imedi /  24 დეკემბერი 2020, 13:29 / სანდო წყარო

ბათუმში ე.წ.ხოფის ბაზრობის მოვაჭრეები მაღაზიების გახსნას ითხოვენ

ბათუმში ე.წ.ხოფის ბაზრობის მოვაჭრეები მაღაზიების გახსნას ითხოვენ, მათ აქცია გამართეს.

როგორც ამბობენ, შემოსავლის გარეშე დარჩნენ და ვერ იხდიან საბანკო დავალიანებას. მათივე თქმით, მკაცრად დაიცავენ რეგულაციებს.

როგორც დირექტორი ამბობს, მთავრობასთან კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა ადმინისტრაცია რეგულაციებს ვერ დაიცავს თუ მათ მოიჯარეები არ დაეხმარებიან.

„მესმის მათი მოთხოვნები და სოციალური მდგომარეობა, თუმცა მხოლოდ ამ ბაზრობაზე კორონავირუსით 22 მოიჯარე გარდაიცვალა. ჩვენ ვერ უზრუნველვყოფთ რეგულაციების დაცვას მოიჯარეების გარეშე, მათ პასუხიმგებლობა უნდა აიღონ. მთავრობასთან გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს“, - განაცხადა ბაზრობის დირექტორმა, ზვიად მელიქაძემ.

ე.წ. ხოფის ბაზრობა უკვე ერთი თვეა დაკეტილია. ეს არის ყველაზე დიდი ბაზრობა აჭარაში, სადაც 3,000-მდე მოიჯარეა დასაქმებული.

ყველა სიახლე

სოზარ სუბარი

26 ოქტომბერი 2021, 16:50

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: შიმშილობის გამო, დანაშაულის გაუქმება არ ხდება და ვერ მოხდება ვერავისთან დაკავშირებით

შიმშილობით დანაშაულის ჩამოწერა არ ხდება. შიმშილობით უკვე სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმება არ ხდება, ვინც არ უნდა იშიმშილოს - ეს არის ორჯერ ორი ოთხი, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

26 ოქტომბერი 2021, 16:49

ეკონომიკა

მსოფლიო ტურიზმის სამიტზე მარიამ ქვრივიშვილმა „განახლებული რეგიონების“ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მსოფლიო ტურიზმის სამიტზე სფეროს წარმომადგენლებს „განახლებული რეგიონების“ პროექტი გააცნო, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხორციელდება და ხელს უწყობს, არამხოლოდ პირველადი საჭიროების ინფრასტრუქტურის განვითარებას, არამედ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ყველა რეგიონში.

26 ოქტომბერი 2021, 16:38

მსოფლიო

„თალიბანი“: არავის მივცემთ უფლებას, ავღანეთის ტერიტორია ჩინეთისთვის საფრთხის შესაქმნელად გამოიყენოს

რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ არავის მისცემს უფლებას, ავღანეთის ტერიტორია ჩინეთისთვის საფრთხის შესაქმნელად გამოიყენოს. ამის შესახებ „თალიბანის“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამირ ხან მოტაყიმ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვან ისთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

26 ოქტომბერი 2021, 16:33

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ნიკა მელიას ბანერები კრიტიკასაც ვერ უძლებს

ბოლო პერიოდში მელიას ბანერები გამოჩნდა, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს, ამაზე სერიოზული საუბარიც კი არ შეიძლება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“- ში განაცხადა. მისი თქმით, ტყუილზე აგებული ნარატივი ვერასდროს გაიმარჯვებს.

მამუკა მდინარაძე

26 ოქტომბერი 2021, 16:27

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: პირწმინდად რომ წააგებენ მეორე ტურს, შემდეგ არჩევნების დისკრედიტაციას შეეცდებიან, მაგრამ ეს კინო უკვე ნანახია

ოპოზიცია ამბობს, რომ მათთვის ფაქტებს არა აქვს მნიშვნელობა და მთავარია აღქმები. ცნობილი გამონათქვამი გადაკეთდა ასე, რომ „თუ ფაქტები გვარამიას აღქმებს ეწინააღმდეგება, მით უარესი ფაქტებისთვის“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

26 ოქტომბერი 2021, 16:25

საზოგადოება

პრობაციისა და პენიტენციური სისტემის სპეციალისტები ძალადობრივი ქცევის კორექციის კურსის ეფექტიანი განხორციელებისთვის გადამზადდნენ

ფსიქოლოგებმა და სოციალურმა მუშაკებმა ინტენსიური ტრენინგი გაიარეს. მოდული თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა. გადამზადება სისტემაში დასაქმებულ სპეციალისტებს ძალადობრივი ქცევის მქონე პირებისთვის ინდივიდუალური და ჯგუფური მომსახურების მიწოდებაში დაეხმარება. ტრენინგი სპეციალისტების საქმიანობის ეფექტიანობას გაზრდის, რაც ძალადობრივი ქცევის შემცირებას შეუწყობს ხელს.

მამუკა მდინარაძე

26 ოქტომბერი 2021, 16:24

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: შუქჩრდილებით ხალხის გაბევრება, დაწოლილი კადრები არ იქნება - დღისით, მზისით ჩატარდება ყველაფერი და ყველა შეხედავს, რამდენი ადამიანი მივა აქციაზე

„ეს რაღაც შუქჩრდილებით ხალხის გაბევრება, დაწოლილი კადრები და ა.შ კი არ იქნება, დღისით, მზისით იქნება ეს ყველაფერი და ყველა შეხედავს რამდენი ადამიანი მივა {აქციაზე}. ამას შესაძლოა დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაგრამ ყველა შეხედავს რეალობაში რა მოხდება იქ და რამდენი ადამიანი იქნება ხვალ თავისუფლების მოედანსა და რუსთაველზე“, - განაცხადა მდინარაძემ.

26 ოქტომბერი 2021, 16:21

საზოგადოება

კოჯორში, აზეულას ქუჩაზე მულტიფუნქციური სივრცე მოეწყო

კოჯორში, აზეულას ქუჩაზე, 6 000 კვ.მ. ფართობზე, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით ახალი სკვერი მოეწყო.

მამუკა მდინარაძე

26 ოქტომბერი 2021, 16:16

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: თუ ვინმემ გაკადრათ, რომ ფულის სანაცვლოდ წამოდით ხვალინდელ აქციაზეო, არცერთი ადამიანი არ მოვიდეს

ძალიან სერიოზული მუხტი იგრძნობა, როცა ჩვენს წარმომადგენლებს ვუკავშირდებით რეგიონებში - ხვალ იქნება ძალიან ბევრი ადამიანი და ისინი კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ გამარჯვება უნდა მივიყვანოთ ბოლომდე და განვითარებასა და ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“- ში ხვალინდელ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

დავით ქართველიშვილი

26 ოქტომბერი 2021, 16:11

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: სად სააკაშვილი და სად პედიატრი კომაროვსკი, მხოლოდ პედიატრიული პრაქტიკით რომ იყოს ცნობილი კომაროვსკი - ჯანდაბას, ის წელიწადის უდიდეს ნაწილს ატარებს რუსეთში და ყირიმს ანექსირებულ ტერიტორიად არ თვლის

​​​​​​​ექსპერტი დავით ქართველიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგში უცხოელი მედიკოსები ჩაერთვებიან.

26 ოქტომბერი 2021, 15:51

მსოფლიო

ნიგერიაში, შეიარაღებულმა პირებმა ერთ-ერთ მეჩეთში 16 ადამიანი მოკლეს

ნიგერიაში, შეიარაღებულმა პირებმა ერთ-ერთ მეჩეთში 16 ადამიანი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო AFP ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კახა კალაძე

26 ოქტომბერი 2021, 15:45

ეკონომიკა

კახა კალაძე: როგორც ქალაქის მერსა და ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, ძალიან მიხარია, რომ დედაქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სასტუმროს ბრენდი შემოვიდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საერთაშორისო ბრენდის ახალი სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისის“ გახსნის საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. სიმბოლურად, ლენტი თბილისის მერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელ ლაშა პაპაშვილთან ერთად გაჭრა.

26 ოქტომბერი 2021, 15:42

საზოგადოება

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართა

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ იმსჯელეს, რომელიც საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიან საბიუჯეტო პროცესში ინტეგრირებას ითვალისწინებს.

26 ოქტომბერი 2021, 15:41

პოლიტიკა

ემიგრანტების საარჩევნო უფლების თაობაზე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით ცესკოში განცხადება გაკეთდა

როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ ინტენსიურად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია ამომრჩეველთა ერთიან სიაში ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით.

26 ოქტომბერი 2021, 15:38

კულტურა

თბილისი თანამედროვე იტალიური ხელოვნების გამოფენას უმასპინძლებს

გამოფენა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტს (IGAV) შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა და იმ ფართომასშტაბიანი კულტურული პროექტის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც „აბრეშუმის გზის“ გასწვრივ მდებარე ევროპისა და აზიის ქვეყნებს უკავშირდება.

26 ოქტომბერი 2021, 15:32

სპორტი

NBA-ში ისტორიული მატჩი შედგა: ბითაძე VS მამუკელაშვილი

პლანეტის უძლიერეს საკალათბურთო ლიგაში ქართული დუელი შედგა. ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ერთმანეთს გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი” და სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი” შეხვდნენ. მატჩი ინსიანაპოლისში გაიმართა და მილუოკელთა გამარჯვებით – 119:109 დასრულდა, - ამის შესახებ კალათბურთის ფედერაცია წერს.

26 ოქტომბერი 2021, 15:25

პოლიტიკა

ირინა ლომინაძე: პაატა ბურჭულაძეს, როგორც საოპერო მომღერალს, უდიდეს პატივს ვცემ - როგორც პოლიტიკოსს მე მას არ შევხვდები

პაატა ბურჭულაძეს, როგორც მსოფლიო ბანს, საოპერო მომღერალს უდიდეს პატივს ვცემ და ბედნიერი ვიქნები, თუ როდისმე იმღერებს ჩემ თეატრში, თუმცა როგორც პოლიტიკოს პაატა ბურჭულაძეს მე არ შევხვდები, - ამის შესახებ ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირინა ლომინაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

26 ოქტომბერი 2021, 15:18

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს დედაქალაქს შეემატა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბრენდის ფეშენებელური სასტუმრო, რომლის ღირებულება 40 მილიონ დოლარს შეადგენს

ნამდვილად მისალოცია დღევანდელი დღე, ვინაიდან ჩვენს დედაქალაქს შეემატა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბრენდის ფეშენებელური სასტუმრო, რომლის ღირებულება 40 მილიონ დოლარს შეადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში, სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

26 ოქტომბერი 2021, 15:16

ეკონომიკა

თბილისში, ​ჭავჭავაძის გამზირზე სასტუმრო „ჰილტონ თბილისი გარდენ ინი“ გაიხსნა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კომპანია „რედიქსის“ ინვესტიიცით აშენებული საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „ჰილტონ თბილისი გარდენ ინი“ პრემიერმა და თბილისის მერმა გახსნეს. გახსნის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, მედია და პროექტში ჩართული სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

26 ოქტომბერი 2021, 15:12

მსოფლიო

The Times of Israel: უახლოეს თვეებში ისრაელის საჰაერო ძალები ირანის ბირთვულ პროგრამაზე თავდასხმის მიზნით წვრთნებს შეუდგებიან

უახლოეს თვეებში ისრაელის საჰაერო ძალები ირანის ბირთვულ პროგრამაზე თავდასხმის მიზნით წვრთნებს შეუდგებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.