15 ივნისი 2021, 14:21 / სანდო წყარო

ერგნეთში, სადაც IPRM-ის შეხვედრა იმართება, ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები ჩავიდნენ

ირმა გახელაძე

ირმა გახელაძე

ერგნეთში, სადაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში რიგით მეასე შეხვედრა იმართება, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები - მეუღლე და მშობლები ჩავიდნენ.

„ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს - ზაზას გათავისუფლება. ვფიქრობთ, რომ დროა, ოჯახიც ჩავერთოთ და ასეთი ფორმით გავაგრძელოთ გვერდში დგომა. არ ვიცი, რა შედეგი იქნება. დღეს არანაირი მოლოდინი არ გვინდა, რომ გვქონდეს, იმედგაცრუების კიდევ ერთი დღე არ გვინდა“, - ამბობს ზაზა გახელაძის მეუღლე, ირმა ბუთხუზი.

ოჯახის თქმით, თუ ზაზა გახელაძის დაბადების დღემდე, 23 ივნისამდე ცხინვალის ციხიდან არ გაათავისუფლებენ, რადიკალურ ზომებს მიიღებენ და მიზანმიმართულად გადაკვეთენ ე.წ. საზღვარს და ოკუპანტებს თავს დააჭერინებენ.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ.-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.

ყველა სიახლე

ეკატერინე დგებუაძე

30 ივლისი 2021, 17:59

საზოგადოება

ეკატერინე დგებუაძე: გვჭირდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც ორიენტირებული იქნება მოსწავლის განათლების ხარისხზე

დაკვირვების საფუძველზე დავინახეთ, რომ აქამდე არსებული მოდელი არ იყო ორიენტირებული მოსწავლეზე. ძირითად შემთხვევებში, მასწავლებელი ორიენტირებული იყო პროფესიულ განვითარებაზე, გარკვეულ ნაბიჯებს დგამდა კრედიტების დასაგროვებლად და ეს არ აისახებოდა მოსწავლის განათლების ხარისხზე. ეს სისტემა სრულად შეიცვლება, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.

30 ივლისი 2021, 17:53

ეკონომიკა

საქართველოში კიდევ ერთი ავიაკომპანია შემოდის

საქართველოში ოპერირებას კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია იწყებს. ლიბანური ავიაგადამყვანი Middle East Airlines-ი (MEA) მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს ბეირუთი - თბილისი - ბეირუთის საჰაერო ხაზზე შეასრულებს.

30 ივლისი 2021, 17:47

COVID19

ტოკიოს ოლიმპიურ სოფელში კორონავირუსი უკვე 220 ადამიანს დაუდასტურდა

იაპონიის დედაქალაქში,ტოკიოში, სადაც ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობენ, კორონავირუსი კიდევ 27 ადამიანს დაუდგინდა. შედეგად, ოლიმპიურ სოფელში, ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 220 შეადგინა. ბოლო გამოვლენილი შემთხვევებიდან, 3 ოლიმპიადაზე მოასპარეზე სპორტსმენია. ყველა მათგანი კარანტინშია გადაყვანილი.

ირაკლი კობახიძე

30 ივლისი 2021, 17:46

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ადგილობრივი არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა

"თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. ადგილობრივი თვითმმართველობის შედეგებს არ ექნება არავითარი მნიშვნელობა, რომც ავიღოთ „ლელოსავით“ სამი პროცენტი, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, 93 პროცენტი რომ ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება. ჩვენ ვთქვით, რომ ნებისმიერ დროს თუ დავინახავთ, რომ ვითარება არის მომწიფებული იმისთვის, რომ ჯანსაღი კოალიციური მმართველობა შედგეს საქართველოში, ამ შემთხვევაში ყველაფრისგან დამოუკიდებლად ჩვენ, ჩვენივე კეთილი ნებით მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. თვითმმართველობის შედეგზე ეს ვერ იქნება მიბმული",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

30 ივლისი 2021, 17:36

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შეგვიძლია წინა საპარლამენტო არჩევნების გამეორება და გაუმჯობესება, თუმცა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული კამპანიაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, „ქართული ოცნება“ პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

ირაკლი კობახიძე

30 ივლისი 2021, 17:32

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პოლარიზაციის წყარო - „ნაცმოძრაობა“ ხელს არ აწერდა შეთანხმებას, ამიტომ შეთანხმებამ აზრი დაკარგა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების მიზეზი განმარტა. მისი განცხადებით, პოლარიზაციის დასრულებაზე ორიენტირებული შეთანხმება უნდა დაიდოს პოლარიზაციის წყაროსთან, „ნაცმოძრაობამ“ კი შეთანხმებას არ მოაწერა ხელი, შესაბამისად, შეთანხმებამ დაკარგა აზრი.

30 ივლისი 2021, 17:31

მსოფლიო

პარიზის ცენტრში კიდევ ერთი საიუველირო მაღაზია გაძარცვეს, საიდანაც 2 მილიონი ევროს ძვირფასეულობა წაიღეს

პარიზის ცენტრში კიდევ ერთი საიუველირო მაღაზია გაძარცვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

30 ივლისი 2021, 17:21

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გახარიასთან კოალიციურ პარტნიორობაზე: თუ ქვეყანას სჭირდება, მტერსაც შეიძლება გაურიგდე, მაგრამ მოღალატეს - ვერა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, შესაძლებელია თუ არა „ქართული ოცნებისთვის“ „ნაცმოძრაობასთან“ ან გიორგი გახარიასთან კოალიციური პარტნიორობის ჩამოყალიბება.

ირაკლი კობახიძე

30 ივლისი 2021, 17:18

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: წარმოდგენილი მერობის კანდიდატები უზრუნველყოფენ სათანადო მენეჯმენტსა და მართვას თითოეულ მუნიციპალიტეტში

როდესაც მერების კანდიდატების შერჩევის პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება ჩვენ მხედველობაში ვიღებთ ყველა ფაქტორსა და ყველა გარემოებას. რა თქმა უნდა, მერები პირველ რიგში არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები და ისინი უნდა იყვნენ და არიან კიდეც, ბუნებრივია, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

30 ივლისი 2021, 17:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ განმარტა, რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი „ქართული ოცნებისთვის“ კოალიციური მმართველობის დამკვიდრება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი „ქართული ოცნებისთვის“ კოალიციური მმართველობის დამკვიდრება.

30 ივლისი 2021, 17:13

პოლიტიკა

ვინ იქნებიან „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე

პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ირაკლი კობახიძემ, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები დაასახელა.

ირაკლი კობახიძე

30 ივლისი 2021, 17:04

პოლიტიკა

თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. როგორც სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განახადა, თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ის თავად უხელმძღვანელებს.

30 ივლისი 2021, 16:55

კულტურა

„გუჩის სახლის“ პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა

სტუდია Metro-Goldwyn-Mayer-მა რიდლი სკოტის კრიმინალური დრამა „გუჩის სახლის“ პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა.

30 ივლისი 2021, 16:48

ეკონომიკა

ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სემეკ-ის საქმიანობის შესახებ 2020 წლის ანგარიში მოისმინეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ის) საქმიანობის შესახებ 2020 წლის ანგარიში და ფინანსურ ანგარიშგებებზე დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა მოისმინეს. კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და შედეგების შესახებ ისაუბრა, რომელთა შორის ყურადღება გაამახვილა მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარებასა და ჰარმონიზაციაზე ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობასთან. მომხსენებელმა მიმოიხილა გასული წლის განმავლობაში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში გამოკვეტილი ტენდენციები, ასევე ისაუბრა ფასწარმოქმნასა და სატარიფო რეგულირებაზე.

ვახტანგ ჭარაია

30 ივლისი 2021, 16:19

ეკონომიკა

ვახტანგ ჭარაია: პოზიტიური დინამიკაა წარმოების ფაქტობრივად ყველა მიმართულებით და რაც საინტერესოა დამაჯერებლად უჭირავს თავი ქართული პროდუქციის ექსპორტსაც

„ზედიზედ მესამე თვეა საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორნიშნა რიცხვს არ ჩამოსცილებია. 2021 წლის აპრილში, მაისში და ივნისში შესაბამისად 44.8, შემდეგ 25.8 და ბოლოს 18.7 პროცენტი დაფიქსირდა და მიუხედავად პირველი კვარტლის -4.5 პროცენტიანი ვარდნისა, წლის პირველი ორი კვარტლის საშუალო 12.7%-ს დაფიქსირდა. პოზიტიური დინამიკაა წარმოების ფაქტობრივად ყველა მიმართულებით და რაც საინტერესოა დამაჯერებლად უჭირავს თავი ქართლი პროდუქციის ექსპორტსაც,“ - განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ.

ოთარ ანგურიძე

30 ივლისი 2021, 16:18

ეკონომიკა

ოთარ ანგურიძე: საქართველოს ეკონომიკა, მიუხედავად პანდემიური ფონის გაუარესებისა და პოლიტიკური სპეკულაციებისა, უმჯობესდება

ექსპერტის თქმით, 37.5%-ით გაიზარდა დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, ხოლო ახალრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 13.3%-ით გაიზარდა. სექტორულად თუ განვიხილავთ ზრდა დაფიქსირებულია პრაქტიკულად ყველა დარგში. მათ შორის, დიდი წვლილი შეიტანა საგარეო ვაჭრობის ბრუნვის გაუმჯობესებამ. 2021 წლის ივნისის თვეში ექსპორტი 30%-ით გაიზარდა და 350 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სადაც წმინდა ექსპორტი 33.7%-ით არის გაზრდილი და 257 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 19.3%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილები და 202 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

30 ივლისი 2021, 16:13

პოლიტიკა

პოლიტიკური პარტიები საჩივრების ელექტრონულად წარდგენის ახალ პროგრამას გაეცნენ

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ახალი ელექტრონული სერვისი დანერგა, რომელიც საარჩევნო საკითხებზე საჩივრების ონლაინ წარდგენას მოიცავს. ამ ინიციატივას დღეს, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ცესკოში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი შარაბიძემ გახსნა.

ლაშა ხუციშვილი

30 ივლისი 2021, 16:05

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ივნისში ეკონომიკა 2019 წლის ივნისთან მიმართებით 9%-ზე მეტად გაიზარდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ივნისში ეკონომიკა 2019 წლის ივნისთან მიმართებით 9%-ზე მეტად გაიზარდა

30 ივლისი 2021, 16:00

მსოფლიო

თურქეთში, 41 სხვადასხვა ადგილას ტყის ხანძარია

სამხრეთ თურქეთში - მერსინის, ოსმანიეს, ადანის, ანტალიისა და ქაჰრამანმარაშიის პროვინციების ტერიტორიაზე, ჯამში, 40-ზე მეტი ტყის ხანძარია,ცეცხლის ჩაქრობას 1 832 მეხანძრე-მაშველი ცდილობს. სამუშაოში ჩართულია სამი თვითმფრინავი, 29 ვერტმფრენი და წყლის ავზით აღჭურვილი 468 ავტომობილი.

იოსებ არჩვაძე

30 ივლისი 2021, 15:47

ეკონომიკა

იოსებ არჩვაძე: 2021 წლის მეორე ნახევარში ასევე უნდა ველოდოთ ეკონომიკური ზრდის საკმაოდ მაღალ მაჩვენებლებს

„საქართველოს ეკონომიკის აღდგენამ სწრაფი და შეუქცევადი პროცესის სახე მიიღო,“ - ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული 2021 წლის ივნისის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებელი.