09 ოქტომბერი 2021, 18:45 / სანდო წყარო

ბათუმის ტრაგედია - ორი დღის ყველა მოვლენა ქრონოლოგიურად

ბათუმში, 26 მაისის ქუჩის 13 ნომერში, ერთ-ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, სრულად ჩამოინგრა. პირველი, ვისი გადარჩენაც მაშველებმა შეძლეს, ბავშვი იყო. ავტომობილი, რომელშიც არასრულწლოვანი იჯდა, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში იყო მოყოლილი. ის ავტომობიიდან უვნებლად ამოიყვანეს.

მაშველებმა კორპუსიდან, რომლის ნაწილიც ჩამოინგრა, მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს და, მსხვერპლის თავის ასარიდებლად, ტერიტორიას მოსახლეობისგან ათავისუფლებდნენ.

მიმდინარე სამუშაოების პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც უწყება აღნიშნავდა, რომ სამაშველო და საპოლიციო ძალები ადგილზე შეტყობინების მიღებისთანავე მობილიზდნენ, მიმდინარეობდა ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. დაიწყო მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება. სამინისტრომ ამავე განცხადებაში მიუთითა, რომ ნგრევის ფაქტზე გამოძიება დაიწყეს.

ძალოვან უწყებასთან ერთად, ფაქტს გამოეხმაურა ბათუმის მერიაც და განმარტა, რომ კორპუსი, რომლის სადარბაზოც ჩამოინგრა, საცხოვრებლად ვარგისი იყო და შენობა ამორტიზებული არ ყოფილა.

მალე, ცნობილი გახდა, რომ კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანი პოლიციასთან კონტაქტზე გავიდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით შს მინისტრმა განმარტა, სატელეფონო კავშირისას, ისინი ვერ ამბობდნენ, ნანგრევები რომელ ნაწილში შეეძლოთ მაშველებს მათი მოძებნა. კონტაქტის პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობდა მათი ძიება.

შემთხვევიდან დაახლოებით ორ საათში, გავრცელდა ვიდეომასალა, რომელიც კორპუსის ნაწილის ჩამონგრევიდან რამდენიმე წუთშია გადაღებული. კადრებში ჩანს ნგრევით გამოწვეული ძლიერი მტვერი და ისმის მოსახლეობის ყვირილი.

ამასთან, ნგრევისას დაშავებული არასრულწლოვანის ჯანმრთელობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია და მისმა ექიმმა თქვა, რომ დაშავებულის მდგომარეობა სტაბილური იყო.

მიმდინარე სამუშაოების ადგილზე გასაცნობად, ბათუმში გაემგზავრნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური. მთავრობის მეთაურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ კორპუსის ნგრევისას დაშავებულებსა და დაზარალებულებს სახელმწიფო დაეხმარება.

ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა, ბათუმში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, სავარაუდოდ, ნგრევის დროს, კორპუსში 10-დან 15 მდე ადამიანი იყო და მათი ძებნა აქტიურად მიმდინარეობდა. ამასთან, განმარტა, რომ გამოძიება სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

დღის მეორე ნახევარში, სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელზეც ასახულია, როგორ ჩამოინგრა საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზო ბათუმში.

მედიასთან კომენტარი გააკეთა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და განაცხადა: „გამოძიება ყველაფერს დაადგენს, ჩვენ ყველა კითხვას გავცემთ პასუხს - პირველ რიგში, უნდა ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები ცოცხლები გამოვიდნენ“.

დაახლოებით 20:00 საათისთვის, მაშველებმა მიაკვლიეს ქალს, რომელიც, ნგრევის დროს, სახლში ორ შვილთან - 1 და 9 წლის ბავშვებთან ერთად იყო. ამოყვანამდე, მისთვის დახმარების გაწევა ადგილზევე დაიწყეს, რამდენიმე წუთში კი, ნანგრევებიდან ამოიყვანეს. ადგილზე იყო ქალის მეუღლეც, რომელიც ელოდა, როდის შეძლებდნენ მაშველები მათი ორი შვილის პოვნასაც. საავადმყოფოზში გადაყვანის შემდეგ, ექიმებმა მედიას განუცხადეს, რომ მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

შემდეგი, ვისაც მაშველებმა მიაკვლიეს, ახალგაზრდა კაცი იყო, რომელიც ამოყვანისთანავე გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. მისი მდგომარეობა შეფასდა, როგორც მძიმე და მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.

დაახლოებით 23:30 საათზე გავრცელდა ცნობა, რომ, შესაძლოა, მაშველებმა პირველი ცხედარი ნახეს, რაც, მოგვიანებით, დადასტურდა კიდეც. დაახლოებით ორ საათში, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ სამი გარდაცვლილი ამოიყვანეს.

დილით, ნანგრევებში კიდევ ერთ ცხედარს მიაკვლიეს. დილის მონაცემებით, ჯამში, 5 დაღუპული ადამიანიდან ერთი ასაკოვანი ქალი, ორი კაცი და ორი ბავშვი იყო.

დღეს დილითვე, ცნობილი გახდა, რომ სადარბაზოს ჩამონგრევის საქმეზე სამი ადამიანია დაკავებული - პირველ სართულზე არსებული ბინის მესაკუთრე და ორი დაქირავებული მუშა. „ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია“, - მიუთითა შსს-მ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან ცნობილი გახდა, რომ ღამით ნაპოვნი ორი დაღუპული ბავშვი იმ ქალის შვილები არიან, რომელიც ნანგრევებიდან ამოყვანის შემდეგ რეანიმაციაში მკურნალობდა. ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, მათი საავადმყოფოში გადაყვანილი დედაც გარდაიცვალა.

დაახლოებით 10:00 საათზე, შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ მაშველები კიდევ 3 ადამიანს ეძებდნენ ნანგრევებში. ამასთან, აღნიშნა, რომ ნგრევის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენდა. მედიასთან ისაუბრა აჭარის მთავრობის მეთაურმაც. თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ გეოლოგები ირგვლივ მდგომი ყველა შენობის მდგრადობას შეისწავლიან.

განცხადებების პარალელურად, 3 ადამიანის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდებოდა - მათ შორის იყო დედა-შვილი, მოზარდი შემთხვევის დროს ონლაინგაკვეთილს ესწრებოდა.

საჯარო რეესტრმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშა, რომ სააგენტოს ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში სამუშაოებთან დაკავშირებით მშენებლობის ნებართვა არ გაუცია.

„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მხოლოდ არეგისტრირებს საკუთრების უფლებას უძრავ ნივთზე. ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარე განაცხადზე წარიმართა მხოლოდ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით. 2021 წლის 4 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მომართა ზაურ ბუდაგოვმა და მოითხოვა ქ. ბათუმში 26 მაისის ქუჩა, N 13, (სარდაფი) უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. განაცხადს თან ერთვოდა ნოტარიულად დამოწმებული, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 100%-იანი კრების ოქმი, რომელსაც ხელს აწერდა ამხანაგობის თავმჯდომარე. ასევე, განაცხადს თან ერთვოდა სარდაფის აზომვითი ნახაზი და ზაურ ბუდაგოვის საკუთრებაში არსებული ბინის N1 ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კანონით გათვალისწინებულ 4 სამუშაო დღის ვადაში მიიღო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, ვინაიდან მოთხოვნილი იყო უძრავი ქონების ცვლილების რეგისტრაცია და არ იყო წარმოდგენილი ბინისა და სარდაფის ერთიანი აზომვითი ნახაზი“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში. განმარტება გააკეთა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ოლეგ თორთლაძემაც.

დაახლოებით 13:00 საათისთვის, მაშველებმა დარჩენილი სამიდან ორი ადამიანი იპოვეს, სამწუხაროდ, ორივე დაღუპული - დედა და შვილი. მოგვიანებით, მათ კიდევ ერთი ცხედარი ამოიასვენეს.

ამის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, ნანგრევებში დაკარგულები აღარ არიან და სამუშაოები დროებით შეჩერდა.

ამ დროისთვის, კორპუსის ნგრევისას დაშავებული კაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

სულ, ტრაგედიას 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთაგანაც 3 ბავშვია. ტრაგედიის ყველაზე პატარა მსხვერპლი 1 წლისაა. ყველაზე ასაკოვანი კი - 80 წელს გადაცილებული ქალი.

„ქრონიკამ“ მოიპოვა ნგრევამდე 48 საათით ადრე გადაღებული ფოტოები ბინიდან, სადაც ჩანს, რომ ბინას საყრდენი კედლები გამოცლილი აქვს.

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო „ქართული ოცნება“ 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობას წყვეტს. ამასთან, მომხდარის გამო, ბათუმში დღეს დაგეგმილი საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

კახა კალაძემ განაცხადა, რომ ღონისძიება, რომელიც, სატელევიზიო ფორმატით, თბილისობის აღსანიშნად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდება - თანხა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.

ყველა სიახლე

31 აგვისტო 2026, 01:32

საზოგადოება

საგარეო საქმეთა სამინისტრო: 30 აგვისტოს, თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები - შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენელი გაემგზავრა საქართველოს მოქალაქეებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენელი გაემგზავრა შემთხვევის ადგილზე საქართველოს მოქალაქეებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით, - განმარტეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 30 აგვისტოს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახებასთან დაკავშირებით.

31 აგვისტო 2026, 00:17

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 31 აგვისტოს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის ონლაინ რეჟიმში საცდელი ტესტირება ჩატარდება, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

30 აგვისტო 2026, 22:41

საზოგადოება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს „ტბელობას“ დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად „ტბელობის“ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ცოტნე ანანიძე

30 აგვისტო 2026, 21:54

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“: ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, გიგა ლემონჯავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა: „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“.

30 აგვისტო 2026, 21:49

საზოგადოება

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის კმ98–კმ151 (საყდარი–ლასდილი) მონაკვეთზე და ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის კმ185–კმ190 (უშგული–ლასდილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გურამ თუშიშვილი

30 აგვისტო 2026, 21:18

სპორტი

გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ილია სულამანიძე

30 აგვისტო 2026, 21:12

სპორტი

ილია სულამანიძე ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია

ილია სულამანიძე ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

30 აგვისტო 2026, 18:20

მსოფლიო

ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელური ნავთობით აშშ-ის სტრატეგიული რეზერვების შევსებას გეგმავს.

30 აგვისტო 2026, 18:00

რეგიონი

„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება

ასევე, ჩატარდა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, მათ შორის, ანიმატორების შოუ და მასტერკლასები. გაიმართა ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტიც, სახალხო მთქმელებისა და პოეტების მონაწილეობით.

30 აგვისტო 2026, 17:43

რეგიონი

სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი

მცირე დეტალების დასასრულებლად სამუშაოები გრძელდება. კერძოდ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი გაზდელიანის განცხადებით, ხიდის მოაჯირისა და ტროტუარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

გივი მიქანაძე

30 აგვისტო 2026, 17:15

საზოგადოება

გივი მიქანაძე: პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ

მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე.

30 აგვისტო 2026, 17:14

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა - პროკურატურა საქმესთან დაკავშირებით ვიდეო მასალას ასაჯაროებს

საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქე ვ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

გურამ ნიკოლაშვილი

30 აგვისტო 2026, 16:53

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა

დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი.

დიმიტრი ხუნდაძე

30 აგვისტო 2026, 16:36

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ საპროტესტო აქციების დროს ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირის შეწყალებას ეხმიანება და ოპოზიციის განცხადებებს აფასებს.

ვატო შაქარიშვილი

30 აგვისტო 2026, 16:31

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

ეკონომიკურ რისკებთან, ღირებულებით შეუთავსებლობასთან და სუვერენიტეტის დაკარგვასთან ერთად, იმ გაერთიანების წევრობა, რომელიც ომშია რუსეთთან, ავტომატურად უდრის გამანადგურებელ კონფლიქტში საქართველოს ჩართვას, ამიტომ, საბოლოოდ უნდა გავთავისუფლდეთ ილუზიებისგან და შევდგეთ ქვეყნის განვითარების ყველაზე ოპტიმალურ გზაზე, როგორიც არის ნეიტრალიტეტი, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, რომელიც ეხმიანება ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისლანდიის მიერ უარის თქმას.

30 აგვისტო 2026, 16:27

სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველო პროკურატურა ავრცელებს.

სერჰი იემელიანოვი

30 აგვისტო 2026, 15:59

სპორტი

სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების წევრმა სერჰი იემელიანოვმა პარაკაიაკით ფინალურ გაცურვაში 200-მეტრიანი დისტანცია 39,82 წამში დაფარა და მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა.

მოჯტაბა ხამენეი

30 აგვისტო 2026, 14:47

მსოფლიო

Reuters: ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება

ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

30 აგვისტო 2026, 14:31

მსოფლიო

კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან

კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან. ბიგ-სურის რაიონში გაჩენილმა ხანძარმა 13 000 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ჯონ რეტკლიფი

30 აგვისტო 2026, 14:27

მსოფლიო

AXIOS: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა. ამის თაობაზე გამოცემა AXIOS-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.