imedi /  13 ოქტომბერი 2020, 15:15 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის, საქართველოს სიძლიერეა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს განვითარებისთვის

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

ჩვენი ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის, საქართველოს სიძლიერეა, რადგან ჩვენ ყველამ ერთად მშვიდად, მშვიდობიანად უნდა ვიშრომოთ, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს განვითარებისთვის. ამას ერთად ვაკეთებთ და შემდგომი 4 წელიც ერთად უნდა გავაკეთოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სამველ მანუკიანის წარდგენისას, ნინოწმინდაში განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლებას აქვს შემდგომი 4 წლის კონკრეტული გეგმა, თუ სად რომელი პროექტი უნდა განახორციელოს.

„დიდი პატივია ჩემთვის დღეს, თქვენთან ერთად აქ ყოფნა და ჩვენი ქვეყნის, საქართველოს და ნინოწმინდის ხვალინდელ დღეზე, გეგმებსა და მომავალზე საუბარი. საერთოდ, ჩვენ დიდი ხანია შევთანხმდით, რომ ჩვენი ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის, საქართველოს სიძლიერეა, რადგან ჩვენ ყველამ ერთად მშვიდად, მშვიდობიანად უნდა ვიშრომოთ, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს განვითარებისთვის. ამას ერთად ვაკეთებთ და შემდგომი 4 წელიც ერთად უნდა გავაკეთოთ. შემდგომი 4 წლის განმავლობაში ჩვენ კონკრეტული გეგმა გვაქვს, კონკრეტულად ვიცით, სად, რომელი პროექტი რა დროს უნდა დავიწყოთ და როგორ უნდა დავამთავროთ. ბევრი რამ არის კიდევ გასაკეთებელი, განსაკუთრებით სისტემური ინფრასტრუქტურა არის მოსაყვანი წესრიგში, გზები. ვხედავთ, რომ ახალციხე-ნინოწმინდის გზის რეაბილიტაცია დაიწყო, ნაწილი უკვე დასრულდა, შემდგომი ლოტი უკვე გამოცხადებულია და გაგრძელდება. ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სისტემურ ინფრასტრუქტურასთან ეტაპობრივად, სრულად წესრიგში უნდა მოვიყვანოთ ისე, რომ ადამიანებისთვის დიდი სხვაობა არ იყოს, თუ სად ცხოვრობენ ისინი, თბილისში, ნინოწმინდაში, ახალქალაქში, ახალციხეში, ბათუმსა თუ რუსთავში. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი,“- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მიუხედავად პანდემიისა, არც ერთი წუთით, არც ერთი დღით, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა არ გაჩერებულა. მისივე თქმით, გრძელდებოდა როგორც გზების მშენებლობა, ისე სკოლების და საბავშვო ბაღების რემონტი, აგრეთვე ყველა ის სამუშაო, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ მოქალაქეებმა საქართველოს ნებისმიერ კუთხეში იცხოვრონ ღირსეულად.

„პანდემიამ ცოტა ხელი შეგვიშალა, მაგრამ მინდა ხაზგასმით გითხრათ, რომ მიუხედავად პანდემიისა, არც ერთი წუთით, არც ერთი დღით, სისტემური ინფრასტრუქტურული მუშაობა არ გაჩერებულა და ჩვენ ვაგრძელებდით როგორც გზების მშენებლობას, სკოლების და საბავშვო ბაღების რემონტს, ასევე ყველა იმ სამუშაოს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა საქართველოს ნებისმიერ კუთხეში იცხოვრონ ღირსეულად. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ნინოწმინდისთვის პირველ რიგში დგას ისეთი პრობლემები, როგორიც არის წყალმომარაგება. ვიცით, რომ აუცილებელია, დავიწყოთ და საბოლოოდ დავასრულოთ გაზმომარაგების საკითხი, რათა ნორმალური პირობები იყოს აქ ცხოვრებისთვის, თუმცა ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ მაგალითად საირიგაციო სისტემის წესრიგში მოყვანის თვალსაზრისით გარკვეული მიღწევები უკვე არის და რეაბილიტაციის შედეგად, ნინოწმინდაში 4 ათასამდე ჰექტარი უკვე ირწყვება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ნინოწმინდელი მშრომელი გლეხი გახდეს ძლიერი ფერმერი, რომელიც სხვა ადამიანებისთვის შექმნის სამუშაო ადგილებს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ნინოწმინდის ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო განვავითაროთ. ფარავნის ტბა, ფოკას დედათა მონასტერი - ეს ის ადგილებია, სადაც საერთაშორისო ტურისტები უნდა ჩამოვიდნენ და ნახონ, როგორ ვითარდება ჩვენი კუთხე და რა ისტორიული მემკვიდრეობის მატარებლები ვართ ჩვენ ყველანი აქ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს და ამისთვის საჭიროა არჩევნებში გამარჯვება. გიორგი გახარიას თქმით, „ქართული ოცნება“ ღირსეულად და სამართლიანად მოიგებს არჩევნებს.

„ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და უნდა გავაგრძელოთ ერთად, ამისთვის გვჭირდება, რა თქმა უნდა, არჩევნებში გამარჯვება. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ არჩევნებს ღირსეულად, სამართლიანად მოვიგებთ და გავიმარჯვებთ, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენი ყველაზე მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ ეს არჩევნებში გამარჯვება, ღირსეულად გამარჯვება ვინმემ რაღაცა პატარა პროვოკაციით არ დაგვიჩრდილოს. ამიტომ მეტი მოთმინება უნდა გვამრთებდეს, არ გვჭირდება ჩვენ პროვოკაციები დღეს ისეთი მხარდაჭერა გვაქვს და ისეთი კანდიდატი გვყავს. სამველ მანუკიანი არის ამ რეგიონის, ამ კუთხის ღირსეული შვილი და დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ღირსეული კანდიდატი, თქვენი ღირსეული ხმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, ამიტომ წყნარად, მშვიდად, სულ ცოტა დრო დარჩა და 31 ოქტომბერს გამარჯვებას გისურვებთ“, - განაცხადა პრემიერმა.

ყველა სიახლე

15 ივნისი 2026, 14:57

პოლიტიკა

„ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდულის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი მეგრელიშვილი: ბერას კონცერტებზე გამოიკვეთა, რა დიდი მხარდაჭერა ჰქონდა მას - ახალგაზრდა, უშუალო ადამიანი იყო და ძალიან ბევრი წარმატებული ახალგაზრდა მათ მხარეს გადავიდა, აქ უკვე ჩვენი ახალგაზრდულის შეთავაზებები უძლური იყო

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი მეგრელიშვილმა, გადაცემაში „საქართველოს დაბადება“, ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენასა და მისი ვაჟის, ბერა ივანიშვილის ფაქტორზე ისაუბრა.

ლაშა აბაშიძე

15 ივნისი 2026, 14:55

ეკონომიკა

ლაშა აბაშიძე პოზიტიურ შედეგებზე: საქართველოს რკინიგზის წმინდა მოგება 2025 წელს 152 მილიონი ლარი იყო

საქართველოს რკინიგზის წმინდა მოგება 2025 წელს 152 მილიონი ლარი იყო, - განუცხადა ჟურნალისტებს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ პოზიტიურ შედეგებზე საუბრისას.

15 ივნისი 2026, 14:55

პოლიტიკა

„ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი მეგრელიშვილი აგვისტოს ომზე: იმ პერიოდში ჩვენ გვინდოდა ომი. ჩვენ ვიყავით რევანშისტულად განწყობილი ახალგაზრდები

ირაკლი მეგრელიშვილის განცხადებით, ახალგაზრდებს 2008 წელს ჰქონდათ განცდა, რომ სახელმწიფო იყო იმდენად შემდგარი, რომ შეძლებდნენ 90-იან წლებში არსებული მსგავსი ომის აუცილებლად მოგებას, მაგრამ საბოლოოდ მიხვდნენ, რომ ომის გზით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ვერასდროს აღდგება.

15 ივნისი 2026, 14:52

სპორტი

თბილისის მერმა დედაქალაქის გუნდს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გამარჯვება მიულოცა

თბილისის მერი კახა კალაძე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან ერთად დედაქალაქის გუნდს შეხვდა, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გაიმარჯვა.

15 ივნისი 2026, 14:52

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან კოორდინაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან კოორდინაციით, საქართველოს საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

15 ივნისი 2026, 14:49

მსოფლიო

ბრიტანელები პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ამსახველ ვიდეო მასალებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ

ბრიტანელები პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ამსახველ ვიდეო მასალებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ.

15 ივნისი 2026, 14:47

პოლიტიკა

„ენმ“-ს ყოფილი წევრი ირაკლი მეგრელიშვილი ოჯახური ბიზნესის წილის დათმობის მოთხოვნაზე: ადეიშვილს ჰქონდა ასეთი სისტემა დაჭერისთვის. სულ მეუბნებოდნენ, შენ რომ ასე გექცევიან, წარმოიდგინე, ვინც არ არის ამ გუნდის წევრი, იმას რას უზამენო

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი და ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი მეგრელიშვილი გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წელზე და წინა ხელისუფლებისგან ოჯახური ბიზნესის წილის დათმობის მოთხოვნაზე საუბრობს.

15 ივნისი 2026, 14:41

პოლიტიკა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი ეწვია

სერბეთის პრეზიდენტი საქართველოში მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. მას შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დახვდა.

15 ივნისი 2026, 14:40

მსოფლიო

კიევში იძულებითი მობილიზაცია გააპროტესტეს

სამართალდამცველებს წინააღმდეგობა მოსახლეობამ გაუწია, დააზიანეს პოლიციის ავტომობილი და წიწაკის სპრეი შეასხეს პოლიციელს. სამართალდამცველებმა პროტესტი ძალის გამოყენებით დაშალეს, პოლიციაზე თავდასხმის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ჯორდან ბარდელა

15 ივნისი 2026, 14:38

მსოფლიო

ჯორდან ბარდელა: ის, რასაც ევროკავშირი წარმოადგენს, რაზეც ის დაფუძნდა, საფუძვლიანად არამოდური და დრომოჭმულია

„ის, რასაც ევროკავშირი წარმოადგენს - რაზეც ის დაფუძნდა - პოზიტიური გლობალიზაცია, აბსოლუტური საბაზრო ძალაუფლება, უკონტროლო იმიგრაცია, ეკონომიკური ვარდნა და ეკონომიკის, ბიზნესისა და ევროპული მრეწველობის ჭარბი რეგულაციები, საფუძვლიანად მოძველებულია, ყოველივე ეს საფუძვლიანად არამოდური და დრომოჭმულია“, - აღნიშნა მან.

თორნიკე ფაღავა

15 ივნისი 2026, 14:31

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქართველოს სამართალდამცავ სისტემას ჰქონდა საკვანძო როლი საქართველოს სახელმწიფოებრიობის როლის გამტკიცებაში, რაც „დაუფასა“ რადიკალურმა ოპოზიციამ. სწორედ ამიტომ მიზანმიმართულად ებრძვიან საქართველოს სამართალდამცავ სისტემას

ქართული სამართალდამცავი სისტემა არის მოწოდების სიმაღლეზე, - ასე პასუხობს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე ფაღავა ოპონენტევბის მხრიდან პოლიციელების მისამართით გამოთქმულ კრიტიკას.

15 ივნისი 2026, 14:31

სამართალი

ოთხი ოქტომბრის საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულს საპროცესო შეთანხმების გაფორმება სურს

ოთხი ოქტომბრის საქმეზე სასამართლო გაიმართა. პროცესზე ბრალდებულებმა საბოლოოო სიტყვა თქვეს. ზურაბ ჭავჭანიძე დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა, მისი ადვოკატის თქმით, მას საპროცესო შეთანხმების გაფორმება სურს და თავად დააფიქსირებს ამის შესახებ პოზიციას.

გიორგი ვოლსკი

15 ივნისი 2026, 14:31

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: პოლიციაზე შეტევა ხორციელდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფოს რევოლუცია აარიდეს, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფო დგას გარკვეულ პრინციპებზე

იმდენად თაღლითურად ჩამოაყალიბეს ეს კამპანია პოლიციის საწინააღმდეგოდ, რომ სხვა არაფერი იკითხება, მთავარია შეტევა პოლიციაზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

ნინო წილოსანი

15 ივნისი 2026, 14:30

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: საქართველო აგრძელებს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად რეფორმების ჩატარებას. დარწმუნებული ვარ, იმ მომენტისთვის, როდესაც ევროკავშირის კარი გაიხსნება, საქართველო იქნება ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანაზე უფრო მეტად მზად

საქართველო აგრძელებს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად რეფორმების ჩატარებას, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

15 ივნისი 2026, 14:24

სპორტი

საქართველო რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს - ავჭალის სარაგბო ბაზაზე მოსამზადებელ სამუშაობს ინფრასტრუქტურის მინისტრი და რაგბის კავშირის წარმომადგენლები გაეცნენ

საქართველო, რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. მოსამზადებელი სამუშაო სრულდება. ავჭალის სარაგბო ბაზაზე პროცესს ინფრასტრუქტურის მინისტრი და რაგბის კავშირის წარმომადგენლები გაეცნენ.

ანიტა ორბანი

15 ივნისი 2026, 14:23

მსოფლიო

ანიტა ორბანის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდება, თუ კიევი უმცირესობების შესახებ შეთანხმებას არ შეასრულებს

„თუ უკრაინის სახელმწიფო არ შეასრულებს ამ შეთანხმებას, მაშინ გაწევრიანების პროცესი თავების პირველი კლასტერი ავტომატურად შეჩერდება“, - აღნიშნა ორბანმა.

15 ივნისი 2026, 14:22

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ევრობიუროკრატებზე: თუ ევროპა შეცვლის საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას, მათ კარგად იციან, ვინ არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატებში ლიდერი

საქართველოსთან მიმართებაში ისინი ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებენ თავიანთი შიშველი პოლიტიკიდან გამომდინარე პოზიციის კორექტირებას და შეცვლას,- განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ,ირაკლი ქადაგიშვილმა ევრობიუროკრატების პოზიციაზე საუბრისას.

არჩილ გორდულაძე

15 ივნისი 2026, 14:16

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ევროინტეგრაციაზე მოლაპარაკებები პოლიტიკური შინაარსის არის, ვიდრე რაიმე შედეგის მომცემი. საქართველოს წინააღმდეგ კი ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გამოყენებული იქნება შანტაჟისთვის

მოლაპარაკებების კლასტერის განხსნა შედეგების მომტანი ნაკლებად იქნება, რადგან ევროკავშირის არაერთ ლიდერს, მათ შორის არარჩეულ ბიუროკრატიას არაერთხელ უთქვამს, რომ 2030 წლისთვისაც კი ვერ იქნება ვერ მოლდოვა და ვერც უკრაინა ევროკავშირის წევრი,- განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

15 ივნისი 2026, 14:14

მსოფლიო

მადრიდსა და ბრიუსელში ნატოს სამხედრო გადაიარაღება და თავდაცვის ხარჯების ზრდა გააპროტესტეს

ესპანეთის დედაქალაქში დემონსტრანტებმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და ევროკავშირი ომების დაწყებაში დაადანაშაულეს და აღნიშნეს, რომ ვითარება მესამე მსოფლიო ომს ემსგავსება. მსგავსი ბრალდებებით წარიმართა საპროტესტო აქცია ბრიუსელშიც.

15 ივნისი 2026, 14:06

საზოგადოება

თბილისის მერი ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გამარჯვებულებს ხვდება. LIVE

თბილისის მერი ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გამარჯვებულებს ხვდება