www.imedi.ge /  27 აგვისტო 2021, 13:38 / სანდო წყარო

კახა კუჭავა: სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმი და ეკლესია ფონდ „ქართუს“ და უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გაკეთდა

კახა კუჭავა

კახა კუჭავა

ჩვენი ქვეყნის თითოეული რეგიონი გამორჩეულია და მათ შორის, ხობიც არის ერთ-ერთი გამორეული ქალაქი და მუნიციპალიტეტი თავისი ისტორიული მნიშვნელობით, რომელიც ჯერ კიდევ საუკუნეების წინ ჰქონდა. ძველი კოლხეთი და ის განსაკუთრებულობა, რომელიც ხობს ჰქონდა თუნდაც აბრეშუმის გზით განვითარებული ეკონომიკით, ვაჭრობით, სოფლის მეურნეობით. ჩვენი მთავარი მიზანიც ის არის, რომ კიდევ უფრო ძლიერი ხობი ვნახოთ - ძლიერი ოჯახებით, რომლებიც ქმნიან მეტ სიკეთეს, აქვთ მეტი შესაძლებლობები და შრომობენ უკეთესი მომავლისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ხობის მერობის წარდგენისას კახა კუჭავამ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რეგიონს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.

„აქ ბრწყინვალე შესაძლებლობაა ეკო და აგრო ტურიზმის განვითარების. კოლხეთის დაცული ტერიტორიის გარდა, რომელიც, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი ტურისტული მიმართულებაა, ჩვენ უნდა შევეცადოთ შევქმნათ ღირებულებათა ის ქსელი, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა რეგიონს ჩაერთოს ამ სიკეთის შექმნაში და მაქსიმალურად მიიღოს სარგებელი, როგორც თითოეულმა ადამიანმა და ოჯახმა, ისე მთლიანად რეგიონმა და ქვეყანამ.

ჩვენ მოვიარეთ სოფლები. ვიყავით პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმში, რომელიც ბრწყინვალედაა გაკეთებული და ვნახეთ ბრწყინვალე ეკლესია. ეს ყველაფერი ფონდ „ქართუს“ და უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გაკეთდა. გვახსოვს, როდესაც იგი ხიბულაში იყო ამ საქმეს მაშინ ჩაეყარა საფუძველი და დღეს ბოლომდეა მიყვანილი. ეს აუცილებლად უნდა ნახოს ყველამ, ნახოს ბავშვმაც, მოსწავლემაც, რადგან ეს არის ჩვენი პირველი პრეზიდენტის სახლ-მუზეუმი და უდიდესი მნიშვნელობა აქვს ვიცოდეთ ეს ისტორია - საიდან მოვდივართ და როგორ ვაგრძელებთ გზას. მუზეუმამდე მისასვლელი გზა, რომელიც ბრწყინვალედ მიდის თითქმის ბოლომდე, დარჩენილია დაახლოებით კილომეტრი, მალე დასრულდება. იქიდან ხედებიც ისეთი ლამაზია, ბევრ ცნობილ ევროპულ ტურისტული დანიშნულების ადგილს გაუწევს კონკურენციას ულამაზესი ლანდშაფტით. დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, ბევრი უცხოელიც სიამოვნებით ესტუმრება და ნახავს ამ ულამაზეს კუთხეს და მხარეს.

რატომ არის რეგიონების განვითარება უმნიშვნელოვანესი - ჩვენ გვინდა ვიხილოთ ძლიერი და გაერთიანებული საქართველო. ძლიერ საქართველოს ვერ ვნახავთ, თუ არ არის ძლიერი მუნიციპალიტეტები, ძლიერი ოჯახები და ეს არის ის მთავარი მიზანი, რასაც ემსახურება ის გრძელვადიანი და მოკლევადიანი სამთავრობო, პროგრამები და ხედვები, რომელიც აუცილებლად განხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ გვინდა ცნობიერების მეტად ამაღლება თუნდაც იმ შესაძლებლობებზე, რომელიც უკვე არსებობს, იქნება ეს სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის მიმართულებით „აწარმოე საქართველოში“ თუ ბევრი სხვა პროგრამის მეშვეობით, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას დავიწყოთ ახალი ან კიდევ უფრო განვავითაროთ არსებული ბიზნესები და საწარმოები. ამიტომ, მნიშვნელოვანია ახალი შესაძლებლობები გავაჩინოთ, მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ყველამ უნდა იგრძნოს თავისი როლი და მოვალეობა, რომ რეგიონისთვის გააკეთოს მაქსიმუმი და ამის შესაძლებლობა უნდა შექმნას ადგილობრივმა ხელისუფლებამ, თითოეულ ოჯახთან, თითოეულ ადამიანთან ყოველდღიური მუშაობით. ამისთვის აუცილებელია ძლიერი თვითმმართველობა, რომელსაც ზურგს უმაგრებს ძლიერი ცენტრალური ხელისუფლება და ძლიერი მმართველი გუნდი. დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ გავიმარჯვებთ. გავიმარჯვებთ გამომდინარე იმ შედეგებიდან, რასაც მივაღწიეთ და იმ ხედვებით, რაც გვაქვს“, - განაცხადა კუჭავამ.

ყველა სიახლე

16 ივნისი 2026, 14:32

მსოფლიო

ევროკავშირის გამჭვირვალობის რეესტრის სამდივნომ ცენტრალური ევროპის წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულება MCC Brussels-ს რეგისტრაცია შეუჩერა: „ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული მცდელობა, რომ ჩვენი ხმა ჩაახშონ, რადგან დაუღალავად ვაკრიტიკებთ ევროკავშირის ბიუროკრატიულ მანქანას“

ევროკავშირის ბიუროკრატია MCC Brussels-ს უტევს. ინფორმაციას ცენტრალური ევროპის წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და კვლევითი ცენტრის, მათიას კორვინუსის კოლეგია - MCC Brussels-ი ავრცელებს.

მარიამ ქვრივიშვილი

16 ივნისი 2026, 14:25

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში გვექნება ხელშესახები შედეგი და ჩვენ შევძლებთ, ხელი მოვაწეროთ საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იაგოდა ლაზარევიჩთან ორმხრივი შეხვედრისას საუბარი შედგა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით არსებული პერსპექტივების შესახებ.

ლევან მაჭავარიანი

16 ივნისი 2026, 14:22

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ტრამპის მუქარაზე მაკრონის პასუხის შესახებ: ბუნებრივია ბატონი მაკრონის წუხილი - არავის უხარია, როდესაც საკუთარი ქვეყნის შიდა საქმეებში უცხო ქვეყანა ერევა

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ტრამპის მუქარაზე ემანუელ მაკრონის პასუხს ეხმიანება, რომელმაც თქვა, „აშშ-ის გადასაწყვეტი არ არის, რა კანონები გვექნება ევროპელებსა და ფრანგებს.”

რატი იონათამიშვილი

16 ივნისი 2026, 14:20

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი მაკრონის განცხადებაზე: უკეთესი იქნება, რასაც სხვას ურჩევს, ის თვითონ რომ გაითვალისწინოს

„პირველ რიგში, უკეთესი იქნება, რასაც სხვას ურჩევს, ის თვითონ რომ გაითვალისწინოს, ვინაიდან გვახსოვს არაერთი შემთხვევა, როდესაც პირდაპირ კანონშემოქმედებით საქმიანობაში ერეოდა საფრანგეთი საქართველოში, იქნებოდა ეს გამჭვირვალობის შესახებ, ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი თუ სხვა. სინამდვილეში, ნებისმიერი სუვერენული ქვეყანა თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. როდესაც თვითონ [საფრანგეთს] ეხება გარკვეული საკითხები და მერე გამოთქვამს პროტესტს, რა თმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმ კრიზისზე, რაც ორმაგმა სტანდარტმა მოიტანა ევროპაში“, - მიიჩნევს იონათამიშვილი.

ემზარ გაგნიძე

16 ივნისი 2026, 14:17

სამართალი

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სს „საქართველოს რკინიგზის" ყოფილი გენერალური დირექტორი და კიდევ 7 პირი პასუხისგებაში მისცა

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სს „საქართველოს რკინიგზის" ყოფილი გენერალური დირექტორი და კიდევ 7 პირი პასუხისგებაში მისცა

16 ივნისი 2026, 14:10

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე უკანონოდ ინახავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს (ფუძე)“, რომელსაც სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მეორე ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“ რაც სხვადასხვა დროს მოქალაქეს მიჰყიდა. გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

16 ივნისი 2026, 14:08

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: სერბეთთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას, მისი კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ევროპულ ბაზრებზე ექსპორტის გაფართოებას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სერბეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და წყლის რესურსების მართვის მინისტრს დრაგან გლამოჩიჩს შეხვდა.

მარიამ ქვრივიშვილი

16 ივნისი 2026, 14:07

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტი დიდ სტიმულს მისცემს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული, ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებასა და გაძლიერებას

„საქართველოსა და სერბეთს შორის უკვე არსებობს ძალიან მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა. პრეზიდენტ ვუჩიჩის ვიზიტი საქართველოში პრეცედენტულია, როგორც საპრეზიდენტო რანგის პირველი ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში და ეს ძალიან დიდ სტიმულს მისცემს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული, ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებასა და გაძლიერებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სერბეთის სახელმწიფო დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას.

16 ივნისი 2026, 14:06

სამართალი

პაატა სალიამ ევროპის საბჭოს მინისტერიალის მონაწილეებს ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გაუზიარა

მინისტრმა ხაზი გაუსვა სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო სისტემის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას დანაშაულის ადრეული გამოვლენისათვის. მისი თქმით, ფინანსური დანაშაული სულ უფრო დახვეწილ ფორმებს იღებს და იყენებს ვირტუალურ აქტივებსა და სხვა ახალ ფინანსურ ტექნოლოგიებს; ამ გამოწვევაზე რეაგირების საუკეთესო მექანიზმი კი, ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული პროფესიონალების შესაძლებლობების გაძლიერება და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობაა.

16 ივნისი 2026, 14:05

პოლიტიკა

სერბეთის პრეზიდენტი: მადლიერი ვარ პრემიერ კობახიძის თბილი მიღებისა და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების, ეკონომიკური თანამშრომლობის, ასევე გლობალური და რეგიონული გამოწვევების შესახებ მოსაზრებების გაცვლისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო კონკრეტული თანამშრომლობის, უფრო ძლიერი პოლიტიკური გაგებისა და მეგობრობის პერიოდი დგება

მადლიერი ვარ პრემიერ-მინისტრ კობახიძის თბილი მიღებისა და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების, ეკონომიკური თანამშრომლობის, ახალი ბიზნეს ინიციატივების, სატრანსპორტო კავშირების, ტურიზმის, ასევე გლობალური და რეგიონული გამოწვევების შესახებ მოსაზრებების გაცვლისთვის, - ასე ეხმაურება სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას სოციალურ ქსელში.

დავით ჩიხელიძე

16 ივნისი 2026, 14:05

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ევროპის ლიდერებს შეშფოთების მიზეზი ნამდვილად აქვთ, რადგან ისინი ყველაფერს აკეთებენ უკრაინის კონფლიქტის გაგრძელებისთვის და არა მისი დასრულებისთვის. ფაქტობრივად, ევროკავშირი უკრაინელი ხალხის მკვლელობის გაგრძელებას აფინანსებს

ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში გამოცემა „პოლიტიკოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ირანის კონფლიქტის მოგვარების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა უკრაინის საკითხს დაუბრუნდეს, რაც, ევროპელი ლიდერების შეშფოთებას იწვევს.

16 ივნისი 2026, 14:03

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან საუბრისას ყურადღება გავამახვილეთ პოლიტიკური, ეკონომიკური თანამშრომლობის და ხალხთაშორისი ურთიერთობების შემდგომ გაფართოებაზე, დავადასტურეთ საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული მტკიცე მეგობრობა

ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვმასპინძლობ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს, რომელიც საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს

დონალდ ტრამპი

16 ივნისი 2026, 13:59

მსოფლიო

ტრამპი: ირანში არანაირ ფულად ინვესტიციას არ ვდებთ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკა ირანში არანაირი ფულადი ინვესტიციის განხორციელებას არ აპირებს.

მარიამ ქვრივიშვილი

16 ივნისი 2026, 13:50

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: იზრდება საქართველოსა და სერბეთს შორის ფრენის სიხშირეები, რაც კიდევ ერთი უტყუარი შედეგია იმის, თუ რამდენად მოთხოვნადია საქართველო, როგორც ტურისტული მიმართულება

„შეხვედრისას აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა სერბეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების არსებობის შესახებ, კონკრეტულად კი ბელგრადსა და თბილისს შორის, რომელიც უკვე ხორციელდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან მზარდია სერბეთიდან ტურისტული ნაკადების დინამიკა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

16 ივნისი 2026, 13:48

სამართალი

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობაში დახმარების და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობაში დახმარების და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

მარიამ ქვრივიშვილი

16 ივნისი 2026, 13:45

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: დღეს უკვე აქტიურ ფაზაშია მშენებლობა ანაკლიის პორტში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს მთავრობა - გვაქვს გაცხადებული პოლიტიკა, რომ 2029 წელს მივიღოთ პირველი გემი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში და ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ სისტემურად განვაგრძოთ ჩვენი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება

დღეს უკვე აქტიურ ფაზაშია მშენებლობა ანაკლიის პორტში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილი

16 ივნისი 2026, 13:43

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს რკინიგზაში მომდევნო წლების განმავლობაში მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება იმისთვის, რომ გაიზარდოს ტვირთნაკადის გამტარობა

უახლოესი პერიოდის განმავლობაში გვაქვს არაერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რომელიც გაამყარებს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას, როგორც ერთი მხრივ აქტიური სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბი, მეორე მხრივ როგორც დამაკავშირებელი რგოლი ევროპასა და აზიას შორის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

ირაკლი კობახიძე
ალექსანდარ ვუჩიჩი

16 ივნისი 2026, 13:41

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

16 ივნისი 2026, 13:41

მსოფლიო

POLITICO: ბრიუსელელი დიპლომატები აშშ-ის საელჩოში გაუქმებულ ვახშმებს მისტირიან

ევროპელი დიპლომატები შეშფოთებულნი არიან: თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების შემდეგ ბრიუსელში მდებარე ამერიკის საელჩომ მოკავშირეებისთვის არაფორმალური ვახშმების ჩატარება შეწყვიტა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

მარიამ ქვრივიშვილი

16 ივნისი 2026, 13:38

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: განვაგრძობთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას შუა დერეფნის პარტნიორ ქვეყნებთან იმისთვის, რომ საერთო ძალისხმევით, საერთო პროექტებით, ჩვენი საერთო დერეფანი გახდეს კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი, არა ალტერნატიული, არამედ მთავარი სატრანსპორტო რგოლი

მნიშვნელოვანია, რომ სისტემურად განვაგრძოთ ჩვენი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.