კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარების გაცემა იწყება
ფოტო: არქივი
კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარების გაცემა იწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.
„26 აგვისტოსა და 2 სექტემბერს კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა, რომლებსაც სრულად გაუნადგურდათ მოსავალი, ერთჯერადი დახმარებას მიღებენ. ერთჯერადი დახმარების ოდენობა განსაზღვრულია ერთ ჰექტარზე 3,000 ლარით, ხოლო ის ფერმერები რომელთაც 100%-ით დაუზიანდათ მოსავალი, რომელიც უკვე ჩააბარეს და მიიღეს 3000 ლარამდე თანხა მაგალითად 1000 ლარი 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით, სახელმწიფო მათ შეუვსებს დარჩენილ სხვაობას ანუ 2000 ლარს. მევენახეობის კადასტრის სისტემაში რეგისტრირებულ ერთ ფიზიკურ პირზე მიმდინარე წლის 10 სექტემბრამდე ჩაბარებული ყურძნისთვის მისაღები/მიღებული თანხის და ერთჯერადი დახმარების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 60,000 ლარს.
კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზარალებულმა მოსახლეობამ ერთჯერადი დახმარების მისაღებად განაცხადით უნდა მიმართოს სოფლის განვითარების სააგენტოს კახეთის რეგიონალურ სამსახურს და მუნიციპალურ ცენტრებს. განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ვენახ(ებ)ის დაზიანების შესახებ, ვენახ(ებ)ის კოდს (მევენახის კადასტრის ამონაწერიდან), ფიზიკური პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს და საკონტაქტო ინფორმაციას. ერთჯერადი დახმარების მისაღებად, ფიზიკურ პირს სეტყვით დაზიანებული ვენახი რეგისტრირებული უნდა ჰქონდეს ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სისტემაში.
კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ერთჯერადი დახმარების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, დაზარალებული მუნიციპალიტეტების მერიებში შექმნილი სამუშაო ჯგუფები, სოფლის განვითარების სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, მოახდენენ ვენახ(ებ)ის ადგილზე დათვალიერებას, სეტყვის შედეგად ვენახ(ებ)ის დაზიანების, მოსავლის არარსებობის ფაქტის დადგენასა და დათვალიერების აქტის შედგენას.
დაზარალებული მუნიციპალიტეტის მერიების მიერ სოფლის განვითარების სააგენტოს ეგზავნება იმ ფიზიკური პირების სია, რომლებთანაც დათვალიერების აქტით დადასტურდა სეტყვის შედეგად ვენახ(ებ)ის დაზიანებისა და მოსავლის არარსებობის ფაქტი. მას შემდეგ, რაც განისაზღვრება დაზარალებულ პირთა სია და გასაცემი თანხის ოდენობა, გაიცემა ერთჯერადი დახმარება. გამომდინარე იქიდან, რომ სს "ლიბერთი ბანკს" საქართველოს მასშტაბით გააჩნია ყველაზე დიდი დაფარვის ქსელი და სხვადასხვა სუბსიდირების პროექტების განხორციელებისას, უკვე წარმატებით თანამშრომლობს სოფლის განვითარების სააგენტოსთან, ფერმერები აღნიშნული პროექტის ფარგლებში ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ სს "ლიბერთი ბანკის" მეშვეობით. მევენახეებს დახმარების მისაღებად უსასყიდლოდ გადაეცემათ ბანკის პლასტიკური ბარათები, რომელ ბარათებზეც მოხდება თანხის ჩარიცხვა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
02 მაისი 2026, 11:40
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი დიდ ბრიტანეთზე: საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნების გამო ცდილობენ საქართველოს კრიტიკას, რაღაც რუსული კანონების ძახილს, მაშინ როცა იგივე საფრთხეების წინაშე დგებიან, თავადაც იმავეს აკეთებენ
ძალიან კარგად ჩანს ის სიყალბე და ორმაგი სტანდარტი, რასაც ჩვენ ვხედავთ-ხოლმე დიდი ბრიტანეთისგან, გერმანიისგან და სხვებისგან, რომლებიც თავის დროზე, საქართველოს სრულიად უსაფუძვლოდ აკრიტიკებდნენ, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა დიდი ბრიტანეთზე საუბრისას, რომელიც მტრული საქმიანობის წინააღმდეგ კანონმდებლობას დაჩქარებული წესით იღებს.
02 მაისი 2026, 11:39
პოლიტიკა
მარიამ გრიგოლიშვილი: კონფერენციების დასასრულს შევძლებთ, რომ სამუშაო რეჟიმში გადატანილი გამოწვევები და იდეები ჩვენს სამომავლო საქმიანობაში განვახორციელოთ
ნაყოფიერი აღმოჩნდა განვლილი 4 კონფერენცია, რადგანაც ამ კონფერენციებზე გაჟღერებული იდეები უკვე გადავიდა სამუშაო რეჟიმში, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, მარიამ გრიგოლიშვილმა საგურამოში, სადაც მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრა მიმდინარეობს.
02 მაისი 2026, 11:27
პოლიტიკა
ვარლამ ლიპარტელიანი: დიდია ახალგაზრდების ინტერესი და ყოველ შეხვედრაზე იმატებს მსურველთა რაოდენობა. ეს ყველაფერი ნათლად ანახებს, რომ ახალგაზრდები მხარს უჭერენ ჩვენს გუნდს და ძალიან მნიშვნელოვანია მათი როლი და ჩართულობა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები შეაფასა და განაცხადა, რომ დამსწრეთა რაოდენობა ყოველ შეხვედრაზე იმატებს.
02 მაისი 2026, 11:19
მსოფლიო
ბრიტანეთი მტრული საქმიანობის წინააღმდეგ კანონს იღებს და იმ ორგანიზაციების საქმიანობის კრძალავს, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან
დიდი ბრიტანეთი დაჩქარებული წესით იღებს კანონმდებლობას მტრული საქმიანობის წინააღმდეგ და აპირებს აკრძალოს იმ ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან. ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
02 მაისი 2026, 11:14
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მორიგი რეგიონული კონფერენცია საგურამოში მიმდინარეობს
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ ტურნეზე, დღეს მცხეთა-მთიანეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს მასპინძლობენ. ამ წუთებში კონფერენცია საგურამოში მიმდინარეობს.
02 მაისი 2026, 10:55
რეგიონი
დაბა ხულოს საჯარო ბიბლიოთეკაში ინტელექტუალურ-შემეცნებითი კონკურსის „წიგნები აზრის ხომალდებია“ ფინალური ეტაპი გაიმართა
დაბა ხულოს საჯარო ბიბლიოთეკაში ინტელექტუალურ-შემეცნებითი კონკურსის „წიგნები აზრის ხომალდებია“ ფინალური ეტაპი გაიმართა, რომელშიც ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
02 მაისი 2026, 10:44
მსოფლიო
რუსეთმა ხერსონში ავტობუსი დაბომბა. დაიღუპა ორი ადამიანი
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხერსონის დნეპრის რაიონში ავტობუსი დაბომბა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.
02 მაისი 2026, 10:33
რეგიონი
დღეს ქუთაისში „გვირილობა“ აღინიშნება
დღეს ქუთაისში „გვირილობა“ აღინიშნება. დღესასწაულის აღნიშვნა ბაგრატის ტაძრიდან ქალაქის დალოცვით დაიწყო დაიწყო. ღონისძიებაში ქუთაისობის სიმბოლო გიმნაზისტ გოგონებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
02 მაისი 2026, 10:13
მსოფლიო
საფრანგეთში რუსეთის საელჩოს საწვავის შესაძენად საჭირო საბანკო ბარათები დაუბლოკეს
საფრანგეთში რუსეთის ელჩის, ალექსეი მეშკოვის ინფორმაციით, პარიზში დიპლომატიურ წარმომადგენლობას ავტომობილებისთვის საწვავის შესაძენად განკუთვნილი საბანკო ბარათები დაუბლოკეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
02 მაისი 2026, 09:59
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა ნათელაშვილზე: სად ნახა ჩემი მილიონები ამ ქოსატყუილამ?! შალიკო, იმ დონის გაუფასურებული ხარ, თვით გაფარჩაკებულმა ოპოზიციამაც კი არ მიგიღო თავის რიგებში
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა, “ლეიბორისტების” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ბრალდებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ნათელაშვილი იმდენად გაუფასურებულია, ოპოზიციამაც კი არ მიიღო საკუთარ რიგებში.
02 მაისი 2026, 09:42
მსოფლიო
Reuters: ტრამპის მკვეთრი კრიტიკა ევროპელი მოკავშირეების მისამართით აშშ-სა და ევროპას შორის არსებულ განხეთქილებას უფრო აღრმავებს
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, უკანასკნელ კვირებში განვითარებული მოვლენები ოპტიმიზმის მიზეზი ვერ იქნებოდა მათთვის, ვინც ფიქრობდა, რომ ევროპა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან არსებული რთული ურთიერთობების დაძლევას შეძლებდა.
02 მაისი 2026, 09:14
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 მაისს საქართველოში
2 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
02 მაისი 2026, 08:31
მსოფლიო
Financial Times: აშშ ევროპელ მოკავშირეებს შეიარაღების მიწოდების შეფერხების შესახებ აფრთხილებს
ვაშინგტონმა ევროპელ მოკავშირეებს, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ლიეტუვისა და ესტონეთის ჩათვლით ამერიკული შეიარაღების მიწოდების შესაძლო შეფერხების შესახებ აცნობა. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
02 მაისი 2026, 08:00
პოლიტიკა
სურსათის, საწვავის და მედიკამენტების ფასები, საპარლამენტო კომისიის სამთვიანი მუშაობის შედეგი, გეგმავს თუ არა მმართველი გუნდი ბაზარზე ფასების რეგულირებას - დღეს 20:00 საათზე „ღია ეთერში“ დებატები გაიმართება
სურსათის, საწვავის და მედიკამენტების ფასები - როგორ ფორმირდება, რა ახდენს გავლენას და არსებობს თუ არა პროდუქციის გაიაფების რესურსი. გეოპოლიტიკური ფაქტორები და ცვლილებები სამომხმარებლო ბაზარზე. როგორ მოქმედებს საერთაშორისო ტენდენციები პროდუქტის ფასზე საქართველოში.
02 მაისი 2026, 01:39
მსოფლიო
Reuters: პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ გერმანიიდან 5 000 სამხედროს გაიყვანს
პენტაგონმა პარასკევს განაცხადა, რომ აშშ გერმანიიდან 5 000 სამხედროს გაიყვანს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
02 მაისი 2026, 00:03
მსოფლიო
პეტერ მადიარმა დაიცვა თავისი გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრად საკუთარი სიძის დანიშვნის შესახებ
უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა დაიცვა თავისი გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრად საკუთარი სიძის, მარტონ მელეთეი-ბარნას დანიშვნის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
01 მაისი 2026, 23:46
საზოგადოება
საპატრიარქო: ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა, ცდილობენ, დაპირისპირება დათესონ
„ამა წლის 28 აპრილს ჩატარებული წმინდა სინოდის სხდომის მიმართ მოსალოდნელი იყო დიდი ინტერესი. სამწუხაროდ, ვხედავთ შემთხვევებს, როდესაც ჩვენი ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ წმინდა სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა. თითქოს სიკეთისა და გულშემატკივრობის სახელით ექომაგებიან ჩვენთვის პატივსაცემ მღვდელმთავრებს და ამით ცდილობენ, წმინდა ეკლესიის სისავსეში უთანხმოება, წყენა და დაპირისპირება დათესონ“.
01 მაისი 2026, 23:41
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: „ალიანსის“ წევრებმა ხელისუფლებაში ყოფნისას ჯერ ფიზიკურად დაარბიეს ტელეკომპანია ,,იმედი“ და შემდეგ სრულად გაანადგურეს მედიაპლურალიზმი საქართველოში
„სოლიდარობას ვუცხადებ ტელეკომპანია ,,იმედის“ გუნდს და თითოეულ ჟურნალისტს, რომელიც ყოველდღიურად ემსახურება საზოგადოების ინფორმირებას...“, - წერს ფაღავა.
01 მაისი 2026, 22:49
მსოფლიო
The Wall Street Journal: ტრამპმა აცნობა კონგრესს, რომ ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები აპრილში დასრულდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აცნობა კონგრესს, რომ ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები აპრილში დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
01 მაისი 2026, 22:37
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებით მისი არჩევანი დიდ სამხედრო ესკალაციასა და შეთანხმების დადებას შორის მერყეობს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებით მისი არჩევანი დიდ სამხედრო ესკალაციასა და შეთანხმების დადებას შორის მერყეობს.


