imedi /  09 იანვარი 2021, 09:24 / სანდო წყარო

ოკუპირებულ გაგრაში ხანძრის ახალი კერები ბზიფის მიდამოებში გაჩნდა

ხანძარი

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ხანძრის ახალი კერები ამჯერად ბზიფის მიდამოებში გაჩნდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სტიქიასთან გასამკლავებლად დასახლებაში სახანძროს ორი ეკიპაჟი გაგზავნეს.

ხანძარს გაგრაში უკვე რამდენიმე დღეა, ებრძვიან. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტიქია საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა და დაშორება მხოლოდ 100 მეტრი იყო. თუმცა, მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს.

ცეცხლი ასევე გავრცელებულია ახალი ათონის მიდამოებშიც.

ყველა სიახლე

27 სექტემბერი 2022, 10:50

საზოგადოება

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ტურისტული მომსახურების სექტორში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემთხვევა დაადასტურა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ტურისტულ სექტორში დაწყებული მოკვლევა დაასრულა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადასტურა. საკითხი ეხებოდა თბილისში, ტურისტებისთვის, ქალაქის ტურის მომსახურების სექტორში ორი კომპანიის დავას, - ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

27 სექტემბერი 2022, 10:48

მსოფლიო

გაეროს წარმომადგენელი: ჰაიტიზე ჰუმანიტარულ კატასტროფაა

ჰაიტიზე ჰუმანიტარული კატასტროფაა, რაც ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისით არის გამოწვეული. სასურსათო დახმარების საწყობებზე რამდენიმეკვირიანმა თავდასხმებმა ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება შეარყია, - აცხადებს ჰაიტის წარმომადგენელი გაეროში, ჰელენ ლა ლაიმი.

ნიკოლაი სოლსკი

27 სექტემბერი 2022, 10:21

მსოფლიო

უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრი: რუსეთი არაპროგნოზირებადი მეზობელია - უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტი ევროკავშირში სახმელეთო დერეფნების გარეშე შეუძლებელია

„შავ ზღვაში რუსეთის არაპროგნოზირებადი ქცევის გათვალისწინებით, უკრაინასა და ევროკავშირს შორის სახმელეთო მარშრუტებზე შექმნილი „სოლიდარობის დერეფნები“ რჩება უკიდურესად მნიშვნელოვნად არა მხოლოდ ბიზნესინტერესებისთვის, არამედ უსაფრთხოების კუთხითაც“, - აცხადებს უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრი.

27 სექტემბერი 2022, 10:17

ტექნოლოგიები

NASA-ს ზონდი Dart-ი ასტეროიდს გეგმურად შეეჯახა🚀☄️

შეჯახება გეგმური იყო, მისი მიზანი კი დედამიწისთვის პოტენციურად სახიფათო ასტეროიდებისთვის ტრაექტორიის შეცვლის მექანიზმის ტესტირება იყო. სპეციალისტების თქმით, მათ რამდენიმე კვირაში ეცოდინებათ რამდენად წარმატებული აღმოჩნდა მათი ექსპერიმენტი და შეიცვალა თუ არა ასტეროიდის ტრაექტორია.

27 სექტემბერი 2022, 09:53

პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო: სოხუმის დაცემიდან 29 წლის შემდეგაც იგრძნობა ტკივილი, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მასობრივ მკვლელობას მოჰყვა

სოხუმის დაცემიდან 29 წლის შემდეგაც იგრძნობა ტკივილი, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მასობრივ მკვლელობას მოჰყვა, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.

27 სექტემბერი 2022, 09:42

თავდაცვა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა.

27 სექტემბერი 2022, 09:27

რეგიონი

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სოფელ რუხში მდუმარე აქცია გაიმართა

სოხუმის დაცემის დღე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში გაიხსენეს. მდუმარე აქციას, სანთლებით „ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები“ ეწერა.

27 სექტემბერი 2022, 09:11

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში ☀️🍂

27 სექტემბერს ქუთაისში +31 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან დღეს ვარაუდობენ, ღამით +17 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთშიც მზიანი დღეა ნავარაუდევი. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსს პროგნოზირებენ. ბათუმშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

27 სექტემბერი 2022, 08:57

სამართალი

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 2 ადამიანი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გასულ წლებში, სოფელ გლდანის ტერიტორიაზე, მიწის ნაკვეთების თითქოსდა ფლობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტებისა და ცრუმოწმეების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს საერთო ჯამში 150 126 ლარის ღირებულების 1 300 მ2 ფართობის სამი მიწის ნაკვეთი.

27 სექტემბერი 2022, 08:51

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 216-ე დღეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე ოთხი სარაკეტო და შვიდი საავიაციო დარტყმა მიიტანა. რუსეთის საოკუპაციო ძალების სამიზნე სამოქალაქო და სამხედრო ობიექტები გახდა.

27 სექტემბერი 2022, 08:42

სამართალი

რატი ბრეგაძემ თურქეთის ომბუდსმენს სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო

მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის ომბუდსმენს სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო, რომლებიც უწყების ათწლიან სამოქმედო გეგმაშია გაწერილი. მათ შორის, აღინიშნა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი − პენიტენციური და პრობაციის სისტემების რეფორმა.

27 სექტემბერი 2022, 08:36

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. საქართველო პატივს მიაგებს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას. სახელმწიფო დროშა დაეშვა იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი ყველა უწყების ადმინისტრაციულ შენობებზე.

27 სექტემბერი 2022, 08:16

საზოგადოება

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს

ჯვართამაღლების დღესასწაული მე–4 საუკუნეში დაწესდა. იგი ერთ-ერთი ქრისტიანული საეკლესიო დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 27 სექტემბერს.

27 სექტემბერი 2022, 08:00

პოლიტიკა

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა

რუსულმა, ჩრდილოკავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი.

27 სექტემბერი 2022, 01:17

პოლიტიკა

შსს-ს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების მიზნით და სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

27 სექტემბერი 2022, 01:11

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

27 სექტემბერი 2022, 01:00

პოლიტიკა

ცესკოსა და საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა

დღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) და საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც 1 ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებას ითვალისწინებს.

27 სექტემბერი 2022, 00:44

პოლიტიკა

რატი ბრეგაძემ თურქეთის ომბუდსმენს სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თურქეთის რესპუბლიკის ომბუდსმენს, შერეფ მალკოჩს უმასპინძლა. მხარეებმა სისხლის სამართლის სფეროში თურქეთთან წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და ამ სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით რეკომენდაციები და მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

27 სექტემბერი 2022, 00:43

სპორტი

უეფას ერთა ლიგის გათამაშების მეექვსე ტურში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა გიბრალტარი დაამარცხა

უეფას ერთა ლიგის გათამაშების მეექვსე ტურში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა გიბრალტართან გასვლით შეხვედრაში 2-0 გაიმარჯვა. მატჩის მე-19 წუთზე თავისივე გამომუშავებული 11-მეტრიანი დარტყმა გოლად ხვიჩა კვარაცხელიამ აქცია, ხოლო მეორე გოლი 48-ე წუთზე გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა.

27 სექტემბერი 2022, 00:29

პოლიტიკა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა სასკოლო რესურსების შესწავლის თემაზე ზეპირი მოსმენები დაასრულა

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიმდინარე თემატური მოკვლევის „სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკა ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში" ჯგუფმა, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი ხელმძღვანელობს, ბოლო ზეპირი მოსმენა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.