ირაკლი ღარიბაშვილი: სოფელ ხიბულაში, პრეზიდენტის მემორიალური სახლი აღადგინა ბიძინა ივანიშვილმა, მისივე გადაწყვეტილებით აშენდა ულამაზესი ტაძარი და კეთილმოეწყო ტერიტორია, რაშიც 13 მილიონი ლარი დაიხარჯა
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
სოფელ ხიბულაში, პრეზიდენტის მემორიალური სახლი აღადგინა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, ასევე, მისი გადაწყვეტილებით სახლის ტერიტორიაზე აშენდა ულამაზესი ტაძარი და კეთილმოეწყო ტერიტორია, რაშიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფონდის მიერ 13 მილიონი ლარი დაიხარჯა, ამისთვის მადლობა პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მადლობა „ფონდ ქართუს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხობში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, დავით ბუკიას წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს „ქართული ოცნების“ გამარჯვებაზე და აღნიშნა, რომ ეს იყო ისტორიული გამარჯვება, რომელმაც მთლიანად შეცვალა ქვეყნის სურათი.
„მე ვახსენე ჩვენი დამფუძნებელი და აქვე არ შემიძლია, არ აღვნიშნო კიდევ ერთი რამ - ჩვენი დამფუძნებლის ლიდერობით, შევძელით იმ ისტორიული გამარჯვების მოტანა ჩვენი ხალხისთვის, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩვენი ქვეყნის სურათი და ზოგადად განვითარების სხვა ეტაპზე გადავიდა ქვეყანა, ხალხი დამშვიდდა, თავისუფლება მოიტანა 2012 წლის პირველმა ოქტომბერმა რაც მთავარია და მოიტანა რეალური, ხელშესახები ცვლილებები, დემოკრატიის გაძლიერების კუთხით იქნება ეს, ეკონომიკური განვითარების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების თუ სხვა უამრავი მიმართულებით, ამ ბოლო რვა წელში ჩვენ გვქონდა განვითარება და პროგრესი, გვქონდა ხელშესახები მიღწევა და პროგრესი ასევე ევროკავშირთან მიმართებაში, ჩვენ გავაფორმეთ ასოცირების შეთანხმება და ჩვენ მივაღწიეთ უვიზო რეჟიმის შემოღებას ევროკავშირთან, რითაც ჩვენი თავისუფლებისმოყვარული ხალხი ამაყად გადაადგილდება, ყოველგვარი შეზღუდვების და ბარიერების გარეშე, უვიზოდ, ევროპის მიმართულებით. ეს საკმარისია? რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი იმიტომ, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ბევრი შეცდომა იყო. ვიხსენებთ რა 90-იან წლებს, კარგად გვესმის თითოეულ მუნიციპალიტეტში თუ რა იყო და რა არის და რა გვინდა, რომ იყოს. ამიტომ ათმაგად, გაათმაგებული ტემპებით გვჭირდება ჩვენ მუშაობა. მუშაობა, მუშაობა და მუშაობა - ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი გამოსავალი“, - განაცხადა პრემიერმა.
ყველა სიახლე
30 აპრილი 2026, 09:51
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: შეერთებული შტატები სწავლობს და განიხილავს გერმანიაში განთავსებული სამხედრო ძალების შესაძლო შემცირებას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეერთებული შტატები გერმანიაში არსებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემცირებას განიხილავს.
30 აპრილი 2026, 09:40
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პირველად ამერიკული მხრიდან გაჟღერდა, რომ საქართველო დაბრუნდა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის დღის წესრიგში. ჩვენ მას შემდგომ უკვე კონკრეტული ნაბიჯებიც ვიხილეთ. შედგა არაერთი კონსულტაცია, მათ შორის შედგა ზარი პრემიერ-მინისტრთან, ვიზიტები როგორც ვაშინგტონში, ისე თბილისში სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.
30 აპრილი 2026, 09:26
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: სააკაშვილი და მისი განდგომილი წევრები - ჩერგო-ბოკერია-გვარამიას სახით თავისი დაპირისპირების სხვადასხვა, მაღალ ხარისხს აღწევენ. თუმცა, მათ თავს ყველაზე დიდი უბედურება არის დაპირისპირება საკუთარ ამომრჩეველთან
საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი ნინო წილოსანი ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას აფასებს.
30 აპრილი 2026, 09:19
საზოგადოება
უნდა დასრულდეს სპეკულაციები, თითქოს საქართველოს პატრიარქს შეხვედრა ჰქონდა სტუმართან და თითქოს მოსაყდრის გამორჩევა რაიმე კავშირში იყოს ამ დღესთან - ანდრია ჯაღმაიძე ილარიონ ალფეევისა და ილია II შეხვედრის კადრებს ავრცელებს
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ვიდეოკადრებს ავრცელებს, რომელზეც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ილარიონისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის შეხვედრაა ასახული.
30 აპრილი 2026, 08:55
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: სახელმწიფო მინისტრის კოორდინაციით და ზოგადად, ძალოვნების ერთმანეთში კოორდინაციით, უსაფრთხოების ხარისხი უფრო მაღალ დონეზე იქნება დაცული
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მუშაობის მიმართ არსებულ მოლოდინზე საუბრობს.
30 აპრილი 2026, 08:49
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციაზე: გარკვეული თემების დაგეგმვისას, პრევენციული მექანიზმების შემუშავებისას ეს შეკრება, რომელიც ვიცე პრემიერის დონეზე გახდება შესაძლებელი, არის საჭირო და აუცილებელი
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ფუნქციის მნიშვნელობას აფასებს.
30 აპრილი 2026, 08:34
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 30 აპრილს საქართველოში
30 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.
30 აპრილი 2026, 08:19
საზოგადოება
„კინოს სახლში“ გოგი თორაძის ახალი სარეჟისორო ნამუშევრის - „ქართული ფარიკაობა“ პრემიერა გაიმართა
„კინოს სახლში“ გოგი თორაძის ახალი სარეჟისორო ნამუშევრის პრემიერა გაიმართა. მოკლემეტრაჟიანი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „ქართული ფარიკაობა“, როგორც საქართველოში და ისე მის ფარგლებს გარეთ მოძიებულ საინტერესო საარქივო მასალას ეყრდნობა.
30 აპრილი 2026, 08:15
საზოგადოება
საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობის „დავითიანნის“ პროექტის „წიგნიერი ლიდერის“ ფარგლებში სასკოლო კონკურსის „ჩემი წიგნის“დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობის „დავითიანნის“ პროექტის „წიგნიერი ლიდერის“ ფარგლებში სასკოლო კონკურსის „ჩემი წიგნის“დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა. ღონისძიების ბოლოს ჟიურიმ საუკეთესო ნამუშევრები გამოავლინა,რომელთა ავტორებსაც სერტიფიკატები და პრიზები გადაეცათ. პროექტის მიზანი მოსწავლეებში კითხვის კულტურის პოპულარიზაცია ,შემოქმედებითი აზროვნების განვითარება და წიგნის, როგორც ღირებულების წარმოჩენაა.
30 აპრილი 2026, 08:07
პოლიტიკა
ფასების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია დღეს ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება და კომპანიების მონაწილეობით საწვავის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესებს განხილავს.
30 აპრილი 2026, 08:04
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირთან დიალოგის აღდგენაზე: საქართველოს არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირთან დიალოგზე და საქართველოს არანაირი წინაპირობები არ სჭირდება იმისათვის, რომ ესაუბროს ევროკავშირს
გადაცემა "დღის თემაში" სტუმრობისას, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირთან ურთიერთობებსა და დიალოგის აღდგენის შესაძლებლობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან შეცვლილია მიდგომები, ვინაიდან ისინი აცნობიერებენ, რომ საქართველოსთან დიალოგი საჭიროა.
30 აპრილი 2026, 08:02
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ ეუთოს ფარგლებში ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება შეაფასა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის მზარდ ტენდენციად იქცა.
30 აპრილი 2026, 08:01
პოლიტიკა
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე საქმიანობას დღეიდან შეუდგება
პრეზიდენტმა „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ პროექტს ხელი უკვე მოაწერა. შესაბამისად კანონი ძალაშია.
30 აპრილი 2026, 01:15
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე: ევროკავშირის ელჩის განცხადება აღქმული იყო როგორც პირდაპირი მუქარა, რაზეც სრულიად სამართლიანი შეშფოთება გამოიხატა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან
გადაცემა „დღის თემაში“ სტუმრობისას, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე და ელჩის განცხადებაზე, რომელიც აღნიშნულ შეხვედრას წინ უძღოდა.
30 აპრილი 2026, 01:15
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საკმაოდ ამბიციური განაცხადია საქართველოსთვის - 2027 წლიდან საქართველო ეუთოს თავმჯდომარეობისთვის ემზადება
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ ეუთოში საქართველოს თავმჯდომარეობის პერსპექტივებზე ისაუბრა და განსაკუთრებული აქცენტი საქართველოს განაცხადის ისტორიულ და რეგიონულ მნიშვნელობაზე გააკეთა:
30 აპრილი 2026, 01:12
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია - ევროკავშირთან დიალოგი უნდა აღდგეს ნორმალურ ჩარჩოში
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, უნგრეთში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებსა და ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესების საკითხზე ისაუბრა.
30 აპრილი 2026, 01:12
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩზე: თვითონ ეს ადამიანია ხარვეზი დიპლომატიის და თვითონ ეს ადამიანია ხარვეზი გერმანიის საქართველოში
თვითონ ეს ადამიანია ხარვეზი დიპლომატიის და თვითონ ეს ადამიანია ხარვეზი გერმანიის საქართველოში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „იმედის“ ეთერში გერმანიის ელჩთან, პეტერ ფიშერთან დაკავშირებით.
30 აპრილი 2026, 01:05
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია: ცნობილი მედიასაშუალებების მხრიდან 10 წლის განმავლობაში, 5 ათასზე მეტი ნეგატიური გადაცემა გაკეთდა. პირადად ჩემზე, მეუფე შიოზე, აღარ ვამბობ, პატრიარქზე რამდენი გაკეთდა - 2 დღეში სამი გადაცემა გამოდის
წარმოგიდგენიათ, რომ აი, იმ ცნობილი მედია საშუალებების მხრიდან 10 წლის განმავლობაში, 5 ათასზე მეტი ნეგატიური გადაცემა იყო გაკეთებული. პირადად ჩემზე იყო გაკეთებული, მეუფე შიოზე, აღარ ვამბობ, პატრიარქზე რამდენი იყო გაკეთებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დეკანოზმა, ანდრიამ (ჯაღმაიძე).
30 აპრილი 2026, 00:47
საზოგადოება
„პატრიარქმა დავითმა მითხრა, შენზეა დაწერილი ანდერძიო, რაც შემდეგ დაიკარგა. ამან შექმნა ნერვიული სიტუაცია. ეს რომ არ მოხდეს დავასახელე და ყველამ იცის ვინაა მოსაყდრე“ - ჯაღმაიძემ პატრიარქის კარნახით დაწერილი ჩანაწერი წაიკითხა
რამდენიმე წელი უშუალოდ პატრიარქის დაქვემდებარებაში ვიყავი. ამიტომ პატრიარქთან მქონდა კვირაში ორჯერ მაინც თათბირი, ანგარიშს ვაბარებდი, დავალებას ვიღებდი, რაღაცებს ვუთანხმებდი, ამიტომ სულ ვხედავდი, ჩემ თვალწინ იყო როგორ მიმდინარეობდა [მოსაყდრის გამორჩევა], - განაცხადა გადაცემაში “იმედი Live” საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
30 აპრილი 2026, 00:38
საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქის არჩევის პროცესზე: ვცდილობთ ისტორიულად მოვიძიოთ გამოცდილება, ვკითხოთ მღვდელმთავრებს, რას ფიქრობენ იმისთვის, რომ ყველაფერი ღირსეულად ჩატარდეს. არ არის მარტივი თემა, გვინდა ყველამ გაგვიზიაროს გამოცდილება
ძალიან რთულია როცა არ გვაქვს ცოცხალი მაგალითი, ვცდილობთ ისტორიულად მოვიძიოთ გამოცდილება, ვკითხოთ მღვდელმთავრებს რას ფიქრობენ, იმისთვის რომ ყველაფერი ღირსეულად ჩატარდეს, ამას ვცდილობთ, თუმცა არ არის მარტივი თემა, გვინდა ყველამ გაგვიზიაროს გამოცდილება, - განაცხადა გადაცემაში “იმედი Live” საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პატრიარქის არჩევის საკითხზე საუბრისას. მისივე თქმით, სინოდის ზოგიერთი მღვდელმთავარი შესწრებულია პატრიარქის ინტრონიზაციას.


