imedi /  13 აგვისტო 2021, 19:41 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: ბოლო 8 წლის განმავლობაში დავაგეთ 150 კმ. მაგისტრალური გზა, ე.წ. ავტობანი, შედარებისთვის, 2012 წლამდე, სულ დაგებული იყო 68 კმ. გზა

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

ბოლო 8 წლის განმავლობაში, ჩვენ დავაგეთ 150 კმ. მაგისტრალური გზა, ე.წ. ავტობანი. შედარებისთვის, 2012 წლამდე, სულ დაგებული იყო 68 კმ. გზა. ამ დროს, განცდა იყო იმის, რომ თითქოს მთელი საქართველო დააგეს და მთელი საქართველო ავტობანებად გადააქციეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, რეალობა სულ სხვა იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ახმეტის მერობის კანდიდატის ალექსი ფიცხელაურის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ახმეტაში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, როგორიც არის გზების, გაზმომარაგების, წყალმომარაგების პრობლემა.

„ჩვენი დაპირებით და ჩვენი გეგმის მიხედვით, 2024 წელს, ყველა ქალაქში იქნება 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგების სისტემა აწყობილი. 3 000 სოფელი ჯერ კიდევ ვერ სარგებლობს ხარისხიანი წყალმომარაგებით. პრობლემები არის გზების, გაზმომარაგების მიმართულებით. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში, ჩვენ დავაგეთ 150 კმ. მაგისტრალური გზა, ე.წ. ავტობანი. შედარებისთვის, 2012 წლამდე, სულ დაგებული იყო 68 კმ. გზა. ამ დროს, განცდა იყო იმის, რომ თითქოს მთელი საქართველო დააგეს და მთელი საქართველო ავტობანებად გადააქციეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, რეალობა სულ სხვა იყო. მე არ მინდა ვინმეს შევედარო, მაგრამ რეალობისთვის, შედარებისთვის, მინდა ჩვენს მოსახლეობას ეს ანგარიში ჩავაბარო. ამას გარდა, დაახლოებით, 2 850 კმ.-ის გზებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, დაიგო ახალი გზები, ისეთ სოფლებში, რაიონებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც პრაქტიკულად, გზა საერთოდ არ ყოფილა მანამდე. ჯამში, 7 000 კმ. გზების რეაბილიტაცია-აღდგენა მოვახერხეთ ბოლო 8 წლის განმავლობაში. ეს საკმარისია? რა თქმა უნდა - არა. ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. ბევრი სკოლის რეაბილიტაცია და აშენება მოხდა, ახალი საბავშვო ბაღების, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ერთიანი ევროპული სტანდარტის დანერგვა ყველა მუნიციპალიტეტში.

ახლა ჩვენ ვიწყებთ, მაგალითად, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, როგორიც არის, თუნდაც, ურბანული განახლების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ევროპული ცენტრების მოწყობას ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენ უნდა შევიტანოთ ევროპული ხელწერა, ევროპული სულისკვეთება, ევროპული ტიპის ქალაქებად უნდა ვაქციოთ ყველა ქალაქი, ყველა მუნიციპალიტეტი, უნდა შევქმნათ ახალი რეკრეაციული სივრცეები, ახალი ტურისტული მიმზიდველობის ცენტრები უნდა შევქმნათ თითოეულ მუნიციპალიტეტში. ახმეტას ამის უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია. მთავრობა, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალური ხელშეწყობა და დახმარება წამოვიდეს ახმეტის მუნიციპალიტეტში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ყველა სიახლე

13 ივნისი 2026, 21:05

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რევოლუციის აღკვეთისთვის არავინ ზის ციხეში, ყველა ადამიანს აქვს ბრალი წარდგენილი, შემდეგ ზოგმა აღიარა, ზოგმა - არა და კონკრეტული დანაშაულებისთვის სხედან, რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისზეც პრემიერმა ისაუბრა, ჩემი ხელმძღვანელობისას არც ერთი ამ უწყების აგენტი აღარ ყოფილა. როცა ვიღაც ამ უწყებას თავის თავზე ირგებდა, მაშინ ვიღაცას იაგენტებდა კიდეც, ყოველთვიურ ხელფასსაც უხდიდა, ბევრი ადამიანი აკეთებდა პერსონალურ და არასახელმწიფოებრივ საქმეს

გაბედეს ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში სუს-ში და იმის რწმუნებაც კი დაიწყეს ვიღაც-ვიღაცებმა, რომ ზოგიერთი კი გვაგინებს და ქვეყნის საბოტაჟით არის დაკავებული, მაგრამ ინფორმაციას მაინც ხომ გვაწვდის და მოდი, ხომ არ დავტოვოთო, მე ამაზე ხაზგასმით და მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი აზრი და მივიღე შესაბამისი გადაწყვეტილება, სუს-ის ხელმძღვანელი მე რომ ვიყავი, ამ უწყების აგენტი არც ერთი აღარ ყოფილა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

13 ივნისი 2026, 21:04

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ლეგიტიმურია კითხვა, როგორ მოახერხა პაატა მანჯგალაძის თანაპარტიელმა, მათ შორის ბატონმა პაატამაც 2024 წელს, რომ ერთი მილიონი გადაიხადა მხოლოდ და მხოლოდ ფეისბუქ რეკლამებში

ლეგიტიმურია კითხვა, როგორ მოახერხა პაატა მანჯგალაძის თანაპარტიელმა, მათ შორის ბატონმა პაატამაც 2024 წელს, რომ ერთი მილიონი გადაიხადა მხოლოდ და მხოლოდ ფეისბუქ რეკლამებში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ოპონენტის პასუხად.

არჩილ გორდულაძე

13 ივნისი 2026, 21:02

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: თუ ქვეყანა, სხვა ქვეყანას აწვდის იარაღს, თავისი გადაწყვეტილებით აგზავნის ჯარისკაცებს ომში, აწესებს ეკონომიკურ სანქციებს, ეს ქმნის თუ არა ჩვენს ქვეყანაში ბომბების წვიმას?!

„ყოფილი სახალხო დამცველი, ნონო ლომჯარია დადგა რუსთაველის გამზირზე და განაცხადა: მე მირჩევნია ბომბების წვიმა ცვიოდეს, იმ სირცხვილს, რასაც ახლა განვიცდით მთელი ერიო - და რა იყო ეს სირცხვილი. ის, რომ ჩარტერური რეისით მთავრობამ არ დაუშვა კონკრეტული „მოხალისეების“ გაგზავნა, არ დაუშვა, რომ საქართველო სანქციებს მიერთებოდა და მესამე - თურმე საქართველომ არ გადავეცით სამხედრო აღჭურვილობა უკრაინას. ახლა მარტივი კითხვა: თუ ქვეყანა, სხვა ქვეყანას აწვდის იარაღს, თავისი გადაწყვეტილებით და თანხმობით აგზავნის ჯარისკაცებს ომში, აწესებს ეკონომიკურ სანქციებს, ეს ქმნის თუ არა ჩვენს ქვეყანაში ბომბების წვიმას. სამწუხაროდ ამ ყველაფერზე არავინ საუბრობს“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

იაგო ხვიჩია

13 ივნისი 2026, 20:58

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: 4 ოქტომბერს დაორგანიზდა ივენთი, რომელიც იყო მოწყობილი სუს-ის აგენტის მიერ, ეს არავის არ უარუყვია, თავისი შინაარსით ეს არის დანაშაულის პროვოკაცია

4 ოქტომბერს დაორგანიზდა ივენთი, რომელიც იყო მოწყობილი სუს-ის აგენტის მიერ, ეს არავის არ უარუყვია, თავისი შინაარსით ეს არის დანაშაულის პროვოკაცია, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ. მისივე თქმით, პრემიერის განცხადებით, სუს-ის აგენტი და ამ აგენტის მეგობრები აორგანიზებდნენ ივენთს, აიყოლიეს ხალხი, ის, ვინც აჰყვა პროვოკაციას, აღმოჩნდა ციხეში.

მამუკა მდინარაძე

13 ივნისი 2026, 20:55

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: 2022 წელს, როცა დანაშაული მოხდა, შეტყობინება არსად იყო დაფიქსირებული, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა, ინფორმაციის მიღებისთანავე მოხდა მყისიერი რეაგირება, მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს

მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს და ჩვენს მიერ გახსნილ საქმეს ატრიალებენ, რომ ჩვენ რაღაც დანაშაული ჩავიდინეთ, - განაცხადა გადაცემაში "ღია ეთერი - დებატებები" ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ. მამუკა მდინარაძემ ისაუბრა ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებზე, სადაც პოლიციელების ძალადობაა ასახული.

13 ივნისი 2026, 18:43

საზოგადოება

ამიკო ჯანელიძე: ვდგავარ აქ, YE-ს შექმნილ პლანეტაზე და მახსენდება ის წამები, როდესაც პრომოუტერის ამპლუაში პირველი ნაბიჯები გადავდგი - მე ვამაყობ ჩემი მეგობრით, ჩემი ოჯახით, ჩემი გუნდით და, რაც მთავარია, ჩემი ქვეყნით, რომელიც ამ პლანეტაზე შეიძლება ერთ პატარა წერტილად ჩანს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე დიდია

ვდგავარ აქ, YE-ს შექმნილ პლანეტაზე და მახსენდება ის წამები, როდესაც პრომოუტერის ამპლუაში პირველი ნაბიჯები გადავდგი.. - წერს სოციალურ ქსელში „სთარინგ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ამიკო ჯანელიძე თბილისში გამართული, Kanye West-ის გუშინდელი კონცერტისა და სცენის შესახებ.

13 ივნისი 2026, 18:40

საზოგადოება

სტუდფესტის ფარგლებში დაგეგმილ გარბენთან დაკავშირებით 14 ივნისს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე გადაადგილება შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში დაგეგმილ გარბენთან დაკავშირებით, 14 ივნისის 02:00-დან 12:00-მდე საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ჭავჭავაძის გამზირის N74-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, რუსთაველის გამზირზე, ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წინ არსებულ საგზაო მონაკვეთში.

13 ივნისი 2026, 18:22

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: რაც შეეხება რადიკალთა რიგებში მიმდინარე ვნებათაღელვას და დაპირისპირებას, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ მართლაც არის თვითლიკვიდაციის საბოლოო, ერთგვარი ეტაპი, ფინალური სტადია

რაც შეეხება რადიკალთა რიგებში მიმდინარე ვნებათაღელვას და დაპირისპირებას, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ მართლაც არის თვითლიკვიდაციის საბოლოო, ერთგვარი ეტაპი, ფინალური სტადია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა.

თორნიკე ჭეიშვილი

13 ივნისი 2026, 18:00

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: სწორედ ჩვენი სამართალდამცველები, საამაყო პოლიციელები იყვნენ, რომლებიც არაერთხელ წინ აღუდგნენ ქვეყანაში სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ მცდელობებს, რევოლუციების მოწყობას. ამ ფონზე ახლა სამიზნეში ჰყავთ ამოღებული სწორედაც სამართალდამცველები

თორნიკე ჭეიშვილის თქმით, მედიასაშუალება მიზანმიმართულად შეეცადა, რომ საზოგადოებაში გარკვეული მცდარი აღქმის ტირაჟირება მომხდარიყო. კერძოდ, რომ მსგავსი ტიპის ძალადობა ქვეყანაში დამკვიდრებული სტანდარტია. მისივე განმარტებით, ეს არის აბსოლუტური სიცრუე და მიზნად ისახავს სამართალდამცველი უწყებების დისკრედიტაციას.

პიმენ ყურაშვილი

13 ივნისი 2026, 17:59

პოლიტიკა

პიმენ ყურაშვილი: საქართველოსა და აშშ-ს შორის პოზიტიური დინამიკა შეინიშნება

„ყველანაირი თვალსაზრისით ურთიერთობებში პოზიტიური დინამიკა შეინიშნება, რაზეც არაერთი ვიზიტი მიუთითებს. შეიძლება ამ ვიზიტების დეტალებში გათვითცნობიერებული არ ვართ, არ ვიცით რაზე საუბრობენ, მაგრამ აშკარად შეინიშნება დადებითი დინამიკა როგორც საქართველოში სახელმწიფო დეპარტამენტიდან, ასევე ამერიკაში ჩვენი დელეგაციების ვიზიტებიდან“, - აღნიშნა ყურაშვილმა.

თორნიკე ჭეიშვილი

13 ივნისი 2026, 17:58

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე: დიალოგის მზაობის პარალელურად, ჩვენთვის არსებობს წითელი ხაზები, რომლებიც გადის სუვერენიტეტზე, სახელმწიფო დამოუკიდებლობასა და ეროვნულ ღირებულებებზე, რომლებსაც ჩვენი მხრიდან არავინ გადაკვეთს

ნებისმიერი ჯანსაღი დიალოგისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლებრივ არგუმენტებზე, მზად ვართ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე საუბრისას.

თორნიკე ჭეიშვილი

13 ივნისი 2026, 17:56

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ევროპარლამენტარ ბრეიზას განცხადებაზე: სად იყვნენ ევროპარლამენტარები, ევროპარლამენტი და ევრობიუროკრატია მაშინ, როდესაც „ნაცმოძრაობის“ სადისტური რეჟიმის დროს ადამიანთა წამებას მართლაც ჰქონდა სისტემური და სისტემატური ხასიათი. მაშინ არ კეთდებოდა მათი მხრიდან მსგავსი განცხადებები

სად იყვნენ ევროპარლამენტარები, ევროპარლამენტი და ევრობიუროკრატია მაშინ, როდესაც „ნაცმოძრაობის“ სადისტური რეჟიმის დროს ადამიანთა წამებას მართლაც ჰქონდა სისტემური და სისტემატური ხასიათი. მაშინ არ კეთდებოდა მათი მხრიდან მსგავსი განცხადებები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

თორნიკე ჭეიშვილი

13 ივნისი 2026, 17:50

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: რამდენჯერად ევრობიუროკრატია ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შეეცადა საზოგადოებაში გამოეწვია გარკვეული შფოთი, იმდენჯერ ჩვენმა საზოგადოებამ, ვფიქრობთ ძალიან ღირსეული პასუხი გასცა

რამდენჯერად ევრობიუროკრატია ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შეეცადა საზოგადოებაში გამოეწვია გარკვეული შფოთი, იმდენჯერ ჩვენმა საზოგადოებამ, ვფიქრობთ ძალიან ღირსეული პასუხი გასცა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა.

გიორგი სოსიაშვილი

13 ივნისი 2026, 17:19

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: სახელმწიფო ინსტიტუციები გამართულად მუშაობენ და ახდენენ მყისიერ რეაგირებას. რაც შეეხება რადიკალების განცხადებას, თავიანთი არქივიდან ამოიღონ ათი ათასობით გაუბედურებული ადამიანის ცხოვრების კადრები

სახელმწიფო ინსტიტუციები გამართულად მუშაობენ და ახდენენ მყისიერ რეაგირებას, - განუცხადა ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა 2022 წელს პოლიციელების მიერ მოქალაქეების ცემის ფაქტის კომენტირებისას, რომელზეც ინფორმაცია „ტვ პირველმა“ გადაცემის ანონსში 12 ივნისს გადასცა.

13 ივნისი 2026, 17:18

მსოფლიო

მოკრივე ალექსანდრ უსიკმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთთან მოლაპარაკებებზე უნდა იფიქროს

მოკრივე ალექსანდრ უსიკმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთთან „მოლაპარაკებებზე უნდა იფიქროს“.

13 ივნისი 2026, 17:16

საზოგადოება

იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში სამეცნიერო-საინფორმაციო კონფერენცია „საქართველოს არქივები“ გაიხსნა

იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში სამეცნიერო-საინფორმაციო კონფერენცია „საქართველოს არქივები“ გაიხსნა. კონფერენცია მიზნად ისახავს შიდა პროფესიულ განვითარებას, მიმდინარე სამუშაოების შეჯამებასა და ანალიზს.

13 ივნისი 2026, 17:04

პოლიტიკა

აშშ-ში საქართველოს ელჩი მერიდიანის საერთაშორისო ცენტრში UFC-ის პრეზიდენტ, დანა უაითს შეხვდა

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართველი მებრძოლების განსაკუთრებულ მიღწევებსა და 14 ივნისს დაგეგმილ „UFC Freedom Fight 250“ ბრძოლაში ილია თოფურიას მონაწილეობას. ყურადღება გამახვილა საქართველოში UFC-ს მუდმივმოქმედი პრემიუმ კლასის საერთაშორისო ასპარეზობის დაფუძნების თაობაზე.

შაჰბაზ შარიფი

13 ივნისი 2026, 16:53

მსოფლიო

პაკისტანის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ ირანი და აშშ სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობას უახლოეს 24 საათში დაასრულებენ, რის შემდეგაც დოკუმენტის ელექტრონული ხელმოწერის ცერემონია გაიმართება

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უახლოეს 24 საათში მოსალოდნელია, რომ აშშ და ირანი სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობას დაასრულებენ, რის შემდეგაც მხარეები დოკუმენტს ელექტრონულად მოაწერენ ხელს.

აიათოლა ალი ხამენეი

13 ივნისი 2026, 16:23

მსოფლიო

ირანის მოკლულ უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს დაკრძალავენ

ირანის ყოფილ უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს დაკრძალავენ. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

13 ივნისი 2026, 16:01

მსოფლიო

დღეიდან ევროკავშირის მიგრაციის ახალი პაქტი ძალაში შევიდა: ბრიუსელი წევრ ქვეყნებს ულტიმატუმს უყენებს - მიიღონ მიგრანტები ან თითოეულზე, რომლის მიღებაზეც უარს იტყვიან, 20 000 ევრო გადაიხადონ

ევროკავშირში მიგრაციის ახალი პაქტი ძალაში შევიდა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.