imedi /  20 იანვარი 2021, 18:29 / სანდო წყარო

თელავში საცხოვრებელი სახლი იწვის

თელავის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი იწვის. ქვემო ხოდაშენში 5 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული, ისინი ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.

ოჯახის წევრებმა სახლის დატოვება დროულად შეძლეს, ამიტომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

წინასწარი ინფორმაციით, დაიწვა საყოფაცხოვრებო ნივთები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. მეზობლები ვარაუდობენ, რომ აალება გაუმართავი ელექტროსისტემით იყო გამოწვეული.

ყველა სიახლე

01 მარტი 2021, 11:06

რეგიონი

დუშეთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს

დუშეთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტი საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შარლ მიშელი

01 მარტი 2021, 10:59

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს ვაქცინის დოზებზე წვდომა მალე ჰქონდეს

„კოვიდ 19“-ის პანდემიის პერიოდში ევროპამ აჩვენა და ისევ დაანახებს საქართველოს თავის სოლიდარობას. ჩვენ გავაკეთეთ დაახლოებით 400 მლნ ევროს მობილიზება, რათა მოხდეს ამ კრიზისის დაძლევა, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ვაქცინაცია ამ მომენტში არის მთავარი გამოწვევა.

კორონავირუსი

01 მარტი 2021, 10:58

COVID19

როგორია კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში

დადებითობის მაჩვენებელი ნიშნავს, ტესტირებულთა საერთო რაოდენობის რამდენ პროცენტს დაუდგინდა კორონავირუსი. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სწორედ ამ მაჩვენებელზეა დამოკიდებული იმ შეზღუდვების მოხსნა ან შემსუბუქება, რომლებიც ქვეყანაში ამ დრომდე მოქმედებს. სტაბილური ეპიდვითარების პირობებში, დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

01 მარტი 2021, 10:57

პოლიტიკა

შარლ მიშელი: მსურს, კიდევ ერთხელ გავიმეორო ევროკავშირის მყარი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით

კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო ევროკავშირის მყარი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

01 მარტი 2021, 10:57

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ჩემი ვიზიტი პოლიტიკური კრიზისის ფონზე იმართება - ოპოზიციასა და მთავრობას დიალოგისკენ მოვუწოდებ

ჩემი ვიზიტი იმართება საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე. როდესაც გამწვავებული კრიზისია, რა თქმა უნდა, ეს აშფოთებს ევროკავშირსაც და - პირადად მეც, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კორონავირუსი

01 მარტი 2021, 10:53

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 160 ადამიანს დაუდასტურდა, 409 კი გამოჯანმრთელდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 160 ადამიანს დაუდასტურდა, 409 კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 27 0918 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 265 523 , გარდაიცვალა 3 520 პაციენტი.

კორონავირუსი

01 მარტი 2021, 10:51

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

სალომე ზურაბიშვილი

01 მარტი 2021, 10:50

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირს სჭირდება ჩვენგან მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება

„დღეს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის და როგორც არასოდეს, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი ევროპული გზა, თავისი დემოკრატიული გზა გააგრძელოს და ამ გზაზე არაფერმა შეუშალოს ხელი. ეს როგორც არასოდეს მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ამ რეგიონში ვითარება შეიცვალა და საჭიროა, რომ ის, რაც იყო და არის, საქართველო - ანუ სტაბილურობისა და დემოკრატიის კუნძული, ეს კიდევ გაძლიერდეს და გამყარდეს. ევროკავშირს, როგორც საქართველოს, სჭირდება ჩვენგან მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ევროკავშირთან ერთად პოსტკრიზისულ გეგმაზე ვიმუშაოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შარლ მიშელი

01 მარტი 2021, 10:45

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ევროკავშირს სურს დარჩეს საქართველოს გვერდით, მინდა კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ ევროკავშირის მეგობრობის მესიჯი

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვარ აქ, საქართველოში, თქვენთან ერთად. ჩემი დღევანდელი შეხვედრა აქ, ისევე როგორც გუშინ მილდოვაში და ხვალ უკრაინაში - ეს არის პარტნიორობის მესიჯი ევროკავშირის მხრიდან რეგიონის ქვეყნებისთვის, - მის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შარლ მიშელი და სალომე ზურაბიშვილი

01 მარტი 2021, 10:42

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელთან შეხვედრაზე: შევთანხმდით, რომ ამ ქვეყანას სჭირდება შიდა სტაბილურობა ევროკავშირის გზაზე არსებული ყველა დივიდენდის მისაღებად

შარლ მიშელთან დეტალურად ვისაუბრე პოლიტიკურ ვითარებაზე, შევთანხმდით, რომ ამ ქვეყანას, როგორც არასდროს, ისე სჭირდება შიდა სტაბილურობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელთან შეხვედრისას, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

01 მარტი 2021, 10:41

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა

„დღეს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის და როგორც არასოდეს, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი ევროპული გზა, თავისი დემოკრატიული გზა გააგრძელოს და ამ გზაზე არაფერმა შეუშალოს ხელი. ეს როგორც არასოდეს მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ამ რეგიონში ვითარება შეიცვალა და საჭიროა, რომ ის, რაც იყო და არის, საქართველო - ანუ სტაბილურობისა და დემოკრატიის კუნძული, ეს კიდევ გაძლიერდეს და გამყარდეს. ევროკავშირს, როგორც საქართველოს, სჭირდება ჩვენგან მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ევროკავშირთან ერთად პოსტკრიზისულ გეგმაზე ვიმუშაოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

01 მარტი 2021, 10:34

საზოგადოება

როგორ გამოიყურებოდა თბილისის რკინიგზის სადგური 1880-იან წლებში

საქართველოს ეროვნული არქივი თბილისი რკინიგზის სადგურის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც 1880-იან წლებშია გადაღებული. მათივე ინფორმაციით, ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში, დიმიტრი ერმაკოვის კოლექციაში.

01 მარტი 2021, 10:32

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 114 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 114 067 979 შემთხვევა გამოვლინდა, 2 530 716 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 64 418 462 - გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 28 605 669 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 513 091 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ოქროს გლობუსი

01 მარტი 2021, 10:29

კულტურა

„ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

„ნომადლენდის“ რეჟისორი, ჩინელი ქლოი ჟაო საუკეთესო რეჟისორად აღიარეს. დრამატულ ფილმებში საუკეთესო მსახიობები ანდრა დეი („შეერთებული შტატები ბილი ჰოლიდეის წინააღმდეგ“) და ჩედვიკ ბოუზმენი („მა რეინი: ბლუზის დედა).

01 მარტი 2021, 10:24

თემა

„ამის დახატვა მხოლოდ შეშლილს შეეძლო“ - მკვლევრები დიდხანს კამათობდნენ იმაზე, თუ რომელმა ვანდალმა დაწერა ეს ფრაზა ედვარდ მუნკის ნახატზე „კივილი“

ნორვეგიის ეროვნულმა გალერეამ წარმოადგინა კვლევა, რომელიც ედვარდ მუნკის ნახატზე კივილი ფანქრით შესრულებულ წარწერას ეხებოდა. ფრაზა- ამის დახატვა მხოლოდ შეშლილს შეეძლო ტილოს ზედა მარცხენა კუთხეში იკითხება. მუნკმა ეს ნახატი 1893 წელს შექმნა. მისი შთაგონების წყაროდ ორ მეგობართან ერთად სეირნობის დროს ნანახი მზის ჩასვლა იქცა. დაღლილი მხატვარი ღობეს მიეყრდნო და დაინახა სისხლი და ცეცხლის ენები, რომლებიც ჩაბნელებულ ფიორდზე ეშვებოდნენ. ჩემმა მეგობრებმა გზა განაგრძეს, მე კი ვიდექი და შიშისგან ვკანკალებდი. ამ დროს ვიგრძენი უსასრულო კივილი, რომლითაც ბუნება იყო გაჟღენთილი, - ასე აღწერდა ტილოს შექმნის ისტორიას თავად მხატვარი.

01 მარტი 2021, 10:24

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 1-ელ მარტს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებ

01 მარტი 2021, 10:19

COVID19

ჩეხეთში მოსახლეობის იმუნიზაცია რუსული ვაქცინით დაიწყეს

ჩეხეთში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის აცრა რუსული ვაქცინით, Sputnik V-ით დაიწყეს. რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანა ვერ დაელოდება, როდის დაამტკიცებს ევროკავშირი რუსულ ვაქცინას, - ამის შესახებ Aljazeera წერს.

01 მარტი 2021, 10:10

რეგიონი

ქვემო ქართლში საირიგაციო სისტემებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს მელიორაცია სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქვემო ქართლში წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, საირიგაციო სისტემებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

01 მარტი 2021, 10:05

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 1-ელ მარტს ქუთაისში წვიმას პროგნოზირებენ. დღისით +8 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ასევე წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში, სადაც დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +6 გრადუსს და წვიმას პროგნოზირებენ, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

01 მარტი 2021, 09:53

თავდაცვა

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და აღნიშნულ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.