ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების პროცესში ვერტმფრენიც ჩაერთო
ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო-სამაშველო ძალების პირველი მორეაგირე ჯგუფები ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში დაკვამლიანების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ და ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები დაიწყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, რთული კლდოვანი რელიეფის გამო ვერ ხერხდებოდა ცეცხლის კერებამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა და მეხანძრე-მაშველებს მუშაობა ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით უწევდათ. გარდა ამისა, სიტუაციას ართულებდა ძლიერი ქარიც. ხანძრის გავრცელების რისკის გათვალისწინებით, ქრობიდ პროცესში თბილისიდან დამატებითი ჯგუფების გაგზავნის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
„მეხანძრე-მაშველებმა მდინარე მტკვარზე წყლის ტუმბოები დაამონტაჟეს და დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილზე წყლის მაგისტრალები გაიშალა, რამაც მნიშვნელოვნად დააჩქარა ხანძრის ლოკალიზება.
ხანძრის ქრობის პროცესში დღეს დილიდან ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, სალოკალიზაციო სამუშაოებში სულ მონაწილეობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 100 მეხანძრე-მაშველი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
24 მარტი 2026, 11:04
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ინვესტორებს ვთავაზობთ პარტნიორობას გრძელვადიანი ზრდის პერსპექტივით, მტკიცედ ვრჩებით სტაბილური, პროგნოზირებადი და ინვესტორებისთვის მეგობრული გარემოს შენარჩუნების ერთგულნი
კორპორატიული ობლიგაციების შიდა ბაზარზეც ისტორიული ზრდა გვაქვს. 2025 წელს, ვიხილეთ ყველაზე მაღალი აქტივობა, რადგან ემისიების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა; საჯარო კორპორატიული ობლიგაციების ბაზარი წინა წელთან შედარებით 33.3 პროცენტით გაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
24 მარტი 2026, 11:02
ეკონომიკა
პრემიერი: საქართველოს მთავრობისთვის კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბება უმთავრეს ეროვნულ პრიორიტეტებს შორისაა, კარგად ფუნქციონირებადი კაპიტალის ბაზარი აუცილებელია ეკონომიკური ზრდისთვის
საქართველოს მთავრობისთვის კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბება უმთავრეს ეროვნულ პრიორიტეტებს შორისაა, კარგად ფუნქციონირებადი კაპიტალის ბაზარი აუცილებელია ეკონომიკური ზრდისთვის, ის ხელს უწყობს ფინანსური რესურსების ეფექტურ განაწილებას, მხარს უჭერს კერძო სექტორის ზრდას და უზრუნველყოფს წვდომას გრძელვადიან დაფინანსებაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
24 მარტი 2026, 11:00
პოლიტიკა
პრემიერი: საქართველო მსოფლიოს სთავაზობს სტაბილურ, პროგნოზირებად და კონკურენტულ გარემოს ინვესტიციებისა და ბიზნესის გაფართოებისთვის, ამ წინსვლის მთავარი მაჩვენებელი ჩვენი ფინანსური სექტორის სტაბილურობა და ეროვნული ვალუტის სიმტკიცეა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში რეგიონში და ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო სავარაუდოდ ყველაზე მაღალ საშუალო ეკონომიკურ ზრდას მიაღწევს, წლიური 5.1%-ით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
24 მარტი 2026, 10:59
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: მშვიდობას ენერგომატარებლების გლობალური მიწოდებისთვის „კრიტიკული მნიშვნელობა“ აქვს
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, საჭიროა, რომ ირანთან ომი მოლაპარაკებების გზით დასრულდეს.
24 მარტი 2026, 10:49
რეგიონი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ღია კარის დღე 27 მარტს გაიმართება
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია KIU-ს უნიკალურ საბაკალავრო პროგრამებზე, საგრანტო და გაცვლით პროექტებზე, სტიპენდიებზე; შეხვდნენ პროგრამების ხელმძღვანელებს, აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს; დაათვალიერონ კამპუსი და მოინახულონ უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა.
24 მარტი 2026, 10:45
კულტურა
„მოანას“ პირველი თრეილერი გამოქვეყნდა🎬
ფილმის სიუჟეტი ანიმაციური სურათის ისტორიას იმეორებს. მოანა ზღვაში მიემგზავრება, რათა ტე ფიტის გული დააბრუნოს და თავისი კუნძული გადაარჩინოს. ამაში მას ნახევარღმერთი მაუი ეხმარება.
24 მარტი 2026, 10:44
პოლიტიკა
თამარ ტალიაშვილი: მელანია ტრამპის უშუალო მოწვევით საქართველოს პირველი ლედი ვაშინგტონშია. იგი დელეგაციასთან ერთად მონაწილეობს სამიტში, რომელიც ეძღვნება ბავშვთა უსაფრთხოებას და კეთილდღეობას მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაში
მელანია ტრამპის უშუალო მოწვევით საქართველოს პირველი ლედი ვაშინგტონშია, - განაცხადა აშშ-ში საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა.
24 მარტი 2026, 10:43
მსოფლიო
აშშ-ის სენატმა შიდა უსაფრთხოების მდივნად მარკუეინ მალინი დაამტკიცა
აშშ-ის კონგრესის სენატმა ხმათა უმრავლესობით ქვეყნის შიდა უსაფრთხოების მდივნად სენატორი მარკუეინ მალინი დაამტკიცა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
24 მარტი 2026, 10:41
ეკონომიკა
ფილადელფიაში „ქართული ღვინის ფორუმი“ გაიმართა
პენსილვანიის უნივერსიტეტში გამართული ორდღიანი ღონისძიება მოიცავდა სამეცნიერო კონფერენციას და ქართული ღვინის სემინარ-პრეზენტაციას, მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ მიეღოთ ინფორმაცია საქართველოსა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ, ასევე, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინოები.
24 მარტი 2026, 10:35
ტექნოლოგიები
საფრანგეთში არქიმედეს ტრაქტატის უძველესი ასლი აღმოაჩინეს
საფრანგეთის ქალაქ ბლუას მუზეუმში, რომელიც ლუარას ხეობაში მდებარეობს, ანტიკური ხანის ყველაზე ცნობილი მათემატიკოსის, ბერძენი მეცნიერის - არქიმედეს ტრაქტატის „სფეროსა და ცილინდრის შესახებ“ უძველესი ასლი აღმოაჩინეს. ეს ნაშრომი არქიმედემ ძვ. წ. III საუკუნის შუა წლებში დაწერა. X საუკუნეში საფრანგეთში შესრულებული ეს ასლი მანამდე დაკარგულად ითვლებოდა.
24 მარტი 2026, 10:32
სამართალი
სამართალდამცველებმა სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 5 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის, ასევე, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
24 მარტი 2026, 10:31
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
24 მარტი 2026, 10:30
სამართალი
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახის ორი წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
24 მარტი 2026, 10:30
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 2007 წელს დაბადებული ა.ი. და 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.მ. რუსთავის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დროს დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
24 მარტი 2026, 10:29
სამართალი
სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 6 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ზუგდიდისა და ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 6 პირი დააკავეს.
24 მარტი 2026, 10:29
სამართალი
პოლიციამ აჭარაში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1998 წელს დაბადებული დ.შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
24 მარტი 2026, 10:24
საზოგადოება
ლაშა დოლიძე: ქვეყნის პროგრამული ჩარჩო სრულ შესაბამისობაშია სამინისტროს პრიორიტეტებთან და ქმნის სამომავლო ეფექტიანი თანამშრომლობის მყარ საფუძველს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ საქართველოს მთავრობის უწყებებთან ორგანიზებულ საკონსულტაციო შეხვედრას დაესწრო.
24 მარტი 2026, 10:24
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წარსულში სხვადასხვა დანაშაულებისთვის ნასამართლევი, 2000 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს.
24 მარტი 2026, 10:18
საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დელეგაციების წარმომადგენლები ეწვივნენ
სტუმრები თბილისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის პატივის მისაგებად ჩამოვიდნენ და საქართველოს ეკლესიის მეთაურის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნენ. სტუმრები გამგზავრებამდე კი საპატრიარქო რეზიდენციას ესტუმრნენ.
24 მარტი 2026, 10:17
საზოგადოება
მეუფე შიომ საპატრიარქო რეზიდენციაში უწმინდესის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა, სადაც სოციალურად დაუცველებს ტრაპეზზე უმასპინძლა
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ სინოდის წევრებთან ერთად საპატრიარქო რეზიდენციაში გადაიხადა პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს სულის საოხად, რომელსაც საპატრიარქოს თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდნენ სოციალურად დაუცველნი.


