IMEDI /  12 ოქტომბერი 2021, 11:24 / სანდო წყარო

მედეა ქაჯაია: ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცის მდგომარეობა სტაბილურია, გვაქვს დადებითი დინამიკა

მედეა ქაჯაია

მედეა ქაჯაია

ზვიად თავდგირიძის მდგომარეობა დღეისთვის სტაბილურია, გვაქვს დადებითი დინამიკა, - ამის შესახებ „ქრონიკას“ „მედცენტრის“ დირექტორმა, მედეა ქაჯაიამ განუცხადა.

„პაციენტი აქტიურია, ადეკვატურია, მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია. ლაბორატორიული, ინსტრუმენტული და კლინიკური კვლევებითაც დინამიკა დადებითია. პაციენტთან ძირითადად მუშაობენ ქირურგები და ნევროლოგები. თუ ასეთი სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდა, გადავიყვანთ განყოფილებაში. მისი რეაბილიტაცია და შემდგომი მკურნალობა იქნება ხანგრძლივი“, - განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება - ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.

აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ბინებს და კომპენსაციას გადასცემენ.

ყველა სიახლე

ჯუანშერ ბურჭულაძე

18 ოქტომბერი 2021, 09:08

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე: ლოიდ ოსტინის ვიზიტი ისტორიულია და ეს არის ძალიან ნათელი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ

დღეს დაიწყო მაღალი დონის ვიზიტი. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რა ეტაპზეა ჩვენი ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორთან, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკელი კოლეგის, ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

კელი დეგნანი

18 ოქტომბერი 2021, 08:45

პოლიტიკა

კელი დეგნანი: ლოიდ ოსტინის ვიზიტი არის კიდევ ერთი დასტური, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის გრძელდება მჭიდრო ურთიერთობები

„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილავთ, თუ კიდევ რა შეიძლება გააკეთონ ჩვენმა მხარეებმა ერთობლივად, რომ გაძლიერდეს საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილურობა. მოხარული ვართ, რომ ოსტინი საქართველოში იმყოფება და მოუთმენლად ველით დატვირთულ და ნაყოფიერ შეხვედრებს“, - განაცხადა დეგნანმა.

18 ოქტომბერი 2021, 08:25

საზოგადოება

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, გარეკახეთის, დოესის, ავლიპ ზურაბიშვილის, კოშკოვანის, ნოსირის, ცუცხვათის, ლეხ კაჩინსკის, ძევერის, კობარეთის, აწყურისა და კასპის ქუჩების მოსახლეობას.

18 ოქტომბერი 2021, 08:03

ეკონომიკა

დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის შემაჯამებელი განხილვა გაიმართება

ამით ბიუჯეტის საკომიტეტო განხილვები დასრულდება და პროცედურის მიხედვით, პროექტი საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება.

ლოიდ ოსტინი

18 ოქტომბერი 2021, 06:37

პოლიტიკა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოშია. ვიდეო

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოში ჩამოვიდა. ლოიდ ოსტინი თბილისის აეროპორტში დილის 06:00 საათზე ჩამოფრინდა.

ლოიდ ოსტინი

18 ოქტომბერი 2021, 06:27

პოლიტიკა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი: აშშ მტკიცედ განწყობილია, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლაში დაეხმაროს

აშშ მტკიცედ განწყობილია, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლაში დაეხმაროს, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა.

ლოიდ ოსტინი

18 ოქტომბერი 2021, 06:17

პოლიტიკა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოში ჩამოვიდა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოში ჩამოვიდა. ლოიდ ოსტინი თბილისის აეროპორტში ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა.

ანტონიო გუტერეში

18 ოქტომბერი 2021, 05:39

მსოფლიო

ანტონიო გუტერეში: ვაქცინის გავრცელების უთანასწორობა კორონავირუსის ვარიანტებს განვითარების საშუალებას აძლევს

ვაქცინის გავრცელების უთანასწორობა კორონავირუსის ვარიანტებს განვითარების საშუალებას აძლევს, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა.

ენტონი ბლინკენი

18 ოქტომბერი 2021, 05:05

მსოფლიო

ენტონი ბლინკენმა ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრთან ავღანეთში არსებული ვითარება განიხილა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრთან ავღანეთში არსებული ვითარება განიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

18 ოქტომბერი 2021, 03:43

მსოფლიო

ბილ კლინტონი საავადმყოფოდან გამოწერეს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი საავადმყოფოდან გამოწერეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გეირ პედერსენი

18 ოქტომბერი 2021, 03:30

მსოფლიო

სირიის მთავრობა და ოპოზიცია ახალი კონსტიტუციის შემუშავებაზე შეთანხმდნენ

სირიის საკითხზე გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა, გეირ პედერსენმა განაცხადა, რომ სირიის საკონსტიტუციო კომიტეტის თანათავმჯდომარეები ახალი კონსტიტუციის შემუშავებაზე შეთანხმდნენ.

ნიკოლა დე ბუიან დე ლაკოსტი

18 ოქტომბერი 2021, 03:05

მსოფლიო

AFP: ბელარუსის ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე, საფრანგეთის ელჩმა ბელარუსი დატოვა

ბელარუსის ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე, საფრანგეთის ელჩმა ბელარუსი დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Agence France-Presse-ი ავრცელებს.

18 ოქტომბერი 2021, 02:42

პოლიტიკა

პენტაგონი: საქართველოსა და უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხაზს გაუსვამს იმას, რომ ნატოს კარი ღიაა

საქართველოსა და უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ხაზს გაუსვამს იმას, რომ ნატოს კარი ღიაა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

18 ოქტომბერი 2021, 00:51

ტაბლოიდი

ბრიტანელმა ჰარი პოტერმა აუქციონზე „ჰარი პოტერის“ პირველი გამოცემა გაყიდა

წიგნი პოტერს მისმა მამამ, დევიდ ჯეიმს პოტერმა აჩუქა. დიდი ხნის განმავლობაში ოჯახი წიგნს გაყიდვას არ აპირებდა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრეს. ჰარი პოტერი გაყიდვების მენეჯერად მუშაობს და აცხადებს, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში უწევს სხვებს აუხსნას, რომ ეს მისი ნამდვილი სახელი და გვარია.

მეგან ფოქსი და ბრაიან ოსტინ გრინი

18 ოქტომბერი 2021, 00:28

ტაბლოიდი

მეგან ფოქსი ქმარს დაშორდა

მეგან ფოქსი მსახიობ ბრაიან ოსტინ გრინს დაშორდა. წყვილმა განქორწინების საბუთებს ხელი უკვე მოაწერა, რითაც, 11 წლიანი ოფიციალური ურთიერთობა დაასრულა. მათ სამი საერთო შვილი ჰყავთ - ყველაზე უფროსი 9 წლისაა, შუათანა 7-ის, უმცროსი კი 5 წლის.

ელისო ბოლქვაძე

18 ოქტომბერი 2021, 00:12

საზოგადოება

ელისო ბოლქვაძე: ერთი პერიოდი ძალიან დიდი მოთხოვნილება მქონდა, მონაზონი გავმხდარიყავი

„ფაქტმა მიმიზიდა ძალიან. ფაქტი ძალიან საინტერესოა. ხომ იცით? მეუფე შიო - იგი იყო ჩელისტი. ჩვენ ერთად ვუკრავდით კვინტეტებს. ერთად ძალიან ბევრი კონცერტი გვაქვს შესრულებული. ერთ დღეს მეუფე შიო გაქრა. არვინ იცოდა, სად იყო. რაღაც მომენტში ეს ფაქტი ჩვენთვის, ყველასთვის, ვინც ერთად ვიყავით, ძალიან დიდი სტრესი იყო, რადგან ვერ გავიგეთ, რა მოხდა. მაშინ პატარები ვიყავით. მასზე ძალიან დიდი იმედები მყარდებოდა, როგორც მუსიკოსსა და ჩელისტზე. თუმცა, მან საკუთარი გზა მონახა და სხვათა შორის, ამისთვის ძალიან პატარა იყო - 20 თუ 21 წლის. ამის შემდეგ რამდენიმე წელში გამიჩნდა აზრი, რომ იქნებ, ჩემი ადგილი იქ იყოს. პირველი რაც იყო - მშობლები ვერაფრით ვერ დავტოვე. როგორც ჩანს, ჩემი მოწოდება არ იყო“, - განაცხადა ბოლქვაძემ.

17 ოქტომბერი 2021, 23:58

მსოფლიო

ინდოეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. კერალას შტატში წყალდიდობა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. ამ დრომდე ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში სამხედროებიც არიან ჩართულები.

ელისო ბოლქვაძე

17 ოქტომბერი 2021, 23:35

საზოგადოება

ელისო ბოლქვაძე ხატია ბუნიათიშვილზე: არ მაქვს მასთან ურთიერთობის სურვილი, ის იყო ბავშვი, რომელიც 10 წლის ასაკში აღმოვაჩინე

„კონტაქტი არ მაქვს. მაგრამ მას რა თქმა უნდა, მე ყოველთვის ვუსურვებ წარმატებებს. ძალიან მახარებს მისი წარმატებები. თუ რატომ არ მაქვს კონტაქტი, ეს ისეთი თემაა... პირადულიც და არა პირადულიც. არ მაქვს მასთან ურთიერთობის სურვილი. ის იყო ბავშვი, რომელიც 10 წლის ასაკში აღმოვაჩინე. მაშინ არც „ლირა“ და არც არაფერი არსებობდა“, - განაცხადა ბოლქვაძემ.

17 ოქტომბერი 2021, 23:13

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე: რაღაცას ვიტყოდი, მერე ეს იჭრებოდა, იდებოდა - მიმართული იმისკენ, რომ ხალხს შევძულებოდი

„20 ივნისის დაკავშირებით იყო შეკითხვები, {პასუხები} დაჭრეს და ამოჭრეს. მე უბრალოდ ვთქვი, რომ ვისურვებდი დღეს, ამდენი წლის შემდეგ ახალგაზრდები საკუთარ წინსვლაზე ფიქრობდნენ. სამწუხაროდ ბევრი რამ არის მართული და ახალგაზრდები არიან გამოყენებულნი ვიღაცის ინტერესში“, - განაცხადა ბოლქვაძემ.

ელისო ბოლქვაძე

17 ოქტომბერი 2021, 22:44

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე: ძალიან დიდი აღმოჩენა იყო ჩემთვის, რომ საქართველოს ჰყავდა ისეთი ადამიანი, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი

„მე შემოვედი პოლიტიკაში იმიტომ, რომ ვადევნებდი თვალყურს 2012-წლამდე და მერე [მოვლენებს] და ძალიან დიდი აღმოჩენა იყო ჩემთვის, რომ საქართველოს ჰყავდა ისეთი ადამიანი, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი. ჩემთვის ეს იყო შეუცნობელი ადამიანი, რომელიც შემოვიდა ქართულ სივრცეში და ძალიან მაინტერესებდა. მივყვებოდი მას ტელევიზიით, არ ვიცნობდი საერთოდ. რაღაც ძალიან დიდი იმპულსი იყო“, - განაცხადა ბოლქვაძემ.