის, თავმოყვარე პრემიერ-მინისტრის მიერ გაგზავნილი წერილი, ვინაიდან ჩვენ მუდმივად მოლოდინის რეჟიმში ვერ ვიქნებით

ღია წერილი, რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო, ეს არის თავმოყვარე ქვეყნის, თავმოყვარე პრემიერ-მინისტრის მიერ გაგზავნილი წერილი, ვინაიდან ჩვენ მუდმივად მოლოდინის რეჟიმში ვერ ვიქნებით, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილთან დაკავშირებით.

ვოლოდიმირ ზელენსკი

15 მაისი 2025, 18:07

მსოფლიო

ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინული დელეგაცია სტამბოლში გაემგზავრება - დელეგაციას ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებების მანდატი აქვს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინული დელეგაცია სტამბოლში გაემგზავრება.

15 მაისი 2025, 18:06

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა ევროპის საბჭოს მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ევროპის საბჭოს წვერი ქვეყნების საერთო ღირებულებებზე საუბრისას მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ბოლო წლებში საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის, კორუფციასთან ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით, რაც საერთაშორისო რეიტინგებით დასტურდება, მან კიდევე ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის ერთგულება ორგანიზაციის აღიარებული პრინციპებისადმი.

ბიძინა გიორგობიანი

15 მაისი 2025, 18:03

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ცდილობს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას, არის დონალდ ტრამპი

„ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ცდილობს ამ ომის დასრულებას, არის დონალდ ტრამპი, მაგრამ, როგორც ყველა მონაცემიდან ჩანს, 24 საათში კი არა, როგორც ის ამას თავის ამომრჩეველს ჰპირდებოდა, 24 თვეშიც საეჭვოა ამ ომის შეწყვეტა. ძალიან რთული ვითარებაა, რადგან ისეთი მოთხოვნები წამოაყენა ორივე მხარემ, როგორც წყალი და ზეთი ვერ ერევა ერთმანეთს, ისე გამორიცხულია ამ მოთხოვნების მოლაპარაკების მაგიდასთან მიტანა“, - აღნიშნავს გიორგობიანი.

გურამ მაჭარაშვილი

15 მაისი 2025, 18:02

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: პრემიერ-მინისტრის წერილის და პარლამენტის დადგენილების მიზანია ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს - რაზე შეიძლება მოაწეროს ხელი ამერიკის პრეზიდენტმა

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „MEGOBARI აქტს“ მედიასთან ეხმიანება. დეპუტატმა განმარტა, რომ დონალდ ტრამპის მისამართით პრემიერ-მინისტრის წერილისა და პარლამენტის დადგენილების მიზანია ქართულმა საზოგადოებამ გაიგოს, თუ რას შეიძლება მოაწეროს ხელი ამერიკის პრეზიდენტმა.

15 მაისი 2025, 17:58

საზოგადოება

Air Astana-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიაში: ჩვენ უკვე ვხედავთ დადებით ცვლილებებს Air Astana-ს რეისების დასტაბილურებისა და ჩვენი მგზავრთათვის გაწეული კეთილგანწყობილი მომსახურების კუთხით სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე

აქტიური ტურისტული სეზონის წინ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან გვქონდა კონსტრუქციული შეხვედრა, სადაც ჩვენ სხვადასხვა საკითხებთან ერთად განვიხილეთ საერთაშორისო ავიაკომპანიის მგზავრთა დეპორტაციის შემთხვევები, რაც რეისების დაგვიანებას იწვევს, - ინფორმაციას Air Astana ავრცელებს.

ლევან მაჭავარიანი

15 მაისი 2025, 17:54

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი პრემიერის წერილზე: დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, იქ არ იყო არაფერი თხოვნის რეჟიმში. ბუნდოვანებები უნდა გაიფანტოს, ჩვენი მოსახლეობა ელოდება აშშ-სგან გარკვეული ტიპის გზავნილებს, რომელიც გვსურს, რომ უმაღლეს დონეზე გაკეთდეს

ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, იქ არ იყო არაფერი თხოვნის რეჟიმში და ა.შ. უბრალოდ ბუნდოვანებები უნდა გაიფანტოს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ელოდება რეაგირებას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და რაღაცა ტიპის კომენტარებს, გზავნილებს და არის აბსოლუტური დუმილი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილ ღია წერილზე საუბრისას.

დიმიტრი პესკოვი

15 მაისი 2025, 17:38

მსოფლიო

პესკოვი: რუსული დელეგაცია სტამბოლში რჩება და მოლაპარაკებებისთვის მზადაა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსული დელეგაცია სტამბოლში რჩება და უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის.

15 მაისი 2025, 17:30

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი საქართველოში აკრედიტებულ ტაჯიკეთის რესპუბლიკის ელჩს (რეზიდენციით აზერბაიჯანში) ილჰომ აბდურაჰმონს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოში აკრედიტებულ ტაჯიკეთის რესპუბლიკის ელჩს (რეზიდენციით აზერბაიჯანში) ილჰომ აბდურაჰმონს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

15 მაისი 2025, 17:25

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა სომხეთის ელჩს შეხვდა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აშოტ სმბატიანს შეხვდა.

15 მაისი 2025, 17:24

სამართალი

პროკურატურა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს

საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ბრალდება ჯგუფურად განხორციელებული ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, გადაკვალიფიცირდა რამდენიმე ბრალდებულთან მიმართებაში რის გამოც გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

15 მაისი 2025, 17:12

პოლიტიკა

„არ მოგერიდოს, გამომიყენე რამეში“ - მამუკა მდინარაძე 2020 წლის მარტში ჯო უილსონის მიერ ირაკლი კობახიძის სახელზე გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს

2020 წლის მარტში ამერიკელი კონგრესმენის ჯო ვილსონის მიერ ირაკლი კობახიძის სახელზე გაგზავნილ წერილს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი სოციალურ ქსელში ასაჯაროებს.

15 მაისი 2025, 17:04

პოლიტიკა

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული ბესარიონ ხვინთელიანი: ციხეს მართავდნენ კრიმინალური „მაყურებლები“ და ეს იყო იმ დროს, როდესაც „დემოკრატიის შუქურა“ მთელ სამყაროს ასე მაგრად და კარგად ელაპარაკებოდა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ბიზნესის რეკეტი, მესაკუთრის დაპატიმრება მისი ქონების მისაკუთრების მიზნით და უფლებების უხეში შელახვის სხვა ფაქტები განიხილება, "ნაცმოძრაობის" რეჟიმის მიერ დაზარალებულმა, ბესარიონ ხვინთელიანმა, ციხეში ყოფნის დეტალებზე ისაუბრა.