imedi /  11 ივნისი 2021, 13:42 / სანდო წყარო

ქვეშეთი-კობის ახალი გზისა და 9-კმ-იანი გვირაბის მშენებლობა დაიწყო

ქვეშეთი-კობის 23-კმ-იანი გზისა და 9-კმ-იანი გვირაბის მშენებლობა დაიწყო. ეს მონაკვეთი ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ჩქაროსნულ გზატკეცილად მოდერნიზების პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 5 ხიდის, 5 გვირაბის მშენებლობა და 1 ხიდის რეაბილიტაცია. მათ შორისაა საქართველოში ყველაზე დიდი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბის მშენებლობა, რომელიც მსოფლიოს უნიკალურ გვირაბებს შორის მოხვდება.

სამუშაოების შესასრულებლად სპეციალურად დამზადდა გვირაბგამყვანი საბურღი მანქანა TBM. იგი გამორჩეულია იმით, რომ ვიბრაცია დაყვანილია მინიმუმამდე, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო სამშენებლო პროცესს და გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებას.

პროექტის შესაბამისად, ახალი გზის არეალში, მოხვდება შემდეგი სოფლები: ქვეშეთი, არახვეთი, ზაქათკარი, ბენიანი-ბეგონი, სვიანა-როსტიანი, მუღურე, წკერე და კობი.

„რთული კლიმატური პირობების გამო, ხადის ხეობაში, ადგილობრივი მოსახლეობა წელიწადში დაახლოებით 100 დღის განმავლობაში გარე სამყაროსაა მოწყვეტილი და არც არსებულ გზაზე გადაადგილებაა უსაფრთხო. დიდთოვლობისა თუ ზვავსაშიშროების გამო გზა ხშირად იკეტება და ვერ მოძრაობს სადისტრიბუციო, სასწრაფო დახმარების და სატრანზიტო მანქანები.

ქვეშეთი-კობის ახალი გზის აშენებით წელიწადის ნებისმიერ დროს რეგიონში შესაძლებელი იქნება უსაფრთხოდ გადაადგილება ყველა ტიპის ავტომობილისთვის.

ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების მოგვარების გარდა, ახალი გზა ეკონომიკური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია - გაიზრდება ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი, შეიქმნება ახალი ტურისტული მიმართულებები, რაც ადგილობრივებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას ნიშნავს. დამატებით, აშენდება გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზა და ტურისტული ცენტრი, რაც უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის გადაადგილებას და გაზრდის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს.

არსებული გზის სიგრძე 34 კმ-ია, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ 23 კმ იქნება, რაც ნიშნავს, რომ მანძილი 11 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დრო 1 საათით შემცირდება.

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია. მშენებლობას აზიის განვითარებისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკები აფინანსებს, სამშენებლო პროცესის მონიტორინგს კი საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია UBM ახორციელებს. პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

21 აპრილი 2026, 15:53

საზოგადოება

დავით ნარმანია: აუცილებელია რომ მეტმა ახალგაზრდამ იცოდეს რამდენად მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორის განვითარება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სემეკის საქმიანობისა და რეგულირების საკითხების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.

დონალდ ტრამპი

21 აპრილი 2026, 15:33

მსოფლიო

CNN: ირანთან გარიგება ომის დასრულების შესახებ ახლოს იყო. მაგრამ ტრამპმა სოციალურ ქსელში პოსტების გამოქვეყნება დაწყო

ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, ამერიკული ადმინისტრაცია ირანის ხელისუფლებასთან გარიგების დადებასთან და ამით ომის დასრულებასთან ახლოს იყო, თუმცა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში პოსტების გამოქვეყნება დაიწყო, რამაც პროცესი დააზიანა.

21 აპრილი 2026, 15:07

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.

მიხეილ სარჯველაძე

21 აპრილი 2026, 15:07

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის მკურნალობაზე: რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი - ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA

ჯანდაცვის მინისტრმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის თემაზე ბრიფინგი გამართა. მინისტრმა ჟურნალისტებს ევროპისა და ამერიკის წამლის მარეგულირებელი ორგანიზაციების დასკვნები გააცნო.

21 აპრილი 2026, 14:49

სამართალი

დაკავებულია პირი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში ეხმარებოდა

დაკავებულია პირი, რომელიც, დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად, გარკვეული ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ, ყალბი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტების გამოყენებით, დახმარებას უწევდა საქართველოს მოქალაქეებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ, არჩილ ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

21 აპრილი 2026, 14:42

მსოფლიო

ზელენსკი უპატივცემულობას უწოდებს იმ ფაქტს, რომ უკრაინის სამშვიდობო პროცესში დონალდ ტრამპის წარმომადგენლები მოსკოვში ჩადიან და კიევში - არა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უპატივცემულობას უწოდებს იმ ფაქტს, რომ უკრაინის სამშვიდობო პროცესში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები მოსკოვში ჩადიან და კიევში კი არა.

21 აპრილი 2026, 14:34

საზოგადოება

მიცვალებულთა ხსენების დღესთან დაკავშირებით, მეუფე შიომ სიონის საპატრიარქო ტაძარში დიდი პანაშვიდი გადაიხადა

დღეს მიცვალებულთა ხსენების დღეა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სიონის საპატრიარქო ტაძარში დიდი პანაშვიდი გადაიხადა.

თენგიზ შარმანაშვილი

21 აპრილი 2026, 14:32

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ეს არის მკვდრადშობილი გაერთიანება, ეზიზღებათ ერთმანეთი. ჩემზე შეიძლება უფრო პიარულად თქვან ცუდი, ვიდრე თავის ე.წ. თანამებრძოლზე, მაგრამ შინაგანად ის უფრო ეზიზღება

ეს არის მკვდრადშობილი გაერთიანება, ეზიზღებათ ერთმანეთი. ჩემზე შეიძლება უფრო პიარულად თქვან ცუდი, ვიდრე თავის ე.წ. თანამებრძოლზე, მაგრამ შინაგანად ის უფრო ეზიზღება, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას.

21 აპრილი 2026, 14:31

სპორტი

ბათუმში ძალოსნობის ლეგენდარული ქართველი მწვრთნელის, ივანე გრიქუროვის წიგნის „ვარსკვლავების ჩრდილში“ პრეზენტაცია გაიმართა

ბათუმში ძალოსნობის ლეგენდარული ქართველი მწვრთნელის, ივანე(ვანო) გრიქუროვის წიგნის „ვარსკვლავების ჩრდილში“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 აპრილი 2026, 14:23

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: სააკაშვილი მოითხოვს, რომ ის იყოს ყველა მხრიდან უპირობოდ აღიარებული. სანამ ეს ასე არ იქნება, მანამდე ის ერთგვარ შოლტს გადაუჭერს ხოლმე მის მიერ გაზრდილ ურჩებს

ვფიქრობ, რომ სააკაშვილი-ბოკერია-გვარამიას არც ერთობას და არც ცალკე ყოფნას, საქართველოში, პოლიტიკაში რაიმე რეალური სასიკეთო პერსპექტივა არ გააჩნია, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 აპრილი 2026, 14:23

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ევრობიუროკრატებზე: კარგი იქნებოდა, რომ 2024 წლის არჩევნებისათვის თვალი გაესწორებინათ და ქუჩაში გამოსული დემონსტრანტებისათვის ტაში არ დაეკრათ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობის დროს

კარგი იქნებოდა, რომ 2024 წლის არჩევნებისათვის თვალი გაესწორებინათ და ქუჩაში გამოსული დემონსტრანტებისათვის ტაში არ დაეკრათ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობის დროს, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ევრობიუროკრატებზე საუბრისას.

არჩილ გორდულაძე

21 აპრილი 2026, 14:22

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ვიცით, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთი ეზიზღებათ, შიდა კონკურენცია აქვთ, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, ვინ უფრო მაღალ თანამდებობას დაიკავებს

ვიცით, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთი ეზიზღებათ, შიდა კონკურენცია აქვთ, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, ვინ უფრო მაღალ თანამდებობას დაიკავებს და ვინ უფრო უკეთ შეეცდება მიღებული დავალების შესრულებას, - განაცხადა „ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

21 აპრილი 2026, 14:21

პოლიტიკა

ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა მიმდინარეობს, სადაც გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივით საქართველოს საკითხიც განიხილება

ლუქსემბურგში ევროკავშირს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრაზე გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივით საქართველოს საკითხიც განიხილება. მინისტრთა ნაწილი ისევ სანქციებზე ამახვილებს ყურადღებას. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და შეხვედრის მონაწილეებმა კომენტარებიც გააკეთეს.

თენგიზ შარმანაშვილი

21 აპრილი 2026, 14:19

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ევრობიუროკრატებზე: ჩვენ ვეუბნებით, რომ ნებისმიერ დროს ჩამოვალთ ბრიუსელში სალაპარაკოდ, ოღონდ არა აღქმებზე, ფაქტებზე სალაპარაკოდ. გამოიყენონ პრემიერის ეს შეთავაზება და „გვამხილონ“, რომ რასაც ჩვენ ვამბობთ არის ტყუილი

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, ლუქსემბურგში ევროკავშირს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

21 აპრილი 2026, 14:19

პოლიტიკა

ოპოზიციაში ისევ დაპირისპირებაა, ამჯერად ოპოზიციური ალიანსის კრიტიკის სამიზნე მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ დაწერილი სტატუსი გახდა

ოპოზიციაში ისევ დაპირისპირებაა. ამჯერად ოპოზიციური ალიანსის კრიტიკის სამიზნე მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ დაწერილი სტატუსი გახდა

21 აპრილი 2026, 14:01

კულტურა

თინათინ რუხაძემ, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლევილის ქართველთა მამულში განხორციელებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლევილის ქართველთა მამულში განხორციელებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

21 აპრილი 2026, 13:59

მსოფლიო

Reuters: ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთის ანტი-ლგბტ კანონი ევროკავშირის ხელშეკრულებებს არღვევს

ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთის მიერ მიღებული ანტი-ლგბტ კანონი ევროკავშირის რამდენიმე ხელშეკრულებას არღვევს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

21 აპრილი 2026, 13:56

რეგიონი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები მოინახულა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები მოინახულა.

ირაკლი ნადარეიშვილი

21 აპრილი 2026, 13:48

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: ტურისტული ვიზიტების ზრდის კვალდაკვალ სექტორში შემოსავლების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა

„2026 წლის იანვარ-მარტში ტურისტული ვიზიტების ზრდის პარალელურად ტურიზმის სექტორში შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ტურისტული ვიზიტების ზრდის კვალდაკვალ შემოსავლების მაჩვენებელი შეჯამდა, რომელიც რეკორდულად გაიზარდა. ეს არის დაახლოებით 830 მლნ ამერიკული დოლარის ჯამურად გენერირებული შემოსავალი ტურიზმის ინდუსტრიაში. ამ ფონზე, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციას, რაც ამ დარგთან მიმართებით ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი ფუნდამენტია“, - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა 2026 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის სექტორის რეკორდული შემოსავლები.

გიორგი ფხაკაძე

21 აპრილი 2026, 13:48

ჯანდაცვა

გიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი შეცდომაა ის, რომ საზოგადოებას ეუბნებიან ფასს და იმედს, მაგრამ არ ეუბნებიან რისკებს. მედიცინაში რისკის დამალვა ყველაზე დიდი საფრთხეა - დიუშენის მკურნალობა არ არის უსაფრთხო, მარტივი ან ერთჯერადი გადაწყვეტილება

ყველაზე დიდი შეცდომა დღეს არის ის, რომ საზოგადოებას ეუბნებიან მხოლოდ ფასს და „იმედს“, მაგრამ არ ეუბნებიან რისკებს. მედიცინაში რისკის დამალვა — არის ყველაზე დიდი საფრთხე. მთავარი ფაქტი (რაც აუცილებლად უნდა იცოდეს საზოგადოებამ), დიუშენის მკურნალობა არ არის უსაფრთხო, მარტივი ან ერთჯერადი გადაწყვეტილება, - წერს ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე 7 აპრილს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებილ პოსტში.