ანტონ ობოლაშვილი: ჩემი უმთავრესი ამოცანა იქნება, გავაძლიერო ასპინძის მუნიციპალიტეტის ეკონომიკა და დავასაქმოთ მეტი ადამიანი
ანტონ ობოლაშვილი
ფოტო: Imedi.ge
ჩემი უმთავრესი ამოცანა იქნება გავაძლიერო ასპინძის მუნიციპალიტეტის ეკონომიკა და დავასაქმოთ მეტი ადამიანი, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი და გვქონდეს მეტი სარგებელი თითოეულ ჩვენგანს, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ასპინძის, ახალციხის, ადიგენისა და ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანტონ ობოლაშვილმა ასპინძაში წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, გასული წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელისუფლების მიერ ასპინძის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების მოცულობა.
„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ განსაკუთრებულ ადგილას, ვარძიაში, რომელიც არის კლდეში ნაკვეთი ქალაქი, XII-XIII საუკუნეების ქართული ისტორიულ-კულტურული ძეგლი, რომელიც ასოცირდება ჩვენი ქვეყნის სიძლიერესთან. ჩემთვის დიდი პატივია მოგესალმოთ სწორედ ამ ისტორიული ადგილიდან.
ასპინძა არის უძველესი ისტორიული მხარე, სამშობლო შოთა რუსთაველისა, ნამდვილი სამოთხე კულტურულ-ისტორიული ძეგლებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, რომელთა ნახვისას თვალწინ გვიცოცხლდება ვეფხისტყაოსანი.
იყო ამ ულამაზესი და დიდი ისტორიის მქონე მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიდი პასუხისმგებლობაა და მე ვარ მზად ამ პასუხისმგებლობისთვის, რომ ვიყო სამსახურში ჩვენი ასპინძის და ასპინძელების.
მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას მობრძანებისა და მხარდაჭერის გამოცხადებისთვის. მადლობა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს იმ ნდობისთვის, რაც გამომიცხადა. მე ძალიან კარგად ვიცნობ ჩვენს რეგიონს და ასპინძის მუნიციპალიტეტს, ასევე კარგად ვიცი, თუ რა არის გასაკეთებელი და რით შევქმნათ მეტი დოვლათი ჩვენს მუნიციპალიტეტში და ამით თითოეულმა ჩვენგანმა მიიღოს მეტი სარგებელი და სიკეთე.
ჩემი უმთავრესი ამოცანა იქნება, გავაძლიერო ასპინძის მუნიციპალიტეტის ეკონომიკა და დავასაქმოთ მეტი ადამიანი, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი და გვქონდეს მეტი სარგებელი თითოეულ ჩვენგანს.
გასული წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელისუფლების მიერ ასპინძის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების მოცულობა.
ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლები 2013 წლისთვის, როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა სულ რამდენიმე ასეული ათასობით ლარი. დღეს კი ეს გადასცდა 12 მილიონ ლარს.
ხორციელდება მრავალი პროექტი, რომელთა შორის გამოსარჩევია პროგრამა „დანერგე მომავალი“, ხორციელდება აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა. და „შეღავათიანი აგროკრედიტის“ სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ასპინძის მუნიციპალიტეტში 5 მილიონი ლარზე მეტი მოცულობის პროექტები განხორციელდა,
გაგრძელდება სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 76 პროექტი, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარება. ამ მიზნით, 2013-2019 წლებში ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელდა - კურორტ „ასპინძაში“ მისასვლელი საავტომობილო გზის და ხიდის რეაბილიტაცია; სოფლებში ნაქალაქევი და თმოგვი, სამონასტრო კომპლექსის ვანის ქვაბებისა და წუნდას ეკლესიის მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია; ასპინძაში, წმინდა გიორგის სახელობის ხვილიშისა და წმინდა გიორგის სახელობის სკოლის მიმდებარე ტერიტორის კეთილმოწყობა; სოფელ ოთაში, სამონასტრო კომპლექსი „შორეთის“ რეაბილიტაცია; სოფელ ჭობარეთის ანტიკური ხანის ნამოსახლარის და სოფელ ძველში რაბათის ციხის არქეოლოგიორი კვლევა; ვარძიის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები; სოფელ დამალისა და სოფელ აწყვიტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების რეაბილიტაცია; ახალი ტურისტული მარშრუტებისა და ტურისტული ბილიკების დაგეგმვა და მისი პასპორტიზაცია.
ასევე ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციისა და მშენებლობისთვის დახარჯული იქნა 19 მილიონ ლარზე მეტი.
აღარ გავაგრძელებ ყველა განხორციელებული პროექტის ჩამოთვლას, თუმცა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდი განვითარების სწორ გზას ადგას, აქვს მომავლის ხედვა და უნარი, რომ საკუთარ მოქალაქეზე, საკუთარ ქვეყანაზე იზრუნოს და ეტაპობრივად ყველა გამოწვევას გაუმკლავდეს.
რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ მიუხედავად დიდი პროგრესისა, კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევები დავძლიოთ. ამისთვის აუცილებელია მოსახლეობის ჩართულობით, აქტიურად ვიზრუნოთ ჩვენ წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაზე.
ჩემი უპირველესი ამოცანა იქნება ვიყო თქვენი ღირსეული წარმომადგენელი ჩვენი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდენბლო ორგანოში. ვთვლი, რომ მაქვს გამოცდილება და ძალა იმისა, რომ ჩემი რეგიონის კიდევ უფრო მეტ განვითარებას ხელი შევუწყო. ჩვენ ერთად გავაძლიერებთ ჩვენს მუნიციპალიტეტს და ხელს შევუწყობთ ჩვენი მოსახლეობის დასაქმებას და კეთილდღეობას. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით, სამშობლოს სიყვარულით აუცილებლად გავიმარჯვებთ და მომდევნო წლების განმავლობაში გვექნება ბევრი წარმატება“, - განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.
ყველა სიახლე
08 სექტემბერი 2026, 18:04
პოლიტიკა
ნინო წილოსანი ოპოზიციის დაპირისპირებაზე: მოხარული ვარ იმ პროცესით, რომელიც მიმდინარეობს. ბოლომდე უნდა ამოვიდეს ზედაპირზე ის სიბინძურე, რომელიც მათ აერთიანებთ
მისი თქმით, დეტალები, რომლებიც ურთიერთბრალდებების დროს გასაჯაროვდა, ნათლად წარმოაჩენს, თუ რას წარმოადგენს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“.
08 სექტემბერი 2026, 18:03
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: ნიკა გვარამია კი არა, ალბათ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ძალები გვემუქრებოდნენ იმ სიმართლისთვის, რასაც ვემსახურებით, ამიტომ ვერ დავშინდები, თუმცა ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა მოძალადე პირებთან გვაქვს საქმე
ნიკა გვარამია კი არა, ალბათ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ძალები გვემუქრებოდნენ იმ სიმართლისთვის რასაც ვემსახურებით, ამიტომ ვერ დავშინდები, თუმცა ეს კიდევ ერთხელ სვამს დიაგნოზს, თუ რა მოძალადე პირებთან გვაქვს საქმე, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა მის მიმართ ნიკა გვარამიას მიერ განხორციელებულ მუქარაზე საუბრისას.
08 სექტემბერი 2026, 17:57
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ქართველი საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის კატეგორიულად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია, როდესაც ვხედავთ ბრიუსელისგან იმ ადამიანების გამოქომაგებას, რომლებიც კონკრეტული სისხლის სამართლებრივი დანაშაულებისთვის იხდიან სასჯელს
ქართველი საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის კატეგორიულად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია, როდესაც ვხედავთ ბრიუსელისგან იმ ადამიანების გამოქომაგებას, რომლებიც კონკრეტული სისხლის სამართლებრივი დანაშაულებისთვის იხდიან სასჯელს, - განუცხადა ჟურნალისტებს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
08 სექტემბერი 2026, 17:55
პოლიტიკა
ნინო წილოსანი ირაკლი ღარიბაშვილის წერილებზე: შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენს რადიკალებს დღის წესრიგის შექმნის საშუალება მიეცათ
შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენს რადიკალებს მიეცათ დღის წესრიგის შექმნის საშუალება, - ასე აფასებს ნინო წილოსანი „დღის ქრონიკაში“ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილებს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე აღნიშნავს, რომ ღარიბაშვილმა წერილებით რადიკალებს სალაპარაკო მასალა ჩაუგდო.
08 სექტემბერი 2026, 17:49
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: განათლების რეფორმა ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება უახლოესი წლების განმავლობაში, მინდა წარმატებები ვუსურვო ყველა პირველკლასელს, პირველკურსელს, ყველა სტუდენტსა და მოსწავლეს
განათლების რეფორმა ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება უახლოესი წლების განმავლობაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
08 სექტემბერი 2026, 17:45
მსოფლიო
Euractiv: ბრიუსელი ჩინეთს აფრთხილებს, რომ სავაჭრო ომის თავიდან ასაცილებლად ევროკავშირისგან მეტი საქონელი უნდა შეიძინოს
ევროკავშირის ვაჭრობის საკითხებში კომისრის, მაროშ შეფჩოვიჩის განცხადებით, ევროკავშირი ჩინეთის წინააღმდეგ სავაჭრო დაცვის ზომების ფართო პაკეტს აამოქმედებს, თუ პეკინი ევროკავშირიდან იმპორტს არ გაზრდის. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 17:39
სამართალი
მოქალაქე ლევან სვიანიშვილი 1 700 ლარით დაჯარიმდა სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის ფაქტზე. 1 500 ლარის გადახდა დაეკისრა სამართალდარღვევისთვის გიორგი კვაჭანტირაძეს
1 700 ლარით დაჯარიმდა სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის ფაქტზე მოქალაქე ლევან სვიანიშვილი, რომელიც ამბობს, რომ არ ახსოვს დაწერილი კომენტარი. ამასთან, შინაარსში პრობლემას ვერ ხედავს. 1 500 ლარის გადახდა დაეკისრა სამართალდარღვევისთვის გიორგი კვაჭანტირაძეს.
08 სექტემბერი 2026, 17:33
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: სკოლებში სწავლას იწყებს 45 ათასი პირველკლასელი, 30-მდე განახლებულ სკოლაში დაიწყება სწავლა, წარმატებით დავიწყეთ სახელმძღვანელოების განახლების პროგრამა, მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება მათ შორის ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს
იწყება ახალი სასწავლო წელი სკოლებში. სწავლას იწყებს 45 ათასი პირველკლასელი, აქედან 38 ათასი საჯარო სკოლებში და 7 ათასი კერძო სკოლებში. მინდა აღვნიშნო, რომ 30-მდე განახლებულ სკოლაში დაიწყება სწავლა, ეს არის ან ახალი სკოლები, ან სრულად რეაბილიტირებული სკოლები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
08 სექტემბერი 2026, 17:30
პოლიტიკა
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 63-ე სესიის მესამე სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე გაამახვილეს ყურადღება
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 63-ე სესიის მესამე სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებების მდგომარეობაზეც გაამახვილეს ყურადღება
08 სექტემბერი 2026, 17:29
სამართალი
ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. მსჯავრდებულებს პროკურატურამ ახალი ბრალდება დღეს წარუდგინა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე.
08 სექტემბერი 2026, 17:28
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: განათლების სფეროში PISA-ს კვლევის შედეგებით, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გაიუმჯობესა მაჩვენებლები - მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი - კვლევაში მონაწილე მსოფლიოს 91 ქვეყანას შორის საქართველომ რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა
განათლების სფეროში PISA-ს კვლევის შედეგებით, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გაიუმჯობესა მაჩვენებლები - მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
08 სექტემბერი 2026, 17:25
ეკონომიკა
ირაკლი კობახიძე: გასულ თვეში სავალუტო რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, პირველად ისტორიაში სავალუტო რეზერვებმა შეადგინა - 8.14 მილიარდი აშშ დოლარი, ქვეყნის სავალუტო რეზერვები, წინა წელთან შედარებით, 56.4 პროცენტით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით კი 613 მლნ აშშ დოლარით შეივსო
ეკონომიკური ზრდა გვაძლევს სავალუტო რეზერვების შევსების შესაძლებლობას და გასულ თვეში სავალუტო რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, გადააჭარბა 8 მლრდ აშშ დოლარს პირველად ისტორიაში და სავალუტო რეზერვებმა შეადგინა 8.14 მილიარდი აშშ დოლარი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
08 სექტემბერი 2026, 17:19
ეკონომიკა
პრემიერი: ივლისში ეკონომიკა გაიზარდა 8%-ით. შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი 7 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.9%, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ შარშანდელ წელთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაუმჯობესდა, არის სწორედ ის, რომ მოვახერხეთ ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრა და ვაგრძელებთ ბრძოლას კორუფციასთან ყველა დონეზე
მიმდინარე წლის ივლისში ეკონომიკა გაიზარდა 8%-ით. შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი 7 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.9%, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
08 სექტემბერი 2026, 17:18
მსოფლიო
Reuters: დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და კანადამ ისრაელის დასავლეთ სანაპიროს დასახლებების წინააღმდეგ სანქციები შემოიღეს
დიდმა ბრიტანეთმა დასავლეთ სანაპიროზე, ებრაულ დასახლებებში წარმოებული საქონლის იმპორტზე სავაჭრო აკრძალვა დააწესა. გადაწყვეტილება საფრანგეთთან და კანადასთან კოორდინაციით იქნა მიღებული და ისრაელის წინააღმდეგ დაწესებული უახლესი სანქციაა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა საერთაშორისო დიპლომატიური იზოლაციის მზარდი საფრთხის წინაშე დგას, იუწყება Reuters-ი.
08 სექტემბერი 2026, 17:08
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულ კორტნი ოსტრიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულ კორტნი ოსტრიანთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 17:02
მსოფლიო
POLITICO: საფრანგეთი ევროკავშირს ახალი გადასახადების დაწესებისკენ მოუწოდებს, რათა დამატებით 60 მილიარდი ევრო მოიზიდოს
ფრანგული მხარის მტკიცებით, ევროკავშირის მასშტაბით ახალი გადასახადებიდან 60 მილიარდ ევროზე მეტი უნდა შეგროვდეს და ეს თანხა ბლოკის მომდევნო შვიდწლიან ბიუჯეტში უნდა მიიმართოს. ინფორმაციას POLITICO ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 16:36
ეკონომიკა
საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს
საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოში 2026 წლის II კვარტალში ძირითად პირდაპირ ინვესტორ ქვეყნებს შორის ლიდერობს.
08 სექტემბერი 2026, 16:30
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საზედამხედველო ჩარჩოს აფართოებს
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საზედამხედველო ჩარჩოს გაფართოების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესში“ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 16:20
ეკონომიკა
საერთაშორისო ჰიდროგრაფული ორგანიზაციის გენერალური მდივანი: საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს, ის რეგიონში დამაკავშირებელი ქვეყანაა
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს მსოფლიოში, რადგან ის ერთმანეთთან აკავშირებს საზღვაო სფეროში ჩართულ ყველა მხარეს. მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახელმწიფოებს, ინდუსტრიას, აკადემიურ წრეებს და ყველას, ვისაც ზღვასთან აქვს კავშირი, - განაცხადა საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) გენერალურმა მდივანმა, ადმირალმა ლუიჯი სინაპიმ, რომელიც ბათუმში საქართველოს საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს.
08 სექტემბერი 2026, 15:51
ეკონომიკა
გემთმმართველი კომპანიის Columbia Group-ის აღმასრულებელი დირექტორი: ამჟამად ჩვენს გემებზე ათასზე მეტი ქართველი მეზღვაური მუშაობს და განსაკუთრებით გვახარებს, რომ მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება
„ჩვენთვის საამაყოა, რომ ქართველი მეზღვაურები ჩვენი ფლოტის ეკიპაჟების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. ამჟამად ჩვენს გემებზე ათასზე მეტი ქართველი მეზღვაური მუშაობს და განსაკუთრებით გვახარებს, რომ მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება,” - განაცხადა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გემთმმართველი კომპანიის Columbia Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრეას ჰაჯიპეტრომ, რომელმაც საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში ქართველი მეზღვაურებისა და საქართველოს საზღვაო სექტორის შესახებ ილაპარაკა.


