imedi /  11 ნოემბერი 2020, 22:19 / სანდო წყარო

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მე-3 სართულიდან კოვიდინფიცირებული პაციენტი გადავარდა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მე-3 სართულიდან კოვიდინფიცირებული პაციენტი გადავარდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შემთხვევა 19:00 საათზე მოხდა. „73 წლის კაცი მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში გადიოდა. ის გახლავთ ამავე კლინიკის თანამშრომლის ოჯახის წევრი და პერიოდულად თავად მეთვალყურეობდა.

შემთხვვეის მიზეზი უცნობია, ამ დროს პალატაში სხვა პირი არ იმყოფებოდა.

ამჟამად პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, დადგინდა გულ-მკერდის მიდამოში ორი ნეკნის მოტეხილობა და მუცლის ღრუში მცირედი სისხლჩაქცევები. პაციენტს უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება“, -აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

ყველა სიახლე

11 მაისი 2021, 21:41

COVID19

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში უარყოფენ ინფორმაციას, თითქოს საქართველო კორონავირუსით სიკვდილიანობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა

„წარმოდგენილი ინფორმაცია არის არასწორად ინტერპრეტირებული. შერჩეული ქვეყნები, სადაც საქართველო ამ სურათზე არის წარმოდგენილი წამყვან ქვეყნად, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან შედარებული არის იმ ქვეყნებთან, სადაც ამ წუთებში სიკვდილიანობა არის ძალიან დაბალი. რეალური ციფრით, ოცეულშიც არ მოიაზრება საქართველო ოფიციალურად დადასტურებული ციფრებით“, - აღნიშნა ნათია სხვიტარიძემ.

არჩილ თალაკვაძე

11 მაისი 2021, 21:25

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: SpinCar-მა განაცხადა, რომ შეიძინა Pulsar AI-ი, როგორც ავტო-ინდუსტრიაში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ყველაზე განვითარებული საკომუნიკაციო პლატფორმის შემქმნელი, Pulsar AI-ის მთელ გუნდს ვულოცავ ამ წარმატებას

ავტო-ინდუსტრიაში ინტერნეტ გაყიდვების გლობალურმა ლიდერმა SpinCar-მა განაცხადა, რომ შეიძინა Pulsar AI, როგორც ავტო-ინდუსტრიაში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ყველაზე განვითარებული საკომუნიკაციო პლატფორმის შემქმნელი, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

11 მაისი 2021, 21:15

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 643 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 643 735 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 10 912 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ანრი ოხანაშვილი

11 მაისი 2021, 21:09

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ცესკოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე უნდა იყოს პროფესიული ნიშნით არჩეული პირი

„თუ ცესკოს თავმჯდომარის არჩევა ვერ მოხდება, მაშინ ეს პირი მუდმივად ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იქნება, რაც არ არის სამართლიანი. პროფესიული ნიშნით არჩეული პირი უნდა იყოს, რადგან ის იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური. შარლ მიშელის დოკუმენტის პუნქტი იქნება დაცული, ოპოზიციას წარმომადგენელი ეყოლება. საუბარია ისეთი მექანიზმის მომზადებაზე, რომელიც გამორიცხავს საბოტაჟის განხორციელებას, თუ ეს მოხდება. ამ შემთხვევაში ოპოზიციას არ უნდა ჰქონდეს ბერკეტები, რომ ეს გამოიყენონ პოლიტიკური მანიპულაციებისთვის და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ხშირად პარტიის მიერ წარდგენილი პირი იყოს. კონკრეტულ „ჩამკეტ“ მექანიზმებზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ანდრიუს კუბილიუსი

11 მაისი 2021, 21:08

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი „ნაციონალურ მოძრაობას“: მინდა დაჟინებით მოგიწოდოთ, ხელი მოაწეროთ შეთანხმებას და პარლამენტს შეუერთდეთ

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.

ალეკო ელისაშვილი

11 მაისი 2021, 21:07

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ოპოზიციური ერთიანობა არის ბლეფი

ოპოზიციური ერთიანობა არის ბლეფი, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ერთ-ერთი დესტრუქციული ძალა.

თინა ბოკუჩავა

11 მაისი 2021, 20:55

პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა: რა ფორმულირებითაც არ უნდა ვიხილოთ, ამნისტიის შესახებ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ

ნიკა მელია განსაკუთრებით იმ პუნქტს აპროტესტებს, რომლის თანახმადაც ბრალდებულს საშუალება აქვს, პატიებაზე უარი თქვას. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, რომელმაც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს, სადაც ერთ-ერთი მთავარი პუნქტი სწორედ ამნისტია იყო, ახლა იმაზე ფიქრობს, არის თუ არა საჭირო ამნისტიის შესახებ კანონის მიღება.

11 მაისი 2021, 20:45

ეკონომიკა

ავტო-ინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა კომპანიამ SpinCar-მა ქართული სტარტაპი Pulsar AI-ი იყიდა

ქართული სტარტაპი Pulsar AI-ი ავტო-ინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა კომპანიამ SpinCar-მა იყიდა. ეს არის ყველაზე დიდი წარმატება ქართული ტექ-სტარტაპებისათვის - Pulsar AI პირველი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელმაც საერთაშორისო ბაზარზე წარმატებულად შეძლო საკუთარი ინტელექტუალური საკუთრების გაყიდვა. ქართული სტარტაპის ღირებულება ამ შესყიდვით რამდენიმე ათეულ მილიონ აშშ დოლარად შეფასდა.

ლევან იოსელიანი

11 მაისი 2021, 20:42

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი საარჩევნო რეფორმაზე: პოზიციებს შორის დრამატული აცდენა არ არის, დანარჩენი კომპრომისების გზით სიარულის საკითხია

„ჩემი აზრით, არის შესაძლებლობა, რომ სამომავლოდ ყველა ძირითად საკითხზე შევთანხმდეთ. ეს ორი დღე მხარეებმა მოვთელეთ ჩვენ-ჩვენი პოზიციები და რაც მე დავინახე, ამ პოზიციებს შორის დიდი, დრამატული აცდენა არ არის. დანარჩენი იურიდიული ტექნიკის საკითხია და არის კომპრომისების გზით სიარულის საკითხი. საბოლოოდ, დარწმუნებული ვარ, რომ ის დოკუმენტი, რომლამდეც მივალთ ერთობლივად, დაიმსახურებს მოწონებას“, - განაცხადა იოსელიანმა.

ამირან სალუქვაძე

11 მაისი 2021, 20:36

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: მელია მსხვერპლად გაიღო პირადად მიხეილ სააკაშვილმა

მელია მსხვერპლად გაიღო პირადად მიხეილ სააკაშვილმა, - ამის შესახებ ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ განაცხდა. მისი თქმით, დღეს ნიკა მელიას მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ მასსა და სააკაშვილს შორის შუღლის ჩაგდებას ცდილობენ, იმაზე მეტყველებს, რომ რაღაც ხდება.

გია აბაშიძე

11 მაისი 2021, 20:30

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ დე ფაქტო ბელადის, მიხეილ სააკაშვილის მძევალია

„ნიკა მელია არის მძევალი უკრაინის მოქალაქის, „ნაციონალური მოძრაობის“ დე ფაქტო ბელადის, მიხეილ სააკაშვილის. სამწუხაროა მისთვის და მისი პოლიტიკური კარიერისთვის, რომ რაც კი ნიკა მელიამ მანამდე თქვა, ყველაფერი შეცვალა“, - განაცხადა აბაშიძემ.

ბექა დავითულიანი

11 მაისი 2021, 20:20

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: იმ პარტიის თავმჯდომარეს, რომელმაც ნახევარი საქართველო ციხეში ჩასვა და წამებით ამოხადა სული, მორალური უპირატესობა ამ ქვეყანაში ვერასოდეს ექნება

„იმ პარტიის თავმჯდომარეს, რომელმაც ნახევარი საქართველო ციხეში ჩასვა და წამებით ამოხადა სული, მორალური უპირატესობა ამ ქვეყანაში ვერასოდეს ექნება. ამიტომ, ნიკა მელია არის სამართალდამრღვევი და წერილი“, - განაცხადა დავითულიანმა.

ირაკლი კობახიძე

11 მაისი 2021, 20:17

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ვიდრე ვიღაცები საუბრობენ იმაზე, თამარ ჟვანია დარჩეს თუ არა თავის პოზიციაზე, პირველ რიგში ბოდიში უნდა მოუხადონ იმ შეურაცხყოფებისთვის, რაც სრულიად მას უსამართლოდ აკადრეს

ვიდრე ვიღაცები საუბრობენ იმაზე, თამარ ჟვანია დარჩეს თუ არა თავის პოზიციაზე, პირველ რიგში ბოდიში უნდა მოუხადონ იმ შეურაცხყოფებისთვის, რაც სრულიად მას უსამართლოდ აკადრეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კითხვაზე, უნდა ჩაატაროს თუ არა თვითმართველობის არჩევნები თამარ ჟვანიამ, განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

11 მაისი 2021, 20:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გახარიას გუნდზე: როცა პოლიტიკური ნიშნით გამწესებული პირი ტოვებს თანამდებობას, ეს ზეწოლა არ არის, პოლიტიკური პროცესია, ჩემი რჩევაა, ჩაჯდნენ ერთიან „მესიჯბოქსში“

როცა პოლიტიკური ნიშნით გამწესებული თანამდებობის პირი ტოვებს თანამდებობას, ეს არავითარი ზეწოლა არ არის, ეს არის პოლიტიკური პროცესი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გახარიას გუნდზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

11 მაისი 2021, 19:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თუ ოპოზიციის მხრიდან დედაქალაქის მერობის ერთადერთი კანდიდატი ნიკა მელია იქნება, არჩევნებს მინიმუმ 2/1-ზე მოვიგებთ

„პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მათი კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებს დამაჯერებლად მოიგებს. ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას თბილისის მერობის შესაძლო კანდიდატად წარდგენის საკითხს გამოეხმაურა.

11 მაისი 2021, 19:53

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძემ ესტონეთის პარლამენტის კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ონლაინ შეხვედრა გამართა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ესტონეთის პარლამენტის კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, აადუ მასტთან ონლაინ შეხვედრა გამართა, რომელსაც საქართველოს ელჩი ესტონეთში, არჩილ ყარაულაშვილი ესწრებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე პანდემიის პირობებში კულტურის სფეროს წინაშე მდგარ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს, ასევე, სახელოვნებო განათლების რეფორმის თაობაზე იმსჯელეს.

ირაკლი კობახიძე

11 მაისი 2021, 19:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნიკა მელია არის შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე პოლიტკრიმინალი

„მანდელასთან შედარებები არის ღიმილის მომგვრელი და ბუნებრივია, ამაზე რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება. ყველამ იცის, რომ ნიკა მელია არის პოლიტკრიმინალი, შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე პოლიტ-კრიმინალი, რომლის ადგილი წესით პოლიტიკაში არ უნდა იყოს, თუმცა ეს არის მოცემულობა“,- განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი

11 მაისი 2021, 19:36

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: Pulsar AI ავტო-ინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა, ამერიკულმა კომპანიამ SpinCar შეისყიდა, დღეს ჩვენ წარმატებული ინოვაციური პროექტის შედეგის მოწმენი ვართ

დღეს ჩვენ წარმატებული ინოვაციური პროექტის შედეგის მოწმენი ვართ, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, Pulsar AI ავტო-ინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა, ამერიკულმა კომპანიამ SpinCar შეისყიდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

11 მაისი 2021, 19:33

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინას ომი არ სურს, თუმცა მშვიდობისთვის ძლიერი და ბრძოლისუნარიანი არმია სჭირდება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ომი არ სურს, თუმცა მშვიდობისთვის ძლიერი და ბრძოლისუნარიანი არმია სჭირდება.

საქართველოს საელჩო ისრაელში

11 მაისი 2021, 19:33

საზოგადოება

საქართველოს საელჩო ისრაელში, ქალაქ ლოდში მცხოვრებ ქართველებს აფრთხილებს

საქართველოს საელჩო ისრაელში ქალაქ ლოდში მცხოვრებ ქართველებს აფრთხილებს. ქალაქ ლოდში მცხოვრებთა საყურადღებოდ! არ გახვიდეთ საცხოვრებელი ადგილებიდან. თუ გასული ხართ ქალაქიდან - დროებით, თავი შეიკავეთ დაბრუნებისგან. პოლიციასა და მოსახლეობის ნაწილს შორის ამ წუთებში შეტაკებაა“, - წერს საელჩო სოციალურ ქსელში.